გუშინ "ნორჩი დინამოელის" მოედანმა ვეტერანი ფეხბურთელის ლევან ჟორდანიას სახელობის ტურნირს უმასპინძლა
გუშინ "ნორჩი დინამოელის" მოედანმა ვეტერანი ფეხბურთელის ლევან ჟორდანიას სახელობის ტურნირს უმასპინძლა.

შეჯიბრებას მისივე სახელობის ფონდის, "ღია სახალისო ფეხბურთის" პროგრამის ხელმძღვანელ ვალერი ჩოლარიას, კოორდინატორ ბადრი მაჭავარიანისა და ლევან ჟორდანიას ოჯახის მხარდაჭერით ჩატარდა.

ტურნირში 2000 წელს დაბადებულ მოზარდთა ოთხი გუნდი, "ნორჩი დინამოელი", ოჩამჩირის "ამირანი", "ავაზა-ვისოლი" და თენგიზ სულაქველიძის სახელობის აკადემია მონაწილეობდა.

"ავაზა-ვისოლის" ფეხბურთელებმა "ამირანს" 6:0 სძლიეს. ფინალური საგზური მოიპოვა "ნორჩმა დინამოელმაც" _ სულაქველიძის აკადემია 4:1 დაამარცხა. მატჩი მესამე ადგილისთვის სულაქველიძის აკადემიის გამარჯვებით დასრულდა _ "ამირანს" 3:0 მოუგო. ტურნირის ფინალურ შეხვედრას ვეტერანი არბიტრი ანატოლი მილჩენკო სჯიდა.

ფინალურ შეხვედრაში "ნორჩი დინამოელმა" ანდრო ჭედიამ სამი უპასუხო გოლი გაიტანა და თავისიანებს 3:0 გაამარჯვებინა.

ბადრი მაჭავარიანი: "ეს ტურნირი ლევან ჟორდანიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის ხელშეწყობით ჩატარდა. ასეთი სახის ღონისძიება და ფესტივალები მნიშვნელოვანია მოზარდი თაობისთვის. ტურნირის მონაწილე ოთხივე გუნდის ფეხბურთელებმა სამახსოვრო საჩუქრები და სხვადასხვა პრიზი მიიღეს. მსგავსი ფესტივალ-ტურნირების ციკლი მომავალშიც გაგრძელდება. რამდენიმე დღეში დავით ყიფიანის სახელობის ტურნირი გაიმართება. მომავალში შევეცდებით, ლევან ჟორდანიას სახელობის ტურნირი მაშტაბური გახდეს".

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა