<p>სამკვირიანი შვებულების შემდეგ დედე გერმანიაში დაბრუნდა და აქტიურად დაიწყო ფიქრი იმის შესახებ, თუ სად გააგრძელებს კარიერას <br> სამკვირიანი შვებულების შემდეგ დედე ისევ გერმანიაში დაბრუნდა და აქტიურად დაიწყო ფიქრი იმის შესახებ, თუ სად გააგრძელებს კარიერას. ჯერჯერობით გარკვეული და ცხადი მხოლოდ ის არის, რომ ექს-დორტმუნდელი კარიერის დამთავრებას არ აპირებს და ფეხბურთის თამაშის გაგრძელება პირველ რიგში ბუნდესლიგაში უნდა.</p><p>„ბორუსიას“ თავკაცმა იურგენ კლოპმა მას „მაინცში“ გადასვლა ურჩია - კლუბში, რომელსაც მარცხენა მცველის პოზიციაზე ახალი ფეხბურთელი სჭირდება. მას მერე, რაც 25 წლის კრისტიან ფუხსი „შალკეში“ გადავიდა, „მაინცს“ დაცვის მარცხენა ფრთა მოუშიშვლდა, 32 წლის დედე კი, რომელიც ყველა სიკეთესთან ერთად უფასოცაა, ამ კლუბისთვის მართლაც იდეალური გამოსავალი იქნებოდა. თანაც „მაინცი“ მომავალ სეზონში ევროპის ლიგაში იასპარეზებს და ახლა სწორედ დედეს დარი გამოცდილი მოთამაშეები სჭირდება.</p><p>ამას ისიც ემატება, რომ კლოპი „მაინცის“ მენეჯერ კრისტიან ჰაიდელის ახლო მეგობარია, ეს უკანასკნელი კი იურგენის რჩევებს ყოველთვის ითვალისწინებს ხოლმე. „დედემ „ბორუსია“ მხოლოდ იმიტომ დატოვა, რომ არ გაუმართლა. არ გაუმართლა იმ მხრივ, რომ მარსელ შმელცერმა უდიდესი პროგრესი განიცადა. სხვამხრივ, დედე იდეალურ ფორმაშია და ნებისმიერ კლუბს დაამშვენებდა, „მაინცისთვის“ კი სულაც მისწრებაა,“ - ეს კლოპის სიტყვებია.</p>
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა