გასულ დეკადაში ძალიან ბევრი მაღალი დონის გამთამაშებელი ვიხილეთ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ჩემთვის საუკეთესო 10 გამთამაშებელი შემომეთავაზებინა. რა თქმა უნდა, აზრები გაიყოფა. შესაძლოა, ჩემს ხუთეულში ვერ მოხვდნენ ისეთი მოთამაშეები, რომლებიც თქვენთვის ტოპ-ადგილებისთვის იბრძოლებდნენ, მაგრამ მონეტას ორი მხარე აქვს და ადამიანის გემოვნება ინდივიდუალურია. ჩვენ უამრავ გამთამაშებელს შევხვდით, რომლებიც გამოირჩეოდნენ თავიანთი სტილით, მაგალითად, აგრესიით, საოცარი ბურთის ფლობით, მარჯვედ მსროლელები, უბრალოდ მაღალი IQ-ს მქონე გამთამაშებლები, უძლიერესი დამცველები და ა.შ.

10. დერიკ როუზი

დერიკის გამოჩენისთანავე ალაპარაკდა მედია, რომ შეიძლება ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი გამხდარიყო კარიერის ბოლოს. რეალურად ჩვენ ამას ვერ გავიგებდით, რომ არა მისი ამდენი ტრავმა. მისი ტკივილი მასში ცვლილებას იწვევდა, აღარ იყო ისეთი აგრესიული და უკვე ფიზიკურად ისე ლაღად აღარ შეეძლო შესულიყო და ჰაერში მინიმუმ 2 მოძრაობა მოესწრო. სამწუხაროა, რომ მისი შესაძლებლობის 50% ვერ გამოვლინდა. არადა, საღი იყო ის აზრი, რომ მას პოტენციალი იმისა, რომ გამხდარიყო ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიაში, ნამდვილად ჰქონდა. გასული დეკადის განმავლობაში როუზმა მონაწილეობა "ყველა ვარსკვლავის" მატჩში ორჯერ მიიღო, აიღო MVP-ის ჯილდო და 2010-11 წლების სეზონში წლის საუკეთესო გუნდში კუთვნილი ადგილი დაიკავა. ალბათ, რომ არა მისი ტრავმები, დღეს "ჩიკაგო ბულსი" ბევრად წინ იქნებოდა და მჯერა, ის გახდებოდა იმ "ხარების" ისტორიის ერთ-ერთი ლეგენდა.

9. ტონი პარკერი

ფრანგი დირიჟორი, რომელიც მოედანზე ხატავდა. პოპოვიჩის სისტემის ფარული ჯოკერი, რომელიც ისე ფეთქდებოდა, რომ მატჩებს თვითონვე ხურავდა.

ტონი NBA-ს ჩემპიონი 2013-14 წლებში გახდა. "ყველა ვარსკვლავის" 3 ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და სამჯერ დასახელდა სეზონის მეორე საუკეთესო გუნდში. 2013-14 წლების სეზონში მოპოვებული ჩემპიონობის შემდეგ მან დეკადის ტოპ 10-ში ადგილი გაინაღდა. საბოლოოდ, ის "შარლოტს" 2018-19 წლებში შეუერთდა და 1 სეზონის თამაშის შემდეგ კარიერა დაასრულა. ერთ-ერთი ლეგენდა გრეგის ბიჭებიდან - შეიძლება ასეთი სათაურით დავასრულოთ მასზე საუბარი. უდიდესი მოთამაშე და ერთ-ერთი საუკეთესო არაამერიკელი გამთამაშებელი, რომელიც მოღვაწეობდა NBA-ში.

8. კაილ ლოური

2018-19 წლების სეზონში კავაი ლეონარდთან ერთად მოპოვებული საჩემპიონო ბეჭდის შემდეგ ის უკვე გასული დეკადის 10 საუკეთესო გამთამაშებელში ადგილს ნამდვილად იმსახურებს. მისი სტილი იმ მოთამაშეებს, რომლებიც ქვემოთ შეგხვდებათ, არ წააგავს - შედარებით დინჯია, ანუ მარტივად რომ გითხრათ, არაა სწრაფი და აგრესიული გამთამაშებელი, მაგრამ გააჩნია თავისებური სტრატეგია, კარგი დაყენებული სამქულიანი და პლუს, მისი ყოველმხრივი შესაძლებლობა. ის არის ორიენტირებული პასზე და საკმაოდ კარგი შემტევია.

ჩემპიონობასთან ერთად, რომელიც როგორც აღვნიშნე, 2018-19 წლებში მოიპოვა, ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული "ყველა ვარსკვლავის" მატჩში 5-ჯერ და 2015-16 წლების სეზონში წლის მესამე საუკეთესო გუნდში გახლდათ.

7. კემბა უოლკერი

კემბას ყველაზე ძლიერი მხარე შეტევაა, შეტევა და შეტევა. გასაოცარი ნიჭის მქონე კალათბურთელი, კარგი ბურთის ფლობითა და სისწრაფით. ალბათ, ყველაფერი აქვს ძლიერი გამთამაშებლობისთვის. სანამ ის "შარლოტში" გადავიდოდა, მისი გეგმებიც ძალიან მოკრძალებული იყო. პარალელის სახით ბრედლი ბილის მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ. ორივეს გეგმა საკუთარი თავის სიამოვნება გახლდათ, მატჩში უხეშად რომ ვთქვათ, 25 სროლის შესრულება და სეზონის ბოლოს ტოპ-5 მექულეში შესვლა, მაგრამ კემბას მიზნები შეიცვალა მას შემდეგ, რაც შეუერთდა "ბოსტონს". მისი მიზანი ახლა მხოლოდ და მხოლოდ ჩემპიონობაა და ითვლებიან კიდეც ერთ-ერთ ფავორიტებად ბრედ სტივენსის ხელმძღვანელობით.

3-გზის "ყველა ვარსკვლავის" მონაწილე კემბა უოლკერი 2019 წლის სეზონში წლის მესამე საუკეთესო გუნდში მოხვდა. ესაა, რასაც ვამბობდი. ის უბრალოდ ერთობოდა, რადგან "შარლოტთან" ერთად მაღალი მიზნებისთვის ვერ იბრძოლებდა. დღეს "კელტების" ერთ-ერთი ლიდერია. გასულ სეზონში მისი თანალიდერობით გუნდმა აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გააღწია, მაგრამ იქ "მაიამი ჰიტთან" 4:2 დამარცხდა. წელს მორიგი სეზონი და მოლოდინია.

6. ჯონ უოლი

ძალიან სწრაფი, აგრესიული, შოუმენი და უბრალოდ ხალხისთვის საყვარელი მოთამაშე. ტრავმების გამო მისი კარიერა სასურველად ვერ განვითარდა. არადა, ბევრად მეტი შეეძლო, თანაც გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მეტად მოთხოვნადი შემტევი ჰყავდა. ვოლის კარიერა საკმაოდ კარგად მიდიოდა, მოედანზე დგამდა შოუს, გადაადგილდებოდა რეაქტიული სისწრაფით და რასელ ვესტბრუქთან ერთად გვახსენებდა რაღაც მხრივ ალენ აივერსონს. საკმაოდ მძიმე ტრავმის შემდეგ ვნახოთ, როგორ დაბრუნდება, მაგრამ ის ნამდვილად იმსახურებს ადგილს დეკადის ტოპ-10 გამთამაშებელს შორის. 2020-21 წლების სეზონში უოლი "ვაშინგტონიდან" "ჰიუსტონში" გადაბარგდა და ჯეიმს ჰარდენის გვერდით საჩემპიონო ბეჭდის მოპოვებას შეეცდება.

უოლი 2010-11 წლების სეზონში ახალწვეულთა პირველ გუნდში მოხვდა. ასევე, 2014-15-ში წლის საუკეთესო მეორე დაცვით გუნდში მოხვდა, 2016-17 წლის საუკეთესო მესამე გუნდი და ამას დამატებული 5-გზის "ყველა ვარსკვლავის" მონაწილე. ალბათ, ჩემპიონობა და ნებისმიერი ინატრებდა ასეთ კარიერას, მაგრამ ვფიქრობ, ასეთი ტრავმის შემდეგ ის ისეთი ვეღარ დაბრუნდებდა, თუმცა ჯეიმს ჰარდენის გვერდით ყველაფერია მოსალოდნელი.

5. დემიენ ლილარდი

სერიებს ხელის აკანკალების გარეშე ასრულებს, 1 წამზე ნაკლებ დროში სასწაული "ბაზერით" უშვებს სახლში ჰარდენს, თითქმის ლოგოდან სამქულიანს ჯორჯის ხელიდან აგდებს და რასელს მესამედ უშვებს პირველი რაუნდიდან. მისი თამაში ეჭვს არასდროს ბადებდა, რომ ის დეკადაში ტოპ-5-ში იქნებოდა. მისი სამქულიანის სროლა, მისი შედეგიანობა, გადაცემები, აგრესიულობა და მისი აღნიშვნა DAME-TIME. ძალიან ნიჭიერი გამთამაშებელი, სამწუხაროდ, ბეჭდის გარეშე, მაგრამ მისი დიდებული კარიერის დანახვა ისედაც ნათლად შეგვიძლია.

2017-18 წლების სეზონის საუკეთესო გუნდში, ორგზის ლიგის საუკეთესო მეორე გუნდში, 2013-14 ლიგის მესამე საუკეთესო გუნდში, 2012-13 წლებში ახალწვეულთა პირველ გუნდში, 2012-13 წლების საუკეთესო ახალწვეული და 4-გზის "ყველა ვარსკვლავის" მონაწილე. უბრალოდ გასაოცარი კარიერა და მას "ტრეილბლეიზერსთან" ერთად ჯერ კიდევ ბევრი აქვს.

4. კაირი ირვინგი

მისი მთავარი მომენტი კარის ხელიდან ჩაგდებული 3-ქულიანია, რომელმაც გამარჯვება მოაპოვებინა "გოლდენ სტეიტ უორიორსთან". ლებრონ ჯეიმსთან ერთად ის დეკადის საუკეთესო დუეტს ქმნიდა. ორი ცივსისხლიანი, რომელიც თავიანთი სათამაშო სილამაზით მოედანზე შოუს დგამდნენ. მისი შეტევა, სროლის სიზუსტე, ბურთის ფლობის ნიჭი, რომლითაც დღეს ნამდვილად გამორჩეულია ლიგაში. კარიერა, როგორიც უბრალოდ საოცნებოა ნებისმიერისთვის, რომელსაც ბეჭედი ხელთ აქვს თუ არ აქვს. "კავალიერსიდან" "ბოსტონში" გადაბარგების შემდეგ მისი სიკაშკაშე თითქოსდა ჩაქრა. "ბოსტონის" შემდეგ "ბრუკლინში" გადაბარგდა, სადაც განვლილ სეზონში თავი დიდად ვერაფრით გამოიჩინა. წელს ყველაფერი სხვანაირადაა, კევინ დურანტთან ერთად მას ბეჭდის მოპოვების რეალური შანსი აქვს.

2015-16 წლების ჩემპიონი, 2018-19 წლების სეზონის საუკეთესო მეორე გუნდში, 2014-15 წლების მესამე საუკეთესო გუნდის წევრი, 2011-12 წლების ახალწვეულთა საუკეთესო ხუთეულში, 2011-12 წლების საუკეთესო ახალწვეული და 6-გზის "ყველა ვარსკვლავის" მატჩის მონაწილე. შოუმენი, რომელიც ლიგას ძალიან ენატრება და მომდევნო სეზონიდან კვლავ დაატერორებს მას.

3. რასელ უესტბრუქი

ადამიანი "სამმაგი დუბლი", ხისტი, ჯიუტი, არანორმალური, ბურთით ყველაზე სწრაფი. სწორედ ამიტომ, მისი ფარქვეშ შესვლისას შეჩერება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. კევინ დურანტი, ჯეიმს ჰარდენი, სერჟ იბაკა - სწორედ მათთან ერთად ჩატარებული საოცარი სეზონები, საოცარი მატჩები. მისი სათამაშო სტილი ეგოისტური იყო. ისროდა დაბალი პროცენტით, მაგრამ აგროვებდა უამრავ ქულას.

განვლილი დეკადის განმავლობაში რასელის თამაში რამდენჯერმე შეიცვალა. კევინის დროინდელ "ოკლაჰომაში" გახლდათ მეორე კაცი, რომლის დროსაც საკმაოდ კარგად ასრულებდა თავის მოვალეობას და ისინი ძალიან ძლიერ დუეტს ქმნიდნენ. შემდგომ მოდის უკვე დურანტის გადასვლა "გოლდენში" და ის გუნდში პირველი ოფცია ხდება. ის იწყებს საოცარი სეზონის ჩვენებას და იღებს კიდეც დამსახურებულ MVP-ის ჯილდოს; ოსკარ რობერტსონის დამყარებულ რეკორდს ხსნის და ასევე ყველა იმ შედეგს ანადგურებს, რომელიც ვინმეს სამმაგ დუბლებში დაუდია. პოლ ჯორჯთან და კარმელოსთან ერთად ვერ აღწევს წარმატებას, მაგრამ ეს მის სიდიადეს არ აკნინებს. საბოლოოდ, ის ხდება "ჰიუსტონის" მოთამაშე, სადაც ვხვდებით გუნდის თამაშზე კონცენტრირებულ უესტბრუკს, მისი თამაში უბრალოდ ერთი დიდი სიამოვნებაა. ამ სეზონის წინ ჯონ უოლი და რასელ უესტბრუქი ერთმანეთში გაცვალეს. ამრიგად, საინტერესოა "კუნინძას" დედაქალაქელთა რიგებში ხილვა.

2016-17 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშე, ორგზის ლიგის საუკეთესო გუნდში, 5-გზის მეორე საუკეთესო გუნდის წევრი, 2018-19 წლების ლიგის მესამე საუკეთესო გუნდის წევრი, 8-გზის "ყველა ვარსკვლავის" მონაწილე და ერთადერთი მოთამაშე, ვინც შეასრულა სამმაგი 20-20-20-ით. მის რეკორდებზე საუბრით შორს წავალთ, ამიტომ მივანიჭოთ მას ლიგის ტოპ-3 გამთამაშებელში ადგილი და გადავიდეთ შემდეგზე.

2. კრის პოლი

გენერალი, რომელიც მოედანზე ყველას და ყველაფერს ხედავს. მისი IQ გამთამაშებლებიდან ყველაზე მაღალია. დინჯი და საკმაოდ კარგი შემტევი, უძლიერესი მექულე და ყველა გუნდისთვის საოცნებო გამთამაშებელი. მისი კარიერა "კლიპერსში" ვითარდებოდა ამ დეკადაში, სადაც ბლეიქ გრიფინთან ერთად უბრალოდ საოცარ შოუს გვთავაზობდა. მისი თაოსნობით კალიფორნიელები ყოველთვის ერთ-ერთ ფავორიტებად გვევლინებოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ შეძლეს გამარჯვება. "კლიპერსიდან" "ჰიუსტონში" გადავიდა, სადაც, რომ არა მისი ტრავმა, ვინ იცის, იქნებ პოლს და ჰარდენს ერთად ნანატრი ბეჭედი აეღოთ. საბოლოოდ ის "ოკლაჰომაში" გადავიდა და ახალგაზრდების დირიჟორობა დაიწყო. გასულ სეზონში, სეზონის დაწყებამდე თითქოსდა უშანსო "ოკლაჰომა" "ჰიუსტონთან" მე-7 სერიაში დამარცხდა.

აშშ-ის ნაკრების ძირითადი გუნდის წევრი, ოლიმპიური ჩემპიონი 2012 წელს, 3-გზის სეზონის საუკეთესო გუნდის წევრი, 2-გზის სეზონის მეორე საუკეთესო გუნდში, 2010-11 წლების ლიგის მესამე საუკეთესო გუნდში, 6-გზის საუკეთესო დაცვითი ხუთეულის პირველი გუნდის წევრი, 2010-11 წლების საუკეთესო დაცვითი მეორე გუნდის წევრი და 6-გზის "ყველა ვარსკვლავის" მატჩის მონაწილე. დირიჟორი, რომელიც თავისი ჰარმონიით შედეგს ბადებს, შოუს დგამს და მაყურებელს სიამოვნებას ანიჭებს.

1. სტეფ კარი

ეჭვგარეშეა, რომ კარი ამ ტოპ 10-ეულის საუკეთესო გამთამაშებელია. ადამიანი, რომელმაც თავისი დიდებული ისტორია შექმნა. მან შეძლო და NBA-ს სათამაშო სტილი და ზოგადად, მოთამაშეები შეცვალა, აიძულა ისინი 3- ქულიანის სროლაზე გადასულიყვნენ. მისი სისწრაფე, მისი საოცარი შედეგიანობა, ბურთის ტარების მანერაც კი ხალხში უდიდეს სიყვარულს ბადებდა. მომღიმარი ბიჭუნა მკვლელის ინსტინქტით, რომელიც 3-ქულიანს ნებისმიერი ადგილიდან ჩააგდებს. "ოქროს ბიჭუნა", რომელიც "უორიორსს" ასეთ დონეზე ათამაშებს. საოცარი MVP სეზონი და ზოგადად, ზედიზედ ორჯერ წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს მფლობელი. მოთამაშე, რომელმაც შეძლო და მიიღო 100% საუკეთესო მოთამაშის გამოვლენის დროს. მისი კარიერა უდიდესია და ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებლის სტატუსს კარიერის დასრულებისთანავე დაიკავებს.

3-გზის NBA-ს ჩემპიონი, 3-გზის წლის საუკეთესო გუნდის წევრი, 2-გზის სეზონის მეორე საუკეთესო გუნდში, 2017-18 წლების მესამე საუკეთესო გუნდში, 2-გზის MVP და 6-გზის "ყველა ვარსკვლავის" მონაწილე.

მუდამ მოღიმარი მკვლელი, რომელიც ყოველთვის ფავორიტია შენთან.

მერაბი
ამპულით მსუბუქი ფორვარდია მაგრამ უფრო მეტი საშუალო პასი აქვს ამ 10 წელიწადში ლებრონს ვიდრე სხვა გამთამაშებელს
სიმართლე
აბა სამმაგებს ქულა-მოხსნა-დაფარებებით აკეთებს შენი აზრით? თუ ჩაჭრებით? კი არის ეგოისტი მოთამაშე, მაგრამ პასი არ იცისო? ეგ ტყუილია და დაუნახაობა
tazo
დერიკ როუზი რომ არა ტრავმები საუკეთესო იქნებოდა
გიორგი
მხოლოდ დინჯი და პასებზე ორიენტირებული გამთამაშებლების შემთხვევაში კი, პოლს ნამდვილად პირველ ადგილზე ვაყენებ, მაგრამ ზოგადად კარი გასულ 10 წლეულში საუკეთესო იყო
გიორგი
როუზის MVP სეზონი ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ აქ 10 წლეულზეა საუბარი :) რომ არა ტრავმები ყველა ხვდება სადაც იქნებოდა, მაგრამ ამ კატეგორიის გამოკითხვაში მე-10 ადგილზე დავაყენე :)
ყოჩაღი ოლეგი
დერიკ როუზი #10??? იმედია როდესაც ჯანმრთელი იყო, მისი თამაშები ნანახი მაინც გაქვთ. უბრალოდ ისეთი ხალხის უკან დააყენეთ, ცოტა უხერხულია.
რატი
ვეთანხმები დათოს. სათაური აქვს არასწორი ამ რეიტინგს - უნდა იყოს შუთინგ გარდ. გამთამაშებელი არის პოინთ გარდ და ამ კატეგორიაში პოლი პირველია.
aburjga
იმედი მაქვს სტეფ კარი პარკეტზე კიდევ რამდენჯერმე იტყვის თავის წონად სიტყვას!
დათო
სად გინახიათ ვესბრუკის ასისტი, რაის გამთამაშებელია, მარტო თამაშობს, პასი რა არის არ იცის
იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
"მილუოკი" ჩემპიონია - ზღვა ემოცია "ბაქსის" მოედანზე [VIDEO]
პლეი-ოფის პირველი სენსაცია - სეზონის ლიდერი საკუთარ მოედანზე დამარცხდა [VIDEO]
პოლის ისტორიული საღამო და კონფერენციის ნახევარფინალი - მსგავსი მაჩვენებელი არავის დაუფიქსირებია [VIDEO]
დიდი სანახაობა მილუოკში - "ბაქსმა" ანგარიში შეამცირა [VIDEO]
მსგავსი რამ ძალიან იშვიათად ხდება -1.8%-იანი შანსი და პირველი არჩევანი "დალას მავერიქსს"
ლუკა ყველაზე მნიშვნელოვან თამაშში აფეთქდა! "დალასი" და "ბოსტონი" ფინალში გავიდნენ [VIDEO]
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
"ლოს ანჯელეს კლიპერსმა" "პორტლენდ ტრეილბლეიზერსი" დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
კევინ დურანტი კარიერას "ჰიუსტონ როკეტსში" გააგრძელებს
თამაში და რა თამაში - "ფინიქსმა" "ლეიკერსი" გაანადგურა [VIDEO]