"ბორჯღალოსანთა" კაპიტანი მერაბ შარიქაძე მუხლის ტრავმით გამოწვეული 1-წლიანი და 12-დღიანი იძულებითი შესვენების შემდეგ მოედანზე პირველად გავიდა.

23 ოქტომბერს, მან „მარიფილდზე“ შოტლანდიის წინააღმდეგ პირველიდან 58-ე წუთამდე ითამაშა.

„ნაკრებთან ერთად რთული, მაგრამ ეფექტური რეაბილიტაცია გავიარე. არაფერს შევუწუხებივარ და ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობდი. მოედანზე რაც უფრო მეტ დროს გავატარებ, სათამაშო რეფლექსები მით უფრო გაშალაშინდება“ – თქვა შარიქაძემ.

ამ ბიჭებს თვალებში ვუყურებ

ხანგრძლივი, 8-თვიანი შესვენების შემდეგ, პირველად ითამაშა საქართველოს ნაკრებმა და მორაგბეების დიდმა ნაწილმა, რაც შოტლანდიასთან მატჩის ანგარიშზეც აისახა და მასპინძლებმა 48:7 მოიგეს.

„ხანგრძლივი შესვენების შემდეგ მარტივი თამაში რომ არ იყო, ანგარიშიდანაც ჩანს. თავს არ ვიმართლებთ, ვიცით ჩვენი შეცდომები და პასუხისმგებლობასაც სრულად ვიღებთ, თუმცა ფაქტია, ვარჯიშზე თამაშის სიმულირებას ვერ მოახდენ“.

„შოტლანდიელები კარგად იყვნენ მომზადებულნი და ეფექტურად ითამაშეს. მათ მორაგბეებს არ ჰქონდათ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა, რადგან პრო-14 დიდი ხნის წინ განახლდა. სამწუხაროდ, დავთმეთ ყველა კომპონენტი. გვქონდა ტექნიკური წუნი და დავუშვით შეცდომები, თორემ ბრძოლით ყველამ ბოლომდე იბრძოლა. მე ამ ბიჭებთან ერთად ვიყავი მოედანზე და გასახდელში და თითოეული მათგანის თვალებში ჩანდა, რომ თამაშში შესაძლებლობის მაქსიმუმი ჩადო. თუ ვინმემ შეცდომები დაუშვა, ეს იყო ტექნიკური წუნი და არა ბრძოლისუნარიანობის ნაკლებობა“ – ამბობს გუნდის კაპიტანი.

უფრო ძლიერთან მეტი წინააღმდეგობისთვის

ედინბურგიდან შინ დაბრუნებული "ბორჯღალოსნები" „შევარდენზე“ „შემოდგომის ერთა თასისთვის“ ემზადებიან, რომლის ფარგლებში პირველ მატჩს 14 ნოემბერს, ლეგენდარულ „თვიქენჰემზე“ 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალისტს და 6 ერის ჩემპიონ ინგლისთან გამართავენ.

კაპიტანი ამბობს, რომ უთამაშებლობის ნაწილობრივ აღმოსაფხვრელად გუნდმა კონტაქტური ვარჯიშები განაახლა:

„გავაანალიზეთ განვლილი თამაში, ვნახეთ, სად დავუშვით ყველაზე მეტი შეცდომა და მის გამოსწორებაზე ვმუშაობთ. ინგლისი შოტლანდიაზე ბევრად ძლიერი გუნდია, უფრო რთული თამაში გველის, თუმცა იმედი მაქვს, რომ შეცდომებს გამოვასწორებთ და მეტოქეს მეტ წინააღმდეგობას გავუწევთ. რადგან სათამაშო გამოცდილების არარსებობა ასე თვალშისაცემი იყო, ვარჯიშები კონტაქტური გახდა. წინა კვირაშიც გვქონდა კონტაქტური ვარჯიშები, მაგრამ ძალიან ბევრი ტრავმა იყო და იძულებულნი გავხდით, უარი გვეთქვა“.

შარიქაძე გულშემატკივრებს ჰპირდება, რომ მიუხედავად ანგარიშისა, მომავალ შეხვედრებში ყველა საკუთარი მაქსიმუმის ჩვენებას ეცდება:

„მინდა გულშემატკივარს ვუთხრა, რომ გული არ გაიტეხონ და არც რეალობას მოწყდნენ. ახლა ჩვენ იმ დონეზე ვართ, რომ შეიძლება იყოს თამაშები, სადაც მეტოქეს დიდი უპირატესობა ექნება. ორ კვირაში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტს ვხვდებით და მათ წინააღმდეგ თამაში, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია“.

„ყველას ვპირდები, რომ მოედანზე ბოლომდე საბრძოლველად გავალთ და თავს არავინ დაიშურებს. შეიძლება იყოს ტექნიკური წუნი და შედეგი არასასურველი დაფიქსირდეს, მაგრამ ეს თამაშის დღეზეა დამოკიდებული. აუცილებლად გამოვასწორებთ იმას, რაც შოტლანდიასთან მატჩში არ მოგვეწონა. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც წარუმატებლობის შემთხვევაშიც ჩვენ გვერდით დგანან და გვამხნევებენ!“

rugby.ge

ბონდო
ღმერთმაც კარგი ქნას, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენი გუნდი არ არის მომზადებული იმ დონეზე რომ თუნდაც ერთი რომელიმე თამაში არ წააგოს გამანადგურებელი ანგარიშით ბობოლებთან ჭიდილში(თუ შოტლანდიასთან ჩატარებული თამაშის ხარისხით ვიმსჯელებთ, ასეა). ყველა თამაშში მიიღებენ მინიმუმ 40-50 ქულას მოწინაღმდეგისაგან (მაქსიმუმზე არც მინდა დავწერო). ჩვენ კი საერთოდ თუ დავაგროვებთ ქულებს, საჭვოა. შეიძლება რომელიმე მატჩში 1-2 ჯარიმა მოახლაფორთონ და გაიტანონ. ესაა ჩემი უყტუარი პროგნოზი. ბედნიერი ვიქნებოდი თუ ვცდები. ჩვენ არ გვყავს ისეთი სუსტი გუნდი რა პროგნოზსაც მე ველოდები, მაგრამ ამ კონკრეტულ ეტაპზე, სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, გუნდი არაა იმ დონეზე მომზადებული რომ ბობოლებს ოდნავი კონკურენცია მაინც გაუწიონ. ასეა და ამას თვალი უნდა გაუსწოროთ.
გიორგი 50
ყველას აზრს პატივს ვცემ ... თუმცა, თუ გინდა გაიზარდო, განვითარდე და ისწავლო, შენზე ძლიერებს უნდა ეთამაშო და შეერკინო... ბოლოს და ბოლოს ჩვენი 10-12 მორაგბე ევროპის უმაღლესი დონის დივიზიონებში თამაშობენ... ჩვენმა ახალგაზრდებმა შოტლანდიას, ირლანდიას ტოლ-სწორად ეთამაშებიან და უგებენ ჯიდეც...და მერამდენედ უნდა გავხდეთ ერთა ლიგის თასის მფლობელები? ასე რომ თქვენის ნებართვით, მე მივესალმები ... ,,სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების ''....
მთ
ეს თავს არ დავზოგავთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ ამოვიდა ყელში,თამაში ისწავლეთ და ყველაფერი კარგად იქნება

40 წელზე მეტია რაგბს ვგულშემატკივრობ.საბჭოთა კავშირის დროს სად ვიყავით და სად ვართ დღეს.მაშინ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი,რომ ქართველები ოდესმე ევროპისა და მსოფლიოს წამყვან სარაგბო ნაკრებ გუნდებთან ვითამაშებდით,თანაც ასეთ ძლიერ და მნიშვნელოვან ტურნირში! ღრმად მწამს,დადგება დრო როცა ჩვენი ნაკრები ტოლსწორად ითამაშებს ექვსი ერის ტურნირში მონაწილე ნაკრებ გუნდებთან,სადაც აქამდე მოვედით!
სოსო
ვიცით რომ ახლა კიდევ უფრო გაგირთულდათ მდგომარეობა,მაგრამ ისიც ვიცით,რომ თავს არ დაზოგავთ.იმისიც კი მეშინია,ნამეტანი არ მოგივიდეთ და უაზრო ტრავმები მიიღოთ,ჯერ კიდევ ვარჯიშებზე და შემდეგ მატჩში.თუკი ასე გვეცოდინებოდა,რომ რუსეთთან თამაში გაუქმდებოდა,ჩემპიონატზე თამაშს აგვიკრძალავდნენ და ინგლისთანაც კი,მხოლოდ რამდენიმე ვარჯიშის ინაბარა გვაიძულებდნენ თამაშს,ალბათ დავფიქრდებოდით და უარს ვიტყოდით.მეტოქეები ხომ ჩვეულებრივ აგრძელებენ თამაშს.არ შეიძლება ასე,როგორც ჩვენ მიმართებაში ხდება.სათამაშო პრაქტიკის გარეშე,მსოფლიოს მეორე გუნდთან საომრად გაშვება,ნახევარი გუნდის დანგრევას და მომდევნო თამაშებში განახევრებული შემადგენლობით თამაშს ნიშნავს,რაც უკვე ამ ახლად ჩართული ბიჭებისათვის ნიშნავს მოუმზადებლობის გამო მიღებულ მძიმე ტრავმებს.ანგარიშებიც რომ ცუდი იქნება,ესეც ხომ ცხადია და ეს უდიდესი გამოცდილება იქნება არა თამაშის მხრივ,არამედ იმის მხრივ,როგორ არ შეიძლება საკუთარი ჯანმრთელობის და რეპუტაციის ბედის სასწორზე შეგდება.დარწმუნებული ვარ, სპეციალისტებიც კი დამეთანხმებიან ამაში.აქ ისევ და ისევ რაგბის ფედერაციასაც უნდა გადავკრათ მათრახი,ისე დაეტაკნენ ერთმანეთს,რომ ეროვნული პირველობის დაწყებასაც კი ვერ მოაბეს თავი და ახლა ნაკრებიც, ასევე უპატრონოდაა დაგდებული.6 ერის მამები ალბათ ჩუმად ხითხითებენ და სიამოვნებით ელიან ქართველების დაუნდობელ გვემას,ახლა მოგიჩენთ თქვენს ადგილსო.მაგრამ ჩვენ რატომ უნდა მივცეთ სასაცილოდ აგდების,დამცირების და განადგურების ნება?ეს არასამართლიანია და ამის უფლება,არავის აქვს.ეს არც სპორტია და საერთოდაც არაფერია.არც ყურებას ექნება აზრი.იქნებ ახლა მაინც ვინმე გატოკდეს და თავზე აიღოს პასუხისმგებლობა.ან უნდა მივიღოთ სათამაშო უფლება,ან კიდევ უარი ვთქვათ მონაწილეობაზე.თუ შენს თავს არ სცემ პატივს და ღირსების გრძნობას დაკარგავ,სხვებიც არ გცემენ პატივს და ნუ გავწირავთ ამ ბიჭებს.იმედია გამომეხმაურებით მეგობრებო და თქვენც გამოთქვამთ საკუთარ მოსაზრებას,დრო არ იცდის.ბოლოს დაა ბოლოს,სამხრეთ აფრიკამაც კი თქვა უარი, 4 ერში მონაწილეობაზე
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასისთვის 40 მოთამაშე შეირჩა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
"ეს მარიხუანას გამო მოხდა... ვისაც დავეხმარე, იმან გამყიდა" - შარიქაძემ dailymail-თან დისკვალიფიკაციის მიზეზზე ისაუბრა
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
[VIDEO] შარიქაძის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ბორჯღალოსნების" ყოფილმა კაპიტანმა კონტნი ნოკაუტით დაამარცხა
"ეს მარიხუანას გამო მოხდა... ვისაც დავეხმარე, იმან გამყიდა" - შარიქაძემ dailymail-თან დისკვალიფიკაციის მიზეზზე ისაუბრა
მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ მერაბ შარიქაძე 11-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა
"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასისთვის 40 მოთამაშე შეირჩა
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
დავით ნემსაძე "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ფიზ. მომზადების მთავარი მწვრთნელია
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის