<p>გასულ დეკადაში ვიხილეთ ძალიან ბევრი მაგარი გამთამაშებელი, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ჩვენი გვერდის აზრით საუკეთესო 10 გამთამაშებელი. რა თქმა უნდა, აზრები გაიყოფა, შესაძლოა ჩვენ ხუთეულში ვერ მოხვდნენ ისეთი მოთამაშეები, რომლმებიც თქვენთვის ტოპ ადგილებისთვის იბრძოლებდნენ, მაგრამ რა თქმა უნდა მივიღებთ თქვენს აზრს, კიდევ ერთხელ გიმეორებთ ეს მხოლოდ ჩვენი აზრია. ჩვენ შევხვდით უამრავ გამთამაშებელს, რომლებიც გამოირჩეოდნენ თავიანთი სტილით, მაგალითად, აგრესიით, საოცარი ბურთის ფლობით, შუთერები, უბრალოდ მაღალი IQ-ს მქონე გამთამაშებლები, უძლიერესი დამცველები და ა.შ. მაშ ასე : 10. DERICK ROSE დერიკის გამოჩენისთანავე ალაპარაკდა მედია, რომ შესაძლოა ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებლი გამხდარიყო კარიერის ბოლოს. რეალურად ჩვენ ვერ გავიგებდით ამას, რომ არა მისი ამდენი ტრამვა, მისი ტკივილი მასში იწვევდა ცვლილებებს, აგარ იყო ისეთი აგრესიული და უკვე ფიზიკურად აღარ შეეძლო ისე ლაღად შესულიყო და ჰაერში მინიმუმ 2 მოძრაობა მოესწრო. სამწუხაროა, რომ მისი შესაძლებლობის 50% ვერ გამოვლინდა, არადა საღი იყო ის აზრი, რომ ჰქონდა მას პოტენციალი გამხდარიყო ერთ-ერთი საუკეთესო. გასული დეკადის განმავლობაში როუზმა მონაწილეობა მიიღო 2 ALL-STAR-ში, აიღო MVP-ის ჯილდო და დაიკავა კუთვნილი ადგილი 2010-2011 წლების სეზონში ALL NBA 1ST TEAM-ში. ალბათ, რომ არა მისი ტრამვები დღეს ჩიკაგო ბულსი ბევრად წინ იქნებოდა და მჯერა ის გახდებოდა იმ FRANCHISE ერთ-ერთი ლეგენდა, სადაც მრავლად არიან გუნდის გმირები. 9. TONY PARKER ფრანგი დირიჟორი, რომელიც უბრალოდ ხატავდა მოედანზე. პოპოვიჩის სისტემის ფარული ჯოკერი, რომელიც ისე ფეთქდებოდა, რომ თვითონვე ხურავდა მატჩებს. ტონი გახდა NBA ჩემპიონი 2013-2014 წლებში, მიიღო მონაწილეობა 3 ALL-STAR- ში და დასახელდა 3 ჯერ ALL NBA 2ND TEAM - ში. 2013-2014 წლების სეზონში მოპოვებული ჩემპიონობის შემდეგ მან გაინაღდა დეკადის ტოპ 10- ში ადგილი. საბოლოოდ ის შეუერთდა შარლოტას 2018-2019 წლებში და 1 სეზონის თამაშის შემდეგ დაასრულა კარიერა. ერთ-ერთი ლეგენდა გრეგის ბიჭებიდან, შეიძლება ასეთი სათაურით დავასრულოთ მასზე საუბარი. უდიდესი მოთამაშე და ერთ-ერთი საუკეთესო არაამერიკელი გამთამაშებელი, რომელიც მოღვაწეობდა NBA-ში. 8. KYLE LOWRY 2018-2019 წლების სეზონში კავაი ლეონარდთან ერთად მოპოვებული საჩემპიონო ბეჭდის შემდეგ, ის უკვე იმსახურებს ადგილს გასული დეკადის ტოპ 10 გამთამაშებელში. მისი სტილი არ წააგავს იმ მოთამაშეებს, რომლებიც ქვემოთ შეგხვდებიან, ის შედარებით დინჯია, ანუ მარტივად რომ გითხრათ, არაა სწრაფი და აგრესიული გამთამაშებელი, მაგრამ მას გააჩნია თავისებური სტილი, კარგი დაყენებული სამქულიანი + მისი ყოველმხრივი შესაძლებლობა. ის არის ორიენტირებული პასზე და საკმაოდ კარგი სქორერია. ჩემპიონობასთან ერთად, რომელიც როგორც აღვნიშნე მოიპოვა 2018-2019 წლებში, ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული 5 ჯერ ALL-STAR-ში და 2015-2016 წლების სეზონში იყო ALL NBA 3RD TEAM- ში. 7. KEMBA WALKER კემბას ყველაზე ძლიერი მხარეა შეტევა, შეტევა და შეტევა. გასაოცარი ნიჭის მქონე შემტევი, კარგი ბურთს ფლობა და სისწრაფე. ალბათ ყველაფერი აქვს ძალიან ძლიერი გამთამაშებლობისთვის. სანამ ის გამოდიოდა შარლოტში, მისი გეგმებიც ძალიან დაბალი იყო, პარალელის სახით ბრედლი ბილის მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ. ორივეს გეგმა იყო საკუთარი თავის სიამოვნება, მატჩში უხეშად რომ ვთქვათ 25 სროლის შესრულება და სეზონის ბოლოს ტოპ 5 მექულეში შესვლა, მაგრამ კემბას მიზნები შეიცვალა მას შემდეგ, რაც შეუერთდა ბოსტონს. მისი გეგმა ახლა მხოლოდ და მხოლოდ ჩემპიონობაა და ითვლებიან კიდეც ერთ-ერთი ფავორიტებად ბრედ სტივენსის ხელმძღვანელობით. 3 გზის ALL-STAR და 2018-2019 წლების სეზონში მოპოვებული NBA 3RD TEAM, ზუსტად ესაა, რასაც ვამბობდი, ის უბრალოდ ერთობოდა, რადგან შარლოტთან ერთად მაღალი მიზნებისთვის ვერ იბრძლებდა. ვნახოთ გამოაჩენს თუ არა კემბა თავის რეალურ სახეს ბოსტონში, პირადად მე მგონია და დიდი იმედებით ვარ განწყობილი.</p><p>6. JOHN WALL ძალიან სწრაფი, აგრესიული, შოუმენი და უბრალოდ ხალხისთვის საყვარელი მოთამაშე. ტრამვების გამო მისი კარიერა ისე არ განვითარდა, არადა შეეძლო ბევრად მეტი, თანაც გუნდში დღევანდელი დღისთვის ერთ-ერთი ყველაზე მეტად მოთხოვნადი შემტევი ჰყავს. ვოლის კარიერა საკმაოდ კარგად მიდიოდა, მოედანზე დგავდა შოუს, გადაადგილდებოდა რეაქტიული სისწრაფით და რასელ ვესტბრუქთან ერთად გვახსენებდა რაღაც მხრივ ალენ აივერსონს. საკმაოდ მძიმე ტრამვის შემდეგ ვნახოთ როგორ დაბრუნდება, მაგრამ ის ნამდვილად იმსახურებს ადგილს დეკადის ტოპ 10 გამთამაშებელს შორის. 2010-2011 წლების სეზონში მოხვდა ახალწვეულთა პირველ გუნდში, ასევე 2014-2015-ში ALL DEFENSIVE 2ND TEAM, 2016-2017 ALL NBA 3RD TEAM და ამას დამატებული 5 გზის ALL- STAR-ი. ალბათ ჩემპიონობა და ნებუსმიერი ინატრებდა ასეთ კარიერას, მაგრამ ვფიქრობ ასეთი ტრამვის შემდეგ ის ისეთ ვეღარ დაბრუნდებდა, მაგრამ წინასწარმეტყველებას შევეშვები და გადავალ შემდეგზე. 5. DAMIAN LILLARD ასრულებს სერიებს ხელის აკანკალების გარეშე, 1 წამზე ნაკლებ დროში სასწაული ბაზერით უშვებს სახლში ჰარდენს, თითქმის ლოგოდან აგდებს სამქულიანს ჯორჯის ხელიდან და რასელს მესამედ უშვებს პირველი რაუნდიდან. მისი თამაში ეჭვს არასდროს ბადებდა, რომ ის დეკადაში ტოპ 5 ში იქნებოდა. მისი სამქულიანის სროლა, მისი შედეგიანობა, გადაცემები, აგრესიულობა და მისი აღნიშვნა DAME-TIME. ძალიან ძლიერი გამთამაშებელი ბეჭდის გარეშე, სამწუხაროდ, მაგრამ მისი დიდებული კარიერის დანახვა ისედაც ნათლად ჩანს. 2017-2018 წლების ALL NBA 1ST TEAM, ორგზის ALL NBA 2ND TEAM, 2013-2014 ALL NBA 3RD TEAM, 2012-2013 წლებში ახალწვეულთა პირველ გუნდში, საუკეთესო ახალწვეული 2012-2013 წლებში და 4 გზის ALL-STAR-ი. უბრალოდ გასაოცარი კარიერა და მას ჯერ კიდევ ბევრი აქვს წინ ტრაილბლეიზერსთან ერთად. 4. KYRIE IRVING მისი მთავარი მომენტი კარის ხელიდან ჩაგდებული 3 ქულიანია, რომელმაც გამარჯვება მოაპოვებინა გოლდენ სტეიტ ვორიორსთან. ლებრონ ჯეიმსთან ერთად ის ქმნიდა დეკადის საუკეთესო დუეტს, ორი ცივ სისხლიანი, რომელიც თავიანთი სათამაშო სილამაზით შოუს დგამდნენ მოედანზე. მისი შეტევა, სროლის სიზუსტე, ბურთის ფლობის ნიჭი, რომლითაც დღეს ნამვდილად გამორჩეულია ლიგაში. კარიერა, როგორიც უბრალოდ საოცნებოა ნებისმიერისთვის, რომელსაც ბეჭედი აქვს თუ არ აქვს. კავალიერსიდან ბოსტონში გადაბარგების შემდეგ მისი სიკაშკაშე თითქოსდა ჩაქრა, მაგრამ მჯერა მომდევნო სეზონებში კევინ დურანტთან ერთად მოიპოვებს კიდევ ბეჭედს/ბეჭდებს და გახდება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზად მოთამაშე გამთამაშებელი. 2015-2016 წლების ჩემპიონი, 2018-2019 წლების ALL NBA 2ND TEAM, 2014-2015 ALL NBA 3RD TEAM, 2011-2012 წლების ახალწვეულთა საუკეთესო ხუთეულსი, 2011-2012 წლების საუკეთესო ახალწვეული და 6 გზის ALL STAR-ი. შოუმენი, რომელიც ლიგას ძალიან ენატრება და მომდევნო სეზონიდან კვლავ დაატერორებს მას. 3. RUSSEL WESTBROOK ადამიანი TRIPPLE-DOUBLE, ხისტი, ჯიუტი, არანორმალური, ბურთით ყველაზე სწრაფად ის გადაადგილდება და სწორედ ამიტომ მისი ფარქვეშ შესვლისას შეჩერება ფაქტობრივად შეუძლებელია. კევინ დურანტი, ჯეიმს ჰარდენ, სერჟ იბაკა, სწორედ მათთან ერთად ჩატარებული საოცარი სეზონები, საოცარი მატჩები. მისი სათამაშო სტილი ეგოისტური იყო, ისროდა დაბალი პროცენტით, მაგრამ აგროვებდა უამრავ ქულას. დეკადის განმავლობაში რასელის თამაში რამდენჯერმე შეიცვალა, კევინის დროინდელ ოკლაჰომაში გახლდათ მეორე კაცი, რომლის დროსაც საკმაოდ კარგად ასრულებდა თავის მოვალეობას და უბრალოდ ძალიან მაგარ დუეტს ქმნიდნენ, შემდგომ მოდის უკვე კდ-ის გადასვლა გოლდენში და ის ხდება პირველი ოფცია გუნდში. ის იწყებს საოცარი სეზონის ჩვენებას და იღებს კიდეც დამსახურებულ MVP-ის ჯილდოს, ხსნის ოსკარ რობერტსონის დამყარებულ რეკორდს და ასევე ანადგურებს ყველა იმ შედეგს, რაც ვინმეს დაუდია სამმაგ დუბლებში. პოლ ჯორჯთან და კარმელოსთან ერთად ვერაღწევს წარმატებას, მაგრამ ეს მის სიდიადეს არ აკნინებს. საბოლოოდ ის ხდება ჰიუსტონის მოთამაშე, სადაც ვხვდებით გუნდის თამაშზე კონცენტრირებულ ვესტბრუკს, მისი თამაში უბრალოდ ერთი დიდი სიამოვნებაა და სწორედ ამიტომაც ის იკავებს ღირსეულად 3 ადგილს ჩვენს ტოპ 10-ეულში. 2016-2017 წლების MVP, ორგზის ALL NBA 1ST TEAM-ში, 5 გზის ALL NBA 2ND TEAM, 2018-2019 ALL NBA 3RD TEAM, 8 გზის ALL STAR-ი და ერთადერთი მოთამაშე ვინც შეასრულა სამმაგი 20-20-20-ით. მის რეკორდებზე საუბრით შორს წავალთ, ამიტომ მივანიჭოთ მას ლიგის ტოპ 3 გამთამაშებელში ადგილი და გადავიდეთ შემდეგზე 2. CHRIS PAUL გენერალი, რომელიც მოედნანზე ყველას და ყველაფერს ხედავდა. მისი IQ გამთამაშებლებიდან ყველაზე მაღალია, დინჯი და საკმაოდ კარგი შემტევი, უძლიერესი მექულე და ყველა გუნდისთვის საოცნებო გამთამაშებელი. მისი კარიერა კლიპერსში ვითარდებოდა ამ დეკადაში, სადაც ბლეიქ გრიფინთან ერთად უბრალოდ საოცარ შოუს გვთავაზობდა. მისი თაოსნობით კლიპერსი ყოველთვის ერთ-ერთ ფავორიტად გვევლინებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შეძლეს გამარჯვება. კლიპერსიდან გადავიდა ჰიუსტონში, სადაც რომ არა მისი ტრამვა ვინიცის იქნებ აეღოთ პოლს და ჰარდენს ერთად ნანატრი ბეჭედი, საბოლოოდ ის ოკლაჰომას ახალ თაობასთან ერთად თამაშობს და უბრალოდ დირიჟორობს მათ. მისი კარიერა საოცარია. აშშ-ს ნაკრების სტარტერი, ოლიმპიური ჩემპიონი 2012 ში, 3 გზის ALL NBA 1ST TEAM, 2 გზის ALL NBA 2ND TEAM, 2010-2011 ALL NBA 3RD TEAM, 6 გზის საუკეთესო დაცვითი ხუთეულის პირველი გუნდის წევრი, 2010-2011 წლის საუკეთესო დაცვითი მეორე გუნდის წევრი და 6 გზის ALL STAR-ი. დირიჟორი, რომელიც თავისი ჰარმონიით ბადებს შედეგს, დგავს შოუს და სიამოვნებას ანიჭებს მაყურებელს. 1. STEPHEN CURRY ეჭვგარეშეა რომ კარი ამ ტოპ 10-ეულის საუკეთესო გამთამაშებელია. ადამიანი, რომელმაც შექმნა თავისი ისტორია, შეცვალა NBA-ის თამაშის სტილი და გადაიყვანა მოთამაშეები 3 ქულიანის სროლაზე. მისი სისწრაფე, მისი საოცარი შედეგიანობა და ბურთის ტარების ნიჭის გამო ის ხალხში იწვევს უდიდეს სიყვარულს. მომღიმარი ბიჭუნა მკვლელის ინსტიქტით, რომელიც 3 ქულიანს ჩააგდებს ნებისმიერი ადგილიდან. ადამიანი, რომელიც ათამაშებდა გოლდენს ასეთ დონეზე და სწორედ ის იყო მთავარი ლიდერი ( თავიდან კლეისთან შემდგომ კი კევინთან ), საოცარი MVP სეზონი და ზოგადად B2B MVP- ის მფლობელი, მოთამაშე, რომელმაც შეძლო და მიიღო 100% ხმების MVP ჯილდოს აღებისას. მისი კარიერა უდიდესია და ის დაიკავებს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებლის სტატუსს კარიერის დასრულებისთანავე. 3 გზუს NBA-ის ჩემპიონი, 3 გზის ALL NBA 1ST TEAM, 2 გზის ALL NBA 2ND TEAM, 2017-2018 ALL NBA 3RD TEAM, 2 გზის MVP 6 გზის ALL STAR-ი. მუდამ მომღიმარი მკვლელი, რომელიც ყოველთვის ფავორიტია შენთან</p><p><br></p>
იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]