<p>ესპანური გამოცემა AS ამტკიცებს, რომ ხორვატი სპეციალისტი იასმინ რეპეშა მომავალი სეზონიდან მადრიდის "რეალს" ჩაუგდება სათავეში <br> ესპანური გამოცემა AS ამტკიცებს, რომ ხორვატი სპეციალისტი იასმინ რეპეშა მომავალი სეზონიდან მადრიდის "რეალს" ჩაუგდება სათავეში. როგორც ირკვევა, მხოლოდ რეპეშა დათანხმდა იმ პირობებს, რომელსაც "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობა მომავალ მწვრთნელს სთავაზობდა. სავარაუდოდ, იასმინი სამწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. გუშინ ხორვატი "რეალის" კუთვნილ სტადიონ "სანტიაგო ბერნაბეუზე" შენიშნეს.</p><p>რეპეშას ალტერნატივა იყო სევილიას "კახასოლის" დამრიგებელი ხოან პლასა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ავარჯიშებდა მადრიდულ კლუბს. სიმონე პიანიჯანის, პედრო მარტინესისა და სვეტისლავ პეშიჩის კანდიდატურები არც კი განხილულა. მთავარი კანდიდატები იყვნენ ნევენ სპაჰია და ჟელკო ობრადოვიჩი, მაგრამ მათ უარი განაცხადეს "ფენერბაჰჩესა" და "პანათინაიკოსის" დატოვებაზე.</p><p>ბოლო ორი სეზონი რეპეშამ იტალიის "ბენეტონში" გაატარა, სადაც ახალგაზრდა პერსპექტიული მოთამაშეების მომზადება შეძლო. დაახლოებით იგივეს ითხოვენ მისგან "რეალში". ცნობისთვის, საინტერესოა, რა ბედი ეწევა ნოვიცა ველიჩკოვიჩს - გამორიცხული არ არის, რეპეშას მოსვლის შემდეგ სერბი მადრიდში დარჩეს. მანამდე იტყობინებოდნენ, რომ ველიჩკოვიჩი "რეალიდან" "პანათინაიკოსში" აპირებდა გადასვლას.</p>
გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე