რუსთავის "ოლიმპის" ყოფილი ფეხბურთელი ანდერსონ აკინო ბრაზილიის თასს ვერ შეწვდა
კორიტიბა-ვასკუ და გამა 3:2 (1:0 პირველი მატჩი)

კორიტიბა: ბასტოსი, ჟონასი, დემერსონი, ემერსონი, მენდესი (ელტინიო), ვილიანი, გაგო (აურელიო), პაულო (ლეონარდო), რაფინია, დავი, ბილი.

ვასკუ და გამა: პრასი, ალანი, დედე, მარტინსი, რამონი, რომულო, კოსტა, ფელიპე (ჟუმარი), დიეგო სოუზა (ბერნარდო), ედერ ლუისი, ალექსანდრო.

გოლები: 0:1 ალექსანდრო (11), 1:1 ბილი (28), 2:1 დავი (44), 2:2 ედერ ლუისი (57), 3:2 ვილიანი (66)

ბრაზილიის თასი "ვასკუ და გამას" დარჩა - ამ გუნდმა საპასუხო ფინალური მატჩი 2:3 წააგო "კორიტიბასთან", მაგრამ ორი მატჩის ჯამში მეტოქის მოედანზე გატანილი მეტი ბურთის წყალობით, ტიტულს შეწვდა.

სხვათა შორის, თასის ფინალის პირველ და საპასუხო მატჩებს შორის ეს გუნდები ერთმანეთს სერია ა-ში შეხვდნენ და იქ რუსთავის "ოლიმპის" ყოფილი ფეხბურთელის, ანდერსონ აკინოს ჰეთ თრიკის წყალობით "კორიტიბამ" 5:1 მოიგო. საპასუხო ფინალურ მატჩში აკინოს არ უთამაშია. აკინო, რომელიც საქართველოს ნაკრებში თამაშზეც იყო თანახმა, ბრაზილიის ჩემპიონატში 3-3 გოლით ბომბარდირთა დავაში ლიდერობს ვასკოელ ბერნარდოსთან ერთად.

ანგარიში "ვასკუმ" გახსნა, როცა ფლანგიდან ჩაწოდებულს მასპინძელთა კარში ბურთი "ინტერნასიონალის" ყოფილმა ფორვარდმა ალექსანდრომ გაიტანა. ტაიმი მაინც "მწვანეებმა" მოიგეს, ჯერ თავურებით გათამაშებული კომბინაცია ბილმა ახლო მანძილიდან გოლიYთ დაასრულა, შემდეგ დავიმ იმარჯვა დამატებაზე. "კორიტიბო" მისი გოლკიპერის, ბასტოსის სულელურმა შეცდომამ დაღუპა, როცა ის ედერ ლუისის დარტყმულს "აცდა". 66-ე წუთზე ვილიანმა "კორიტიბა" ისევ წინ გაიყვანა - მან დაახლოებით 25 მეტრიდან ფანტასტიკური გოლი გაიტანა. 2001 წლის მერე პირველად "ვასკუ და გამა" პირველად ითამაშებს კოპა ლიბერტადორესზე.

"ფლუმინენსეს" ახალი მწვრთნელი ჰყავს - აბელ ბრაგა. მას მიზნად ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება დაუსახეს. ბრაგამ "ფლუმინენსეს" დროებითი თავკაცი ენდერსონ მორეირა შეცვალა. ბრაგა "ფლუს" ყოფილი ფეხბურთელია, 2005 წელს კი წვრთნიდა კიდეც ამ გუნდს. "ფლუმინენსეს" 3 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს. ბრაზილიის ჩემპიონატს კი ერთპიროვნულად "სან პაულუ" ლიდერობს - რივალდოსა და ლუიშ ფაბიანოს გუნდი ერთდართია 20-გუნდიან სერია ა-ში, რომელსაც ჯერ ქულა არ დაუკარგავს.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა