ანთალიაში მსოფლიოს თასის მეორე ეტაპს ქალთა ნაკრებიც გამოეთიშა და პირად პირველობას შემორჩენილი ლანა ვერულიძეც
ანთალიაში გრძელდება მსოფლიოს თასის მეორე ეტაპი, თუმცა ჩვენთვის ის ნაადრევად დასრულდა - ასპარეზობას ქალთა ნაკრებიც გამოეთიშა და პირად პირველობას შემორჩენილი ბოლო ჩვენებური ლანა ვერულიძეც. ამის მიუხედავად, მას საყვედური მაინც არ ეთქმის, რადგან ორი წრე გაიარა და 1/16-ფინალში გავიდა, გუნდის სტაჟიანი წევრები კი პირველივე წრიდან გამოვარდნენ.

ეტყობა, კორეელი მწვრთნელი ან იონ სეუნი ტყუილად არ უცხადებს ვერულიძეს ნდობას - უკვე მეორე შეჯიბრებაში გამოსცადა და შეგირდმაც ორივეჯერ მიიქცია ყურადღება. საწყენი მხოლოდ ისაა, რომ ჩვენებურმა ბრიტანელ ნაომი ფოლკრადთან მოგების შემდეგ უკრაინელთა ახალბედა ნინა მილჩენკოსთან წააგო. უკრაინის ნაკრები, როგორც გუნდი, იქნებ უფრო დაბალანსებული და ცოტათი ძლიერია (ეს ამ ტურნირზეც გამოჩნდა - ბრიტანელები პირველივე წრიდან გამოვარდნენ, უკრაინა კი დღეს ბრინჯაოსთვის იასპარეზებს), მაგრამ გამოცდილებით ფოლკარდი აღემატება მილჩენკოს. თუმცა ახლა ამაზე ლაპარაკი გვიანაა - უკრაინელთან შეხვედრაში ვერულიძემ მხოლოდ ერთი სეტის ფრედ დამთავრება მოახერხა, სამი კი დათმო და გავარდა. მილჩენკოს ჯავრი აშშ-ს სახელით მოასპარეზე ხათუნა ლორიგმა (ქვრივიშვილი) ამოგვყარა - მომდევნო წრეშივე მოუგო.

სხვათა შორის, მანამდე მან იაპონელ კაორი კავანაკასაც სძლია, ვინაც ასმათ დიასამიძე დაგვიმარცხა, თუმცა მეორე იაპონურ ბარიერთან - რენ ჰაიაკავასთან მეოთხედფინალში ლორიგმაც ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, მერე დიდი წვლილი შეიტანა აშშ-ის ნაკრების გუნდურ წარმატებაში და დღეს ფინალში კორეელებთან იბრძოლებს. საკმაოდ კარგად გაისარჯა კიდევ ერთი ქართველი, ოღონდ თურქთა სახელით მოასპარეზე ევროპის სამგზის ჩემპიონი ნატო ნასარიძეც - ფრანგ ევროპის ჩემპიონ ბერენჟერე შუს მოუგო, თუმცა მერე ჩინელ მინ ჩენთან წააგო. ამის მიუხედავად, ისეთ ტიტულოვან მშვილდოსანთან გამკლავება მაინც აღსანიშნავია. მით უფრო, რომ ნასარიძე რამდენიწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა სპორტს. მაშინ მან საქართველოში დაბრუნების სურვილიც გამოთქვა, მაგრამ ქართულმა მხარემ რატომღაც დაინტერესება არ გამოიჩინა.

გუნდურ ტურნირში ჩვენები განწირულნი იყვნენ - პლეი ოფში მე-16 ნორმად შესულებს პირველივე შეხვედრა შეჯიბრების და მსოფლიოს მშვილდოსნობის ფავორიტ სამხრეთ კორეელებთან მოუწიათ. სასწაული არ მომხდარა - აზიელებმა 222:203 მოიგეს, მერე გერმანელები და უკრაინელებიც დაამარცხეს და ფინალში გავიდნენ. როგორც გითხარით, მეორე ფინალისტი აშშ-ია, რომელმაც გზიდან ზემოხსენებული ბრიტანეთი, მეზობელი მექსიკა და ინდოეთი ჩამოიცილა. საყურადღებოა ინდოელთა მიერ რუსთა ძლევა და უკრაინის გამარჯვება იტალიასთან, რომელსაც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ნატალია ვალეევა ჰყავს შემადგენლობაში. ბრინჯაოსთვის ასევე დღეს უკრაინა და ინდოეთი იბრძოლებენ.

მსოფლიოს თასი დღეს მთავრდება ფინალური შეხვედრებით, თუმცა ქალთა პირად პირველობაზე ნახევარფინალებიც დღეს გაიმართება, სადაც ოთხივე მონაწილე აზიელია. უფრო ზუსტად - სამი კორეელი და ერთი იაპონელი, ზემოხსენებული ჰაიაკავა, რომელიც მსოფლიო რეიტინგის ლიდერ ბო ბაე კის ხვდება, მეორე წყვილი კი მთლიანად კორეულია - შესარჩევში მეორეზე გასული დასომი იუნგი მესამეადგილოსან გიეონგჰეე ჰანს გაეჯიბრება.

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა