ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გულშემატკივრები საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მიმართავენ!

გულშემატკივრები საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მიმართავენ!

ფოტო: gff.ge

sportall.ge-ს სტატიაზე "მიმართეთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უმნიშვნელოვანესი თამაშის წინ" ძალიან ბევრი კომენტარი დაიწერა და ჩვენ ვეცადეთ, მაქსიმალურად ბევრი კომენტარი ამოგვერჩია. ქვევით კი გთავაზობთ იმ კომენტარებს, რომლებმაც ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურა.

"თქვენი პაპის ტოლა ქიზიყელი ბიჭი ვარ, თქვენი ჭირიმე. 76 წელი გავლიე, ლომებო. მიშა მესხისა, სლავა მეტრეველისა, ყიფიანის, ჩივაძის, გუცაევის, დარასელიას, მურთაზის, რეზოს და ბორიას სპექტაკლები მინახნია. ტაშკენტის ფინალის სიტკბო მიგემია, ოქროებო და 81-ის 13 მაისს "დინამოს" სტადიონის ბალახი მიჭამია სიხარულით გადარეულსა. ბალღს ვთხოვე, კარნახით ეს სიტყვები დაეწერა. რომ დავუჯერო ამ ოხერს, ჩვენი ლომები წაიკითხავენო. ხოდა, გენაცვალოთ თქვენ თედო პაპა, საქართველოს ხმალიცა და ფარიც ახლა თქვენ გიპყრიათ და ისე მოიხმარეთ, როგორც მამა-პაპას არ შეშლია. დაეცით მახვილი, ურტყით და ურტყით! ვინიცობაა და შემოტევა გაბედეს, ჭკუით მოიგერიეთ და თავბედი აწყევლინეთ! ისე არ მომკლათ, ლომებო, ჩვენი ბედკრულის ჰიმნი არ აგუგუნდეს მთელი ევროპის გასაგონად! პატარა კახის, დიდი დავითის და თამარის ოცნება თქვენი ასასრულებელია, ლომებო და იმას მოვუკითხე დიდი და პატარა, ვისაც თქვენი დიდი გულით არ სჯეროდეს. არც ისინი იყვნენ სხვაზე ნაკლები და არც თქვენა ხართ ვინმეზე ჯაბანი, ოქროებო. ღმერთი გწყალობდეთ, ლომებო და ბრძოლის ველიდან შინ გამარჯვებული დაბრუნდით. ამინ!"

"თედო"

"ყველა მოუთმენლად ველით ამ თამაშს. ჩვენ აქ აფხაზეთში ვიკრიბებით ერთად, რადგან ვუგულშემატკივროთ ჩვენს ქვეყანას. გვეიმედებით და იმედია, გაგვახარებთ. იბრძოლეთ ბოლომდე!" -

"Irakli"

"როცა მაგრად დაიღლებით და ფეხებში სისუსტეს იგრძნობთ (აქვს ამ დროს მნიშვნელობა, იგებთ თუ აგებთ), იფიქრეთ იმაზე, რომ თქვენ უკან სულგანაბული, ჩუმად გიყურებთ ხალხი, რომლებიც გულში გაიძახიან, "მიდით ბიჭებო" და რომლებიც მზად არიან თქვენს ერთ ვარდნაზეც კი სიხარულით იღრიალონ და მთელ სამეზობლოს გააგებინონ, რომ დაღლილ-დაქანცულებიც კი ბოლომდე გულიანად იბრძვით ჩვენთვის, საქართველოსთვის, უბრალოდ ხალხისთვის. თქვენ გენაცვალეთ მე."

"ზურა"

"მე და ჩემი 6 წლის შვილი, რომელიც ფეხბურთელობაზე ოცნებობს, შესარჩევის ყველა საშინაო თამაშზე ვიყავით. წარმოიდგინეთ, როგორ მღერის ჰიმნს 4 წლის ბიჭი და მერე ხმისჩახლეჩამდე გაჰყვირის: ჩაკვეტაძე... კაჭარავა... ვაკო (ყაზაიშვილს ვერ იხსომებდა) და ამხნევებს საყვარელ გუნდს ძალდაუტანებლად, მთელი თამაშის განმავლობაში... გთხოვთ, იყავით მაგალითი მისთვის, რომ იყოს თავისი ქვეყნის გულანთებული პატრიოტი. მამა, რომელიც არანაკლებ გგულშემატკივრობთ!!!"

"ალექსი"

"თამაშის მსვლელობისას ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მსაჯის უნებლიე ან განზრახ შეცდომა, სწრაფი და მოულოდნელი გოლი საკუთარ კარში, თამაშის არასასურველი სცენარით წარმართვა და ა.შ. გვინდა ისეთი ძლიერი ფსიქოლოგიით და სულისკვეთებით გახვიდეთ მინდორზე, რომ ამ ყველაფერმა არ იმოქმედოს და ბოლომდე, ბოლო წუთამდე იბრძოლოთ! ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის, თქვენ უკან საქართველო დგას!"

"8-ში ველოდები ბიჭს. ვინც გამარჯვების გოლს გაიტანს, მაგის სახელს დავარქმევ. იმედია ჯიმი არ გაიტანს ))))"

"C"

"შეიძლება ეს თამაში ჩვენთვის ეპოქალურია, მაგრამ სამყაროსთვის სრულიად უმნიშვნელო. ამიტომ ნუ გადააქცევთ ამ თამაშს თქვენს ტვირთად. დაივიწყეთ, რა მოხდება, თუ წავაგებთ, რა მოხდება თუ პასს სწორად ვერ გააკეთებ ან შეცდომას დაუშვებ. ამ თამაშს ყველანი ერთად ვთამაშობთ, 4 მილიონი ქართველი. თქვენ და ჩვენ ყველანი ვიფრენთ, ვიბრძოლებთ და მოვიგებთ. მიყვარხართ ბიჭებო და დღეს ეს სიყვარული მარადისობად იქცევა."

მუხბერი

"გადით და გაიმარჯვეთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი გულშემატკივრებისთვის, აფხაზეთისთვის და სამაჩაბლოსთვის, ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი ემიგრანტებისთვის, ჩვენი წინაპრებისთვის, ჩვენი გმირებისთვის, ვინც საქართველოს ერთიანობისთვის და მთლიანობისთვის ბრძოლას თავი შესწირა!.. უბრალოდ გადით და გაიმარჯვეთ საქართველოსთვის!!!

"მაქსიმე"

"თქვენი გამარჯვება ერის გამარჯვებაა! ისტორიაში ჩაეწერებით, ბიჭებო! თქვენზე თაობები ისაუბრებენ! დადეთ ბელარუსი ბეჭებზე! მთელი საქართველო ახლა თქვენ შეგცქერით! ჩვენ არ ვართ სტადიონზე, მარა მთელი გულით და სულით თქვენთან ვართ!

"გაბი"

"დედას გაფიცებთ, მოიგეთ"

"Giorgi4444"

"ქართველ ფეხბურთელს ბევრად მეტი შეუძლია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და ამას 8 ოქტომბერს მთელი მსოფლიო ნახავს!"

"სათქმელი არაფერია. არავისზე ნაკლებად არ გიყვართ სამშობლო და თქვენზე მეტადაც არავის უნდა გამარჯვება. გვჯერა თქვენი და გენდობით. მოედანზე გადით მშვიდად და იქიდან ამაყად გამოდით. მიაწექით, ყველაფერი გამოვა! ღმერთი გფარავდეთ!"

"სოსო თეთრაძე"

"მეცხრე ძმა ხერხეულიძე რო განიგმირა და სისხლიანი დროშა გაუვარდა ხელიდან, მათმა დედამ ააფრიალა ამაყად ის დროშა, რომელიც თქვენ მკერდზე გაქვთ ამოტვიფრული და ასეთი ხალხის წყალობით მოვედით დღევანდელ დღემდე.

ხოლო დღეს ყველანი თქვენ შემოგყურებთ იმ იმედით, რომ სიხარულს მოუტანთ მთელ ერს."

"მეგრელი"

"მუშტაიდის ბაღიდან გაიგებთ თქვენი გულშემატკივრების ომახიან სა-ქა-რთვე-ლოს! ჩვენ თქვენთან ვართ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!"

"არაგველი"

"გამარჯობათ, ბიჭებო. მე ვარ სამხედრო. სამი ნატვრა მაქვს: ქვეყნის გაერთიანება, შვილის ყოლა და ევროპაზე და მსოფლიოზე გასვლა ეროვნული ნაკრების. თქვენ შეგიძლიათ ერთით ნაკლები ნატვრა დამიტოვოთ. თქვენ გვერდით ვარ. წარმატებები."

"ნიკა"

ჯამში, დაახლოებით 400 კომენტარი დაიწერა. თითოეულ თქვენგანს მადლობას გიხდით გამოხმაურებისთვის!

• uvargisebi

პორტუგალიაში თუ შეიძლებოდა შეთხელებულად მაყურებლის დასწრება ჩვენ რა გვჭირს.მაგრამ თავის შეწუხება არ უნდათ გაზულუქებულებს.

• ლევანი

მასტერ არასწორად გამიგე. მე გამიხარდება ყველაფერი კარგი საქართველოს ნაკრებზე, მაგრამ გული მტკივა და განვიცდი. მინიმუმ 20 წელი არაფერ კარგს არ ველოდები ამის შემხედვარე რასაც ვხედავ. არასწორი სტრატეგია აქვს დღემდე საქართველოს ფეხბურთს მთლიანობაში. სისტემაა მთლიანობაში შესაცვლელი. შეხედეთ ისლანდიას რა გააკეთა. ჩვენ კი ვკარგავთ დროს, თაობებს და ფულს ასევე ძალიან ბევრს ჩვენი ჯიბეებიდან.

• ქუთაისელი

სსფ, ბიჭები შეკრიბე და ეს წაუკითხეთ! ვისაც სისხლი არ აუჩქროლდება ისინი დააყენეთ!

• Vasili

გულშემატკივრებს რო გვაცადოთ ეს თამაში და ნერვიულობა და შეგვეშვათ ცოტა ხანი ის ხალხი ვინც აქ ნეგატიურ სმსბს წერთ არაა??? წადი , გაისეირნე, ან შვილი გაასეირნე ან დიშვილი, ძმიშვილი, ან უბრალოდ გადი რა!!!/ ვერ ხვდები და არც ვარ ვალდებული გაიხსნა რატო არის ეს თამაში ასეთი მნიშვნელოვანი , იმიტომ რომ აზრზს ვერ ვხედავ , რატომ უნდა დავხარჯო დრო იმაში რო დაგარწმუნო ამ თამაშის მნიშვნელობაში, ვიცი რომ შენ მაინც მამლების ჩხუბის ყურება გირჩევნიაა...

• დათო

ბელორუსების ნაკრები მორალურად გატეხილია!!! ბელურუსებს ეზიზღებათ ეს ნააკრები , მარხელის თამადობით!!! ამ ნაკრებმა ბელორუსი ხალხის მაგივრად , ლუკაშენკოს დაუჭირა მხარი , მწვრთნელი მარხელი ინაგურაციაზეც კი იმყოფებოდა!!! მათი გინების მეტი არაფერი ისმის მინსკში!!! ფაქტიურად ერის მოღალატეებად თვლიან!!! მოკლედ ტვინში ბევრი სხვა რამ უტრიალებთ, ამიტომ კონცენტრირებული მხოლოდ თამაშზე ვერ იქნებიან!!!

• Master

ძალიან მაინტერესებს თქვენნაირი ხალხი,რომელსაც წარუმატებლობა უხარია,თუ უნდა რომ წააგოს საქართველომ,რატომ კითხულობს ასეთ სტატიებს?კანონზომირად არ უნდა კითხულობდეს.მაგრამ ხალხს რომ ნერვები უშალოს თავისი ბოროტულ-პესიმისტური კომენტარით.ეს მავნებლობა და დემაგოგიაა.დემაგოგი ხარ შენ ბატონო ლევან.

• gio

პრინციპში ნახევრაფინალია, მარტო აქ მოგებით არაფერი არ გადაწყდება , მერე მაკედონია ან კოსოვო საქართველო - ბელორუსი 2:1 მაკედონია კოსოვო 2:3 საქართველო კოსოვო 1:1 პენლებში 5:4

• თედო პაპას პაპის პაპა. ხვლიკიჭამია შაქრო

თედო შვილო, თამაშის მერე სთადიონზე ჩამოდი, სტო პიატი ვითამაშოთ, პანჩურებზე))))

• დევკალიონი

მე სად ნახე, რომ ბევრად დიდი მიზნები არ გვაქვს ან უფრო მნიშვნელოვანი მიღწევებისათვის არ ვიბრძვით, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტია და გვინდა საქართველო ყველგან ღირსეულად და გამარჯვებულად გამოვიდეს ,მეგობარო უბრალოდ გვიგულშემატკივრე .არა ომს არა ბოროტის კეთებას ,გაუმარჯოს სიკეთეს, სპორტს და მეცნიერებას ))

• gurulo

პატარ-პატარა გამარჯვბებისგან შედგება დიდი გამარჯვება.წარმატებები ბიჭებს,ღმერთი თქვენთან!81 წლის სიხარული დღესაც მახსოვს, აბა თქვენ იცით ბიჭებო! საცოდავი კაცუნა ხარ შენ მერაბია....

• მერაბის

მეტი მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს? ევროპის ჩემპიონატზე გასვლა არ გასვლა წყდება. შენ თუ ამ სპორტის სახეობის არ გაგეგება ნუ მოქმედებ ხალხის ნერვებზე გაიგე მერაბ?

• ვახო...

წარმატებები საქართველოს და ჩვენს ბიჭებს! უფალი თქვენსკენ!

• თედო პაპას მამ ა- გოგია დინამოელი

მიდით შვილებო, მიწექით. რას უნდა მიაწვეთ ან ვის, ეგ არ ვიცი, მაგრამ მაინც მიაწექით რა! ჰკა, ჰკა მააგათა!!!

• მიშა

თქვენ არ მოგაყენებთ პირადად შეურაცხყოფას. რასაც ყველა გაიფიქრებს თქვენი კომენტარის წაკითხვისას, მეც ვუერთდები.

• Master

მერაბ რატომ ასეთი ღვარძლიანი კომენტარი?თუ ქვეყნისთვის მეასე ხარისხოვნად მიგაჩნია ეს თამაში და ზოგადად ფეხბურთი,აბა რატომ კითხულობ ამ სტატიას,ამ კომენტარებს და ზოგადად რატომ ხარ ამ საიტზე?ვისაც როგორ მიაჩნია ისე იღებს ყველაფერს და არავის საქმე არაა ვინ რას დააყენებს წინ.სპორტული ღონისძიებაა და რა გინდა არავის აინტერესებდეს რა ხდება სპორტში?

• საქართველო

შინ რა იცი რას ნიშნავს ფეხბურთი. ფეხბურთი მეტია ვიდრე გაზაევი :-) ეს ხუმრობით,სერიოზულად კი მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე პოპულარული რამ არის ფეხბურთი,რის გამოც ომები დაწყებულა და გაჩერებულა, რის გამოც დაბადებულან და გარდაცვლილან, ფეხბურთი რელიგიაა,ის ვინც იცის რას ნიშნავს ფეხბურთი, არც მწყენია პირადად თქვენი კომენტარი,უბრალოდ საწყენია როდესაც ადამიანი ერთხელ იბადება და ფეხბურთის გემოს ვერ იგებს. წარმატებები საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ღმერთს ებარებოდეთ!

• ზ. სტოკჰომლი

პასუხი მერაბს 1971 წელს როდესაც აშშ და ჩინეთის კომუნისტური ხელისუფლება ომის ზღვარამდე მივიდნენ სწორედ სპორტმა (მაგიდის ჩოგბურთმა) მოახდინა გადამწყვეტი გარდატეხა და ასობით ათასი ან მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინა. ჩინელებმს ამერიკელი სპორტსმენები დაპატიჟეს პინგ პინგის ტურნირზე და ამ მოვლენამ საფუძველი დაუდო ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის მშვიდობიან მოლაპარაკებებს. “პინგ პონნგის დიპლიმატიის” წყალიბით პეკინში საიდუმლოდ ჯერ ჰენრი კიდინჯერი ჩავიდა, რამდენიმე თვეში კი პრეზიდენტი ნიქსონი და დამყარდა მშვიდობა. 1992 წელს იუგოსლავიაში გაჩაღებული სისხლისღვრის გამო ეს უკვე ყოფილი სახელმწიფო ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატიდან მოკვეთრს. მის მაგივრად კი ევრო ჩემპიონატზე დანიელები სრულიად შემთხვევით დაუშვეს. ამ უკანასკნელებმა (თქვენი აზრით ალბათ საცოდავებმა) ოქროს მედლები მოიპოვეს! მეორე მსოფლიო ომის წარმოების მოტივად მესამე რეიხს და მის პროპაგანდას არიული რასის უპირატესობა მოჰყავდა. ამ საეჭვო ჰიპოტეზას კი დამტკიცება სჭირდებოდა. და რა გამოიყენეს ფაშისტებმა მთავარ მტკიცებულებად? 1936 წელს გერმანელი მოკრივის მაქს შმელინგის გამარჯვება დაუმარცხებელ (აფროამერიკელ) ჯო ლუისზე! ჰიტლები პირადად ესწრებოდა ამ მებრძოლების მატჩ რევანშს და როდესაც აშკარა გახდა ამერიკელის უპირატესობა და ნაცისტების მითი იმსხვრეოდა გერმანულმა რადიომ ტრანსლაცია შეწყვიტა! გაგანია ცივი ომის პერიოდში სსრკ და აშშ ერთმანეთზე მორალური და პოლიტიკური უპირატესობის დამტკიცებას სწორედ სპორტის მეშვეობით ცდილობდნენ. ბობი ფიშერის და სპასსკის დაპირისპირება ისლანდიაში 1972 წელს, ოლილპიადა მოსკოვში 1980 წელს რომელსაც “ნახევარმა მსოფლიომ” გამოუცხადა ბოიკოტი. ოლიმპიადა ლოს ანჯელესში 4 წლის შემდეგ, ოლიმპიადა მონრეალში 76-ში! ბოლოს და ბოლოს მიუნჰენი 1972 წელი, არაფერი გსმენია? “საფეხბურთო ომი”1969 წელს ჰონდურასსა და სალვადორს შორის! სისხლისმღვრელი ომის მიზეზი სწორედ რომ შესარჩევი საფეხბურთო მატჩი გახდა! დეტალები შეგიძლია მოიძიო, უბრალოდ გეტყვი რომ ამ ომმა ათასობის ადამიანი შეიწირა! საცოდავი ერი თუ ვართ მხოლოდ იმიტომ რომ ზოგზოგიერთის უვიცობა ზოგჯერ დსნაშაულს უტოლდება! დღეს საქართველოსთვის ბრძოლის ველი ფეხბურთი და დინამოს სტადიონი იქნება და მართლა საცოდავია ის ვინც ამ დღის და მისი შედეგების მნიშვნელობას ვერ ხვდება! წინ საქართველო!

• ლევანი

არასწორი ხალხი კაი საქმეს ვერ გააკეთებენ. ჩვენი ბიუჯეტის ფულს ჭამენ ეს უსაქმურები. ბავშვთა ფეხბურთისთვის კი კპიკები იხარჯება. არასწორი ფიზ აღზრდა, უცოდინარი მრჭვთნელები. მოკლედ უბრალოდ ფულის მჭამელები არიან. ამათ არასწორ ხალხს ვუწოდებ, ესენი კი ჭეშმარიტ სიხარულს ქართველ გულშემატკივარს ვერ აჩუქებენ. დღეს წააგებენ, კანონზომირებაა ეს! მინიმუმ 20 წელი ასე იქნება. ან სამუდამოდ!

• დათკა

მართლა, ნუ გახადეთ ეს თამაში დიდგორის ბრძოლა. რა შედეგით დამთავრდება, ხვალ ცხოვრება ისევ იგივენაირად გაგრძელდება. აი, 1981 წლის 13 მაისისის გამარჯვება კი იყო წარმატება, რადგან ევროპის ერთ-ერთი თასი მოიპოვა ქართულმა გუნდმა. ახლანდელი მატჩი კი მხოლოდ რაღაც ეტაპია და მეტი არაფერი.

• ზ. სტოკჰოლმი

1971 წელს როდესაც აშშ და ჩინეთის კომუნისტური ხელისუფლება ომის ზღვარამდე მივიდნენ სწორედ სპორტმა (მაგიდის ჩოგბურთმა) მოახდინა გადამწყვეტი გარდატეხა და ასობით ათასი ან მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინა. ჩინელებმს ამერიკელი სპორტსმენები დაპატიჟეს პინგ პინგის ტურნირზე და ამ მოვლენამ საფუძველი დაუდო ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის მშვიდობიან მოლაპარაკებებს. “პინგ პონნგის დიპლიმატიის” წყალიბით პეკინში საიდუმლოდ ჯერ ჰენრი კიდინჯერი ჩავიდა, რამდენიმე თვეში კი პრეზიდენტი ნიქსონი და დამყარდა მშვიდობა. 1992 წელს იუგოსლავიაში გაჩაღებული სისხლისღვრის გამო ეს უკვე ყოფილი სახელმწიფო ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატიდან მოკვეთრს. მის მაგივრად კი ევრო ჩემპიონატზე დანიელები სრულიად შემთხვევით დაუშვეს. ამ უკანასკნელებმა (თქვენი აზრით ალბათ საცოდავებმა) ოქროს მედლები მოიპოვეს! მეორე მსოფლიო ომის წარმოების მოტივად მესამე რეიხს და მის პროპაგანდას არიული რასის უპირატესობა მოჰყავდა. ამ საეჭვო ჰიპოტეზას კი დამტკიცება სჭირდებოდა. და რა გამოიყენეს ფაშისტებმა მთავარ მტკიცებულებად? 1936 წელს გერმანელი მოკრივის მაქს შმელინგის გამარჯვება დაუმარცხებელ (აფროამერიკელ) ჯო ლუისზე! ჰიტლები პირად ესწრებოდა ამ მებრძოლების მატჩ რევანშს და როდესაც აშკარა გახდა ამერიკელის უპირატესობა და ნაცისტების მითი იმსხვრეოდა გერმანულმა რადიომ ტრანსლაცია გაწყვიტა! გაგანია ცივი ომის პერიოდში სსრკ და აშშ ერთმანეთზე მორალური და პოლიტიკური უპირატესობის დამტკიცებას სწორედ სპორტის მეშვეობით ცდილობდნენ. ბობი ფიშერის და სპასსკის დაპირისპირება ისლანდიაში 1972 წელს, ოლილპიადა მოდკოვში 1980 წელს რომელსაც “ნახევარმა მსოფლიომ” გამოუცხადა ბოიკოტი. ოლიმპიადა ლის ანჯელესში 4 წლის შემდეგ, ოლიმპიადა მონრეალში 76-ში! ბოლოს და ბოლოს მიუნჰენი 1972 წელი, არაფერი გსმენია? “საფეხბურთო ომი”1969 წელს ჰონდურასსა და სალვადორს შორის! სისხლისმღვრელი ომის მიზეზი სწორედ რომ შესარჩევი საფეხბურთო მატჩი გახდა! დეტალები შეგიძლია მოიძიო, უბრალოდ გეტყვი რომ ამ ომმა ათასობის ადამიანი შეიეირა! საცოდავი ერი თუ ვართ მხოლოდ იმიტომ რომ ზოგზოგიერთის უვიცობა ზოგჯერ დსნაშაულს უტოლდება! დღეს საქართველოს ბრძოლის ველი ფეხბურთი და დინამოს სტადიონი იქნება და მართლა საცოდავია ის ვინც ამ დღის და მისი შედეგების მნიშვნელობას ვერ ხვდება! წინ საქართველო!

• დათო

ცდები მეგობარო, ეს არაა არაფრის მომცემი მატჩი, საქართველოში კი უამრავი პრობლემაა, მაგრამ იცი პრობლემები ვინ უნდა მოაგვაროს? ყველას ვისაც ეხება, პოლიტიკური პრობლემები პოლიტიკოსებმა, სამედიცინო პრობლემები ექიმებმა, მუსიკაში და ხელოვნებაში პრობლემები ხელოვანებმა, სპორტში პრობლემები სპორტსმენებმა, ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა შევასრულოთ, ის რომ დღეს ბიჭებს შეუძლიათ გაიმარჯვონ, მერე ფინალი ელით წინ და იმის მოგების შემთხვევაში , მინიმუმ ქართული სპორტი 3 თამაშის განმავლობაში ააჟღერებს ქართულ ჰიმნს ევროპის ჩემპიონატზე, ეს უბრალო მატჩია სადაც 11-11 ზე ბურთს აგორავებს/? ამ შემთხვევაში 100% ცდები და სრულიად უაზრო კომენტარია

• სეხნია

თედო პაპა და 4 მილიონი ქართველისთვის! წინ ბიჭებო!

• მერაბი

რა საცოდავ, სუსტ ქვეყანას წარმოადგენს საქართველო, რომ ასეთ მეასეხარისხოვან ღონისძიებას სახელმწიფოებრივ და ქვეყნისთვის ლამის სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობას ანიჭებენ. სინამდვილეში, ერთი რიგითი, სრულიად არაფრისმომცემი თამაშია, სადაც 11-11 ახალგაზრდა ადამიანი მინდორზე 90 წუთი ირბენს. ვიცი, არ გამოაქვეყნებთ, მაგრამ ვინც ვერ ხვდებით, იქნებ მიხვდეთ, რომ ბევრად მეტი მიზანი უნდა დაუყენოთ ქვეყანას, პირველ რიგში კი საკუთარ თავს, მართლა რომ ადამიანებათ იგრძნოთ თავი!

• hhh

კარგით დამადისლაიქეთ და ვნახოთ ბატონო პრემია და ფული ყველას სჭირდება.

• gio

უნდა გაუძლოთ ამ წნეხს ბიჭებო. უნდა მოიგოთ , რა დაგვრჩენია, სულ ორი ბრძოლა , ორი თამაში და ეს ადგილი თასზე ჩვენია

• gio

საინტერესოა 22:00-დან კომენტარების ნახვა

• მიტუა პაპაი

მაგრად დაჰკარი, მაგრად დაჰკარი, დადგეს ყიჟინის კორიანტელი, რომ საქართველოს რწმენის აკვანი კვლავ იდგეს ტურფა და სანატრელი. მაგრად დაჰკარი, მაგრად დაჰკარი, მტერს ავით თვალი დაენისლება, ვინც ჩვენ ერთმანეთს უცებ გაგვყარა, სატრფოსთან შეყრას არ ეღირსება. თუ გამარჯვება არის მიზანი, დაბადებულნი არ ვართ ლაჩრებად. მამულისათვის, მამულისათვის, ძმებო, სიკვდილი ან გამარჯვება! მოსჩანს, ამოდის მთვარე სამოთხის, ტყვია მიზანში მოსახვედრია თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია. როგორ დაცხრება, როგორ დაცხრება თავისუფალი ხალხის ბუნება?! თავისუფლება და აღტაცება დაუცხრომლობით აღესრულება. მამულისათვის, მამულისათვის ტყვია მიზანში მოსახვედრია. თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია. ეს ლექსი დავუწერე საქართველოს ნაკრებს წააკითხეთ, ბალღს ვუკარნახეი ! მიტუა პაპა !!!!!!!

• ლაშა

ბიჭებო ჩემო ძმებო თქვენში არასდროს მეპარებოდა ეჭვი საქართველო ყოველთვის ნიჭიერი სპორცმენები იბადებოდნენ და მუდამ ასე იქნება სანამ სული გვიდგას მე გთხოვთ რომ ეს თამაში მოიგოთ და მთელი ერი გაახაროთ გეხუტუნეთ გულებში ჩემი ძმებო გაგვახარეთ ყველანი.

• vova

აბა თქვენ იცით ბიჭებო თქვენთვის არ ვიცი და საღამომდე დრო ძალიან ნელა მიდის და ნებისმიერი გულშემატკივრისტვის ეს არის უდიდესი სტრესი როდის მოაწევს თამასის დაწყების დრო აი მერე ადრენალინი თავისთავად დაიხარჯება .

• სამტრედიის სოფლიდან

დღეს ღვინო დაილევა სამტრედიის რაიონში კახეთს არც დაესიზმრება ვიწყებთ საღამოს ათი საათიდან ვინც იწყებთ პირველი სადღეგრძელო ნოდარ ახალკაცის ხსოვნის იყოს საფუძველი მისი ჩაყრილია მერე კი იმათი ხსოვნა იყოს ვინც ამ დღეს ელოდა და ვერ მოესწრო მაპატით ცოტა სენტიმენტებმა მძლია მარა თავს ვერ ვიკავებ.

• shako

mteli gulit sulit mteli saqartvelo tqventana . dges iseti xalxi apirebs fexburtis yureba cxovrebashi rom ar uyurebiat. midit bichebo sheayvaret patara bavshvebs tqveni tavi chaicvan tqveni maisurebi da ara mesis ronaldos da sxvisi . eg shegizliat grmad mcams yvela bolomde daixarjebit da gulit da sulit iomebt ... jaba gyavt bolobolo vefxvi bichi gundshi

• gio

დათო, მესმის თქვენი! მეც ვყოფილვარ სიტუაციაში, როდესაც გაგანია სამსახურში ყოფნისას "ცალი თვალით" მიდევნებია საქართველოს ნაკრების თამაშისთვის. და ეს ძალიან კარგად მაქვს დაცდილი :)

• ავთო

გულით ავადმყოფის 56 წლის კაცი ვარ და თუ საღამომდე ამ დატვირთვებს გაუძელი მერე ალბათ აა წლამდე ვიცოცხლებ ვისაც არ უნახავს 81 წლის ცამეტი მაისი იმას ვუსურვებ დღეს გამოეცადოს და მიხვდება მომავალი თაობა რატო ვიძახით ამ 13 მაისს აგერ უკვე თითქმის 40 წლია.

• გურამი

48 წლის ვარ და ამ დღეს ველოდები 39 წელია მეტს ვეღარ ვწერ ცრემლები მომერია.

• ტარიელი

რა კომენტარი უნდა გავაკეთო ჩემი ცრემლები ალალი იყოს.1981 წლის 13 მაისს განმეორება იქნება.

• დავითი

ხვალ მაქვს ჩემი მესამე შვილის, გოგოს, ქეთას დაბადების დღე და გთხოვთ ბიჭებო 12 საათს კარგ გუნებაზე შემახვედრეთ. მართლა ლომები ხართ და უკვე გადახიეთ (ბოდიში ამ სიტყვის გულისთვის) ის ნაკრებები ერთა ლიგაზე, ვინც რაღაცეებს იმუქრებოდნენ! ესე გააგრძელეთ!!!!!! თვქნე გვერდში ვართ ყველანი!

• დათო

პირველად ვაკეთებ კომენტარს რაიმე სტატიაზე ნებისმიერ გვერდზე. ისე გამიხარდა ეს კომენტარები და სიყვარული რაც ჩვენ ბიჭებს დაუწერა ქრთველმა ხალხმა სიხარულით ცრემლები მომადგა, არადა გაგანია სამსაურში ვარ და რაც შემიძლია ვმალავ ამ ემოციას. თუმცა ძაან ბედნიერი ვარ რომ სიყვარული არ დაგვავიწყდა და ყველა ამ სიყვარულმა გაგვაერთიანია. ეს ის სიყვარულია რაც ჩვენ გაგვამარჯვებინებს ყველაფერში, ფეხბურთშიც, ქვეყნის გამთლიანებაშიც და ცხოვრებაშიც. დღეს მე და ჩემი 10 წლის გოგო და 6 წლის ბიჭი თვენთან ვართ, ჩემი ცოლიც რა თქმა უნდა :D მოკლედ გიყურებთ მთელი ოჯახით და ვაწუხებთ დოლიძის ქუჩას ბოლომდე :D მიდით ბოლომდე და გულით ითმაშეთ, დანარჩენი თავისით მოვა!

• დათო

შენ თუ ბავშვობაში ოჯახში გეფერებოდნენ, გამხნევებდნენ , გაქებდნენ და საჭიროების შემთხვევაში გვერდზე გედგნენ , ამას წესით არ უნდა წერდე!!! შეძახილმა ხე გაახმოო... კეთილმა სიტყვამ კი....!!! ასეა ეს!!!

• MAXSIMUS

თქვენ შემოგევლეთ, ბიჭებს კიდევ უფრო დიდი ძალა მიეცემათ ასე! დღეს გამარჯვების დღეა!

• საქართველო

მეტირება

• hhh

ეს თამაში, რომ წავაგოთ სერიოზული დარტყმა იქნება არა მარტო ფედერაციისთვის არამედ ზოგადათ მთლიანად ოცნების ხელისუფლებისთვის, რაც ამ წინასაარჩევნოდ ნამდვილად არ უნდა აწყობდეთ, ამიტომ ერთმა კაცმა(გვარს არ დავასახელებDD) სერიოზული პრემიები უნდა დაპირდეს ბიჭებს ამ თამაშის მოსაგებად.

• დათო

გენაცვალეთ თქვენ ჯიგარში!!! ცრემლი მომადგა!!! ქართველი ადამიანი უნიკალურია!!! სულ გამარჯვებული გვენახოს ჩვენი საქართველო და თითოეული ქართველი!!!

• ვისენტე-იპოლიტე ფეოლა

მიდი, მიდი, მარდად მიდი გოლი რომ გაიტანოოოოო.... ბიჭებო, მთელი ძალებით, თავისუფლად, კომპლექსის და მუხლის კანკალის გარეშე, მედგრად, ჭკუით, ამაყად, თავდაჯერებით, ოღონდ ზედმეტი თავდეჯერების გარეშე, ყურადღებით, განსაკუთრებით ტაიმების ბოლოს, სრული კონცენტრაციით. მოკლედ, აბა თქვენი იცით, წარმატებები... გოლი გვინდა ხვედელიძე, ორი გოლი.....

• semi

ამას რო წაიკითხავენ უფრო დამანდრაჟდებიან, რა ხმალი ურტყი და დროშა აღმართე რაებს წერთ საერთოდ ვაი პატრიოტებო. გულით უნდა მიუდგე საქმეს და პროფესიონალიზმით, საფრანგეთს და ინგლის რო მიმართო ეხლა ხმალი ურტყიო :D ღადაობთ გარეთ გაიხედეთ 21 -ე საუკუნეა, პროფესიონალური მიდგომა აკეთებს საქმეს და არა ყიჟინა.

• გურჯი

თედო პაპა---დამბურძგლა

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..