რუსეთის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა გოლი "რუბინის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ.

"რუბინი" პრემიერლიგის მეათე ტურში ყაზანში "ახმატს" დაუზავდა - 1:1.

ანგარიში 53-ე წუთზე კვარაცხელიამ გახსნა. მან მოედნის ცენტრში მეტოქეს ბურთი აართვა, საოცარი სისწრაფით მეორე მოწინააღმდეგეს გასცდა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და გოლიც გაიტანა.

სულ საყვედურობდნენ, გოლი ვერ გააქვსო და ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა - მის ანგარიშზე 10 მატჩში 2 გოლი, 4 საგოლე გადაცემა და 3 მოპოვებული პენალტია.

68-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა "რუბინის" ნახევარმცველი დარკო იევტიჩი, ხოლო მე-80 წუთზე ყაზანელთა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი გიორგი მელქაძემ გამოიყენა.

"რუბინი" 15 ქულით მერვე ადგილზეა და სანაკრებო პაუზის შემდეგ, 18 ოქტომბერს სტუმრად "კრასნოდარს" შეხვდება.

ლადო
ეს ახლა დინამოში უნდა იყოს, ჩაკვეტაძეც, კაკაბაძეც, ლობჟანიძეც, დავითაშვილიც და დინამოს აღზრდილი სხვა ნიჭიერი ბიჭებიც + რამდენიმე ლეგიონერი და ჩათვალეთ რომ ლიგაზე გავიდოდით!!! ფიფია შენი ვერაფერი გავიგე!!!
Homerson
ვაბშე არ მიტყდება , უბრალოდ მართლა მაინტერესებს - ვინც დისლაიქს დააჭირა , რაში არ მეთანხმებით?
ავჭალიდან
ბიჭო შენ კი არა ჩვენც ვიცით რომ გადის მასეთი გოლები ვადევნებთ თვალს აქ საუბარია ქართული ფეხბურთის მდგომარეობაზე სულ უკან პასები და რავი ასე რომ დიახ ფანტასტიკურია კვარა
თემო
როგორ შეიძლება ჟურნალისტებს დააბრალო ქართულ ფეხბურთში არსებული მძიმე მდგომარეობა, მაგრამ ძალიან დაბალი დონის ჟურნალისტები რომ გვყავს ფაქტია. ზღაპრული გოლი იცით თქვენ რა არის? ზიდანმა რომ გაუტანა ლევერკუზენს, რონალდიონიომ ჩელსის და ა.შ. ჩვეულებრივი გოლია, რომელიც ხვიჩას სისწრაფეს, კოზირებს გვაჩვენებს. სასიხარულოა ეს გოლი და ყველას გვიხარია. მაგრამ აი ზღაპრული ნამდვილად არ არის. ისედაც ქართველ ფეხბურთელებს თავში უვარდებთ ყველაფერი და თქვენი აი ეს იდიოტიზმი უნდა კიდე ამათ? ცოტა ადეკვატურები და ობიექტურები იყავით. სირცხვილია. ხვიჩას გოლი ყველას უხარია და ისედაც შემოვიდოდა აქ ამდენი ადამიანი, მაგრამ ეს რასაც თქვენ აკეთებთ არის სირცხვილი. პლიუს ამ საიტზე შემოსვლა მეზარება, სხვაგან შევდივარ. ყველა გვერდზე გადასვლსას საზიზღარი რეკლამა, რომელოც არასდროს გშორდება. სამარცხვინოები ხართ, სტატიის ავტორიან საიტის ადმინისტრაციიანად. ხვიჩას კი, ჩვენს ოქროს ბიჭს, წარმატებები
Me-s
შენებ გეგმაში ყავდით თუ გაეხათ
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
ზღაპრული არა ფანტასტიკური კიდევ... ერთი ჩვეულებრივი გოლი იყო, მასე ყოველდღე გააქვთ ევროპაში, ყოველ თამაშზე... აააუუუფფ!! გოიმებივით არ ავარდნენ სიმონ!!!
ვ ა ხ ო ბიჭიკოსშვილი
ხო, მაგრად გაუმართლა, რომ ბურთი მეკარეს არ მოხვდა, დანარჩენი რა იყო სასწაული, სირბილი? ისე კაი ხანია ეგრე აჩქარებით არცერთ ქართვველს არ ურბენია...
semi
აღარ უყურო ფეხბურთს, ტანჯვის მეტს არაფერს მოგიტანს. შეადარე ეხლა კვარას გოლი ნებისმიერი ტოპ გუნდის ახალგაზრდებისას, გინდა დორტმუნდის გინდა პსჟ და ბარსელონა, რომლისაზე იყო ნაკლები?!
სოსო
ხვიჩა წესიერი ბიჭია,მამამისი ფეხბურთელი იყო და ახლა მწვრთნელია,მისი აგენტი,ოჯახის მეგობარი.ასე რომ არა მგონია ვინმემ, ტვინი ადვილად აურიოს.თვითონვე იციან, რა სჭირდება ბიჭს
ქართველა
რასაც ახლა ვარჯიშობ და შრომობ ყოველდღიურად უნდა გააორმაგო და გაასამმაგო შრომა და იდეალური ფეხბურთელი დადგები , შენი იმედი გვაქვს ყველას და არამარტო შენი ნაკრების თითოეული წევრის , ევროპის ჩემპიონატი გვწყურია აბა თქვენიცით ლაღად გადით და გვასიამოვნეთ სანახაობით !!
me
საოცარი არა.....შემთხვევითი უფრო იყო,თუ არა და რამდენი მაღალი კლასის მცველი დაკარგავს ბურთს ცენტრში,დანარჩენი რა იყო სასწაული? სისწრაფეზე გაიგდო ბურთი და შეასრულა,სულ ეგ იყო.ისე სულ რამდენიმე წლის წინ იგივე სადღეგძელოებს წერდით ჩაკვეზე,ხან რეალში უშვებდით,ხანაც ბაიერნში,დღეს კი გენტის შემადგენლოდაშიც ვერ ხვდება ყოველთვის.ასე რომ კვარას ჯერ კიდევ ბევრი უკლია მსოფლიო დონის ვასკვლავამდე თუ ოდესმე საერთოდ გახდება,თორემ რა დონის გუნდებიცაა ახმატი და როტორი ჩემზე უკვეთ მოგეხსენებათ,თუნდაც დინამო მოსკოვის მაგალითზე,რომელსაც თბილისის ლოკომ პირწმინდათ მოუგო.
ოტელო
ვაისს გადაეცით მარცხნივ დააყენოს და მეტი არაფერი ახსნაც არ უნდა რა უნდა გააკეთოს ისევ მარჯვნივ თუ დააყენა მაგარი იქნება))
tngh
წინ ბელორუსიასთან თამაშია... გამარჯვებისათვის ყურადღებით და ფრთხილად!!!
Homerson
გთხოვ , დროზე ადრე გაასწარი რუსეთს! ლორია კაკაბაძე კვირკველია ხოჭოლავა ტაბიძე(ნავალა) კანკავა კიტეიშვილი(კვეკვესკირი) ოქრი(შენგელია) ყაზაიშვილი(გვილია) ხვიჩა(ჩაკვე) ქვილითაია(კაჭარავა)
Homerson
გთხოვ , დროზე ადრე გაასწარი რუსეთს! ლორია კაკაბაძე კვირკველია ხოჭოლავა ტაბიძე(ნავალა) კანკავა კიტეიშვილი(კვეკვესკირი) ოქრი(შენგელია) ყაზაიშვილი(გვილია) ხვიჩა(ჩაკვე) ქვილითაია(კაჭარავა)
ნაკრების ფანი
დიდი მადლობა ქართველი ხალხის გახარებისთვის! ცრემლი მომადგა კომენტარების კითხვისას. შენ გაიხარე ხვიჩა!!!
niko
შენს პირს შაქარი
გადასარევი გიორგი
ხვიჩა :)) შენ შემოგევლე მე მაგარი ადამიანო!! ასე ჯიგრულად რომ თამაშობ!!! ტფუ ტფუ ტფუ და ეგრე გააგრძელე, ღმერთმა ხელი მოგიმართოს!! მეც არ ვტოვებ არც ერთ რუბინის თამაშს
თეოფა
რუბინს საქართველოში ამდენი ქომაგი მგონი არ ყოლია,თამაშს არ ვტოვებ მე პირადად,ეს ბიჭი შვილივით მიყვარს!
დათო
შიგ კადიროვში
თოკო
დიზლაიქს დამეჭირა
გელა
ხვიჩა ის ფეხბურთელია, რომელიც ქართველებს სიამაყეს გვიბრუნებს. რითაც ქართული ფეხბურთი გვიყვარდა, იმ ფეხბურთს თამაშობს. მიდი, ხვიჩა.
ასეა ეს
სულ აზრზე რომ არ იყო ფეხბურთის და არ გიყვარდეს საერთოდ, მის ჟილკიან თამაშს რომ შეხედავ გაბალეშჩიკებინებს მაინც ზოგ ფეხზე მოსიარულე მკვდარს არა ჰგავს საბედნიეროდ. ესეთი ფეხბურთი გვიყვარს ქართველებს და ამას რომ ვართ მონატრებული იმიტომ ველოდები პირადად მე ყველა ხვიჩას თამაშს სულმოუთქმელად. აი ეს არის ქართული ჯიშის ფეხბურთი . ბოლომდე შეუბერე ძალიან ბევრად მეტი შეგიძლია
კარგით რა
ძაან მაგარი გოლი იყო!ყოჩაღ ხვიჩას.აი იმას ვერ ვხვდები,რატომ არ აიგნორებთ ამ ავადმყოფ კორბენს.ნუღარ პასუხობთ ამ პროვოკატორს,გაანებეთ თავი...
კარგით რა
დევკალიონი,ჩემი კომენტარი შენ არ გეკუთვნის უნდა დამეწერა ავადმყოფ კორბენაზე...
დევკალიონი
ხვიჩა იმედია ჩვენს კომენტარებს კითხულობ ძმაო,შენ ჩვენი ხარ ,ჩვენი ხვიჩა,ჩვენი იმედი ,მსოფლიოს რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ ,ამისთვის შენ ბევრი უნდა იშრომო,ამასთან კაცი ხარ კაცური და ასე მაღლა აღმართული ატარე მუდამ ქართული სული,ჩვენ კიდევ შენ გიქომაგებთ ,და ჩვენი ერთიანობისა და გამარჯვებისთვის ვილოცებთ,ჩვენ ერთი გუნდი ვართ, საქართველოოოოო!!!!
მმრ
ულამაზესი გოლი იყო. ბრავო ძმაო.
ნამდვილ ფეხბურთს მონატრებული
ტექნიკური გრიგალია. რასაც ფეხბურთი ჰქვია იმას თამაშობს. ეს პროლოგიც არ არის ჯერ და კინოს მერე და მერე ვნახავთ. კოჭებში და სულში ეტყობა, რომ ამოუწურავი ენერგია და მიზანი აქვს. რუსი კომენტატორებიც კი ამბობენ ბურთს რომ მიიღებს ეხლა რაღაც მოხდებაო. გაიხარე ქართველების გახარებისთვის. მადლობა კაი კაცოოოოოოოოოოო
გენაცვალე ქართულ ჯიგარში
ეს კაცი მართლა რაღაც სასწაული იზრდება, ესეთი მაგარი და თავმდაბალი ნაღდი ქართველი გვიმრავლოს უფალმა. გაიხარე ქართული დაჩაგრული გულების გახარებისთვის, აგიშენდა ოჯახი,,,,,,,,,,,,,,,,,
გოგა
ამ კორბენს სიამოვნებს ეტყობა დედამისის ხშირად მოკითხვა:)
დავით67
ხვიჩა აჩვენებს სწორედ ისეთ ფეხბურთს, რისთვისაც ეს სპორტი გვიყვარს! დარწმუნებული ვარ ბელორუსთან დუბლს შეასრულებს! მიდი ხვიჩა. ჩვენი იმედი და სიხარული ხარ!
გია
მიდი რა ძმა ხვიჩა ნუ დანებდები, შენი შესაძლებლობების 50 % ავლენ, შენ ორჯერ მეტი შეგიძლია მინიმუმ.
Lasha
დარტყმა და "ფინიშინგი" აშკარად დასახვეწი აქვს, ისევე როგორც ფაქტიურად ყველა ქართველს. აქაც მეკარეს მოარტყა და მხოლოდ მერე წავიდა ბურთი იქ, სადაც თავიდანვე უნდა დაერტყა.. თუმცა ამ მომენტში ამ ბიჭმა ის გამოავლინა, რაშიც ქართველ შემტევებს ძალიან უჭირთ - რეაქტიულობა გრძელ დისტანციაზე, ბოლომდე ბრძოლა და ბურთთან აზრიანი მოპყრობა, ფაქტიურად არც ერთი შეხება ზედმეტი არ აქვს და მისი დრიბლინგი ბურთის თრევაში არ გადადის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაქები შემტევების უმეტესობა უბრალოდ ძუნძულით გაყვებოდა ამ ბურთს და მასზე გაქცეულ მცველს. ხვიჩა ფიზიკურადაც მოძლიერდება და დარტყმასაც ისწავლის, პასსაც და ყველაფერს, რაც აკლია უმაღლეს დონემდე. მთავარია, პროგრესი არ შეაჩეროს და რუსეთში საჭიროზე დიდხანს არ დარჩეს.
ცოტნე
კვარა წელს პრემიერლიგის საუკეთესო გახდება და ნამდვილ პრემიერლიგაში გადავა. სუპერგოლი გაიტანა, ნებისმიერ ვარსკვლავს დაამშვენებდა ეს გოლი!
კარგით რა
ბიჭო ყველა ავადმყოფს ნუ აქცევთ ყურადღებას, იმათაც ეს უნდათ.
ზუზუ
ქართული ნიჭი იგრძნობა ♥
სტალინი
შენ კი გენაცვალე მაგ ჟილკიან გულში. გთხოვ არ გაგვაწბილო და მოუმატე და მოუმატე, დარწმუნებული ვარ თავში არაფერი აგივარდება, მადლობა შენს გამზრდელებს, დაგელოცოს ოჯახი და ქვეყანა.................
ემიგრანტი
მარგალი მარგალიტია ხო იციი
G.LA
ჩვენი იმედი, ჩვენი ბიჭი ხვიჩა. გენაცვალე შენ ხვიჩა.
ვა რა მაგარია
ახალგაზრდა კრიშტიანო გამახსენა მანჩესტერში რომ თამაშობდა.
niko
ან ძრევთ კორბენ მორბენ ჯორბენ თუ რაც სახელის დასამალად გაქვთ
Guga
მტყუანს მოხვდა შვანცკი
Korbenshe..
Es tipi yvela saitze cdilobs xvichas dauweros cudi komentarebi , worldsportze ase qvia >>korbenezebis gamo :)
რობი
რუსეთის მოქალაქეა იქაა დაბდებული
ავთო
korben dallas-ს. ქართველთა ასეთი მოძულე სად გაიზარდე? ერთი შენი ნამდვილი გვარ-სახელი "გვაჩუქე"
Xvicha
Grusetis
გოჩა
არც ერთი იყო თათარი, არც მეორე ჩეჩენი, ორივე ბედკრული საქართველოს შვილები არიან...
შაკო
გენაცვალე ჯიმა!
დევკალიონი
ვუაააუ,რა მაგარიააა,ხვიჩა ჩვენი იაგუარია ))
100%
ვიდეოს ტელეფონში არ მიხსნის, როგორ მოვიქცე?
Gio
არ შეიძლება ეს სამსუნგის რეკლამა მოაშოროთ და აცადოთ ნორმალორათ მკითხველს წაკითხვა ან ყურება
მეგრელი
იმენნა დამაჯერა, რა კლასნია ეს ოხერი
რა მაფიაა?
ხვიჩმენა გოლმენა სუპერმენა... ჩაკვმენასაც რო ეთამაშა წყნარად კაი იყო, მარა ეგ არაფერი...
Giorgi
ამ მელქაძეს არ უნდა ხომ საქართველოს ნაკრებში თამაში?
დ.დ.
ბრააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააავო! ახალი მეტრეველი გაგვეზრდება,თუ მის განვითარებაში ათასი არამკითხე არ ჩაერევა და გონებას და გზას არ აურევს
giglia
გენაცვალე, ბიჭოოო!!
zaza
დდ რას უშვება მცველებს სამი კაცი გამოუცვალეს და ყველა გააყვითლა პლიუს გოლი დდ თან რა გოლი.
m
მე-8 ადგილზეა რუბინი!
rati 74
მაგარი შეაგდო. იმდენს უხეშობდნენ ხვიჩაზე რომ ორი ყვითელი აკიდა. კიდევ კარგი არ დაამტვრიეს. ეს მელქაძეც კარგი შემტევია. პასიც კარგი აქვს და დაუღალავად აქტიურია ხიმ არ იცით რა მოქალაქეობა აქვს?
ForzaMilan
რა შემიძლია ვთქვა გარდა იმისა, რომ საოცარი ტალანტის მქონე ფეხბურთელია. ვუყურე მთლიან შეხვედრას და გაოცებული დავრცით. გაოცებული იმით, რომ მთელი გუნდის შეტევა აწყობილია 19 წლის ქართველ ფეხბურთელზე. რომელიც ყველაზე ნაკლებ შეცდომას უშევბს შეტევაში და თითქმის ბურთს არ კარგავს. იდეალური სისწრაფე ტექნიკა და გოლის გატანის ალღო...
korben dallas
"ზღაპრული" არა შვანცკი, ნუ გიყვართ სომხებივით ამ ქართველებს ბაქი-ბუქი. ერთი ჩვეულებრივი გოლი იყო.
დათო
რუბინი მერვე ადგილზეა
ბეღურა
რა რონალდო რა მესი არამარტო საქართველოს არამედ მსოფლიოს ეზრდება მსოფლიო ვარსკვლავი გადამეტების გარეშე და ეს ასმაგად საამაყოა რომ ეს ქართველი ბიჭია ყოჩაღ ხვიჩა
ფეხბურთი
ვამაყობ ამ ბიჭით. ბევრი წარმატებები ხვიჩას.
დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი
Le Parisien: კვარაცხელიას ნაკრებში თამაშს პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს - ლიონელთათვის ყველაზე სახიფათო უნდა იყოს
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგმა" რთულ მატჩში გაიმარჯვა
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...
4-გოლიანი თრილერი - 10-კაციანმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემს" დაუქამბექა
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა
Le Parisien: კვარაცხელიას ნაკრებში თამაშს პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს - ლიონელთათვის ყველაზე სახიფათო უნდა იყოს
ნადირობა პსჟ-ს ფეხბურთელებზე. "კვარა" გადარჩა, ჰაკიმი - ვერა
"2025 წელს "ოქროს ბურთის" მოგება მსურს, ვერ ვხვდები, რითი მჯობია როდრი?" - "რუბინის" ნახევარმცველი
ჩვენთვის კარგად ნაცნობმა სლუცკიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გაწვრთნას
დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი
"ენრიკე ამაზე საუბრობს, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს" - ცნობილი ჟურნალისტი კვარაცხელიას სათამაშო პოზიციით აღშფოთებულია
როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში?
"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ლეონიდ სლუცკი ჩინურ გუნდს ჩაიბარებს
"სხვა არჩევანი არ გვაქვს... რაც შეეხება ნოიერს..." - კვარაცხელიას კომენტარი "ბაიერნთან" მარცხის შემდეგ
"დღეს კვარაცხელიას შეიძლება პსჟ-ს წინააღმდეგ ეთამაშა" - ფრანგული გამოცემა არშემდგარი ტრანსფერის დეტალებს ახმოვანებს