"მატჩ ტვ"-ის კომენტატორმა სტანისლავ მილინმა sportbox-თან ინტერვიუში ყაზანის "რუბინის" ქართველ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

"ხვიჩას "სევილიაში" ტრანსფერი სავსებით შესაძლებლად მიმაჩნია, რადგან კვარაცხელიას ევროპული დონის პოტენციალი აქვს. კიდევ ერთი ფაქტორია, მიმდინარე სეზონში ოკამპოსის შედეგიანობა ძალიან დაეცა და წინა წლის ჩრდილიც არ არის, საკუთარ თავს არ ჰგავს, არადა, შარშან ლა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენაფლანგელი იყო. ახლა ტრავმა ბოლომდე ვერ მოიშუშა.

შემიძლია ხვიჩა "სევილიას" მარცხენა ფლანგზე წარმოვიდგინო, თუმცა მთავარია, რა დრო დაეთმობა მას. ამ გუნდში ძალიან დიდი კონკურენციაა. იმაზე ვლაპარაკობ, რატომაც მირანჩუკი "ატალანტაში" ვერ თამაშობს. ზუსტად იგივე რამ შეიძლება განმეორდეს ხვიჩას შემთხვევაში. მას ახალ ჩემპიონატთან, განსხვავებულ რიტმსა და ფეხბურთთან შეგუება მოუწევს. ამ ყველაფერში ფიოდორ სმოლოვი სულ ცოტა ხნის წინ დარწმუნდა.

თუმცა ხვიჩა ფიოდორზე გაცილებით ახალგაზრდაა. ქართველი ფეხბურთელად ახლა ყალიბდება. თუ ევროპულ კლუბში ახლა გადავა, შესაძლებელია, ეს პროცესი დაჩქარდეს.

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეტევის მარცხენა ფლანგზე "სევილიას" ახალგაზრდა ტალანტი ჰყავს. ეს ბრაიან ჰილი გახლავთ, რომელიც "ეიბარშია" განათხოვრებული და გუნდის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა და განვითარება შეუძლია. ეს ყველაფერი, ჯამში, ხვიჩასთვის საინტერესო, კონკურენტულ და საკმაოდ რთულ პირობებს ქმნის", - თქვა მილინმა.

ტუპხუთს
ამის მოგონილი კი არაა. უეფამ დაადგინა რუსეთის ლიგა მეექვსეა ევროპაში და მაგიტომაცაა რო ჰოლანდიაზე პორტუგალიაზე ბელგიაზე და თურწეთზე მეტი გუნდი ყავს ლიგაზე. თუ არ იგი წაიკითხე. ზენიტი, ლოკომოტივი და კრასნოდარი.
11
აცადეთ თამაში. სტაბილურად ითამაშოს მთავარია და კარგი გუნდი აუცილებლად გამოჩნდება. მასე მიგყავდათ ჩაკვეტაძე ხან მარსზე და ხან ვენერაზე, მაგრამ ვხედავთ რაც მოხდა. იმედია მალე გამოჯანმრთელდება ჩაკვე და განაგრძობს პროგრესს.
Amiko
აიაქსი კაი ვარიანტია უდავოდ მარამ აიაქს მარცხნივ კაი შემტევები ჰყავთ დორტმუნდის უფრო ჭირდება მარიზე მაცლიერება.ბიძომ ფლანგებთან თავშესაფარია თემებს გვარებს.
კოტე
ხვიჩა კარგი ბიჭია და სადაც არის და რა ჩემპიონატშიც თამაშობს შესანიშნავად გაიზრდება, თორემ იყო მილანში კაშკაშა ვარსკვლავი უკრაინელი შევჩენკო წავიდა სხვა გუნდში და ჩაქრა
ჩემი აზრით
უბრალოდ ხვიჩას თამაშის ყურება მირანჩუკისგან განსხვავებით დიდი სიამოვნებაა.თან შედეგიც მოაქვს.რას იზამს ტოპ ჩემპიონატში გამოჩნდება.დრიბლინგთან ერთად მოედნის ხედვაც რომ აქვს რუბინში 50 მეტრიან საგოლე პასით დაგვანახა.მოკლედ მთავარია ჯანმრთელობა და ისეთ გუნდში მოხვედრა სადაც ძირითადის მოთამაშე იქნება
თენგო
ეს კაცი ყველგან გაქაჩავს ჩაკვეტძეს ტრამვა რატო გაასაიდუმლეს ამ უვარგისებმა, რა ხდება იცით ვინმემ?
ლევანი
გეყოფათ! კმარა! ნიკანორ მელიასი არ იყოს: რას ემსახურება ასეთი სტატიები? ცოდოა ბიჭი და სირცხვილია ეს ზეაღტკინება ჰაერზე, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ. არ ჭირდებათ სევილიას სკაუტებს თქვენი “დახმარება”. არ დაბლოკოთ.
Top 5 ooooo:))
ტოპ 5 ის მერე ევროპაში საუკეთესო რანაირადაა , ანუ ჰოლანდიის ჩემპიონატს ჯობია , ბელგიისას და თურქებისას?
ზაზა
იგივე მირანჩუკის ქართველი და ჩვენი ნაკრების ფეხბურთელი რომ იყოს ვურჩევდი ლოკომოტივში დარჩენას. ჯერ ერთი რუსეთის ლიგა ტოპ 5-ის შემდეგ ევროპაში საუკეთესოა. მეორეც, ლოკომოტივი მუდმივად ჩემოიონობისთვის/თასისთვის იბრძვის, ერთერთი ფავორიტია და ჩლ-შიც სისტემატიურად გამოდის. მეტიც მაგალითად ევროპა ლიგაზე უმაღლესი მიზნებისთვის შეუძლია ბრძოლა რაც არაერთხელ დაამტკიცეს ცსკამ, ზენიტმა და იგივე ლიკომ. მესამე მიზეზი ანაზღაურებაა. პირადად მირანჩუკი ხელფასის ორჯერ შემცირებაზე დათანხმდა იტალიაში გადასასვლელად. მიზეზი 4. თავის კლუბში და ქვეყანაში მირანჩუკი უკვე ლეგენდა იყო და კლუბში დარჩენით ამ სტატუსს საბოლოოდ განიმტკიცებდა. კარიერის დასრულების შემდეგ არც სამუშაო ადგილის ძებნა მიუწევდა. საკუთარ ძმასთან ერთად კლუბის ხელმძღვანელობაში გადაინაცვლებდა. და რა მიიღო სანაცვლიდ? მაქსიმუმ შეცვკაზე თამაში უკვე დასრულებულ მატჩებში სადაც გოლიც კი გაიტანს მაგრამ დაწინაურებას მაუნც არავინ უოირებს. უცხო გარემო, ოჯახს, ტყუპუსცალს და ახლიბლებს მოწყვეტილი, უცხო კულტურის და ენის გარემოში... ეს ყველაფერი კიდევ უფრო გაირთულებს ადაპტაციას და მიუხედავად იმისა რომ ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის დიდი ალბათობით 1 წელიწადში ჯერ ისევ ევროპაში ცდის ბედს ოღონდ ერთი საფეხურით დაბალ დონეზე მაგალითად სადმე ბოლონიაში, ჯენოაში ან ვესტ ბრომვიჩში და საბოლოო გულაცრუების შემდეგ, გვარიანად შესუსტებული სადმე მოსკოვის დინამოში ამოყოფს თავს სადაც სსკუთარი ქმედითუნარიანობის ხელახლა დამტკიცება მოუწევს. ეს ყველაფერი იმისთვის არ დამიწერია რომ ხვიჩაზე გადავიტანო კოპი ფეისტით. პირიქით, ამ ბიჭს ყვეკაზე მნიშვნელოვანი რაც აქვს არა უსაზღვრო ტალანტი არამედ ამ ასაკისთვის გასაოცარი პროფესიონალიზმია! ხვიჩა ყველგან შეძლებს თავის დამკვიდრებას და ეს მაშინ დაამტკიცა როდესაც რუსთავიდან რუსეთის ჩემოიონ გუნდში აღმოჩნდა. მაშინ დონეებს შორის ცა და დედამიწასავით განსხვავება იყო და ახლა ამხელა ნახტომის გაკეთება აღარ დასჭირდება რომელ ლიგაშიც არ უნდა მიხვდეს. ვიმეორებ რუსეთი ტოპ 5-ს ყველაზე მეტადაა მიახლოვებული. მეტიც ხვიჩას უკვე შეუძლია უმაღლეს ეშელონში თავის წარმოჩენა. დამეთანხმება მცოდნე ხალხი რომ სევილია და ფორტმუნდი მაინც მეორე ეშელონია. თუმცა მისთვის ალბათ ყველაზე ხელსაყრელი ასეთი სცენარი იქნება. სეზონის ბოლომდე რუბინში (სლუცკის დარჩენის პირობებში), შემდეგ მეორე ეშელონი და უმაღლრსი ეშელონის კლუბების მთავარი მომმარაგებელი ბოლო ათწლეულში დორტმუნდის ბორისია და კიდევ 2 წელიწადში, 22 წლის ასაკში ოცნების ახდენა და რეალ მადრიდი!
ქართველი888
უმნიშვნელოვანეს თამაშამდე ერთი კვირა დარჩა... შევიკავოთ თავი და ნუ ავუბნევთ თავგზას ადეთი თემების განსჯით. წარმატებები ხვიჩა!!!
Just Supporter
ხვიჩასთვის, ჩემი აზრით, იდეალური იქნებოდა გერმანიის ჩემპიონატი - დორტმუნდი თუ არა, თუნდაც ლაიფციგი, გლადბახი ან ლევერკუზენი. თამაშის სტილიდან და გერმანელების ახალგაზრდების მიმართ დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ეს მიმართულება უფრო პერსპექტიულად მიმაჩნია, ვიდრე ესპანეთი. ჰოლანდიაში - მხოლოდ აიაქსი. ინგლისიც მოუხდება სტილით, მაგრამ მანდ ახალგაზრდებს ბევრ შანსს არ აძლევენ და ადაპტაცია, თუ გაუჭიანურდა, შეიძლება სულ დაიკარგოს, თუმცა იგივე ლესტერი კი მოუხდებოდა, თამაშის სტილიდან გამომდინარე.
ემიგრანტი
კვარა მაგარრი ხარ გენაცვალე. რაც შეეხება . საქართველოს ჩემპიონატიდან წამოვიდა რუსეთში თინეიჯერი ადაპტაცია ისე გაიარა რომ მთელი რუსეთი აგალაპარაკათ და არა მარტო რუსეთი . სადაც ცავა ყველგან ისე ითამაშებს რომ ყველას თვალში მოხვდება. რატომ? ინიტომ რომ უფლისგან ნაჩუქარ ტალანტს ყოველთვის გამორჩეული იქნება . თან უყვარს ფეხბურთი ბურთი. დისციპლინა . ვინც მას უყურებს ყველა დადებით ადამიანად აქებს და დისციპლინაც
დავით 67
გოგა-ს! რატომ უნდა გადავიდეს უფრო ძლიერი ჩემპიონატიდან უფრო სუსტში. ფასის მატებაზე ისე ლაპარაკობ თითქოს წილში იჯდე) იდეალური ვარიანტი დორტმუნდია. ჰოლანდი კვარაცხელიას ტანდემი მაგრად გაამართლებს. თანაც ბუნდესლიგა ნაკლებტრამვიანია.
LIVERPOOL
დორტმუნდი ან აიაქსი. ოცნებაა, მაგრამ კლოპის ხელში რა მაგრობა იქნებოდა.
გოგა
ხვიჩასთვის შემდეგი საუკეთესო ვარიანტად ჰოლანდიაში თამაში მიმაჩნია აიაქსი იდეალური ვარიანტი იქნებოდა ასევე პსვ ან ვიტესიც ჰოლანდიის ჩემპიონატი შეტევაზეა ორიენტირებული და ხვიჩა საუკეთესოდ წარმოაჩენს თავს და კიდევ უფრო გაიზრდება და დაღვინდება, მგონია რომ შეტევაშიც უფრო მოუმატებს, თან დაცვაშიც ხისტები არ არიან და ტრამვებისგანაც მეტად იქნება დაზღვეული, მერე შეიძლება სხვა უფრო მაღალი დონის კლუბებზე და ჩემპიონატზე ფიქრი ალბათ ორ წელიწადში ფასიც მოემატება, ლუი სუარესი ზლატანი კიდევ რამდენი ვინ მოსთვლის დეიონგი ზიეჩი, ტალანტებს აფასებენ აიაქსში ნამდვილად კარგი არჩევანი იქნება ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი აზრია და კარგი იქნება თუ აიაქს შეთავაზებს მის თავს აგენტი
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ