საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2020 წლის ნოემბერში სამ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის 12 ნოემბერს შედგება.

უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლების გათამაშების მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს სომხეთის წინააღმდეგ ითამაშებს, 18 ნოემბერს კი ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და ესტონეთს შორის ჩატარდება. სამივე შეხვედრის მასპინძელი "დინამო არენა" იქნება.

ვლადიმირ ვაისმა ნოემბრის მატჩებში მონაწილეობის მისაღებად ეროვნულ ნაკრებში 29 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია - "როტორის" 22 წლის ქართველი შემტევი ბექა მიქელთაძე.

უკვე ცნობილია, რომ ტრავმის გამო მომდევნო სამ შეხვედრაში ჩვენს გუნდს გიორგი ჩაკვეტაძე და ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარებიან.

საქართველოს ნაკრები უახლოესი მატჩებისთვის მზადებას 9 ნოემბერს თბილისში დაიწყებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებში

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერსქვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (რეალ ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგიუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი)

ცნობილია კიდევ ხუთი ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს: გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, უნგრეთი).

წყარო: gff.ge

კონსელეირო
ბუდუ აუცილებლად. ასევე უახლოეს მატჩებში ნინუა და ლოჩოშვილიც დაიტესტოს.
ჯეკო
ლორია,კაკაბაძე,კაშია,კვირკველია,დვალი,კანკავა,კვეკვესკირი,ოქრიაშვილი,ყაზაიშვილი,კვარაცხელია,ქვილითაია
alexandre
შვილო, 1 შეკითხვა მაქვს შენთან: მაქანაში ღვედს იკეთებ?
ბესიკი
ლორია კაკაბაძე,ხოჭოლავა,კვირკველია,ტაბიძე, კანკავა, კვეკვესკირი, შენგელია, ყაზაიშვილი, კვარაცხელია, ოქრიაშვილი შეცვლები უნდა გაკეთდეს სიტუაციიდან გამომდინარე: დაცვა თუ დაგვჭირდა, დვალი ან გრიგალავა, ნახევარდაცვა გვილია, ლობჟანიძე ან დავითაშვილი სიტუაციიდან გამომდინარე რომელი უფრო დაგვჭირდება, თავდასხმაში ახლა გასაგებია დიდი არჩევანი ჩვენ არ გვაქვს, დღეს დღეობით თავდასხმაში მაინც ალბათ კაჭარავა აჯობებს. ხო და რა უნდა დამეწერა კიდევ, არაფრის დიდებით არ უნდა ვათამაშოთ კაშია, პიდარასტების მხარდამჭერების ადგილი არ უნდა იყოს საქართველოს ნაკრებში.
gogia
დაასახელა შემადგენლობა თორემ ეხლა მთებს გადააბრუნებენ.
ჩემი ჯანმრთელობა მხოლოდ მე მეკუთვნის
ოჰ, სასწაული პირდაპირ! არც ცუნცულა ცქიტიშვილს ყვარებია ფეხბურთი.)) როგორ ზრუნავენ ჩვენს ჯანმრთელობაზე)) გუგულა მაღრაძემ სიგარეტი გადაგვაგდებინა, ეს ფეხბურთზე წასვლას გვიკრძალავს. მოკლედ იხარე ერო, გამრავლდი მტერო რაააა))))
zviadi
საერთოდ ნეიტრალურზე არ გადაიტანოს უეფამ
მიდი მოვდივარ
მოგებულია ნაღდად. ბულგარეთი ვერ გაგვიძლებს.ნაღდად ევროპაზე ვართ.
ჯარისკაცი
მაყურებელი დაესწარით დისტანციის დაცვით თქვენ ნორმალური თუ ხართ საერთოდ
ქუთაისელი
ყველამ ერთად უნდა მოვითხოვოთ დასწრება რაღაც რაოდენობით მაინც
თამაში ჩატარდეს გულშემატკივრებით სავსე სტადიონზე!!!
თამაში ჩატარდეს გულშემატკივრებით სავსე სტადიონზე!!! რატომ არ ვითხოვთ დასწრებას? ისე ხომ ვიკრიბებით ყველგან სადაც გვინდა, რამდენიც გვინდა და როგორც გვინდა!!! წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ვერ გავედით, არც ბიჭები, არც ვაისი არ იქნებიან დამნაშავენი! ფეხბურთის ფედერაცია იქნება ერთადერთი დამნაშავე ვერ გასვლისა, თუ მაყურებლის გარეშე ჩაატარებენ!!!!!
გენა
ლოჩოშვილი ძალიან კარგ გუნდშია ავსტრიაში. ორჯერ ვნახე ევროპალიგაზე ვოლფსბერგერი და მართლა კერკეტი კაკალი გუნდია. ძალიან ორგანიზებული და მობილური. ლოჩოშვილი სულ ძირითადშია და გაფართოებულ შემადგენლობაში მაინც გამოუძახოს ვაისმა.
ვატო
რაღაცაშია მანდ საქმე ფედერაციასთან აქვს არეული საქმე თორემ მიქელაძემ თუ 1 გოლი გაიტანა და შანსი აძლევს ბუშის გოლი გოლზე გააქვს.... და უფრო გამოცდილი არის მიქელთაძეზე... უნდა ვაიძულოთ ფედერაცია შანსი მისცენ მაგ ბიჭს კალა კიბის კლანს ემიჯნება ალბათ და სჯიან ჯიგრები
rasa
ამ ჩაკვეტაძეს როგორ ეცა თვალი. ეროვნულ გმირად შევრაცხეთ ლამის და მერე ნაკრებში მაგი მე აღარ მინახია და ბედიც ვერ წაუვიდა. თფუიიი
QT
რა ვერ გაიგეთ თქვე დალოცვილებო, გინდა თუ არა მაკედონიასთან დააყენოს ეს ზივზივაძეო მაგას კი ითხოვს ხალხი, ამის გარდა ეგრევე ორი თამაშია, სომხეთთან და ესტონეთთან და მანდ მიეცა შანსიო, ეგაა სულ.
კონსტანტინე თავართქილაძე
თქვენთან ვართ ბიჭებო!!!! ერთად ყველაფერს შევძლებთ!!!
დაფი
ზივზივაძეს ბოლო 8 თამაშში, 4 გოლი აქვს გატანილი, უნაგრეთის თასის ჩათვლით!
დინამოელი
საფეხბურთო დიდგორი გველოდება. წარმატებები ბიჭებს და სრულიად საქართველოს. თქვენ მაინც ამოგვასუნთქეთ ცოტა ამ ოხერი პოლიტიკისგან და გაგვახარეთ ლომებო
გიზოგ
უნგრეთის ჩემპიონატში ბოლო 7 მატჩში 2 გოლი, 3 თამაშში 1 გოლიც არ უწევს, სად ხედავთ მაგარ ფორმას? ასეთ მატჩში შეუთამაშებელი შეიძლება მესხი კი ვერ გამოდგეს. წარმატებები ბუდუს, შედეგიანი ცენტრი ნამდვილად აკლია ნაკრებს. იმედია ევროპის ჩემპიონატისთვის მზად იქნება
ემიგრანტი
პაპაუნაშვილი რატომ წელს ითამაშა სულ რაგაც 30 წუთი ხოტას მოუმატებ მაინც... მიქელთაძეს ათამაშებენ მაინც. მაგრამ ბუბუ ფორმაშია და ნაკრების ყველა თავდამსხმელზე მეტი აქვს გატანილი .. ტეხავს წაემატებები ნაკრება იმედია მოვიგებთ და თუ გინდა პაპუმ გაიტანოს თუ გინდა.მიქელტაძემ ))))])))
გიორგი ბერძულიშვილი
ველოდებით წარმატებას. თქვენს გვერდში ვართ. აბა თქვენ იცით და თქვენმა ქართველობამ. წინ გამარჯვებისაკენ...
შოთა
ქართველებს აგვიხდება ოცნება! მე მჯერა ჩვენი ბიჭების და მწვრთნელის! მიდით ლომებოოო!!!
ქართველი888
ბიჭებო წარმატებები! საუკუნის თამაშია და თავი უნდა დადოთ ყველამ!!! ჩვენ კი ხმის ჩახლეჩამდე გიგულშემატკივრებთ ტელევიზორებთან!!! P.S. ერთადერთი ვისაც ვისურვებდი, სარეზერვო ხუთეულში მაინც, ეს არის ნიკა ნინუა. მაგრამ არაუშავს. თუ მოუმატებს პაოკში, სტაბილურად გამოიძახებენ.
ბასიანი
ნინუა რატო არაა, ხო არ იცით ვინმემ
ტ.ტ
დარწმუნებული ვარ ვაისს არ ააქვს ნანახი ბათუმის დინამოს არცერთი თამაში, არც მიქელთაძის.. კარგი კობიაშვილო ამ ბოლოსაც დაუწერე შემედგენლობა - მერე მაინც ორივე მიდიხართ ევროპაში და დაგვასვენებთ!
ირაკლი
ბიჭებო, როგორ მინდა თქვენთან ერთად დავვდგე მინდორზე და ვიბრძოლო მხარდამხარ... მაგრამ განგებამ ასე ინება, რომ თქვენ ფრონტზე უნდა იდგეთ და ჩვენ, მთელმა ერმა, სულ ახლოდან გიგულშემატკივროთ... მიდიდით ჩემო ძმებო... წამით არ იფიქროთ რომ მარტოები ხართ ბრძოლაში. ერთად ვაგებთ და ერთად ვიგებთ. აღარ მყოფნის სიტყვები. გფარავდეთ უზენაესიე. მიყვარხართ
Master
მაგრად ევასება ვაისს პაპუნაშვილი.დარწმუნებული ვარ სადმე კლუბში რო დაინიშნოს ვაისი წაიყვანს პაპუნას და ოქრის
nk
არ ვიცი მიქელთაძე რამდენად უნდა გამოეძახა, თუ არა, მაგრამ ის მცველი, რომელიც ავსტრიულ გუნდშია და ევროპა ლიგაზე ასე ხშირად თამაშომბს, მეორე და მესამე თამაშში დასატესტად უნდა დაეძახა ალბათ
giorgi
ძალიან გამახარა პაპუნაშვილის გამოძახებამ. ძალიან ნიჭიერი ბიჭია. მომენთსი თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. წარმატებები.
ალეკო
სტადიონზე დაშვება როგორ გადაწყდება?
გურჯი
გიო და ოთო დანაკლისია,თანაც სერიოზული... მიდით ბიჭებო,მიდით რა გაგვახარეთ და გაიხარეთ ძთლიან სჭირდეტა ეს მოგება ქვეყანას,მ არტო იმიტომ არა,რომ ევროპაზე გავდივართ-სულიერად და ფიზიკურად დათრგუნულ ქართველობას სჭირდება... 12-ში ტაძარში მივალ და ვილოცებ გამარჯვებისთვის მიდით რა ბიჭებო თქვენ გენაცვალეთ,ჩვენთან არს ღმერთი!!!!
იაგო
ბუდუც და ხარაიშვილიც უნდა გამოეძახა
ქომაგი
რა უბედურებაა, თქვენი მოსაწონი ფეხბურთელი ხომ ვერ გამოიძახა ამ ვაისმა. შეხედეთ რა ფეხბურთელებით აპირებს ევროპაზე გასვლას, ან 90 პროცენტი რა გუნდებში თამაშობს. თითქოს ძლიერი გუდი როცა გვყავდა მოლდოვას ვერ მოუგეს ვერც გასვლა და ვერც სახში. დაანებეთ ამ მწვრთნელის გინებას თავი და შეურაცყოფას. თუ ევროპაზე გავიდა საქართველო ვაისს შეეხვეწებიან რო კიდევ დარჩეს, თუ არა და მერწმუნედ ის უმუშევარი არ დარჩება. ვაისმა უკვე მიაღწია წარმატებას თითქმის "უსახელო" ფეხბურთელებით. ამას ჯობია გუნდსაც და მწვრთნელსაც ვუქომაგოთ და წარმატება ვუსურვოდ.
ზურა
ასეთ თამაშში ჩაკვეტაძე როგორ გამოგვაკლდა :(
Biankonneri
პაპუს გამოძახება გამიხარდა. ოღონდ არვიცი სათამაშო პრაქტიკა რამდენად ქონდა ბოლო კვირეებში :( თქვენი არვიცი მაგრამ მე ძალიან მომწონს მისი თამაში და ტექნიკა. ნამდვილად შეუძლია ინდივიდუალურად შექმნას საგოლე მომენტი, თან ამ ყველაფერს სწრაფად აკეთებს. წარმატებები ჩვენებს!
არჩი
ლოგიკა შემდეგშია: ბუდუს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მიქელთაძეს აქვს გამორჩეული მებრძოლი თვისებები. ყოველთვის ვუყურებდი და ვუყურებ რუბინის და როტორის თამაშებს ხვიჩას და ზურიკოს ნახვის გულისთვის. როცა და რამდენიც კი ითამაშა ბექამ ჯერ ერთში და მერე მეორეში, გლადიატორივით იბრძვის. ასეთი მოთამაშე შეცვლაზე დაჭირდება ვაისს და არ გამიკვირდება, მაკედონიასთანაც შეუშვას შეცვლაზე, თუ ჩვენთვის ხელსაყრელი ანგარიში იქნება შენარჩუნებელი.
არჩი
ლოგიკა შემდეგშია: ბუდუს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მიქელთაძეს აქვს გამორჩეული მებრძოლი თვისებები. ყოველთვის ვუყურებდი და ვუყურებ რუბინის და როტორის თამაშებს ხვიჩას და ზურიკოს ნახვის გულისთვის. როცა და რამდენიც კი ითამაშა ბექამ ჯერ ერთში და მერე მეორეში, გლადიატორივით იბრძვის. ასეთი მოთამაშე შეცვლაზე დაჭირდება ვაისს და არ გამიკვირდება, მაკედონიასთანაც შეუშვას შეცვლაზე, თუ ჩვენთვის ხელსაყრელი ანგარიში იქნება შენარჩუნებელი.
semi
წარმატებები ბიჭებს ! ჩვენ გავალთ ევროპაზე აუცილებლად, მე მჯერა თქვენი!
კვარა
ზივზივაძე ისევ არაა. რა ჯორი კაცია რა ეს ვაისი.
klimenti
რა ლოგიკა ჩემო ძმაო. დიდხანს ვიკავებდი თავს, მაგრამ უკვე ზედმეტია - ვაისი რუსული ფეხბურთის ე.წ. რუხი კარდინალის საცეცებს ვერ აღწევს თავს. მიქელთაძე ხომ იმ როტორში თამაშობს, სადაც ჯუღელის სასტავია შეკრებილი. ადექით და დასკვნა გამოიტანეთ. ზივზივაძე, ისევე როგორც არაბიძე და ბევრი ღირსეული ქართველი ფეხბურთელი ვერ ხვდება ბობოლა მენეჯერების გავლენის სფეროში და გაფართოებულ შემადგენლობაშიც იმიტომ ვერ ხვდება. 29-ში მოხვედრა ავტომატურად 23-ში მოხვედრას არ ნიშნავს, მაგრამ ვაისიც კარგა გვარიანად გაისვარა - იმიტომაც მოხსნა ნაკრებში მუშაობის ყველა რეკორდი!
გიზოგ
ასეთი მნიშვნელობის თამაშში შანსის მიცემაზე საუბარი, რბილად რომ ვთქვათ უადგილოა, მიუხედავად ზივზივაძისადმი დიდ სიმპათიისა და პატივისცემისა.
გოგა
დასანანი დანაკლისია ჩაკვეტაძე:( დანარჩენი ვინც გვყავს კი გამოიძახა. კარგია ახალი თავდამსხმელი, რო გამოიძახა, შეიძლება კლუბში ვერ ბრწყინავდეს ფეხბურთელი და ნაკრებს კარგად მოერგოს. წარმატებები ბიჭებს
fan1
მიქელთაძის გამოძახება კიდევ ერთხელ მიგვითითებს იმაზე რომ ამ თამაშის მერე ვაისი სასწრაფოდ უნდა მოვიცილოთ.
daviti
იმედს ვიტოვებდი რომ მიქაუტაძე მაინც იქნებოდა ეროვნულში რადგან ახალგაზრდულში არ იყო
კრაზანა
რა მიქელთაძე? რა მიქელთაძე? ბუდუ არ გამოიძახა!!! უბრალოდ ვინმემ ლოგიკა მითხარით, არაა მიქელთაძე ფორმაში, ფორმის პიკზე რომ იყო მაშინაც არ იძახებდნენ, ბოლოს გოლი როდის გაიტანა ? ღმერთი არ წამს ფედერაციაში ვინმეს, რას ერჩის ზივზივაძეს.. უბრალოდ რამე ლოგიკა მითხარით... აი ვაისს არ ექნება იმდენჯერ მიქელთაძეს თამაში ნანახი მე რომ მაქვს, ჯერ რუბინში რომ გადავიდა და ახლა როტორში...თფუ
QT
მიქელთაძეს არას ვაერჩი მაგრამ, მიეცი ბიჯო ბუდუიეს შანსი, რა იქნება.
"ბარსელონას" იამალის საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ გაშვება არ უნდა
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"ბარსელონას" იამალის საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ გაშვება არ უნდა