22 წლის თავდამსხმელის იმედი - "დინამოს" ფორმა და ფორმის აღდგენა
გადავა თუ არა ბექა გოცირიძე თბილისის "დინამოში"? - ამ ტრანსფერზე დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" საბოლო პოზიცია გუშინ საღამომდე უცნობი იყო.

თბილისელებს 22 წლის თავდამსხმელის დამატება სურთ და უკრაინელებთან მოლაპარაკებას აწარმოებენ. გოცირიძის სატრანსფერო უფლებები მათ ეკუთვნით. თბილისელთა სპორტულმა დირექტორმა გიორგი ნემსაძემ გვითხრა, რომ კლუბების შეთანხმების შემთხვევაში გოცირიძე "დინამოში" დეკემბრამდე იჯარით ითამაშებს.

ჯერ გაურკვეველია სანდრო კობახიძის ამბავიც. 24 წლის ნახევარმცველიც "დნიპროს" ეკუთვნის და წინა სეზონში იჯარით კიევის "არსენალში" გამოდიოდა.

ნემსაძემ უარყო ხმები თბილისის "დინამოში" ბაქოს "ნეფთჩიდან" წამოსული ლადო ბურდულის მიწვევის შესახებ, ჯერ გაურკვეველია, დაიმატებენ თუ არა ქუთაისის "ტორპედოს" ცენტრალურ მცველ ნოდარ მაჭავარიანს, რომელმაც გუნდთან უკვე ივარჯიშა. მას რუსთავის "ოლიმპიც" იწვევდა.

გუშინ ბექა გოცირიძემ "დინამოში" პირველად ივარჯიშა და ინტერვიუ ჩამოვართვით:

- გამიხარდება, "დინამოს" ფორმას თუ მოვირგებ. იმედია, მოლაპარაკება კარგად დასრულდება.

- "დნიპროსთან" მოლაპარაკების დასრულებას ხელს რა უშლის?

- იმედია, ხელისშემშლელი არაფერია და გუნდში ჩავირიცხები. ალბათ, მოლაპარაკება მალე დამთავრდება.

- რატომ არის ლაპარაკი იჯარაზე და არა ტრასნფერის გამოსყიდვაზე, უკრაინელები მართლა მილიონ ევროს ითხოვენ?

- წარმოდგენა არ მაქვს, რა თანხებზეა მოლაპარაკება. უკრაინელები უფასოდ არ გამიშვებენ, ასეთ შემთხვევაში იჯარა უფრო მისაღებია და მეც ასე მირჩევნია.

- "დინამოში" ზამთარშიც გიწვევდნენ.

- სამწუხაროდ, მაშინ კლუბები ვერ შეთანხმდნენ.

- ბოლო სეზონი, ფაქტობრივად, გაგიცდა.

- დაკარგულის ანაზღაურება შესაძლებელია, რადგან მონდომება და შრომისმოყვარეობა არ მაკლია. თუმცა ერთი თვის უვარჯიშებელიც ვარ, "დნიპროში" ვარჯიშისას საზარდული გამეჭიმა და ვისვენებდი.

- რას იტყვი "დინამოს" მთავარ მწვრთნელ ალექს გარსიაზე?

- საინტერესო მწვრთნელია, მისი ვარჯიშები ძალიან მომეწონა, სასიამოვნო და ორიგინალური მეთოდი აქვს.

- "დინამო" საკმაოდ სახეცვლილია. ახალ გუნდზე რას ფიქრობ?

- ყველა პოზიციაზე დიდი კონკურენციაა. მარტო თავდასხმაში ხუთი ისეთი ფეხბურთელია, თითოეულს "დინამოს" გაძლიერება შეუძლია.

- "დინამოში" გადმოსვლა შენთვის რას ნიშნავს?

- იმას, რომ წინსვლისა და ნაკრებში დაბრუნების შანსი მომეცემა. ავარიამ ძალიან უკან დამხია, "დნიპროს" ძირითადში ადგილი დავკარგე, მაგრამ ხელები არ ჩამომიშვია და მჯერა, საუკეთესო თამაშები ჯერ კიდევ წინ მაქვს.

ცხადია, მიხარია, "დინამომ" ყურადღება რომ გამოიჩინა, მეც დავინტერესდი, რადგან ცნობილი კლუბია, შემადგენლობას რომ გადავხედე, პერსპექტიული ბიჭები არიან და ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება სავსებით შესაძლებელია.

gagi
კომენტარი გაკეთებულა, მაგრამ თქვენ შლით
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე