ესპანეთში საკალათბურთო სეზონი ოფიციალურად დაიწყო. ტრადიციულად, ეს სუპერთასის გათამაშებით მოხდა, რომელშიც გასული სეზონის 4 საუკეთესო გუნდი მონაწილეობდა. მინი-ტურნირს კანარის კუნძულებმა, კონკრეტულად, კი ტენერიფემ უმასპინძლა, რომელი ქალაქის გუნდის ღირსებასაც გიორგი შერმადინი იცავს.

პირველ დღეს ნახევარფინალები გაიმართა – “ბარსელონამ” თორნიკე შენგელიას ყოფილი კლუბი “ბასკონია” დაამარცხა – 72:68, ხოლო “რეალმა” “ტენერიფე” – 92:79.

კუნძულელთა მწვრთნელმა ხესუს ვიდორეტამ შერმადინი სასტარტო ხუთეულში დააყენა. ეს მწვრთნელისგან ტრადიციული გადაწყვეტილება იყო, თუმცა გასაკვირი გახლდათ, რატომ არ შეიყვანა ხუთეულში გამთამაშებელი მარსელინიო უერტასი, რომელიც შერმადინთან გასულ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო დუეტს ქმნიდა. ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი იოლად იყო – გიორგი ბლოკებს აყენებდა, შემდეგ თავისუფლდებოდა და უერტასის გენიალური პასებით ქულას ქულაზე აგროვებდა.

ამჯერად, “რეალთან” ვიდორეტამ ამ დუეტზე უარი თქვა – როცა შერმადინი მოედანზე იყო, მარსელინიო ისვენებდა და პირიქით. საბოლოოდ მივიღეთ თამაში, რომელშიც ქართველ ცენტრამდე ბურთი იშვიათად მიდიოდა. მან საბოლოოდ 18 წუთში 9 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. 17 ქულით “ტენერიფეს” ბომბარდირი უერტასი გახდა. “რეალის” გამარჯვებაში კი 18-ქულიანი წვლილი შეიტანა რუდი ფერნანდესმა, რომელმაც 9-დან 5 სამქულიანი ჩააგდო.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში