მაკედონიის ჩემპიონატში ქართველების კლუბმა, პრილეპმა სტუმრად ფრედ, 25-25 ითამაშა ტიკვეშთან. ქულის მომტანი გოლი 9-მეტრიანიდან გაიტანა მირიან გავაშელიშვილმა.

ჩემპიონატი პანდემიის გამო ერთი თვით იყო შეწყვეტილი. პრილეპმა პირველი ტაიმი 10-12 წააგო, მეორეში კი უფრო ჩამორჩა. 50 წუთის შემდეგ მასპინძლები 23-18 იგებდნენ. ამ მომენტისთვის რეზო ჭანტურიას 5 გოლი ჰქონდა გატანილი, ხაზეინ რუსტამოვს - 3.

ბოლო 10 წუთში კი თამაშის გმირად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, 20 წლის მირიან გავაშელიშვილი იქცა. მან 4 გოლი გაიტანა, ორჯერ დაიყვანა სხვაობა მინიმუმამდე, მეკარე ზურაბ ცინცაძემ კი რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია.

მიუხედავად ამისა, პრილეპი მინც განწირული იყო წასაგებად. ბოლო შეტევისთვის გუნდს ნახევარი წუთი ჰქონდა, მაგრამ ბურთის გათამაშება ვერ მოხერხდა და 60 წუთის ამოწურვის შემდეგ პრილეპს ერგო მხოლოდ 9- მეტრიანი, რომელიც გავაშელიშვილმა დაარტყა: ცოცხალ კედელს ქვემოდან გაუძვრინა და შორეულ კუთხეში გაიტანა - 25-25.

(7 რუსტამოვი, 23 ჭანტურია, 34 გავაშელიშვილი, 77 ცინცაძე)

პრილეპს 4 თამაშიდან 2 მოგება და 1 ფრე აქვს და 7-გუნდიან ჯგუფში მესამე ადგილზეა. ორწრიანი ტურნირის შემდეგ ჩემპიონობისა და ევროტურნირების საგზურებისთვის ბრძოლას ორი ჯგუფიდან სწორედ 3-3 გუნდი აგრძელებს.

22 ოქტომბერი. ტიკვეში - პრილეპი 25-25

პრ: ცინცაძე - ჭანტურია 5, შოკოსკი 5, გავაშელიშვილი 4, რუსტამოვი 3, ტრაიკოსკი 3, პავლოვი 2, ამზოკი 1, კარაფილოსკი 1, ბიკოსკი 1

მაკედონია, სუპერლიგა (მოგება 3 ქულა, ფრე 1, წაგება 0. 3-3 საუკეთესო გადი მეორე ეტაპზე)

B ჯგუფი: ბუტელ სკოპიე 12 ქულა (4 თამაში), მეტალურგი 9 (3), პრილეპი 7 (4), პელისტერი 6 (5), ტიკვეში 4 (5), მლადოსტი 3 (4), რაბოტნიჩკი 0 (3) - A ჯგუფი: ოჰრიდი 6 (2), პროლეტი 6 (2), სტრუგა 6 (2), სტრუმიცა 3 (3), რადოვიში 3 (3), კისელა ვოდა 0 (2), კლუბ-7 0 (2)

geohandball.ge

კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
"აი, ამიტომ ვცემ პატივს ვინისიუსს" - ვენსან კომპანი
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..