ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

შემოდგომის ერთა თასი - "ბორჯღალოსანთა" მეტოქეების შესახებ

შემოდგომის ერთა თასი - "ბორჯღალოსანთა" მეტოქეების შესახებ

მას შემდეგ, რაც "ბორჯღალოსნებმა" პირველი ტესტ-მატჩი (საერთაშორისო მატჩი) გამართა (1989 წლის 12 სექტემბერი, ზიმბაბვეს წინააღმდეგ ქუთაისში), 31 წელი გავიდა და წელს შემოდგომაზე, მსოფლიო თასს მიღმა, საქართველოს ნაკრები ტიერ 1-ის (პირველი ეშელონის ნაკრები) ქვეყნებთან პირველად გამართავს მიჯრით ხუთ თამაშს.

რომ დავკონკრეტდეთ, მსოფლიო თასზე მონაწილეობისას, ჯგუფურ ეტაპზე ორი ან სამი თამაშის ჩატარება გვიწევდა ტიერ 1-ის გუნდებთან. ამ კუთხით გამორჩეული იყო 2019 წელი, როდესაც მოსამზადებელ ეტაპზე შოტლანდიას ორჯერ ვეთამაშეთ (მოსამზადებელ ეტაპზე პირველად ვეთამაშეთ ტიერ 1-ის გუნდს), ხოლო იაპონიაში უელსს და ავსტრალიას, ასევე ფიჯის ნაკრებს შვხვდით, რომელიც ოფიციალური სტატუსით არა, მაგრამ ხარისხით ტიერ1-ის გუნდებს არაფრით ჩამოუვარდებოდა.

წელს ზაფხულში "ბორჯღალოსნებს" სამხრეთ აფრიკაში ტურნე ჰქონდა დაგეგმილი, სადაც მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ „სპრინგბოკსს“ უნდა შეხვედროდა, მაგრამ COVID-19-ის პანდემიამ ზაფხულის ტესტები მხოლოდ საქართველოსთვის კი არა, მთელი მსოფლიოსთვის ჩაშალა.

გამოსავლის ძიებაში, მსოფლიო რაგბიმ და ექვსმა ერმა ნოემბერ-დეკემბერში ერთჯერადი ტურნირი, „შემოდგომის ერთა თასი“ დაგეგმა (რომელიც 8 ერის სახელითაცაა ცნობილი), სადაც ექვსი ერის გუნდებთან ერთად, ორი წვეული გუნდი ითამაშებს და ფიჯისთან ერთად, საოცნებო, მაღალი დონის თამაშები საქართველოს ნაკრებსაც ექნება.

8 ერამდე ორი მატჩი

შემოდგომის ერთა თასამდე "ბორჯღალოსნებს" გასახურებლად ორი თამაში აქვს და ჯამში, ოქტომბრის ბოლოდან დეკემბრის დასაწყისამდე, ექვს შეხვედრას გამართავს, აქედან ოთხს გარანტირებულად ტიერ 1-ის გუნდთან.

საქართველოს ნაკრების საშემოდგომო ვოიაჟი 23 ოქტომბერს, ედინბურგში, „მარიფილდზე“ შოტლანდიის ნაკრებთან მატჩით იწყება. აქამდე სქოთებთან ოთხჯერ გვითამაშია – ერთხელ მსოფლიო თასზე, ორჯერ სტუმრად და ერთხელ თბილისში. ყველა ჯერზე გამარჯვება მეტოქეს დარჩა.

შოტლანდიასთან ტესტ-მატჩიდან დაახლოებით ერთ კვირაში, 1-ელ ნოემბერს, თბილისში რუსეთის ნაკრებს ვუმასპინძლებთ. ესაა 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადადებული შეხვედრა, რომელიც მარტში უნდა გამართულიყო და პანდემიის გამო გადაიდო. მატჩი უმაყურებლებოდ ჩაივლის.

რაგბის სამშობლოში ექვსი ერის რეკორდსმენთან

რუსეთთან შეხვედრის შემდეგ "ბორჯღალოსნები" უშუალოდ „შემოდგომის ერთა თასისთვის“ იწყებს მზადებას და პირველ მატჩს „თვიქენემზე“, ინგლისის წინააღმდეგ გამართავს. ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც „რაგბის სამშობლოს” ნაკრებს მსოფლიო თასს მიღმა ვეთამაშებით.

ინგლისის ნაკრები პირველად 1871 წელს შეიკრიბა და რაგბიში პირველი საერთაშორისო შეხვედრა (ტესტ-მატჩი) შოტლანდიასთან გამართა. 149 წლის განმავლობაში „ვარდებს“ 746 ტესტი აქვს ჩატარებული, საიდანაც მოიგო 414, დათმო 281 და ფრედ დაასრულა 51. მათ ყველაზე დიდი სხვაობით 2001 წელს, რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს (134:0).

ბუნებრივია, ინგლისის ნაკრები ცხრავე მსოფლიო თასის მონაწილეა და ერთხელ, 2003 წელს მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა, სამჯერ კი ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედლებს დაეუფლა, მათ შორის, 2019 წელს იაპონიაში. აღსანიშნავია, რომ ინგლისი ერთადერთი ევროპული ნაკრებია, რომელმაც მსოფლიო თასი მოიგო.

ინგლისმა 122-ჯერ ითამაშა ექვს ერსა და მის წინამორბედ ტურნირებში და ერთპიროვნულად ყველაზე მეტჯერ, 28-ჯერ გახდა გამარჯვებული, ხოლო კიდევ 10-ჯერ ტიტული სხვა გუნდთან გაინაწილა და საერთო მაჩვენებლით მეორე ადგილზეა.

არაა გამორიცხული, რომ 14 ნოემბერს ინგლისს ექვსი ერის მოქმედი გამარჯვებულის სტატუსით ვეთამაშოთ, რადგან ისინი 4 ტურის შემდეგ 13 ქულით პირველ ადგილზე არიან და ბოლო, გადადებულ შეხვედრას 31 ოქტომბერს, აუტსაიდერ იტალიასთან გამართავენ. მისი კონკურენტები არიან საფრანგეთი და ირლანდია. ამ უკანასკნელს მეტოქეზე ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული, 24 ოქტომბერს იტალიას მასპინძლობს და ბონუსით მოგების შემთხვევაში პირველ ადგილზე აღზევდება, 31 ოქტომბერს კი საფრანგეთს სტუმრად ეთამაშება.

"ბორჯღალოსნებს" ინგლისის ნაკრებთან ორჯერ უთამაშია. პირველი კვეთა 2003 წლის მსოფლიო თასზე მოხდა და მომავალმა ჩემპიონმა, ლეგენდარული ჯონი უილკინსონის გუნდმა 84:6 იმარჯვა. ეს იყო ჩვენი გუნდის პირველი მატჩი მსოფლიო თასზე.

მეორედ ინგლისს 2011 წელს, ახალ ზელანდიაში შევხვდით. ჩვენმა გუნდმა მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და საათის თავზე სხვაობა მხოლოდ 8 ქულა იყო, საბოლოოდ კი ინგლისმა 41:10 მოიგო.

საგულისხმოა, რომ ინგლისელთა თავკაცის, ავსტრალიელი ედი ჯოუნსის ინიციატივით, 2018 და 2019 წლებში "ბორჯღალოსნები" ორჯერ იყო ჩასული ბრიტანეთში და „ვარდებთან“ 3-3-დღიანი ერთობლივი წვრთნები გამართეს.

უელსი – ექვსი ერის კიდევ ერთი რეკორდსმენი

შემოდგომის ერთა თასის მეორე ტურში "ბორჯღალოსნები" 21 ნოემბერს ექვსი ერის კიდევ ერთ რეკორდსმენს, უელსს ეთამაშებიან.

უელსელებმა ნაკრები პირველად 1881 წელს შეკრიბეს და სადებიუტო ტესტ-მატჩი ინგლისის ნაკრებთან გამართეს. სულ მათ ანგარიშზე 737 თამაშია, საიდანაც მოიგეს 386, ფრედ დაასრულეს 29 და დამარცხდნენ 322 შემთხვევაში. ყველაზე დიდი სხვაობით „დრაკონებს“ იაპონიის ნაკრები ჰყავთ დამარცხებული, 2004 წელს 98:0.

მსოფლიო თასზე უელსმა საუკეთესო შედეგი პირველ ტურნირში, 1987 წელს აჩვენა, როდესაც ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. „დრაკონები“ კიდევ ორჯერ იყო ნახევარფინალში და მეოთხე ადგილი დაიკავა – 2011 და 2019 წლებში.

უელსის ნაკრებს ირლანდიასა და შოტლანდიასთან ერთად, ექვს ერსა და მის წინამორბედ ტურნირებში ყველაზე მეტჯერ, 124-ჯერ უთამაშია და ერთპიროვნულად, ინგლისის შემდეგ ყველაზე მეტჯერ, 27-ჯერ იყო ჩემპიონი, 12-ჯერ ტუტული სხვა მეტოქესთან გაიყო და ჯამში ექვსი ერის გამარჯვებული ყველაზე მეტჯერ, 39-ჯერ (ინგლისზე ერთით მეტჯერ) გახდა.

2020 წლის ექვს ერზე „დრაკონებმა“ მხოლოდ იტალიის დამარცხება შეძლო, წააგო ირლანდიასთან, საფრანგეთთან და ინგლისთან, ტურნირს კი 31 ოქტომბერს, შოტლანდიასთან მატჩით ასრულებს.

"ბორჯღალოსნებს" უელსის წინააღმდეგ ორჯერ უთამაშია. 2017 წლის ნოემბრის ტესტ-მატჩში საქართველო მეტოქეს „მილენიუმზე“ ეწვია და დადებით (ფრესთან) შედეგთან ახლოს იყო, თუმცა მასპინძლებმა შეხვედრის მიწურულს შერკინებაში მიწოლის გაუქმებას მიაღწიეს და 13:6 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ ამ თამაშს და განსაკუთრებით დასკვნით წუთებში განვითარებულ მოვლენებს სარაგბო სამყაროში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

2019 წელს უელსს უკვე იაპონიაში, მსოფლიო თასზე ვეთამაშეთ და ბრიტანელებმა 43:14 იმარჯვეს.

მეხუთედ ირლანდიასთან

„შემოდგომის ერთა თასის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს "ბორჯღალოსნები" 29 ნოემბერს, „ავივაზე“ ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

ირლანდიის ნაკრებს 145-წლიანი ისტორია აქვს. მათ პირველი მატჩი 1875 წელს ინგლისთან გამართეს, მას შემდეგ კი, 706 მატჩიდან 320 მოიგეს, 32 ფრედ დაასრულეს და 354 შეხვედრა დათმეს. მათ ყველაზე დიდი სხვაობით 2000 წელს, აშშ დაამარცხეს – 83:3.

„სამყურებს“ ყველა მსოფლიო თასზე აქვს ნათამაშები, თუმცა მეოთხედფინალზე შორს აქამდე არასდროს წასულა. ეს 7-ჯერ მოხდა, ორჯერ კი (1999 და 2007 წლებში) ისინი რვა საუკეთესო გუნდს მიღმა დარჩნენ.

ირლანდიამ ექვსი ერისა და მისი წინამორბედი 124 ტურნირიდან 14 ერთპიროვნულად მოიგო, 9-ჯერ კი ტიტული მეტოქეებთან გაიყო. ბოლოს ისინი გამარჯვებულები 2018 წელს გახდნენ და წელსაც შეუძლიათ წარმატების მიღწევა.

ისინი 9 ქულით მეოთხე ადგილზე არიან, თუმცა სხვა ნაკრებებთან შედარებით, ერთით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული. 24 ოქტომბერს ირლანდია იტალიას მასპინძლობს და ბონუსით გამარჯვების შემთხვევაში, პირველ ადგილზე აღზევდებიან, დასკვნით ტურში კი საფრანგეთს (31 ოქტომბერი) ეთამაშებიან.

"ბორჯღალოსნებს" ირლანდიელებთან 4-ჯერ უთამაშია. 1998 და 2002 წლებში, მეტოქემ მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩებში იმარჯვა, შესაბამისად, 70:0 და 63:14. 2007 წლის მსოფლიო თასზე, საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებებს შორის შედგა მატჩი, რის შემდეგაც "ბორჯღალოსნების" ძალაზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა. ქართველებმა დასკვნითი 20 წუთი მეტოქის 22-ში გაატარეს, თუმცა გამარჯვების ლელოს გატანა ვერ შეძლეს და ირლანდიამ 14:10 იმარჯვა. 2014 წელს მათ ტესტ-მატჩში, „ავივაზე“ შევხვდით და გამარჯვება ამჯერადაც მასპინძლების მხარეს იყო – 49:7.

ვინ იქნება მეოთხე

ვინ იქნება "ბორჯღალოსნების" მეოთხე მეტოქე ტურნირის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, 29 ნოემბერს გაირკვევა.

ფორმატის თანახმად, 6 დეკემბერს „ა“ ჯგუფის გამარჯვებული „ბ“ ჯგუფის გამარჯვებულს ფინალში შეხვდება, ერთი დღით ადრე კი, ჯგუფის მეორეადგილოსნები ტურნირზე მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ, მესამეები - მეხუთესთვის და მეოთხეები - მეშვიდესთვის.

„ბ“ ჯგუფში საფრანგეთის, შოტლანდიის, იტალიისა და ფიჯის ნაკრებები თამაშობენ.

შემოდგომის ერთა თასი 2020

"ა" ჯგუფი

ინგლისი

უელსი

ირლანდია

საქართველო

"ბ" ჯგუფი

საფრანგეთი

შოტლანდია

იტალია

ფიჯი

I რაუნდი

13 ნოემბერი: ირლანდია – უელსი (ავივა სთედიუმი, 23:00 საქ. დრო)

14 ნოემბერი: იტალია – შოტლანდია (???, 16:45)

14 ნოემბერი: ინგლისი – საქართველო (თვიქენემი, 19:00)

15 ნოემბერი: საფრანგეთი – ფიჯი (???, ??:??)

II რაუნდი

21 ნოემბერი: იტალია – ფიჯი (???, 16:45)

21 ნოემბერი: ინგლისი – ირლანდია (თვიქენჰემი, 19:00)

21 ნოემბერი: უელსი – საქართველო (???, 21:15)

22 ნოემბერი: შოტლანდია – საფრანგეთი (მარიფილდი, 19:00)

III რაუნდი

28 ნოემბერი: შოტლანდია – ფიჯი (მარიფილდი, 17:45)

28 ნოემბერი: უელსი – ინგლისი (???, 20:00)

28 ნოემბერი: საფრანგეთი – იტალია (სტად დე ფრანსე, 24:00)

29 ნოემბერი: ირლანდია – საქართველო (ავივა სთედიუმი, 18:00)

ფინალური კვირა

5 დეკემბერი: ა4 – ბ4 (მარიფილდი, 16:00)

5 დეკემბერი: ა3 – ბ3 (ავივა სთედიუმი, 18:15)

5 დეკემბერი: ა2 – ბ2 (???, 20:15)

6 დეკემბერი: ა1 – ბ1 (თვიქენჰემი, 18:00)

rugby.ge

• ზურა

მაინც უმაყურებლოდ იმართება და რუსეთისთვის სადმე ბრიტანეთში გვემასპინძლა, ამით ზედმეტ გადაფრენებს ავიცილებდით, ბიჭებიც ნაკლებად დაიღლებიან. წარმატებები ბორჯღალოსნებო! თავი არ დაზოგოთ და კიდევ ერთხელ დავუმტკიცოთ მსოფლიოს, რომ რაგბი ჩვენი თამაშია!

• შოკირებული გულშემატკივარი

ამდენი ტესტმატჩის მომწყობის ვინაობა გაგვიმხილეთ მადლობა მაინც რო ვუთხრათ

• ემიგრანტი

ისეთი ტემპებით ვრცელდება ვირუსი ბრიტანეთში, არაა გამორიცხული ეს თამაშები არ შედგეს, რაც ძალიან სამწუხარო იქნება

ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის

რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა

[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება

რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში

ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია