სხვადასხვა ქვეყნის მორაგბეთა თავიანთ რიგებში გადაბირებას ბობოლა სარაგბო ნაკრებებიც არ თაკილობენ
ნატურალიზებული მოთამაშეების თემა მსოფლიო რაგბიში საყოველთაო განსჯის საკითხი ხდება. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა თავიანთ რიგებში გადაბირებას, თითქმის ყველა, მათ შორის ბობოლა სარაგბო ნაკრებებიც არ თაკილობენ.

ნატურალიზებული მოთამაშეებით სავსეა იაპონიისა და იტალიის ნაკრებები, მინიმუმ ორი ასეთი მოთამაშე ჰყავს ავსტრალიას, ახალ ზელანდიას, სამხრეთ აფრიკას და სხვას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ "ყველაზე სუფთა" საქართველოს და არგენტინის ეროვნული გუნდებია. ცხადია, აღარაფეს ვამბობთ, ფიჯის, სამოას და ტონგას ნაკრებებზე. ამ პატარა კუნძულების შვილებზე მთელ მსოფლიოში "ნადირობაა გამოცხადებული".

ამჯერად გავიხსენებთ იმ დიდ, სახელოვან მორაგბეებს, რომლებმაც ეროვნება გამოიცვალეს და სარაგბო დიდებას უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მიაღწიეს.

პატრისიო ნორიეგა (არგენტინა, ავსტრალია)

ის მსოფლიო რაგბიში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომთაბარეა. ნორიეგას არგენტინის ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი 1991 წელს ასედგა პარაგვაის ნაკრებთან. მას შემდეგ ეროვნულ გუნდში 25 კეპი მოიხვეჭა და 1995 წლის მსოფლიო თასზეც ითამაშა.

მომდევნო წელს პატრისიო ავსტრალიაში გაემგზავრა, სადაც კანბერას "ბრამბიზში" ჩაირიცხა და ორ წელიწადში ავსტრალიის ეროვნული ნაკრების კვართიც მოირგო. იმ შეხვედრაში "ვოლაბებმა" საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან ითამაშეს. 1999 წლის მსოფლიო თასზე ნორიეგა ტრავმის გამო ავსტრალიელებს ვერ დაეხმარა. გამოჯანმრთელების შემდეგ კი საფრანგეთში, "სტად ფრანსეში" გადაბარგდა და უკან, ავსტრალიაში მიბრუნებულმა 2002 წლამდე ითამაშა.

რიკი ფლატი (ახალი ზელანდია, ინგლისი)

სანამ ინგლისში, 2005 წელს "ლონდონ აირიშთან" კონტრაქტს გააფორმებდა, ის ახალი ზელანდიის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა. ლონდენელი ირლანდიელების კლუბის დატოვების შემდეგ რიკი ფლატი ოსფრიზში გადაბარგდა და 2008 წელს სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა. სწორედ ამ წელს, ნოემბრის ტესტებისას შედგა მისი დებიუტი ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში.

მომდევნო წელს რიკი "ბრიტანელ ლომებს" ახლდა სამხრეთაფრიკულ ტურნეში. შედეგად ის მეორე გახდა რაგბის ისტორიაში, ვისაც, როგორც "ბრიტანელი ლომების", ასევე მათ წინააღმდეგ უთამაშია. პირველი ასეთი მორაგბე ირლანდიელი ტომ რიდი იყო, რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებში თამაშობდა.

ქუადე კუპერი (ახალი ზელანდია, ავსტრალია)

დაიბადა ახალ ზელანდიაში, ოქლენდში, გაიზარდა ტოკორაში, ვაიკატოს რეგიონში. კუპერი ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში 14 წლის ასაკში გადაბარგდა. ნიჭიერი მოზარდი უმალვე შენიშნეს, კვიზლენდის სკოლა-ლიცეუმში ჩარიცხეს და სტიპენდიაც დაუნიშნეს.

ახალზელანდიურ რაგბის ნაზიარებმა კუპერმა მალე გაიკვლია გზა ავტრალიის ახალგაზრდული ნაკრებისკენ, რომლის შემადგენლობაშიც მსოფლიოს ჩემპიოატზე ითამაშა. მას აქ პარტნიორობას უწევდნენ დევიდ პოქოქი, ლაკი ტერნერი, ბობ საიმონსი და ქართლი ბეილი.

ქუადე კუპერის დებიუტი "ვოლაბების" შემადგენლობაში 2008 წელს შედგა. მან რამდენჯერმე გული აიცრუა და მისთვის უფრო მისღები რაგბილიგის თამაში (ცამეტკაცა რაგბი) გადაწყვიტა. თუმცა შარშან, წლის ბოლოს ის მაინც დაითანხმეს და ავსტრალიის ნაკრების ღირსებას 2012 წლამდე დაიცავს.

სიტივენი სივივატუ (ფიჯი, ახალი ზელანდია)

დაიბადა ფიჯიში, ქალაქ სუვეში. სივივატუმ პირველი საერთაშორისო მატჩში 2004 წელს, წყნარი ოკეანის კუნძულების ნაკრების შეხვედრაში ითამაშა. ერთი წლის შემდეგ კი უკვე თავი "ოლ ბლექსში" ამოჰყო თავის თანამემამულე სიონე ლაუკისთან ერთად.

სივივატუმ, მას შემდეგ, ახალი ზელანდიის ნაკრებში 46 კეპი მოიხვეჭა და 31 ლელო გაიტანა. 2011 წლის სექტემბრიდან ის ქართველი მოარგბის, დავით ზირაქაშვილის თანაგუნდელი გახდება და "ვულკანების" კვართს მოირგებს. მის სახელთანაა დაკავშირებული კუნძულელთა მიერ აგორებული კამპანია, რომელიც ამ ქვეყნების (ფიჯი, სამოა, ტონგა) მორაგბეების უკან, სამშობლოში დაბრუნებას და ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშის ნების დართვას ითვალისწინებს.

ფრანკო ბოტიკა (ახალი ზელანდია, ხორვატია)

მან 1986-89 წლებში ახალი ზელანდიის ნაკრებში 7 კეპი მოიხვეჭა. ბოტიკამ მერე რაგბი ლიგაში გადაინაცვლა და ოქლენდურ კლუბში 1995 წლამდე ითამაშა, თუმცა დიდი მიღწევებით ვერ დაიკვეხნიდა.

ფრანკო რაგბიში უელსურ "ჰლანეჰლისთან" კონტრაქტის გაფორმების შემდეგ დაბრუნდა. 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ტურნირში კი, არც მეტი, არც ნაკლები, ხორვატიის ნაკრების შემადგენლობაში აღმოჩნდა. ეს ქვეყანა მისი წინაპრების სამშობლო იყო და IRB-ს წესებით თამაშის უფლება ჰქონდა.

ხორვატების მეტოქეები მოლდოვის, ნორვეგიის, ბულგარეთისა და ლატვიის ნაკრებები იყვნენ. ამ უკანასკნელებთან მატჩში მან 23 ქულა მოუტანა გუნდს, თუმცა ტრავმა მიიღო და 1998 წლამდე არ უთამაშია. გამოჯანმრთელების შემდეგ, ბოლო შეხვედრა ხორვატიის ნაკრების რიგებში იტალისთან გამართა. ბოტიკამ ამ თამაშში 27 ქულას მოუყარა თავი, თუმცა მისი გუნდი 27:39 დამარცხდა.

ძმები ბიშოპები (ახალი ზელანდია, სამოა, იაპონია)

სტივენ ბიშოპი ცხრა ნომერი იყო. მის ძმა გრემი კი მგეზავი (N10). ამ უკანასკნელმა პირველად ახალი ზელანდიის ნაკრებში 1989 წელს ითამაშა. ორი წლის თავზე კი მისი უფროსი ძმა სტივენი სამოას ნაკრებში ჩაირიცხა. 1994 წელს ორივე ძმები დააწყვილეს და სამშობლოს, ახალი ზელანდიის ნაკრებში ათამაშეს. სტივენმა "ოლ ბლექსში" ხუთი კეპიდან ოთხი ძმასთან ერთად მოიხვეჭა.

1995 წელს ორივე ძმამ უარი თქვა ახალი ზელანდიის ნაკრებში თამაშზე. გრემი იაპონიაში გადაბარგდა და ამ ნაკრების კვართი მოირგო, სტივენი კი სამოაში დაბრუნდა. 1998 წელს მათ ორჯერ ითამაშეს ამ ქვეყნების ნაკრებების მატჩში ერთმანეთის წინააღმდეგ.

15-ქალა | ორი თამაში თებერვალ-მარტში
ჩელენჯ თასი | "ქონოთისთვის" სამი შეიცვალა
ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...