საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა, ისევე როგორც მთელი ქართული საზოგადოება, შეძრა რაგბის კავშირის ოფისთან 16 სექტემბერს მომხდარმა ფაქტმა. ჩვენ, გამგეობის წევრები, ვგმობთ ამ საქციელს და მიგვაჩნია, რომ ეს დაუშვებელია არა მარტო ზოგადად, არამედ ქართულ სპორტში, მითუმეტეს – რაგბის დიდ ოჯახში, რადგანაც იგი სრულიად ეწინააღმდეგება რაგბის ფასეულობებს, ღირებულებებს და ურთიერთობის დამკვიდრებულ წესებს.

გულწრფელად ვუსურვებთ რამაზ ხარაზიშვილს, რომელიც შემთხვევითობის მსხვერპლი გახდა, სწრაფ გამოჯანმრთელებას და სათამაშო მოედანზე დაბრუნებას. იმედი გვაქვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები სწრაფად და დროულად დაადგენენ სიმართლეს.

ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ეს ინციდენტი მოხდა იმ დროს, როდესაც რაგბის კავშირში განიხილებოდა სრკ-ს ფინანსური მდგომარეობა და თითქოს მომხდარი დაკავშირებულია რაგბის კავშირის გამგეობასთან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს განცხადებები არ შეესაბამება სიმართლეს. სინამდვილეში, ამ დროს რაგბის კავშირში მიმდინარეობდა მსჯელობა საქართველოს ჩემპიონატის დაწყების შესახებ, რომელიც განახლდება ამა წლის 9 ოქტომბერს.

გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას დიდი მხარდაჭერისთვის, რომელიც მან აღმოუჩინა ქართულ რაგბს იმ უმძიმეს ვითარებაში, რომელიც გამოიწვია COVID-19-მა. კერძოდ, საქართველოს მთავრობის მიერ ამ ურთულეს პირობებში მოძიებული იყო თანხა სარაგბო კლუბებისთვის შიდა ჩემპიონატების დასაწყებად. საქართველოს მთავრობისა და რაგბის კავშირის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს ნაკრები მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოში ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში – „შემოდგომის ერთა თასში“ – ესაა ქართული რაგბის დიდი აღიარება და მრავალი თაობის თავდაუზოგავი შრომის შედეგი. ვსარგებლობთ შემთხვევით და მადლობას ვუხდით „ექვსი ერის“ მესვეურებს ამ გადაწყვეტილებისთვის და“ მსოფლიო რაგბის“ დიდი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ.

სამწუხაროდ, ამ წარმატებების და წინსვლის ფონზე, ვრცელდება გარკვეული დესტრუქციული განცხადებები, რომელიც საერთო საქმეს ნამდვილად არ წაადგება. მთავრობასთან შეთანხმებით პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ბატონი თორნიკე გოგებაშვილის დანიშნვის შემდეგ, დაიწყო ამ შეცდომების გამოსწორების პროცესი და სახეზე გვაქვს პირველი დადებითი შედეგები. ახლა არა კონფრონტაციის, არამედ მშვიდ ვითარებაში თავდაუზოგავი შრომის დროა. ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ თორნიკე გოგებაშვილს და ვფიქრობთ რომ მას, გამგეობის წევრებს და კავშირის თანამშრომლებს უნდა მიეცეთ ნორმალური მუშაობის საშუალება. მითუმეტეს, რომ უამრავი რამ არის გასაკეთებელი, დასაწყები გვაქვს ყველა დონის ეროვნული ჩემპიონატი და ყველანი ერთად უნდა მოვემზადოთ ეროვნული ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო თამაშებისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ – დღეს არის არა დაძაბულობის, არამედ მუშაობისა და ერთიანობის დრო ქართული რაგბის პროგრესის უზრუნველსაყოფად, რისკენაც მოვუწოდებთ ყველას.

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რომ რაგბის კავშირში იყოს მშვიდი და სამუშაო ატმოსფერო და მიიღებს ყველა საჭირო ზომას დასახული მიზნების მისაღწევად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოვლენები კვლავ დესტრუქციული გზით განვითარდება, იტოვებს უფლებას ყველაფერს სათანადო პასუხი გასცეს.

მიღებულია ერთხმად საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის წევრების მიერ.

წყარო: rugby.ge

თქვენ ის ხალხი არა ხართ, აქამდე ვინც იყავით? რომ წერთ, უამრავი საქმეა გასაკეთებელიო, აქამდე სად იყავით? ეს ყველაფერი ვინმემ დაგიტოვათ? ჯერ იყო და რაღაც პეტიციები შეიმუშავეს ვაჟკაცობაზე და რაინდობაზე , ახლა კომუნისტური პარტიის პლენუმის დადგენილებასავით გვიცხადებენ, რომ რაგბის პრინციპებს იცავენ და ოჯახს უფრთხილდებიან. დესტრუქციული ქმედებები თქვენი მხრიდან მოდის, რასაც ბოლოდროინდელი სამსრცხვინო ფაქტიც ადასტურებს. იმის მაგივრად ჩუმად მაინც იყოთ, აქეთ თქვენს წამხდარ საქმეს სხვას აბრალებთ
emigranti
რაის შემთხვევითობაზე ლაპარაკობს ორჯერ ესროლა ადამიანს, თან ეტყობა ფეხებში უმიზნებდა. რამ გამოიწვია კარგად იციან ყველამ, დაზარალებულმაც და გამგეობამაც, მაგრამ "კაი ბიჭობაზე" დებენ თავს და ამ თავებს რაცხა ფეხში დაჭრისთვის ხომ არ შეირცხვენენ...სამწუხაროდ ამ ბოლო დროს მომრავლდად რაგბის სამყაროსთან დაკავშირებული "საქმენი საგმირონი" .
ლუკა
იმაზე თუ ფიქრობთ, რომ მოკვდებით და სუდარას რომ გადაგაფარებენ და ეგ გასიებული მუცლები ზემოთ რომ დაგრჩებათ, და რაც ფული ჭამეთ რომ ვერ გაგყვებათ ( ბენდუქიძე, პატარკაციშვილი და ნებისმიერი სხა) ვისაც ამ ქვეყნად უშოვია რა წაუღია? კაცობა ძნელია... ბოდიში მოიხადეთ ქვეყნის წინაშე. ლაჩრებო.

ოჰო! თამადები გამოსულან სიტყვაში! ნეტავ როდის მორჩებით ამ სადღეგრძელოების ბჟუტურს საინტერესოა? რა ოჯახი, რის ოჯახი? ნამუსის ნატამალი თუ ოდნავ მაინც შეგრჩათ, გაიწიეთ გვერდზე და ადგილი დაუთმეთ სხვას, დათმობაც ვაჟკაცობაა, სხვათა შორის
ფ
ერთადერთი სპორტის სახეობა, რომელიც რაინდობასთან და ვაჟკაცობასთან ასოცირდება, თქვენ ვინა ხართ, საიდან მოხვედი, რა თქვენს თავზე იწერთ 8 ერში მიწვევას, იქ ზუსტად ასეთი კაცების გამო მიგვიწვიეს, თქვენ რომ დაჭერით, მასეთების, გოროძისნაირების და ზირაქიშვილების გამო, თქვე ღორებო და გაუთლელებო, უნახავმა რა ნახაოებო, აქაც ჩასვარეთ და ააბინძირეთ ყველაფერი. ფუჰ თქვენი...
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
"შეწყვიტონ ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე" - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მიმართვა სარაგბო ოჯახს!
მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი საქართველოს ეწვევა
საქართველო ყაზახეთსა და აზერბაიჯანს რაგბის განვითარებაში დაეხმარება
ქართული და ებრაული რაგბი განვითარებისთვის ირაზმებიან
ბოდიშს გიხდით ვანდალური შეტევებით გამოწვეული შეფერხებების გამო - რაგბის კავშირის განცხადება
რაგბიში ქართულ-იაპონური მეგობრობის გასაღრმავებლად