საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონში ტური ისე არ ჩაივლის, რომ ქართველი ლეგიონერებიდან მინიმუმ ერთმა მორაგბემ თავი ლელოთი არ გამოიჩინოს.

პრო დე 2-ის მესამე ტურში თავი "ორიაკის" მესამეხაზელმა ბექა საღინაძემ გამოიჩინა. 21 წლის "ბორჯღალოსანი" ფრანგულ კლუბს 2018 წელს შეუერთდა და პირველ გუნდში რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა, წელს კი ის გუნდის ძირითად მოთამაშედ იქცა, სამივე მატჩი სასტარტოში დაიწყო და ლელოების ანგარიშიც გახსნა.

"ორიაკი" "კოლომიეს" დაუხვდა. საღინაძემ სრულად ითამაშა და 14:19 წაგებულ მატჩში ლელო 77-ე წუთზე გაიტანა, რითაც საკუთარ გუნდს ბონუსი მოუპოვა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში კიდევ ორი ქართველი იყო. კვაჭი ლუკა ნიორაძე დებიუტშივე დაშავდა და მე-10 წუთზე შეცვალეს. მეორეხაზელმა გიორგი ჯავახიამ 51-ე წუთამდე ითამაშა. ის მე-20 წუთზე სინბინით დაისაჯა. თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო გიორგი ქართველიშვილი.

"კოლომიეს" სასტარტოში იყო ბექა შეყლაშვილი. მან 37-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ შეცვალეს, თუმცა 70-ე წუთზე მოედანზე დაბრუნდა.

ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა "პროვანსმა". მესამე ტურში ამ გუნდმა "ნევერს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, 79-ე წუთზე გატანილი არეკნით 25:22 დაამარცხა. "ნევერის" შემადგენლობაში 54-ე წუთზე გამოჩნდა გურამ პაპიძე.

"ანგულემმა" "ოიონა" მიიღო და 8:16 დამარცხდა. მასპინძელთა შორის მეორე ხაზში სრულად ითამაშა შალვა სუთიაშვილმა. ძირითადში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს ლუკა გოგინავა. 51-ე წუთზე ჩაერთო თამაშში ზაურ თევდორაშვილი, რომელმაც მატჩის მიწურულს, 77-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

სეზონის პირველი ფრე დაფიქსირდა "გრენობლისა" და "მონტობანის" შეხვედრაში – 28:28. "გრენობლის" სასტარტო შემადგენლობაში იყო და 53 წუთი ითამაშა ილია კაიკაციშვილმა.

საკუთარ მოედანზე "ვანთან" 15:19 დამარცხდა "მონ-დე-მარსანი", რომლის შემადგენლობაში 45-ე წუთიდან ითამაშა ლაშა მაჭარაშვილმა.

მირიან ბურდულის "ვალანს რომანმა" "კარკასონს" უმასპინძლა და 32:24 დაამარცხა. ქართველი ბურჯი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს.

პანდემიის დაწყების შემდეგ პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა "რუანმა", რომელიც "პერპინიანს" ეწვია და 14:20 დამარცხდა. სტუმართა შორის თამაში პირველივე წუთებიდან დაიწყო კარლენ ასეიშვილმა და 42-ე წუთზე შეცვალეს.

ტურის დასკვნით მატჩში ქართველების "ბიარიცმა" "ბეზიეს" უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ დასკვნითი 22 წუთი კაცნაკლული თამაშობდა, 24:21 იმარჯვა. "ბიარიცმა" თამაში ქართველი ბურჯებით დაიწყო და უშანგი ჭეიშვილმა მოედანზე 48 წუთი გაატარა, ხოლო გიორგი ნუცუბიძემ 74 წუთი ითამაშა და მის ნაცვლად მოედანზე ლუკა აზარიაშვილი გამოჩნდა.

rugby.ge

შოთო
ბიარიცის ბურჯი გიორგი ნუცუბიძე ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდაა. მის კარგ თამაშს აფასებენ ბიარიცში და უკვე ერთი წელია მის შეუცვლელ ბურჯად იქცა. შეუძლია როგორც მარჯვენა ასევე მარცხენა ბურჯის პოზიციაძე თამაში. ბოლო თამაშშიც ბოლომდე ენდო მწვრთნელები და 74 წუთზე გამოცვალეს.
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ლეგიონერები | ხუთი ლელო საფრანგეთის მე-6 ტურში
მაისაშვილი: დებიუტანტებმა ძალიან კარგად ითამაშეს და მინდა მათ მივულოცო პირველი სანაკრებო კეპი
ქართველები ევროთასების ფინალში
დავით ნინიაშვილი: ვერც კი წარმოვიდგენდი...
ბექა საღინაძე: თასი ხარისხიანი თამაშით უნდა მოვიპოვოთ!
ბექა საღინაძე: იტალიასთან თამაშს 2018 წლიდან ველოდები - ბათუმში ბედნიერი წუთები ერთად უნდა შევქმნათ