რუსეთის ჩემპიონატის მერვე ტურში "რუბინი" სახლში 0:2 დამაცხდა "სპარტაკთან". ამ მატჩში მასპინძელთა ქართველ ლეგიონერ ხვიჩა კვარაცხელიას ურიგოდ ნამდვილად არ უთამაშია, რის შესახებაც მიმოხილვაში მოგახსენეთ.

შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ყაზანური გუნდის მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის ხვიჩაზე წესად ქცეული კრიტიკული კითხვა დაუსვეს, თითქოს "რუბინს" ყველაფერი აწყობილი ჰქონდეს და ჩვენებური უშლიდეს ხელს. სლუცკიმ კი კვლავ საკადრისი პასუხი გასცა - გადმოგცემთ სტენოგრამულად.

- კვარაცხელიას თამაში შეაფასეთ. ისე ჩანდა, ზედმეტად მიდიოდა მოტყუებაზე და ნაკლებად კონსტრუქციული იყო.

- "დღეს რამდენი საგოლე მომენტი ჰქონდა. გასაგებია, კონსტრუქტივი რომ ჰქონდეს, ყოველ მატჩში 3 გოლს გაიტანდა.

ყველა საბოლოო შედეგიდან გამოდის. იმაზე საუბარი, რომ "რუბინს" მებრძოლი ხასიათი არ ჰყოფნის - ეს ნამეტანია... ჩვენ მთელი მატჩის მანძილზე ვდომინირებდით და ბოლო წამამდე ვქმნიდით მომენტებს. მაშ, კიდევ რაში გამოიხატება ბრძოლის უნარი? ჭოკით ხტომაში ბუბკას რეკორდი უნდა გაგვემეორებინა?

და კიდევ სელექციაზე. არა აქვს ამაზე კითხვის დასმას აზრი, როდესაც ჩვენ გვყავს გუნდი, რომელიც ჩემი აზრით, ძალიან კარგად თამაშობს.

"სპარტაკის" მეკარე მაკსიმენკომ კარიერაში ყველაზე მეტი რაოდენობის სეივები განახორციელა", - განუცხადა სლუცკიმ.

ცნობისათვის, "რუბინმა" მეტოქის კარისაკენ 24-ჯერ დაარტყა, კარში 8-ჯერ, "სპარტაკმა" კი კარში ერთხელ დაარტყა და 2 გოლი გაიტანა - მეორე ავტოგოლი იყო.

"სპარტაკის" კარისაკენ ჩემპიონატზე უკანასკნელ 11 წელიწადში 24-ჯერ არავის დაურტყამს. ასეა თუ ისე, "რუბინის" 5-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა.

ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
ხვიჩამ გააგდებინა უშუალოდ მისი ვიზავი, წითელი მიაღებინა,მაგაზე რატომ არ ამახვილებს ყურადღებას ყაზანელი ჟურნალისტი?!
მალაქია
ამათი დაუნახავი.., კაცი თავს არ ზოგავს, საგოლე გადაცემებს აკეთებს, ფლანგიდან სისხლს უშრობს დაცვას და თუ არ დაჯარიმდნენ ისე ვერ აჩერებენ ამ 19 წლის ბიჭს და კიდევ უკმაყოფილოები არიან. ვინ ყავთ სხვა გუნდში, მაკაროვი?, რომელსაც არც მოედნის ხედვა აქვს, გადაცემის გაკეთება არ უყვარს და მარჯვენა ფეხს საერთოდ ვერ ხმარობს. ნორმალური გამთამაშებელი არა ყავთ გუნდში და ხვიჩა კიდევ ბევრს ახერხებს ამათი გადამკიდე.
სტუმარი
ძალიან მაგარი ბიჭია, ეგეთი ტალანტი ქართულ ფეხბურთს დიდი ხანია არ ყოლია. ქინქის თუ შევადარებ, მაგრამ მე მგონი მაგაზე ტექნიკურიც არის. მთავარია მაგან და ჩაკვემ როგორმე სათამაშო პოზიციები გაიყონ და შეჭამემ ნებისმიერ ნაკრებს
ვანჩოპე
გვინდა თუ არა უნდა ვაღიაროთ ჯიქია მაგარია. ყველა ორთაბრძოლა მოიგო და ყველა გამოსატანი გამოიტანა. დასანანია რუსეთი რომ აირჩია
გოგა
ხვიჩას ეხლა აკლია კარგი დაყენებული დარტყმა, მეტი ყველაფერი აქვს ამ ბიჭს,რო დიდი ფეხბურთი ითამაშოს. წარმატებები
niko
ვუყურე პირველად ამ ბიჭის გულისათვის რუსეთის ჩემპიონატის თამაშს. Xვიჩა ყველაფერს სწორად აკეთებს, სამწუხაროდ მისი პარტნიორები ვერ თამაშობენ დონეზე, რამდენჯერ დაასვა ბურთი მაკარენკოს ან დესპოტს და რაგააკეთეს. მაკლარენკო ისეთი ცალფეხაა ყავარჯნები სჭირდება მე მგონიდა ბევრი გამაზა და ეს დესპოტოვიჩი კი პენლების კი იტანს მაგრამ რამდენი დაარტყა ძალით მეკარეს დაუმიზნა დღეს და მეკარემაცაც რამდენიმე სასწაული ბურთი აუღო. ხვიჩას ისეთ დროს აძლევდნენ დღეს პასებს რომ მთლიანად ჩაკეტილი აუტის ხაზზე იდგა და იქიდენ ბევრჯერ გამოძვრა თავისი ტექნიკის გამო და დადებითად შემოატრიალა სიტუაცია. ზუსტად ორჯერ დაჰკარგა ბურთი გადამეტებული მცდელობისათვის მაგრამ თუ არავი იხსნება დროზე პაზსსი ვის მიაწოდოს?. ძალიან დიდი ტალანტია ეს ბიჭი და იმედია შორს წავა. ბევრი ქართველი შემტევის და წინა შუახაზის მოთამაშესავით არ იქცევა თან და დაცვაშიც ჩამოდის და ბურთზეც იბრვის. სპარტაკს ეს თამაში არ მოუგია. რუბინმა წააგო
მევარმე
ხვიჩას 3 განსაკუთრებული პლიუსი აქვს სასტარისტიკო.. ან საგოლეს აკეთებს, ან პენალს იკიდებ ან თავისი აქტიურობიდსნ გამომდინსრე, ყვითლებს და წითლებს აკიდებინებს მეურვეებს... რავი არა?!
ნიკ
თავის გუნდში ყველაზე პროდუქტიული იყო. თითქმის ყველა შეტევას ამწვავებდა, მინიმუმ სამი საგოლე პასი გააკეთა, წითელიც მიაღებინა. თამაში უფრო მეტად ხვიჩას ფლანგზე რომ აეწყოთ, იქნებ არც წაეგოთ. იმ ჟურნალისტმა თამაშს უყურა?
ჰავლაბრელი ტიღუა
იმას რატომ არ ეკითხებიან სლუცკის სპარტაკის ერთ ფეხბურთელში იმდენი რომ გადაიხადა, რაც ყაზანელებმა მთელ გუნდში.
კვარა
დროა უკვე გოლების გატანა დაიწყოს როგორმე
ნიკო
მეორე ტაიმს ვუყურე.ხვიჩას პასს არ აძლევენ.რამდენჯერაც ბურთი მიიღო იმდენი მომენტი შექმნა.შეტევების უმრავლესობა მარჯვენა ფლანგიდან მიდის.მაგიტომაც წააგეს.
ნიკო
მეორე ტაიმს ვუყურე.ხვიჩას პასს არ აძლევენ.რამდენჯერაც ბურთი მიიღო იმდენი მომენტი შექმნა.შეტევების უმრავლესობა მარჯვენა ფლანგიდან მიდის.მაგიტომაც წააგეს.
ვას0
მიზანი თუ გაასწორა ბევრს მიაღწევს. ისე სასარგებლო ფეხბურთელია და გოლების გატანასაც ასწავლის სლუცკი ალბათ. ფიზიკაცას ქაჩავს და ეს კარგია,. უტრამვოდ რასაკვირველია, კაი ბიჭია
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა
"2025 წელს "ოქროს ბურთის" მოგება მსურს, ვერ ვხვდები, რითი მჯობია როდრი?" - "რუბინის" ნახევარმცველი
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
სლუცკი "შანხაი შენხუას" მწვრთნელად დანიშნეს
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
ჩვენთვის კარგად ნაცნობმა სლუცკიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გაწვრთნას
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
კვარაცხელიას ყოფილი მწვრთნელი გარეგნულად სრულად გარდაისახა
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
ლეონიდ სლუცკი ჩინურ გუნდს ჩაიბარებს
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
"დღეს კვარაცხელიას შეიძლება პსჟ-ს წინააღმდეგ ეთამაშა" - ფრანგული გამოცემა არშემდგარი ტრანსფერის დეტალებს ახმოვანებს