დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გამართა საგანგებო პრესკონფერენცია, რომელიც უკავშირდებოდა სახელოვანი ძიუდოისტის, დავით ხახალეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ ოლიმპიური ჩემპიონ-პრიზიორები, სპორტში მოღვაწე ადამიანები. ლერი ხაბელოვმა მედიის წარმომადგენლებს გააცნო სეოკ-ის მიმართვის ტექსტი:

„ლეგენდარულ ძიუდოისტს, ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს დავით ხახალეიშვილს შეექმნა ჯანმრთელობის უმძიმესი პრობლემა - დაუდგინდა დილატაციური კარდიომიოპათია რთული ფორმით.

ქართველი და უცხოელი ექიმების დასკვნით, დავით ხახალეიშვილის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთ გამოსავლად რჩება გულის ურთულესი და ძვირად ღირებული ოპერაცია, რომელიც უნდა გაკეთდეს საზღვარგარეთ.

ამჟამად დავით ხახალეიშვილი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება თბილისის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში.

დავით ხახალეიშვილი პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელსაც ერგო მეტად საპატიო მისია - ისტორიაში პირველად დამოუკიდებელი საქართველოს დროშით ხელში გამოსულიყო ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე.

დავით ხახალეიშვილი პირველი ქართველი ოლიმპიელია, რომლის გამარჯვების აღსანიშნავადაც ოლიმპიურ თამაშებზე აჟღერდა საქართველოს ჰიმნი და აღიმართა ქართული დროშა.

დავით ხახალეიშვილის სიცოცხლე საფრთხეშია და ჩვენი თანადგომა სჭირდება. ოპერაცია და შემდგომი მკურნალობა-რეაბილიტაცია 250 ათასი აშშ დოლარი ჯდება.

დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, მოკლე დროში შეგროვდება დავით ხახალეიშვილის საოპერაციოდ საჭირო თანხა.

საბანკო ანგარიში:

თიბისი ბანკი. ანგარიშის# GE18TB7618245166300002.

მიმღები - დავით ხახალეიშვილი."

geonoc.org.ge

რეი
აბა ახლა მაინც გაომიღონ ხელი ნაცების მოლიონერმა ვაი პატრიოტებმა. მაგარ მეტი არაა ჩემი მტერი ვინმეს რამე გააგდებინო
alexandre
აი ეხლა გავიგებ, ხართ თუ არა მიშისტები. დაბეჭდავთ თუ არა. ამაზე 100ჯერ მეტ თანხას მიშას დროს აწერავდნენ ობიექტურად მოგებული ტენდერის მერე, აწყობილ ბიზნესში. ეს სისულელეა ყველაფერი. ამის დაწერა რა დროსაა? მთავარია დავითს დავეხმაროთ. მე 100ლარს ჩავურიცხავ. ვუსურვებ გამოჯანმრთელებას.
მთ
მაგხელა თანხას ოცნებისტები პატარა ტენდერებიდან იღებენ ატკატის სახით
Milani
Ra operaciaa egeti rom amxela fuls itxoven.
დ.დ.
ისეთი მსოფლიო, რომელშიც ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ამხელა თანხას ითხოვენ,არ უნდა არსებობდეს! ამ თანხის უდიდესი ნაწილი, სრულიად დაუმსახურებლად, რამოდენიმე უღირსი "ადამიანის" კუთვნილ ყულაბაში ირიცხება. ასეთი გაუმაძღრების რაოდენობის უსაშველო ზრდის გამოა რომ კაცობრიობა დასასრულისკენ მიექანება. მისი ბოლო, სიდუხჭირე და ტანჯვაში ხანგრძლივად ყოფნის შემდგომი სიკვდილია.
დ.დ.
ისეთი მსოფლიოს დედაც.........., რომელშიც ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ამხელა თანხას ითხოვენ. სინამდვილეში ამ თანხის ძალიან დიდი ნაწილი სრულიად უღირსი ადამიანების კუთვნილ ყულაბაში ირიცხება. ასეთი გაუმაძღარი ადამიანების რაოდენობის უსასრულო ზრდის გამო ისჯება კაცობრიობა. მისი ბოლო, სიდუხჭირეში და ტანჯვაში სიკვდილია.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ლეგენდარული ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი გარდაიცვალა
დავით ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად იყრის კენჭს
ძიუდოში ოლიმპიურ ჩემპიონ დავით ხახალეიშვილს მძიმე დაავადება დაუდგინეს
დავით ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად ახალი ოთხწლიანი ვადით აირჩიეს
ლეგენდარული ძიუდოისტი საქართველოში ჩამოასვენეს...