შერმადინისა და ბოისას "ოლიმპიას" შინ კრკა რომ დაემარცხებინა შამპანურით დასველდებოდა, მაგრამ...
სლოვენიის ჩემპიონატის ფინალური სერიის მესამე მატჩის შემდეგ დავწერეთ: ოქრო ხელის გაწვდენაზეაო. მართლაც, გიორგი შერმადინისა და ვლადიმერ ბოისას "ოლიმპიას" შინ კრკა რომ დაემარცხებინა, ოქროც მას დარჩებოდა და შამპანურითაც დასველდებოდა, მაგრამ ვერ გასწვდა...

კრკა-ს მეფარე კრისტოფერ ბუკერს უფრო გრძელი ხელები აღმოაჩნდა: საფინალო სირენამდე 9 წამით ადრე იგი "ოლიმპიას" ფარქვეშ შეიჭრა, ბურთი ორჯერ ისროლა, ორჯერვე ააცილა, მაგრამ ფარიდან ასხლეტილ ბურთს თავადვე დაეუფლა, დარჩენილ 9 წამში ბურთი თანაგუნდელებს შეუნარჩუნა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 2:2.

არადა, ოლიმპიელები ფარქვეშ ყურადღებით რომ ყოფილიყვნენ, 9 წამში ერთ იერიშს ნამდვილად მოასწრებდნენ და თუ არ მოიგებდნენ, შესაძლებელი იყო მატჩი ოვერტაიმში გადაეყვანათ, ისინი ხომ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებოდნენ კრკა-ს. მატჩი ასეც დასრულდა - 63:61 სტუმართა სასარგებლოდ.

ბოლო წუთებზე მოედანზე არც ბოისა იყო და არც შერმადინი. მწვრთნელი მათ 9-11 წუთით ენდო, ვოვას 9 წუთით, გიორგის - 11-ით. ბოისამ 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და 2-2 ქულა-მოხსნა მოაგროვა. გიორგი შერმადინის გასწვრივ ოქმში ერთბაშად 6 ორიანი დაფიქსირდა: 4-დან 2 ორქულიანი, 4 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი, 2 დაფარება, 2 შეცდომა, 1 ჩაჭრა, 1 ფოლი. მეტოქეები მასზე 2-ჯერ დაჯარიმდნენ. შეზღუდულ დროში ურიგო შედეგი ნამდვილად არ არის.

საოცარი სანახავი გამოდგა პირველი ტაიმი: საწყის მეოთხედში კრკა-მ 27:10 იმარჯვა, ხოლო მეორე ათწუთეულის დასაწყისში 20-ქულიან უპირატესობას მიაღწია (30:10). როცა ყველას მატჩის ბედი გადაწყვეტილი ეგონა, დამირ მარკოტამ შორეული ტყორცნებით თანაგუნდელები გამოაფხიზლა და "ოლიმპიამ" 19:3 გაქცევა მოაწყო, რის შემდეგაც სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა (29:33). ამის მერე თანაბარი თამაში გაჩაღდა და როგორც დასრულდა ზემოთ წაიკითხეთ.

მეხუთე, გადამწყვეტი შეხვედრა 11 ივნისს კრკა-ს მოედანზე გაიმართება.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა