რას ფიქრობს „არსენალის“ ჰოლანდიელი თავდამსხმელი, 27 წლის რობინ ვან პერსი ინგლისელი ფეხბურთელების ქეიფსა და დროსტარებაზე
იცით, რას ამბობს „არსენალის“ ჰოლანდიელი თავდამსხმელი, 27 წლის რობინ ვან პერსი? ის ამბობს, რომ ინგლისში ბევრი ფეხბურთელი „ამოწეული ხელის მუხრუჭით“ თამაშობს. სხვა სიტყვებით, ახალგაზრდა მილიონერებს მოედანზე გაცილებით მეტის მიღწევა შეუძლიათ, მაგრამ მუხლჩაუხრელ შრომას ქეიფი და ახალ-ახალ მანქანებზე ფიქრი ურჩევნიათ.

ვან პერსის ლონდონში დიდი თანამემამულის, დენის ბერგკამპის მხარდამხარ მოუწია თამაშმა. ბერგკამპი ფეხბურთს სწორედ „არსენალში“, 37-ე დაბადების დღემდე ცოტა ხნით ადრე დაემშვიდობა. აქვე თამაშობდა დიდი ფრანგი ფორვარდი ტიერი ანრი, რომელიც დღეს 33 წლის გახლავთ და ამერიკაში, „ნიუ იორკ რედ ბულზში“ გამოდის.

ვან პერსი ჩრდილო ლონდონში 2004 წელს, საკმაოდ დაბალ ფასად, 2,75 მილიონ ფუნტად, „ფეიენოორდიდან“ გადავიდა. გასულ სეზონში მას ტრავმებმა ფრიად შეუშალა ხელი, მაგრამ დაჟინებამ შედეგი მაინც მოიტანა და ყველა შეჯიბრებაში ერთად 22 გოლის გატანა მოახერხა. გასულ კვირაში ის ჰოლანდიის ნაკრების შემადგენლობაში ურუგვაელებს (1:1) ეთამაშა.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ინგლისის ნაკრებმა ევრო 2012-ის შესარჩევში შვეიცარიას ვერ მოუგო - 2:2, რაც გულშემატკივრებმა და მასმედიამ წარუმეტებლობად ჩათვალეს, მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ კი ყველაფერი ფეხბურთელების გადაღლას დააბრალა. არადა, ვან პერსის რომ მოვუსმინოთ, თუკი ინგლისელი ვარსკვლავები ღამ-ღამობით სმას შეამცირებენ და მეტს ივარჯიშებენ, შესაძლოა ყველაფერი სხვანაირად იყოს. ყოველ შემთხვევაში, თავად ყველა ღონეს იხმარს რათა, როგორც ფეხბურთელმა, რაც შეიძლება მეტს მიაღწიოს.

„ფეხბურთის თამაშს თავს მაშინ დავანებებ, როდესაც შევატყობ, რომ უკვე აღარაფრად ვვარგივარ ან, როდესაც ჩემი ცოლი მეტყვის, რომ ვარცხვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბურთაობას არასდროს შევეშვები, რადგან ეს საქმე ძალიან მიყვარს და მინდა სიამოვნება რაც შეიძლება გავიხანგრძლივო.

ნამდვილი ვარსკვლავები არასდროს ბრიყვდებიან ისეთი რაღაცებით, როგორიც არის ფული, პოპულარობა ან ექსკლუზიური მანქანა. მათ ამისთვის უბრალოდ არ სცალიათ, რადგან მთელი დღეები ბურთით არიან დაკავებული. ძალიან ძნელია, როდესაც ატყობ, რომ ესა თუ ის ფეხბურთელი თამაშის დროს გულგრილია, ასე ვთქვათ, ხელის მუხრუჭი ამოწეული აქვს და ისე თამაშობს. სულ ახლახან ნიუ იორკში ვიყავი და ტიერი ანრის ვესტუმრე. მის თამაშზე გახლდით. აღვფრთოვანდი, როდესაც ვნახე, რა გატაცებით დასდევდა ამხელა გამოცდილების კაცი ბურთს. ტიერის ამერიკის ჩემპიონობა სურს და ეტყობა, რომ ამ იდეით არის შეპყრობილი. ასეთი გატაცებები მეც მახასიათებს. გულწრფელად გეუბნებით, რომ მის ასაკამდე თამაშის იმედი მაქვს.

გაიხსენეთ ედვინ ვან დერ სარი, რუუდ ვან ნისტელროი, კლარენს ზეედორფი, დენის ბერგკამპი... რა ასაკამდე ითამაშეს მათ? ზოგი აგრძელებს კიდეც და ეს იმიტომ, რომ ნამდვილი პროფესიონალები არიან. კიდევ, ძალიან მნიშვნელოვანია, რთული პერიოდების გადალახვა შეგეძლოს. ჩემი მწვრთნელი ჰოლანდიის ნაკრებში, ბერტ ვან მარვიიკი სულ იმეორებს, რომ ერთ ადგილზე არასდროს უნდა გაჩერდე და დარწმუნდები, რომ წინ ულამაზესი გამარჯვებები გელის. მე მას სრულიად ვეთანხმები. ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ შეწყდება, როდესაც კარიერას დაასრულებ, მანამდე კი მოტივაცია და გამარჯვებათა წყურვილი უნდა შეინარჩუნო. 60-70 პროცენტით მოტივაციაზეა დამოკიდებული რა სიმაღლეზეზე ავა ფეხბურთელი კარიერაში“.

შემდეგ, ვან პერსის წარუმატებლობებზე ჩამოუგდეს სიტყვა. გაირკვა, რომ მას ყველაზე დიდ წარუმატებლობად „არსენალის“ ბოლო სამი-ოთხი თვის ამბები მიაჩნია. შეგახსენებთ: არსენ ვენგერის გუნდი ერთბაშად ოთხ ფრონტზე იბრძოდა და ფავორიტადაც ითვლებოდა, მაგრამ 27 თებერვალს, „უემბლიზე“, გუნდმა „ქარლინგის თასის“ ფინალში „ბირმინგემთან“ წააგო და მერე ყველაფერი ცუდად წავიდა.

დღეს, ვან პერსი იმედოვნებს, რომ ვენგერი ახალ ფეხბურთელებს შეიძენს და მათი დახმარებით „მეთოფეები“ დიდ სიმაღლეებს დაიპყრობენ.

„ყოველ წელიწადს ერთი და იგივე მეორდება. გადახედეთ ბოლო წლების შედეგებს. ბოლოს და ბოლოს დროა საკუთარი თავისთვის ჩემპიონობის შეკვეთას თავი დავანებოთ. რასაკვირველია, ჩემპიონობის წყურვილი კარგია, მაგრამ ხანდახან ჯობს რეალისტებად დავრჩეთ. მეორე მხრივ კი მჯერა, რომ ახალი ფეხბურთელების დამატება გაგვაძლიერებს და ტიტულებისთვის ბრძოლაში გაცილებით მეტს მივაღწევთ.

დღესაც კი ვერ ვიჯერებ, როგორ გავუშვით „ქარლინგის თასი“ ხელიდან. არადა, ეს გარდამტეხი მომენტი იყო. ჩვენ შეგვეძლო ყველასთვის გვეჩვენებინა, რომ ტიტულების მოპოვება შეგვიძლია. ეს გამარჯვება გუნდში ფსიქოლოგიურ ატმოსფეროს შეცვლიდა. „არსენალი“ სულ სხვა საფეხურზე ავიდოდა.

„ბირმინგემთან“ დამარცხებას რომ ვიხსენებ, ახლაც კი გული მტკივა. დაუსრულებლად ვეკითხები საკუთარ თავს, როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო?“

ზემოთ მოგახსენეთ, რომ ვან პერსიმ ტრავმების მიუხედავად მაინც შეძლო გოლების გატანა. პრემიერლიგაში მან 18 შეაგდო და სეზონის საუკეთესო ბომბარდირებს, კარლოს ტევესსა და დიმიტარ ბერბატოვს მხოლოდ ორი გოლით ჩამორჩა.

„ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი და ტრავმას რომ არ შევეფერხებინე, ინგლისის საუკეთესო ბომბარდიდი მე გავხდებოდი. რომ მოვშუშდი, ისევ განვაგრძე გოლების გატანა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონიც იყო, მაგრამ რად გინდა, ის ძველებურად, პრიზების გარეშე დასრულდა“.

და ბოლოს, დავასრულოთ იმით, რითაც დავიწყეთ: რას ფიქრობს რობინ ვან პერსი ინგლისელი ფეხბურთელების ქეიფსა და დროსტარებაზე?

„როდესაც ვხედავ, რომ ზოგიერთი ღამის 3 საათამდე შინ არ შედის, ვფიქრობ, რომ მისი კარიერა 33 წლამდე ძნელად თუ მიაღწევს. პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დილით ჩემს ორ შვილთან ერთად მივუჯდე მაგიდას სასაუზმოდ. ღამ-ღამობით კლუბებში რომ დავდიოდე, ამას ვერ მოვახერხებდი. მოკლედ, მე ცხოვრებაში სხვა გზა ავირჩიე და მინდა რაც შეიძლება დიდხანს ვაკეთო ის, რაც ძალიან მიყვარს - ფეხბურთი ვითამაშო“.

[PHOTO] ნახეთ, როგორ მკერდსავსე გოგონას ჰყვარობს "ჩელსის" ვარსკვლავი
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
[VIDEO] ნერესმა "ნაპოლის" იტალიის სუპერთასი მოაგებინა
რაფინია ალკანტარამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...