ჟერარ ულიეს წასვლის შემდეგ „ასტონ ვილას“ ახალი მწვრთნელი სჭირდება და დიდი შანსია ის რობერტო მარტინესი იყოს
ჟერარ ულიეს წასვლის შემდეგ „ასტონ ვილას“ ახალი მწვრთნელი სჭირდება და დიდი შანსია ის რობერტო მარტინესი იყოს.

ბირმინგემელთა კლუბის ამერიკელმა მეპატრონემ, რენდი ლერნერმა „უიგანისგან“ 37 წლის ესპანელ მწვრთნელთან მოლაპარაკების ნებართვა მიიღო. თავად ლერნერს მარტინესზე მეტად ინგლისელი სტივ მაკლარენის მიწვევა უნდოდა, მაგრამ გულშემატკივრებმა ნაკრების ყოფილი მწვრთნელის გაგონებაზე ისეთი ამბავი ატეხეს, რომ ამერიკელმა უკან დაიხია.

აღსანიშნავია, რომ ლერნერი კიდევ ერთ ვარიანტს განიხილავდა, „ლივერპულის“ ყოფილი თავკაცის, მარტინესის თანამემამულე რაფა ბენიტესის დაქირავება სურდა. შეხვდა კიდეც ბიზნესმენი ბენიტესს ლონდონში, მაგრამ მასთან მოლაპარაკებამ დაანახა, რომ ამ განზრახვაზე ხელი უნდა აეღო.

მარტინესმა, მოგეხსენებათ, „უიგანი“ ამ სეზონში პრემიერლიგაში დასტოვა. მას ამისთვის იოლად არ მიუღწევია, ყველაფერი დრამატულ ბოლო ტურში გადაწყდა, მაგრამ მთავარია, რომ შედეგს მიაღწია, ბედმაც გაუღიმა და აგერ, „ვილასთანაც“ დააკავშირა. გუშინ ესპანელმა სპეციალისტმა შვებულება შეწყვიტა, ინგლისში გადაფრინდა და ლერნერს შეხვდა.

„უიგანის“ მეპატრონე დევიდ უილანმა კი ასეთი რამ განაცხადა:

„ბირმინგემელები წესიერად მოიქცნენ. მათ ზურგსუკან თაღლითობა არ დაუწყიათ, დამიკავშირდნენ და რობერტო მარტინესთან დალაპარაკების ნებართვა მთხოვეს. მეც დავთანხმდი“.

თუმცა, უილანმა იმავე საუბარში აღნიშნა, სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ მარტინესი ჩვენს შორს მიმავალ გეგმებს იოლად გადააბიჯებს და „ვილას“ პირველივე დაძახილზე მიგვატოვებსო.

„მართალი გითხრათ, ძალიან გამიკვირდება რობერტომ ბირმინგემელებს თანხმობა რომ განუცხადოს და „უიგანი“ დასტოვოს. მე მარტინესს მკაფიოდ ვუთხარი, რომ მასთან თანამშრომლობა მსურს და კონტრაქტსაც გავუხანგრძლივებ. მე და მას ისეთი ურთიერთობა გვაქვს, რომ ერთმანეთს არასდროს ვუღალატებთ, მაგრამ ცხოვრება ისეთი რამ არის, რომ გადაჭრით კაცმა მაინც არაფერი უნდა თქვა“, - ამბობდა გუშინ დილით „უიგანის“ თავკაცი.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა