რუსული პრემიერლიგის მე-12 ტურის ერთ-ერთ გმირად ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ქართველი ფორვარდი იქცა
გუშინ, 10 ივნისს რუსული პრემიერლიგის მე-12 ტურის მატჩები გაიმართა და ტურის ერთ-ერთ გმირად ოთარ მარცვალაძე იქცა. ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ქართველმა ფორვარდმა "კრილია სოვეტოვთან" 2:0 მოგებულ მატჩში დუბლი შეასრულა.

მარცვალაძემ სრულად ითამაშა და "ჩემპიონატ.რუ"-სგან 6.5 ბალი მიიღო. გოგიტა გოგუა (6) 84-ე წუთზე შეცვალეს, გია გრიგალავამ და ლაშა სალუქვაძემ კი თამაში დაიწყეს და ჩაამთავრეს და 5.5-იანი შეფასება დაიმსახურეს. მათე ვაწაძე სათადარიგო იყო.

"ანჟიმ" ნალჩიკის "სპარტაკს" 2:0 სძლია და მახაჩყალელთა კარი ნუკრი რევიშვილმა დაიცვა, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარა. რევიშვილი 6-იანით შეაფასეს. "სპარტაკის" ძირითადში იყო დავით სირაძე, რომელიც 70-ე წუთზე შეცვალეს და 5-იანი დაუწერეს.

სეზონში პირველად გაამწესეს ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკის" სასტარტოში. ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი 78-ე წუთზე დაასვენეს. "სახალხო გუნდმა" შინ ყაზანის "რუბინს" ვერაფერი დააკლო - 0:0.

გროზნოს "ტერეკმა" საკუთარ მოედანზე 2:4 წააგო მოსკოვის ცსკა-სთან. მასპინძელთა რიგებში მეორე ტაიმი ჩაატარა ლევან გვაზავამ, რომელმაც 6-იანი დაიმსახურა.

"კრასნოდარმა" სტუმრად 3:1 სძლია "როსტოვს". კრასნოდარელთა გამოჯანმრთელებულმა კაპიტანმა ალექსანდრე ამისულაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 6-იანი დაიმსახურა.

იხილეთ ვიდეო

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე