ქართველი წყალბურთელები დიდ ბრიტანეთთან, 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადებიან
სამიოდე კვირაც და წყალბურთელ ვაჟთა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიც დამთავრდება. საქართველოს ნაკრები ზვიად დავითიანის ხელმძღვანელობით მონდომებით ემზადება გადამწყვეტი ორთაბრძოლისთვის, რომელიც 2 ივლისს მანჩესტერში დიდი ბრიტანეთის ნაკრებთან გაიმართება.

ამჟამად ჩვენს ბიჭებს ორჯერადი ვარჯიშები აქვთ ოლიმპიკის აუზში. საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ბითაძემ გვითხრა, რომ საქართველოს წყალბურთელები რეპეტიციებს 24-26 ივნისს თბილისის საერთაშორისო ტურნირზე გაივლიან. საასპარეზოდ აზიის წლევანდელი ჩემპიონები - ყაზახეთის ნაკრების წევრები (მათ უკვე მოიპოვეს 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის საგზური) და ბელარუსები გვეწვევიან. უკრაინელებიც უნდა ჩამოსულიყვნენ, მაგრამ, ობიექტური მიზეზებით, ტურნირში მონაწილეობას ვერ შეძლებენ. მათ ნაცვლად პაექრობებში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჩაებმება, რომელსაც რევაზ ჩომახიძე ავარჯიშებს.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს, E ჯგუფში ორი შეხვედრაა გასამართავი. 18 ივნისს ბერძნები ბრიტანელებს მიიღებენ. 2012 წლის ოლიმპიადის მასპინძლებმა ელინებთან პირველი ორთაბრძოლა შინ 2:13 დათმეს და არა გვგონია, ჯგუფის ფავორიტებთან ათენში წარმატებას მიაღწიონ. კუნძულელებს შესარჩევი ტურნირის მეორე მატჩი თბილისში საქართველოს ნაკრებთან აქვთ წაგებული - 3:9, ამიტომ ჩვენს ბიჭებს მანჩესტერში 5-ბურთიანი სხვაობით წაგებაც ხელს აძლევთ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად. ჯგუფში მე-2 ადგილის დაკავების შემთხვევაშიც 1 და 29 ოქტომბერს პლეი ოფებში ვითამაშებთ კონტინენტის 12 საუკეთესო გუნდში მოსახვედრად.

დღეისთვის E ჯგუფში ასეთი ვითარებაა:

თ მ წ ბ ქ

საბერძნეთი 3 3 0 40:16 9

საქართველო 3 1 2 23:30 3

დ. ბრიტანეთი 2 0 2 5:22 0

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის