გერმანიის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების მოთამაშეებმა ეროტიკული ფოტოსესიით მსოფლიოს ჩემპიონატი დაარეკლამეს
გერმანიის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების ხუთმა მოთამაშემ ჟურნალ "ფლეიბოისთვის" ეროტიკულ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.

გადაღებაში, რომელიც გერმანიაში, მდინარის ნაპირზე წარიმართა, სელინა ბაგნერი, კრისტინა გესატი, იულია შიმიჩი, ანიკა დოპლერი და ივანა რუდელიჩი მონაწილეობდნენ. შესაძლოა ეს სახელები რიგით გულშემატკივრებს არაფერს გეუბნებოდეთ და ბარემ მოგახსენებთ, რომ ხუთივე ეს ფეხბურთელი გერმანიის ქალთა ნაკრების წამყვანი მოთამაშეა.

ლამაზმანი ფეხბურთელების სურათები ჟურნალის ივნისის ნომერს დაამშვენებს. როგორც ამბობენ, ჟურნალის გამოსვლასთან ერთად სააშკარაოზე სულ 13 ფოტო გამოიფინება, იქამდე კი სურათები ინტერნეტით გავრცელდა.

გერმანელმა გოგონებმა ფოტოსესია ქალ ფეხბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატს წინ წაუმძღვარეს და ამ თამამი ნაბიჯით მის პოპულარიზაციას ხელი წააშველეს. ტურნირი გერმანიაში 26 ივნისს დაიწყება, გერმანელთა მეტოქეები კი კანადის, ნიგერიისა და საფრანგეთის ქალთა ნაკრებები იქნებიან.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია as.com-ის მიხედვით

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა