საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ რამდენიმე წუთის წინ საქართველოსა და ბელარუსის მატჩზე მაყურებლის დასწრების საკითხზე განცხადება გაავრცელა.

"5 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა საქართველო-ბელარუსს შორის გასამართ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ მატჩზე გულშემატკივართა დასწრების საკითხზე იმსჯელეს. სხდომას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ესწრებოდა. მოგეხსენებათ, რომ უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ორგანიზაციის წევრი ქვეყნები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით უეფას ეგიდით გასამართ სანაკრებო და საკლუბო მატჩებზე გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობით დასწრების შესახებ.

თბილისის "დინამო არენის" ტევადობიდან გამომდინარე, სტადიონზე მაყურებლის საერთო რაოდენობის 30%-იც კი დაახლოებით 16 000 გულშემატკივარს შეადგენს.

როგორც საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, ათასობით გულშემატკივრის თავშეყრა ერთ სივრცეში განსაკუთრებულ ეპიდემიოლოგიურ რისკებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ეპიდემიოლოგების, ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 8 ოქტომბერს თბილისის "დინამო არენაზე" საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებთა მატჩი გაიმართება მაყურებლის გარეშე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ შეხვედრაში ბელარუსს დაუპირისპირდება. მატჩი 8 ოქტომბერს, 20:00 საათზე თბილისის "დინამო არენაზე" გაიმართება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის პრიორიტეტულია თითოეული გულშემატკივრის, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოს ეროვნული ნაკრების ქომაგებს, ამ ისტორიული შეხვედრისას სახლიდან უგულშემატკივრონ საყვარელ გუნდს.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ."

დავით67
ჰაშ ჯიგარო. ნუ მიიტან გულთან.მთავარია ნაკრებმა მოიგოს. ჩვენც გავიხარებთ და შენი მეოცნებე მთავრობაც გადარჩება ხალხის რისხვას! ვეღარ მოვასწარებ სამშობლოთი დატკბობას სამწუხაროდ 10ში ისევ წასასვლელი ვარ.
დავით67
ჰაშ ჯიგარო. ნუ მიიტან გულთან.მთავარია ნაკრებმა მოიგოს. ჩვენც გავიხარებთ და შენი მეოცნებე მთავრობაც გადარჩება ხალხის რისხვას! ვეღარ მოვასწარებ სამშობლოთი დატკბობას სამწუხაროდ 10ში ისევ წასასვლელი ვარ.
სოსო
საქართველოს ნაკრები,ბელორუსზე ძლიერია.შესაძლოა მაყურებლის გარეშე,უფრო თავისუფლადაც კი ითამაშონ.ბურთი მრგვალია,მაგრამ დარწმუნებული ვარ,გავიმარჯვებთ.ბიჭები აშკარად დალესილები არიან.
H
დათუნ ჩემი ძმა წაკითხული ტექსტის გააზრება, რომ გიჭირს ეგ არის პრობლემს სახელის დაწერა კი არა. სად დაინახე ვარაუდით ლაპარაკი ან როდის გამოვიყენე ალბათ, ეტყობა და ასე იქნებოდა. რაც სიმართლეა ის ვთქვი და ზუსტად ეგ მოგხვდა. საიდან ჩამოხვედი მაგრად მკიდია. ის კარანტინიც შენი და შენი ახლობლების უსაფრთხოებისათვის არის გაკეთებული და დღეიდან დატკბი სამშობლოში ყოფნით.
martlaaa
ერთი ვაი უშველებელი იყო ატეხილი: აღდგომა არ ჩაატაროთო, ხალხი მოვა და დავიღუპებითო. ეკლესია მიწასთან გაასწორეს. ეხლა იგივე ხალხი ითხოვს, ფეხბურთს რატომ ატარებთ უმაყურებლოდო. ვინც გინდა ის აირჩიე, მაგრამ საკუთარ ნათქვამს მაინც ეცი პატივი. კიდევ ერთი, ყველგან პოლიტიკას ნუ ტენით. 10000 კაცი რომ შეეშვა, პლიუს 1000 მოხალისე, ვისაც დაევალებოდა მათი განთავსება, თქვენ გულსაც მოიგებდა და ხმებსაც. მაგრამ, გინდ შესასვლელში, გიმდ მატჩის მიმდინარეობისას, გინდ დასასრულში ამ ხალხის მართვა არ გამოვიდოდა. დაავადების აფეთქებაც უცებ არ მოხდებოდა, დრო დასჭირდებოდა, ანუ არჩევნების მერე იქნებოდა. ჰოდა, არ გინდათ პოლიტიკა, მე მინდა ვიყო პირველ რიგში დაცული, და სპორტი შემდეგ.
დავით 67
H-ს! საერთოდ ვისაც სახელის დაწერა უჭირს იმას ტვინშიც უჭირს რაღაც! ჯერ ერთი საიდან მოიტანე რომ ქვეყანას ვლანძღავ? თუ შენთვის ქვეყანა და მთავრობა ერთია? და კიდევ როდის უნდა მოეშვათ ამ ვარაუდებით ლაპარაკს შენნაირები. ალბათ, ეტყობა, ასე იქნებოდა და ა.შ. შენ რა იცი მე საიდან ჩამოვედი და უსაფრთხო ქვეყანა რომელია? როცა ადამიანს არ იცნობ არ უნდა იჭორაო და შენი ფანტაზიები შენთვის შეინახო უნდა. მე სად წავალ და სად არა ეგ შენი საქმე არ არის და არც იმისი ვიზეც ასე შეგტკივა გული. გაიგე?
mamuka09ze
რა გელაპარაკოთ, როგორ ,,მოგეფეროთ,, კობიაშვილო, სულ არ გრცხვენია?
H
შენ ხომ ნამდვილად უდიდესი ხარ, მაგრამ ვინც ამ კომენტარს გიწონებს ის უკიდეგანოა. ფეხბურთის საყურებლად დაბრუნდი მხოლოდ სამშობლოში ? შენ იმიტომ კი არ ჩამოხვედი, რომ მოგენატრა ზუსტად იმიტომ დაბრუნდი, რომ შენი ქვეყანა იმაზე უსაფრთხოა ვიდრე რომლიდანაც ჩამოხვედი და ახლა როდესაც თავი ქუდში გაქვს მოუტრიალდი და ქვეყანას ლანძღავ. რაც შეეხება თამაშზე მაყურებლის არ დაშვებას ჩემი აზრით არასწორია, რადგან ის ხალხი უფრო საშიშია, რომლებიც ერთმანეთის სახლებში და რესტორნებში შეიკრიბება ამ თამაშის საყურებლად ვიდრე ის 16 ათასი ადამიანი, რომლებიც ღია ცის ქვეშ შეიკრიბება სტადიონზე. ასე, რომ სულ ტყუილად წავართვით ერთის მხრივ მაყურებელს და მეორეს მხრივ ფეხბურთელებს შანსი ამ დღეს ერთად გვებრძოლა.
დავით
რატოა ამ ქვეყანაში ყველაფერი შერჩევითი. პოლიტიკური აციები, რომ აკრძალონ ერთ ამბავს ატეხავენ “პარტიები” აქაოდა გვზღუდავენ და იღუპება ქართული დემოტრაკიაო. ჩვენ, რომ გვზღუდავენ ეგ არაფერია?! ამირან გამყრელიძემაც აურია რამსები.
ბაჯო
მოგალატეებო
დავით 67
მეც მაგ ჭკუაზე ვარ სეხნიავ, მაგრამ დაგვიჭერენ ეგ შობელძაღლები! )
geo
მაინც არ მიმაჩნია სწორ გადაწყვეტილებად
თემური
ისე თქვენ რა გითხარით კორონა არა ტოროლა რამდენი ხანი უნდა აბოლოთ ხალხი.მისულიყო გულშემატკივარი და არაფერიც არ მოხდებოდა თან 16 000 რა ძალა იქნებოდა ბიჭებისთვის.დაეყენებინათ თერმო სკრინინგი თუ ესე ძალიან ვერ რისკავდნენ ანდა ხალხს გააჩერებთ თქვენ სახლში დინამოზე რომ არ მივიდნენ გარედან მაინც ანდა მოგების შემთვევაში ხალხს სახლებში დააბამთ?მაგარი არსწორი გადაწყვეტილებააა
კოწია გუგუშვილი
ვის ვაგინოთ, შევარდნაძე მკვდარია. ჟივე ბელარუს!
დავით 67
ანალოგიურად იქნებოდა თუ მატჩი მინსკში გაიმართებოდა. მითუმეტეს იქ შეზღუდვები არაა.რა მოხდა მერე? მაშინ მოგვეთხოვა ნეიტრალურ მოედანზე ჩატარება. აქ არაფერი საძრახისი არაა.პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის, ჩვენი გუნდის და ჩვენი გულშემატკივრის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული. მე პირადად უფრო ადრე მქონდა ინფორმაცია რომ უეფა დართავდა ნებას ფედერაციას ამ საკითხის გადაწყვეტას ინდივიდუალურად, რად ბევრ ქვეყნებში დართეს ნება. ამიტომაც მოვწყდი ჩემს საქმეებს და სპეციალურად ამ თამაშისთვის ჩამოვედი და რა? მაშინ მთავრობამ გამოიჩინოს ტოლერანტობა და კეთილშობილება და ამინაზღაუროს როგორც მორალური ისე მატერიალური ზარალი.
Caruzo9
ერთი წუთით თუ მაინც დაფიქრდით იმაზე, რომ მაყურებლის დაშვების შემთხვევაში ბელორუსი ქომაგები თამაშს ვერ დაესწრებოდნენ,ვინაიდან და რადგანაც საზღვრები ჩაკეტილია.შედეგად მივიღებდით სტადიონზე 16 ათას მხოლოდ ქართველ გულშემატკივარს.ჩვენ ასეთი რაღაცეები არ შეგვშვენის,ერს რომელიც ტოლერანტობით, სამართლიანობით და კეთილშობილებით გამოვირჩევით.
დავით 67
თუ საქართველოს ნაკრები ვერ მოიგებს პასუხისმგებელი მთავრობა იქნება. ტყუილად ჩამოვედი საქართველოში 25 სექტემბერს. კარანტინის გარდა არაფერი შემრჩა. ფუ თქვენი...
dato
საარჩევნო შეხვედრები გააუქმეთ თორემ ჩემი ხელით დავარბემ და მერე არ თქვათ რამე.
Zaza
არადა ჩვენი ნაკრები სახლის გუნდია რაც პირველ რიგში ქომაგს გულისხმობს მაგრად გაუჭირდებათ 50/50 ზეა უკვე შანსები.
სოსო
თუ აქ მისცეს ნება,იციან რომ სხვებიც მოითხოვენ,თანაც,ხალხი წესებს რომ არ იცავს,მაგასაც ხედავენ და რისკს ვერ გასწევენ.ვერ ვამტყუნებ,თუმცა ძალიან დასანანია.
iolasha
ძაან პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამით მიანიშნებებ ყველა პოლიტიკურ პარტიას რო ქუჩაში არ შეიკრიბონ. ისე დისტანციის დაცვით 10 000 ადამიანის დასწრება თავისუფლად შეიძლებოდა. ძაან გაუგებარი და საწყენია!!!
მახო
საარჩევნო შეხვედრები შეიძლება არა? აფერისტები ხართ
Alexandre
ცალსახად 41 -ს ვაძლევდი ხმას. ეხლა კი დავფიქრდები.
milanista
ინაშვილის აქცია ხო შეიძლება უპრობლემოდ ჩატარდეს ქალაქის შუაგულში?
11
შეიძლებოდა ორგანიზება. 10 000 კაცი მაინც რომ შეეშვათ. დისტანციის დაცვით.
"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა