მომავალი სეზონისთვის “პარი სენ-ჟერმენმა” პირველი შენაძენი გააკეთა - “რენის” ძირითადი მეკარე ნიკოლას დუშეზი შეიძინა
რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, რომ “ლორიანის” თავდამსხმელმა კევინ გამეირომ “ნიუკასლში” კარიერის გაგრძელებაზე უარი თქვა.

არადა ჩრდილოინგლისელები ყველაზე სოლიდური თანხის გადახდას იყვნენ ყაბულს. როგორც ჩანს, მისმა მაღალმა ფასმა (“ლორიანი” მასში 17 მილიონს ითხოვს), სხვა მთხოვნელები დააფრთხო და ფეხბურთელის თქმით, ის და მისი აგენტი ახლა ორ რეალურ წინადადებაზეღა ფიქრობენ - აღნიშნულ თანხას “ვალენსია” და პსჟ ჩამოდიან. “საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყეტილებას უახლოეს დღეებში მივიღებ. ვადასტურებ, რომ ორიდან ერთ-ერთის, პსჟ-ს ან “ვალენსიის” წინადადებას მივიღებ. ეს კლუბები ბოლო წლებში სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობენ და ამით მოხიბლული ვარ, მაგრამ პირველ რიგში “ლორიანის” ხელმძღვანელობა უნდა დათანხმდეს ამ ტრანსფერს,” - განუცხადა ფეხბურთელმა გოალ.ცომ-ს.

არის! მომავალი სეზონისთვის “პარი სენ-ჟერმენმა” პირველი ფეხბურთელი შეიძინა. მოგეხსენებათ კლუბს და მთლიანად ფეხბურთს გამოეთხოვა ვეტერანი გრეგორი კუპე და პარიზელებმა მის ნაცვლად “რენის” ძირითადი მეკარე ნიკოლას დუშეზი შეიძინეს. 31 წლის მეკარე ბრეტონულ კლუბში ბოლო სამი სეზონი სტაბილურად ასპარეზობდა. 2008 წლიდან დღემდე მან “რენის” მხოლოდ სამი მატჩი გამოტოვა ტრავმების გამო. ნიკოლასთან კონტრაქტი 2014 წლამდე გაფორმდა. აღსანიშნავია, რომ დუშეზმა ბავშვობა პარიზთან ახლოს სენ დენის დეპარტამენტის პატარა ქალაქში გაატარა და მისივე თქმით ბავშვობაში “პარკ დე პრენსზე” ხშირად დადიოდა მატჩების საყურებლად. ნიკოლასი ლორან ბლანმა ნაკრებში რამდენჯერმე უკვე იხმო, მაგრამ ჯერ მას დებიუტის შანსი არ მისცემია.

“სოშოს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს: “ბორდოში” გადასული ფრანსის ჟიიოს მაგივრად კლუბის ხელმძღვანელობამ 50 წლის ბოსნიელ სპეციალისტ მეჰმეტ ბაზდარევიჩს უხმო, - გვამცნობს “როიტერი”. ბაზდარევიჩი ფრანგულ ფეხბურთში ცნობილი პერსონაა, მას ლიგა 1-ში “ისტრი” და “გრენობლი” ჰყავს გადმოყვანილი.

მარსელის “ოლიმპიკმა” კი კლუბში ჩასატარებელი დიდი რეორგანიზაციის შესახებ გამოაცხადა. ახალ რელსებზე გადასვლას კლუბის პრეზიდენტი ჟან კლოდ დასიე შეეწირა. დირექტორთა საბჭომ ის დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. სამაგიეროდ იმავე საბჭომ აღმასრულებელ დირექტორად ვენსან ლაბრიუნი დაამტკიცა, ხოლო სპორტულ დირექტორად ჟოზე ანიგო. ამას გარდა კლუბმა შეკვეცა სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა. მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად “მარსელის” მმართველობა 27 ივნისს კიდევ ერთხელ შეიკრიბება.

დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
რჩება თუ მიდის - Le Parisien ლუის ენრიკეს პარიზულ მომავალზე
გამოცდილი ნახევარმცველი შეიძლება პსჟ-ში პორტუგალიურ დიასპორას შეუერთდეს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის