ნებისმიერ მებრძოლს დროთა განმავლობაში, გამოცდილების დაგროვების შემდეგ, ვარჯიშის საკუთარი მეთოდიკა უყალიბდება. თუმცა ზოგიერთის იმდენად განსხვავებული და მიუღებელია, რომ ეფექტური შედეგის მომტანი არ არის. დღეს მოგიყვებით ვარჯიშების ყველაზე გიჟურ მეთოდებზე, რომლებსაც სხვადასხვა ცნობილი მებრძოლი იყენებდა. სპოილერი: ელოდეთ მსუბუქ შოკს.

უმრავლესობისთვის უცნობი და, ალბათ, წარმოუდგენელია, თუმცა ლეგენდარული ამერიკელი ევანდერ ჰოლიფილდი ბალეტის გაკვეთილებზე დადიოდა. მძიმეწონოსან მოკრივეს ბალეტი ბალანსისა და ფეხების მუშაობის გაუმჯობესებაში ეხმარებოდა.

ზოგადად, ცეკვები საკმაოდ კარგი ვარჯიშია. კრივის ვირტუოზი ვასილი ლომაჩენკო ბავშვობიდან დადიოდა ლათინოამერიკულ ცეკვებზე. ასევე, "შუგარ" რეი რობინსონი გამოცდილი მოცეკვავე იყო. აღსანიშნავია, რომ რობინსონი ძროხისა და ხარის სისხლს სვამდა და ამტკიცებდა, რომ ეს სისხლი მის ამტანობას რიგიანად აუმჯობესებდა.

არჩი მური რობინსონის მეთოდისგან შორს არ იყო. არჩი სტეიკს ღეჭავდა და ცდილობდა ხორცის წვენი გამოეწურა და მხოლოდ ის გადაეყლაპა. მოკრივის თქმით, ასე ის ხორცის ყველა სასარგებლო ნივთიერებას ზედმეტი კალორიების გარეშე იღებდა.

ჯორჯ ფორმანი არ სვამდა სისხლს და არ ცეკვავდა, თუმცა ჯანის გასაზრდელად მხრებზე ძროხებს შემოიგდებდა და ისე დადიოდა. რობერტ ფიცსიმონსი კი ცხენს აშინებდა და მის მოქნეულ ჩლიქებს იცილებდა.

ვასილი ლომაჩენკო თავის სავარჯიშო ბანაკში მთელ რიგ უცნაურ და კომპლექსურ დავალებებს აკეთებს: მოკრივე 5 წუთით იკავებს ჰაერს, თამაშობს დომინოს, ხსნის თავსატეხებს, რათა გონების სიმახვილე შეინარჩუნოს.

ლეგენდარულ მუჰამედ ალისაც ჰქონდა თავისი მეთოდიკა. ის სირბილის დროს მძიმე ჩექმებს იცვამდა და რამდენიმე ათეულ მილს დარბოდა.

ალექს
რეი რობინსონიც იყო მოკრივე და მეტსახელი ,,შუგარი" მასაც ჰქონდა
ირაკლი
ძალიან მაგარი მოკრივე იყო მაგრამ უძლეველი არამგონია. რობერტომ ისეთ დღეში გაატარა გააქრო რინგიდან ფაქტიურად
aleksandre
1952 წელს მოკრივის კარიერის შემდეგ შოუ ბიზნესში დაიწყო მოღვაწეობა რობინსონმა, ასე რომ თავად მიედ მოედებით:)
დათო
შუგარ რეი ლეონარდიც იყო მოკრივე და შუგარ რეი რობინსიონიც, ასე რომ არ შეშლიათ
Sportall
გამარჯობა, მადლობა რომ კითხულობთ ჩვენ საიტზე. "შუგარ" რეი ლეონარდი სხვა მოკრივეა, "შუგარ" რეი რობინსონი - სხვა. ორივე დიდი მოკრივეა, თუმცა აქ სწორედ რომ რეი რობინსონს ვგულისხმობდით.
რას მიედ-მოედებით
შუგარ რეი რობინსონი კი არა, რეი ლეონარდი, შუგარ მეტსახელია და შაქარს ნიშნავს, ასე რომ, შუგარ რეი ლეონარდი ბატონებო, ეს არ უნდა გეშლებოდეთ, იმდენად დიადია ლეონარდი, მეორე ქვემძიმე წონის უძლეველი მოკრივე, ეს ყველაზე პრესტიჟული წონაა აბსოლუტურის შემდეგ!!!...
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა