"ტორპედოს" პრეზიდენტმა ფაბიო მანინომ კლუბის საიტზე განცხადება გაავრცელა:

"ძვირფასო ტორპედოს გულშემატკივრებო, ვკითხულობ თქვენს კომენტარებს და ვეცნობი ადგილობრივ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ჩვენს კლუბში არსებულ სიტუაციასთან არასწორია.

მიუხედავად მთელ მსოფლიოში კორონავირუსით გამოწვეული კრიზისისა, გასული თვის ჩათვლით, კლუბის ყველა ფეხბურთელმა და თანამშრომელმა მიიღო ხელფასი. ჩემპიონატის ახალი ფორმატიდან გამომდინარე, ყველა კლუბის შემოსავალი შეიცვალა (მაგალითად, მატჩების ნაკლები რაოდენობა). დაწესდა სხვა შეზღუდვებიც, რამაც თითოეული კლუბის გეგმები შეცვალა. საქართველომ ბევრი რეისი გააუქმა და უცხოელებისთვის მხოლოდ ჩარტერული რეისები ხორციელდება ევროპის ორი ქალაქიდან. ჩვენი პოტენციური სპონსორები კონტრაქტს ვერ აფორმებენ. ამიტომ წელს ტორპედო მხოლოდ ინვესტორის დაფინანსებით ცხოვრობს.

არსებული პირობებიდან გამომდინარე, ფეხბურთელებთან ხელფასის შემცირებაზე შევთანხმდით. მხოლოდ ერთმა უცხოელმა ფეხბურთელმა განაცხადა უარი ანაზღაურების შემცირებაზე და მას სრულ ხელფასს ვურიცხავდით, თუმცა დღევანდელ დღემდე მას არც ხელფასზე უთქვამს უარი, არც უჩივლია. ეს ნიშნავს იმას, რომ ის ბედნიერი და კმაყოფილი იყო იმით, რომ ტორპედოდან ფულს იღებდა.

ლაშა კასრაძემ მითხრა, რომ ტორპედოს დატოვება იმის გამო გადაწყვიტა, რომ რუმინეთიდან და კოსოვოდან კარგი შემოთავაზება აქვს. მითხრა, რომ მას იქ სამჯერ მეტ ხელფასს დაჰპირდნენ. ხელი არ შევუშალე - ვესაუბრე ჩვენს მწვრთნელებს და მისი გაშვება ვთხოვე. მას კლუბთან კონტრაქტი აკავშირებდა, მაგრამ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვეტა გადავწყვიტე, რადგან ტორპედოსთვის უკეთესი იქნებოდა მისი პოზიციის შევსება ანდრო გიორგაძით, რომელიც უფრო ახალგაზრდაა და მოტივირებულიცაა ტორპედოში ჩარიცხვით.

რაც შეეხება ივან ბობკოს, ჩვენ გვსურდა მისი შენარჩუნება და მის მოთხოვნას ხელფასთან დაკავშირებით დავეთანხმეთ, მაგრამ მან სამშობლოში გამგზავრება ისე გადაწყვიტა, ჩვენ არ შეგვითანხმდა. ამით მან კონტრაქტი დაარღვია და ტორპედოს ინტერესებს კომპეტენტურ ორგანოში დავიცავთ.

ასევე მინდა აგიხსნათ, რატომ არ ვიმყოფები საქართველოში. ეს გამოწვეულია იმით, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან საქართველოს მიმართულებით რეისები გაუქმებულია. კორონავირუსით გამოწვეული რეგულაციების გამო კარანტინის გავლის გარეშე არ მაქვს უფლება სხვა ქვეყანაში გამგზავრების. არსებული წესების თანახმად, კარანტინში გამგზავრებამდეც უნდა ვიყო და შემდეგ - დაბრუნების დროსაც. ვიყიდე ბილეთები სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით, მაგრამ ამ ქვეყნებშიც შეზღუდვებია და საქართველოსთან საზღვრები ჩაკეტილია. ვადასტურებ ჩემს ინტერესს საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით და ადგილობრივი ხელისუფლება ელის ხელმოწერას ხელშეკრულებაზე".

ბასკი
ქუთაისელი კი არ უნდა თხოვდეს პასუხს ჩაჩავას! კანონი და სახელმწიფო უნდა აკეთებდეს მაგას! ჩვენ არც ერთი გვაქვს და არც მეორე! მიტო ვყეფვართ ქუთაისლები ასე, ბევრს თავი რო შევაწყინეთ! თქვენ რა გგონიათ ჩვენ არ დავიღალეთ?! აბა ნორმალურ ქვეყანაში ჩაჩავა დიდი ხნის ჩაყუდებული იქნებოდა ვირის აბანოში!
ზეზვა
ქუთათურებო მესმის თქვენი გულისტკივილი, სანამ ჩაჩავას არ მოთხოვთ არაფეტი გამოვა, ეგ ყველაზე კარგად თქვენ იცით, სად "ტორპედო" სად ჩაჩავა?(ერეკლე), ესთი ნაგლობა აქაც კი არ ხდება!
dato
კაი გევიგეთ მარა იტალიელი ქათაისელს რო მოატყუებს მაგას საუკუნეები შეიძლება არც ეყოს.
დინამოს ფანი
ჩამოსვლა უნდა და ვერ ჩამოდის? ბლეფია. ბევრჯერ დავწერე რომ ტორპედოს ისევ აფერისტების იმედი აქვს და მწარედ მოტყუვდება თქო და აჰა. მოკითხვა ქუთაისს:))
x
es cerili arc me da ar umravlesobas ar gonia italielis dacerili, es upro kutaisis meriis an mtavrobis mopikrebulia ro ikneb archevnebamde xalxi gaacheron da mere kutaissac daivickebs mtavroba da torpedosac rogorc koveltvis, kvelam icis tu rasac nichnavs torpedo titoeuli kutaiselistvis, imdenat mnichvnelovania ro cheizleba arvhevnebic moigos, chven erti gundi gvkavs, chegvarchinet nu cdilobt gaakrot sapegburto ojaxidan, rogorc es charchan gindodat, nu gvebrzvit tore damarcxdebit.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
"ტორპედოს" იტალიელი პრეზიდენტი გუნდის ფეხბურთელებს ლაჩრებს უწოდებს, პრესსამსახურის ხელმძღვანელი კი სამარცხვინო ტექსტის არგამოქვეყნების გამო გაუშვა
მანინო დაბრუნდა და "ტორპედოს" სპორტულ დირექტორად შენგელია დანიშნა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] მსუყე ფრე ქართულ "კლასიკოში"! ბრინჯაო "ტორპედოს" დარჩა
[VIDEO] საქართველოს ჩემპიონატი სენსაციით დაიწყო - დებიუტანტის გამარჯვება ქუთაისში სუპერგოლით!
VIDEO | ეროვნული ლიგა. კრიზისი ქუთაისში - ორიდან ორი მარცხი სტარტზე!
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 1:0 იბერია 1999. როცა ჩემპიონი 9 კაცით დარჩა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...