ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"გრანადამ" კაცნაკლული "ლოკომოტივი" დაამარცხა [VIDEO]

"გრანადამ" კაცნაკლული "ლოკომოტივი" დაამარცხა [VIDEO]

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივი" სტუმრად "გრანადასთან" 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

ორი ეტაპის სენსაციურად გადალახვის შემდეგ „ლოკომოტივის“ „გრანადასთან“ მატჩმა, რა გასაკვირია, რომ ქართველი გულშემატკივრების უდიდესი ინტერესი გამოიწვია. მასპინძლები თავიდანვე უპირატესობას დაეუფლნენ, თუმცა სტუმრები მშვიდად ეთამაშებოდნენ, ზონებს უკეტავდნენ და სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა. მეტოქე თავადაც თამაშობდა და „ლოკოსაც“ აძლევდა თამაშის საშუალებას.

პირველი მომენტი 30-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი მილამ დაუმუშავებლად დაარტყა და მამარდაშვილის ადვილი ნადავლი შეიქნა. 42-ე წუთზე მაჩისი გავიდა მამარდაშვილთან პირისპირ და მეკარე კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იდგა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. თბილისური გუნდი კარგად ირჯებოდა, მაგრამ ტურნირზე ჩატარებული წინა ორი შეხვედრისგან განსხვავებით, კონტრიერიშებს ვერ ახორციელებდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში აქტიურმა მაჩისმა შორიდან დარტყმით დააწინაურა „გრანადა“. შემდეგ გაბაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. ჩვენი გუნდი რიცხობრივ უმცირესობასა და მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. დარჩენილ დროში ანდალუსიელები გამუდმებით უტევდნენ: შეცვლაზე შესულმა სორომ 67-ე წუთზე თავურით ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. 76-ეზე მილამ ბურთი ძელს გაარტყა. 85-ე წუთზე მამარდაშვილმა სოროს არ დაანება გატანა, კომპენსირებულ დროში კი მოლინამ გაიტანა.

მოკლედ, კლასმა თავისი გაიტანა, თუმცა ტურნირზე „ლოკომოტივის“ ასპარეზობა მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს.

გრანადა. „კარმენესი“

გრანადა - ლოკომოტივი 2:0

გოლები: 1:0 მაჩისი (49), 2:0 მოლინა (90+1)

გაძევება: გაბაძე (59)

გრანადა: რუი სილვა, დიასი, სანჩესი, ვალეხო, ნევა, მილა, გონალონსი, კენედი (სორო 62), მონტორო, მაჩისი (პუერტასი 79), სოლდადო (მოლინა 67)

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, უბილავა, გურეშიძე, სანდოხაძე, გაბაძე, დარცმელია, შონია, სამურკასოვი (მჭედლიშვილი 60), იმრანი (კობახიძე 71), კირკიტაძე (გავაშელიშვილი 75), სიხარულიძე

• სოსო

არდილესს.შენი უბნის გუნდს რომ ეთამაშა,გრანადას წინააღმდეგ,იზავდით რამეს?ვერც თქვენ შეუქმნიდით საფრთხეს მეტოქეს,რადგან ძალიან დიდი იქნებოდა სხვაობა, გუნდების შესაძლებლობებს შორის.აქაც ზუსტად იგივე სიტუაცია იყო და ორ გოლზე მეტი რომ არ გაუშვეს,ეგეც მიღწევაა.ბოლო 20-25 წუთი,გადაიღალნენ და მხოლოდ ნებისყოფის უდიდესი დაძაბვის ხარჯზე იგერიებდნენ მეტოქეს.ანგარიში თავისუფლად შეიძლებოდა 0-1 დამთავრებულიყო,მაგრამ სწორედ თავმოყვარეობის გამო გადავიდნენ დამატებულ წუთებში, დიდი ძალებით შეტევაზე და კონტრშეტევის შედეგად,მეორე გოლიც გავუშვით.ფეხბურთელებს უკვე აღარ ჰქონდათ უკან გამოქცევის ძალა.ეს იყო ძალების რეალური შეფარდება და ამას ვერსად გავექცევით.მადლობასაც სწორედ ამ თავგანწირვისათვის და ბრძოლის უნარისათვის ვუხდით ბიჭებს.ამის გარეშე რა შეიძლებოდა მოგვსვლოდა,დინამოს მაგალითმა თვალნათლივ დაგვანახვა და რაკი რეალურად, დინამო, ლოკომოტივზე ძლიერია,ხოლო გრანადა ფარერების გუნდზე,წარმოიდგინე,რა ანგარიშით შეიძლებოდა დამთავრებულიყო, ეს თამაში.

• სოსო

რაც ფეხბურთის თამაშში მონაწილეობს,ყველაფერი კლასის ნაწილია.ესპანეთის პირველობაზე რომ ჩვენზე უკეთესი მონაცემების ფეხბურთელები ითამაშებენ,ამას კითხვა უნდა?საქართველოში სააკაშვილმა რომ სპორტის აკადემია დაშალა და გაყიდა,ფიზმომზადების სპეციალისტების გარეშე,მძლეოსნურ უნარებს ვინ განავითარებს?რუსი კომენტატორი,გენადი ორლოვი,გაგიჟებული იყო,ლოკომოტივის ფეხბურთელებმა,სწორად სირბილიც კი არ იციან,ფეხს სწორად არ ადგავენ და ამათთან როგორ წავაგეთო.ქვეყანაში მძლეოსნობის მწვრთნელები რომ აღარ გვყავს,იმიტომ ვეღარ დარბიან სწრაფად ქართველი ფეხბურთელები.ნაცებს გადაუხადეთ ამის გამო მადლობა.კარგ მომზადებას,კიდევ კარგი სამედიცინო მომსახურება,ფიზიოთერაპევტი,სწორი კვება და ვარჯიშის მეთოდიკა სჭირდება.გვაქვს ეს ყველაფერი?პასუხიც ეს არის.რამდენი ხანი,ფიფიამ ჩისკო ისე ამუშავა,რომ მუშაობის უფლება არ ჰქონდა და სხვა ჰყავდა გაფორმებული,მერე იძულებით გაუშვეს,ახლა ისევ ჩამოიყვანეს და აღმოჩნდა,რომ ის სერტიფიკატი,ისევ არა აქვს აღებული.ჩისკოსთან პრეტენზია არა მაქვს,ერთ კვირაში ვერაფერს შეცვლიდა გუნდში,დიდოსტატიც რომ ყოფილიყო,მაგრამ ფიფიას საქმისადმი მიდგომაა ,მნიშვნელოვანი და საგულისხმო.სიყალბე,მისთვის მიუღებელი არ არის.სხვა უამრავი ცრუ დაპირებაც გვიმტკიცებს,რომ მისი დამახასიათებელი თვისებაა სიყალბე.წელიწადში სულ ცოტა ორჯერ,ცვლის მწვრთნელს,ნახევარ გუნდს და საზეიმოდ გვპირდება,ხვალიდან ყველაფერი სხვანაირად იქნებაო.ჩვენც ვიცით,რომ ყველაფერი სხვანაირად და სულ უფრო უარესად იქნება.ასეთი მიდგომით,სხვა რამე გამორიცხულია.თვითონ ფიფიაც დარწმუნებული ვარ,რომ ამას ხვდება,მაგრამ რატომღაც ასე რჩეულობს და ჩვენ არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია.გუნდი მისია.ვერც ბოიკოტით ან აქციებით ვიზავთ რამეს,მაყურებელი არასდროს დადიოდა მისი დინამოს თამაშებზე და ხალხის ბოიკოტით,ის არაფერს ჰკარგავს.ის სულ სხვა წყაროებიდან საზრდოობს და ინახავს დინამოს.ამიტომ ხალხის განწყობა,არაფერში ენაღვლება.ეგ კი არა,სულ რომ წავიდეს ფეხბურთიდან,დინამოც ტორპედოს დღეში ჩავარდება და აკადემიაც გაჩერდება,ეს კი მართლაც უარესია,დღევანდელ მდგომარეობასთან შედარებით.ჩემი ერთადერთი სურვილია,დინამოს სახელი შეუცვალოს და ნუღარ გვირცხვენს მის სახელს.დაარქვას რაიმე სხვა სახელი და ღმერთმა ხელი მოუმართოს,გაზარდოს ფეხბურთელები,გაყიდოს,გააკეთოს ბიზნესი,თუნდაც იზარალოს,მაგრამ ჩვენ სიამაყეს შეეშვას და ავი თუ კარგი,ყველაფერი მისი იყოს.

• იკო

ეს საცოდავი გუნდი თავის ნაც-ხემძღვანელებით,ვერასდროს ვერ ნახავთ ევროპის ლიგას, ნაც-სექტობაც მორჩა

• tngh

მადლობა "ლოკომოტივს" შემდგომი წარმატებები!!!

• gio

წარმატებები ლოკოს და მადლობა წლევანდელი თავდადებული სეზონისთვის!

• Status quo ც

ენა არ მომიტრიალდება ლოკოს საგინებლად. დინამოს მფლობელს კი ნამუსი არა აქვს. გარყვნა და დააკნინა გუნდი.

• გიორგი ბათუმი 97

გურეშიძე,სანდოხაძე, შონია და მამარდაშვილი უკეთეს კლუბში და ლიგაში თამაშს იმსახურებენ!და ასევე ნაკრებში გამოძახებასაც! მამარდაშვილი მესამე მეკარედ უნდა განიხილოს ვაისმა კუპატაძე-კვასხვაძის ნაცვლად! გურეშიძე-სანდოხაძეც იმსახურებენ შანსს იმის ფონზე,რომ ხოჭოლავა-დვალი- კაშია ფორმაში არ არიან.. შონიაც მებრძოლი ფეხბურთელია და სათადარიგო სკამზე მაინც უნდა იჯდეს..

• gogia

გვეყოფა ახლა ციდან დადამიწაზე დავეშვათ.

• barsa

ჭიაბრიან არარატიან ერევნიან რას იბრიქები? ან ეს გუნდია მკვდრები და საცოდავები

• მენტალური მომზადების ცენტრი

"გრანადას" ფეხბურთელები უფრო სწრაფები იყვნენ და ერთი შეხებით უფრო კარგად თამაშობდნენ.

• ziko

განსხვავება დიდი იყო გუნდებს შორის მაგრამ ლოკომოტივმა უნდა გააგრძელოს განვითარება და წარმატებები აუცილებლად მოვა.

• ziko

განსხვავება დიდი იყო გუნდებს შორის მაგრამ ლოკომოტივმა უნდა გააგრძელოს განვითარება და წარმატებები აუცილებლად მოვა.

• ქართველი

ყოჩაღ ლოკომოტივს, ნამდვილად ბიჭებმა ითამაშეს ფეხბურთი და წააგეს, მაგრამ რეალობაც ეგეთია. გრანადა მთელი სეზონი რა გუნდებს ეთამაშება, შედარებაც არ ღირს. ძალიან ღირსეული გამოსვლა ევრო თასებზე. ნამდვილად დასაფასებებლია. შედარება გააკეთეთ გრანადასთან ღირსეულად 2:0 და დინამო ფარერების გუნდთან 6:1. ყოჩაღ ჭიაბრიშვილი, შარშანდელი საბურთალოს ამბავი არ დამვიწყებია, მაგრამ მაინც ყოჩაღ.

90 წუთი გუნდს კარში არ დაურტყავს რომელ ღირსეულ წაგებაზე ლაპარაკობთ. მხოლოდ მეკარის დამსახურებაა საერთოდ რომ არ გავფარჩაკდით

• კაკო

ესპანელი ჟურნალისტები პრესკონფერენციაზე არცი მოვიდნენ,ნახეთ ესპანური პრესა რას წერს?გაუგებარ გუნდს უწოდებს,სამარცხვინო ხემძღვანელობა გუნდის,გაპიარებულ ერევანის არარატთან დასმულ მწვრთნელზე საერთოდ რა უნდა თქვა,

• bujanga

ორი კაცით მეტი რომ ჰყოლოდათ ვერ მოუგებდნენ როგორ ფიქრობთ?...ძლიერ გუნდთან ჩნდება ჩვენი მინუსები..ეს უკვე წლებია ვაკვრიდებით მაგარმ არც არაფერი კეთდება არც ფიზიკური არც მენტალური ხარვეზების აღმოსაფხვრელად....არავინ ფიქრობს რომ ქარტველი ფეხბურთელი..გახდეს უკეთესი....ეგაა უბედურება..რაც არ უნდა მწვრთნელი მოუყვანო ამათ მეტს ვერ გაქაჩავენ არა აქვთ მაღალი დონის კონდიციები...ვიქნებით მუდამ ასე მაჩანჩალა ქვეყანა....დინამომ ხომ საერთოდ..აუხდენელი აგვიხდინა ოცნება....

• ჯიჯი

ლოკომოტივის გაპიარებულ მწვრთნელს დაანახეს თავის ადგილი,კარში დარტყმა ნული.ცენტრს აქეთ გადმოსვლა -3,ატაროს ეხლა პრესკონფერეციები,ან ფეხბურთელები თუ ქვიათ ამათ ფეხბურთელები,გადახედეთ ერთი ესპანურ პრესას რას წერენ ამათზე,გაურკვეველ გუნდს ისე მოიხსენიებენ,ამ მწვრთნელის ხელში რომელიც სომხეთის ერევანმა ჩარეცხა ვერასდროს ვერ ნახავან ევროთამაშებს

• dato jibuti

მამარდაშვილი ცალკე თემაა, ამ ახალგაზრდა მეკარის თამაშით ნასიამოვნები ვარ,საერთოდ ლოკომოტივის ყველა წევრს მინდა მადლობა მოუხადო და ვუსურვო კიდევ ბევრი გამარჯვებები!

• ნიკა

დინამოს უსამარცხვინოესი მარცხის შემდეგ, თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო,ა გუნდი, ა ფეხბურთელები 9 კაცმა შეძლო ლა ლიგის პირველადგილოსანთან 2-0 მეტი არ წაეგო...ამ გუნდსგან გამოვა კარგი ქართული გუნდი, აი დინამო კი დასაშლელია და 6 წლით უნდა აუკრძალო თამაში,ფიფია და მისიბანდა საერთოდ უნდა მოაცილო ქართულ ფეხბურთს...მადლობა ლოკომოტივს და მადლობა ჭიაბრიშვილს და დიდი მადლობა ლოკოს ფეხბურთელებს

• სოსო

ყოჩაღ!როგორ მიხვდი რომ შანსი არ ჰქონდა?შარშან პირველი 8 ტური,ლა ლიგის ლიდერი იყო.ახლაც ორ ტურში ორი გამარჯვება აქვს და პირველ ადგილს ინაწილებს.მასთან რა შანსი უნდა ჰქონოდა ეროვნულ ლიგაში მოთამაშე მეექვსე ადგილზე მყოფ გუნდს?!ამ თამაშშიც იმაზე მეტი გააკეთეს ბიჭებმა ,ვიდრე შეეძლოთ და მეტი რაღა მოვთხოვოთ?თამაშის 0-1 დამთავრებაც შეეძლოთ,მაგრამ სწორედ ამ თავმოყვარეობის გულისათვის,დამატებულ წუთებზე,შეტევაზე დიდი ძალით გადავიდნენ და შედეგად მეორე გოლი მივიღეთ.გამოდევნების ძალა აღარ ჰქონდათ ბიჭებს.სწორედ კაცობისათვის,თავგანწირვისათვის და ბრძოლისათვის ვუხდით ამდენი ხალხი მადლობას,თორემ აგერ დინამო გყავს,თავფრთხილი და პროფესიონალი,ლეგიონერებით გაძეძგილი.ჰო და იმას გადაუხადე მადლობა.გმადლობთ ბიჭებო.ალბათ ასეთი სახით,ლოკომოტივი,დიდხანს არარ იარსებებს,უკვე ამ ზამთარშივე,რამდენიმე კაცს წაიყვანენ უცხოური კლუბები.არადა საწყენია,ეს ახალგაზრდა ბიჭები გუნდში თუ დარჩებიან,მომავალ წელს,უკვე სულ სხვა,გაცილებით უფრო მაღალი მიზნების გუნდი გვეყოლებოდა.ამ თამაშებისაგან მიღებული შემოსავალიც ძალიან წაადგება გუნდს.აქვე, კაკოს აღარაფერს ვეტყვი,რადგან აზრი არა აქვს.აზრზე არ არის,რას ლაპარაკობს.მასთან გამოხმაურებით შემოსულ სონის კი,ვეტყვი,რომ შენ არც რაგბის გაგებაში ხარ.არც ერთი რაგბის ნამდვილი გულშემატკივარი არ ეტყვის ლოკომოტივის მდგომარეობაში მყოფ გუნდს,მსგავს სიტყვებს,რადგან რაგბში ყველაზე კარგად იციან, თავისზე ძლიერ მეტოქესთან ბრძოლის დროს რა ხდება.ვიმეორებ,არც ერთი რაგბის აზრზე მყოფი და გულშემატკივარი ქართველი,ამას არ იტყვის.ალბათ არც დანარჩენ მსოფლიოში.მაქსიმ გორკის აქვს შესანიშნავი ლექსი"სიმღერა ქარიშხალაზე",სადაც ასეთი სიტყვებია"ბეზუმსტვუ ხრაბრიხ,პაიომ მი პესნიუ"ქართულად დაახლოებით ასე ითარგმნება:-ჩვენ მამაცთა თავგანწირვას(უჭკუობას) ვუმღერით სიმღერას.ლოკომოტივმა ორი ისეთი ზღუდე გადალახა,ვერავითარ შემთხვევაში რომ ვერ უნდა გადაელახა და თუ მსოფლიოს უძლიერესი ლიგის ლიდერს(დღევანდელი მდგომარეობით),მისსავე მოედანზე ვერ მოუგო,ბოდიში ბატონო!ევროპაში 47-ე ლიგის მეექვსეადგილოსნები არიან.ძალიან სუსტ გუნდად მოეჩვენათ "გრანადა" და სათამაშო განწყობა ვერ შეიქმნეს.ალბათ ამის ბრალია,თორემ სხვა რა მიზეზი უნდა ყოფილიყო.არ დამიწყოთ ახლა ამ ლექსის გამო,რუსეთუმეაო.სკოლაში მაქვს ნასწავლი და მაშინ სკოლაში,მართლაც გვასწავლიდნენ ქიმიას,ფიზიკას,მათემატიკას,გეომეტრიას,ასტრონომიას,ბიოლოგიას,ხაზვას,ძველ ქართულ ლიტერატურას და თქვენ წარმოიდგინეთ,ქართული ენის გრამატიკასაც კი.ახლა ამ საგნების სწავლაზე,თვითონ განათლების მინისტრის მოადგილე გვაფრთხილებს,მათი სწავლა საჭირო არ არის და ტვინი არ დაიტვირთოთო.

• ალეკო

ერთადერთი გუნდი საქართველოში რომელიც ფეხბურთს თამაშობს, როგორმე შემადგენლობა შეინარჩუნეთ და გააძლიერეთ და შემდეგ ევროსეზონზე აუცილებლად იქნება შედეგი

• გულშემატკივარი

ნამდვილად თავს ზემოთ ძალა არ არის, მაგრამ ერთი კითხვა დამებადა: გრანადას ყველა ფეხბურთელი რატომ დარბოდა უფორ სწრაფად ყველა ლოკომოტივის ფეხბურთელთან შედარებით, თუ მე მომეჩვენა ასე?:)(ერთადერთი კირკიტაძე უწევდა ამ კომპონენტში კონკურენციას). ეს ხომ კლასთან არაფერ შუაშია.

• kico

რომ არა ის პირველი გოლი მაგარი დაძაბულობა იქნებოდა

• 123

სამარცხვინო წაგება ნამდვილად არ არის

• არდილეს

კარში დარტყმები: გრანადა 24 , ლოკო 0. ამას ღირსეულ გამოსვლად თვლით? ეგებ დროა ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ?!

• გელა

გასვლაზე ეთამაშო ლალიგის გუნდს, რომელიც შარშან მე 7 ადგილზე გავიდა ლალიგაში და იყო პერიოდი, რომ ოთხეულისთვისაც იბრძოდა და უბრალოდ ბოლო ტურებში დაკარგა ქულები ამ გუნდს ეთამაშო გასვლაზე არის ურთულესი იქ რეალს და ბარსას უჭირთ თამაში და საერთოდ ბარსელონამ წააგო გრანადასთან. ლოკომოტივმა რაც შეეძლო გააკეთა იბრძოლეს ჩადეს ყველაფერი მაგრამ ნუ ეს ის შემთხვევა რომ ჩვენზე გაცილებით მაღალი კლასის გუნდს ვეთამაშეთ და უბრალოდ შანსი არ გვქონდა.

• დავით 67

ვერ ვიტყვი რომ კარგად ითამაშა ლოკომ, ვინაიდან 0 დარტყმა ვერ ჩაითვლება კარგ შედეგად,მაგრამ იბრძოლეს მაინც მაქსიმალურად. მეტი ვერ შეძლეს და რას იზამ, ძლიერი ჩემპიონატის მე-6 ადგილოსანი გუნდია მაინც გრანადა.ამიტომ ლოკოს ლანძღვა არ მგონია გამართლებული იყოს. გრანადას გარდა ბაბუცა და მოსკოვის დინამო ხარობს ლოკოს დამარცხებით. ეჭვი არ მეპარება

• შ. ჭ.

მე დღეს ნამდვილ ქართულ ფეხბურთის თამაშს ვუყურე. სანახაობრივს, რომელიც ლოკომოტივმა ესპანურ გუნდს შესთავაზა. ვერ ვიხსენებ დღეს ჩემს ცხოვრებაში, როდესაც რამე ქართულმა გუნდმა ფეხბურთი ითამაშა და უბრალოდ წააგო. ბიჭებმა უბრალოდ ფეხბურთი ითამაშეს და წააგეს. სპორტული მოვლენაა ჩვეულებრივი. საამაყოდ მივიჩნევ, რომ ამ გუნდის მოთაშეების სახელები უფრო ნაკლებად ცნობილია, ვიდრე ქვეყნის ძირითადი გუნდის უცვლელი საძმოსი და ამ უცნობმა ხალხმა სპორტულად თავი არ შეირცხვინა. მადლობა ლოკომოტივს ფეხბურთის თამაშისთვის!

• გიორგი გორგაძე

თავს ზევით ძალა არაა. ყოჩაღ მეკარეს კარგად იდგა

• Slava

რა კარგი იქნებოდა დინამოს შეხვედროდა გრანადა, და ლოკომოტივს ის გუნდი....... დინამო კი უეჭველი გავიდოდა! გრანადა 22-0 დინამო

• ფეხბურთი

მადლობის მეტი რა მეთქმის. მადლობა ლოკომოტივს ღირსეული გამოსვლის გამო

• realisti

რა იყო ბრატ ტოტალიზატორმა არ უნდა გაგაბოროტოს ასე

• გიო

ლალიგის გუნდია გრანადა ეს ვინც არ იცის იმ ლალიგის სადაც რეალი ბარსა და ატლეტიკოა ეს კოსმოსია ჩვენთვის !!! სამწუხაროდ მეორე ტაიმის დასაწყისშივე გავუშვით გოლი მერე კაცი გაგვიძევეს და ნუ ისედაც განწირულები ვიყავით და ამის მერე საერთოს უიმედოთ დავრჩით მაინც დიდი მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის და მონდომებისთვის იმედი მაქვს ეს გუნდი არ დაიშლება და პირიქით გაძლიერდება მომავალში ასეათი კარგი სერია ევრო თასებზე ბოლოს მხოლოდ ზესტაფონს ქონდა იმის მერე მე ასეთი კაი სერია ქართული კლუბის არ მახსენდება მადლობა ლოკოს იმ სიხარულისთვის რაც მოაუტანა გულშემატკივარს.

• მართა ლი

მსაჯის მოქმედებით ძალიან უკმაყოფილო ვარ...რომ არა ეგ ბედოვლათი მსაჯი ლოკო გავიდოდა დარწმუნებული ვარ...არ გავდა მოედანზე რაღაც სასწაულ გუნდს რომელთანაც თამაშს ვერ შეძლებდნენ ბიჭები...მაინც კარგები ხართ...ვაი დინამოს.

• შოკირებული გულშემატკივარი

ღირსეული წაგება

• soni

უნდა აიკრძალოს მსგავსი გუნდები,მოყვარულთა ლიგაში აგორავონ ბურთი,სამარცხვინოები,გაუმარჯოს რაგბს...

• kakos

მადლობა ბიჭებს, გუნდის ხელმძღვანელობას ... შენ კიდე კაკო არც გაატრაკო...

• დევკალიონი

მოსკოვთან ლოკომოტივის ფეხბურთელებმა თავი არ დაზოგეს და რათქმაუნდა მადლობა! მაგრამ გრანადასთან არასწორად მიუდგნენ საქმეს, მწვრთნელი არაპროფესიონალია,ამ გუნდთან ლოკოს,შანსი არ ქონდა ,99.9999 ეგ იყო ესპანელების მოგება ,მაგრამ 90 წუთი ითამაშო და კარისკენ არ დაგერტყა ბურთისთვის ეგ რა უბედურებაა ?

• დევკალიონი

სხვა თამაშს ხომ არ უყურებდი ? ანტიფეხბურთი ითამაშა კი ლოკომ .

• kako

უღირსი გუნდი თავის მწვრთნელიან ხემძღვანელობით ლოკომოტივი,ცენრს აქეთ არ გადმოსულან

• გენაცვალეთ!

არაუშავს ბიჭებო! ყველაფერი წინაა! გაიხარეთ! გაგვახარეთ ისევ ბევრჯერ როგორც წინა კვირას!! ერთადერთი ნათელი კლუბი გამოჩნდით წელს საქართველოდან და იმედია დაგაფასებენ მეტად!

• emigranti

მადლობა მთელ გუნდს ჭიაბრიშვილის თამადობით.

• jango

დინამოსთან შედარებით უბრალოდ მაგრები და ჯიგრები ხართ, არაფერი დააკელით რაც შეგეძლოთ. აი დინამო კი ქართული ფეხბურთის ფლაგმანი კი არა სირცხვილია, კლაკსვიკთან სამტრედიაც კი არ წააგებდა ...სამრცხვინო დინამოელები. მადლობა ლოკოს ყველაფრისათვის.

• ჟორჟ სამპაიო

დამთავრდა ლამაზი ზღაპარი.... მთლად ისეთი დასასრულით ვერა, როგორც ჩვენ გაგვიხარდებოდა, მაგრამ არც ისე, რისიც გვეშინოდა... ნებისმიერ შემთხვევაში მადლობა ბიჭებს და წლევანდელი წლის შემდეგ ველოდებით ლოკომოტივის შემდეგ ევროსეზონს. P.S. დინამოზე კომენტატიც არ ღირს

• მიხაელ

მადლობა ! რომ არა ლოკომოტივი დღეს ალბათ სრული უიმედობის განცდა იქნებოდა. ახლა კი ნათელი მაგალითია იმის რომ თუ საქმეს ეკიდები გულით იქნება გარკვეული შედეგი და მომავალ წელს თავისუფლად შეიძლება ფლეი ოფის თამაში მათთვის. ხოლო ზოგ ზოგიერთი კლუბი კი აშკარად ფულის გასათეთრებლად გამოიყენება მეპატრონეების მიერ და ფინანსურ პოლიციას ვურჩევდი შევიდნენ შემოწმებით !

• გიო

მადლობა ბიჭებს ყველაფრისთვის. ღირსეული თამაშისთვის და სირცხვილი და ჯანდაბა დინამოს მძორობისთვის!!!

• vax-vax

დინამოს რა უბედურება დაემართა, რატომ არ ამბობთ?

• ზურა

ვუყურე მაგ თამაშს ლაივში და მარცხის მიუხედავად ღირსება არ შემლახვია განსხვავებით დინამოსგან, მადლობა ლოკომოტივს და ვაი უბედურო დინამო

• 100%

ფიფიას კანტორას უნდა, დახურვა! ხტფუ!!!

• Lova

ბრავო ბიჭებო მადლობა ყველაფრისთვის რაც ამ სამ თამაშში გააკეთეთ

• ირაკლი

ეგ რა არის, თქვენ იმ მეორე კლუბის საცოდაობა ნახეთ, რატომღაც "დინამო"-ს ემბლემით რომ გამოდის.

• ზურა

გაბაძე გასაგდებია გუნდიდან!

• რატი

ქართველი ხალხი მოითხოვს რომ გადაერქვას დინამოს სახელი!!!

• რომულუსი

დღეს დავწერე რომ კლაკსვიკი გამოკვეთილი ფავორიტი იყო წყვილში და დინამოს 4:0-ს ან 4:1-ს მოუგებდა, ამ პოსტმა 66 დისლაიქი დაიმსახურა. ყველას ვინც დისლაიქი დამიწერა გელოდებით რომ შეცდომა გამოასწოროთ ;)

• Toko

თავს იქით ძალა არაა. მიხარია რომ ყველა ეპიზოდში ბოლომდე იბრძოლეს, გმირები არიან მართლც. მათ გარეშე წლევანდელი ევროსეზონი ისეთივე უფერული იქნებოდა როგორიც წინა სეზონები იყო. იმედია არ დაიშლება ეს გუნდი, როგორც ტრადიციულად ხდება და მივეჩვიეთ. ის ხუთასი ათასი ევრო რაც უეფამ მოგვცა აუცილებლად სწორად უნდა მოხმარდეს. დინამოს რაც შეეხება დიდი ცვლილებების დროა, ვიღაცამ თავის თავზე უნდა აიღოს ეს სირცხვილი და გადადგეს, ჩისკოზე არაა საუბარი და უფრო მათლა დგას ეს პრობლემა, საერთოდ დინამოს სისტემაა შესაცვლელი და ეს ცვლილებები სათავეში უნდა განხორციელდეს.

• ბაღდათსკი

ქართული ფეხბურთის ფლაგმანის პირადი ცხოვრების კადრებს რატო არ ასაჯააროვებთ? :)))

• დაT

ლოკომოტივისადმი მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. 2019 წლის დეკემბერში როცა გაირკვა თუ ვინ იქნებოდა ევროთასებზე, ლოკომოტივი სათვალავშიც არ მივიღე, თურმე როგორ მწარედ ვცდებოდი. ერთი პატარა შენიშვნა - გრანადასთან დიდი ანგარიშით არ წაგებაზე კი არა შეტევაზეც უნდა ეთამაშათ.

• giorgi

ჩვენი ბრალია ყველაფერი რო ამდენს ბედავენ ფიფიები და ფეხბურთელები! სად არიან ვეტერანები რომლებმაც თავის ოფლით მოიტანეს ჩვენამდე დინამოს დიდება?

• სვანიძე

გული დამწყდა. მაგრამ ქების მეტი არაფერი მეთქმის ლოკოზე. დინამოს უნდა აეკრძალოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება!

• აკადემია

ნახეთ ესპანური პრესა რას წერს ამ მოყვარულთა გუნდზე,დღეს ფეხბურთელები არ იყვნენ,6-ნომერი გინ არის საიდან მოიყვანეს,ანტიფეხბურთელი,ან თავდასხმელი ვიღაც სიხარულიძე

• Toko

Rato aq aqveynebt chem momentarss ro viginebi?aba gaxarebuli unda vito dinamos exeba tore lokoos madloba yvelapristvis ibrzoles bolomde

• Goga

Lokomotive keba da madloba. Madlobt personalurad dima topuridzes. mravali celi udides sakmianobas eceva sacvrtnelo kutxit clubshi taobata agzrdashi da ziritad gundshi dacinaurebashi, ise, rom misi saxeli arsad chans, moridebuli kacia. Sircxvili da tavis mochra dinamos.

• იკა

დღეს ლოკომოტივი მოყვარულთა დონეს ვერ აკმაყოფილებდა,მწვრთნელი აშკარად შორსაა ფეხბურთისგან,ხოლო ლოკომოტივის ხელმძღვანელობა ფეხბურთისგან,სამარცხვინო გუნდი

• Irakli

ეჰ დინამომ რა ქნა ჯერ არ დაგიწერიათ!

• Toko

Gtxovt protests Nishant aikrzalos yvela sportul saitze dinamos shesaxeb statiebi sanam ar gamoswordeba situacia es ra sircxvilia.lokos madloba dinamos magivrat to yofiliyo jgufshi moxvdeboda

• ai moswrebac

ფიფნამომ რა ქნა რატომ არ წერთ ...ხალხი გეცოდებათ თუ ის .......კასრი ?! ან სახელი გადაარქვით მაგ გუნდს ან მკიდია უკვე იმ სამურტალოსთან ერთად ორი სეზონი ორი სირცხვილი !!!! ლოკოს კი მადლობა ბიჭებოოო!!! ამათგან განსხვავებით თქვენ ყველაფერი წინ გაქვთ !!!( მაგათ კი უკვე შიგ ...)

• ლელო

გურეშიძე სანდოხაძე მამარდაშვილი ნაკრებში.

• ბაღდათსკი

არაუშავს ბიჭებო. ბრძოლა და ჟილკა დავინახეთ. მეტს ვერავინ ვერაფერს მოგთხოვთ ამ დონის გუნდთან. მადლობა იმ სიხარულისთვის რაც მოგვანიჭეთ ამ ბოლო თამაშებში. ჩემი სახით ერთი ქომაგი მოგემატათ

• Tandila

ამ ბიჭებისთვის კარგის მეტი არაფერი მემეტება.მადლობა.

• მართა ლი

კაცი რო არ გაეგდოთ გრანადა წააააგებდა... არაფერი იგრძნობოდა ისეთი რო რამით მეტი იყო ჩვენზე.სუდიამ კიდე რა გააკეთა... მალადეც რაა მართლა...

• გელა

ღირსეული მარცხის......

• მეტრევე

ერთადერთი ნათელი წერტილი წაგების მიუხედავად.

• შოთა

მადლობა ლოკოს. დინამოს -------- -------!

• 1111

ღადაობთ დინამომ რა ქნა არ წერთ თუ შესაბამისი სათაური ვერ მოიფიქრეთ))))

• ზაკო

ლოკომოტივს ბრავო!!! ბრავო!!! ბრავო!!! მამარდაშვილი სანდოხაძე ნაკრებში!!!!

• jako

ჭიაბრიშვილს ანახეს თავის ადგილი,გაწმინდეთ ესენი სუნი ასდით,გაპიარებული ჭიაბრიშვილი დასვეს თავის კუთვნილ ადგილზე,რას გავდნენ მართლა სუნი ასდიოდათ

ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა

"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ

რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?

წიტაიშვილის "გრანადა" "კორდობასთან" განადგურდა

ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]

თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა

ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]

გოლი და საგოლე გადაცემა - წიტაიშვილის საუკეთესო მატჩი "გრანადაში" [VIDEO]

ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]

წიტაიშვილის "გრანადა" "კორდობასთან" დამარცხდა

ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "გრანადა" "ტენერიფესთან" დამარცხდა

ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]

საბოლოო პასუხისთვის 10 დღე ითხოვა - წიტაიშვილს ბულგარული ვარიანტი კვლავ აქვს

წიტაიშვილმა გაიტანა, მაგრამ "გრანადა" ისევ ფრეს დასჯერდა [VIDEO]