ქუთაისის "ტორპედოს" ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე გავრცელდა განცხადება, რომელშიც მედიის მხრიდან კლუბისა და მისი ინვესტორის მიმართ განხორციელებულ "თავდასხმაზე" არის საუბარი.

კლუბის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ძალიან საწყენი და უსიამოვნო ფაქტია ადგილობრივი მედიისგან მიიღო თავდასხმა კლუბისა და მისი უცხოელი ინვესტორის წინააღმდეგ ისეთი ჟურნალისტის მიერ, რომელიც მალავს წყაროს. ჩვენ წავიკითხეთ ტყუილი და დაუსაბუთებელი ინფორმაცია, რომელიც არ იყო გადამოწმებული ან დადასტურებული თავად კლუბის მიერ.

ეთიკის კოდექსი მთელ მსოფლიოში ავალდებულებს ინფორმაციის ყველა მხარესთან გადამოწმებას, თუმცა ამ შემთხვევაში არავის უკითხავს ოფიციალურად რამდენად შეესაბამებოდა ანონიმურ განცხადებაზე დაყრდნობით რამდენიმე მედია საშუალებაში გამოქვეყნებული ინფორმაცია სინამდვილეს. ზოგადად ასეთ ქცევას ეწოდება ცილისწამება.

მხოლოდ იმიტომ, რომ დადგა საჭიროება, ვალდებულად ვთვლით შეგატყობინოთ, რომ კლუბის ყველა ფეხბურთელს ჩარიცხული აქვს სრული ხელფასი, ისინი უზრუნველყოფილი არიან კვებით და ვარჯიშობენ ჩვეულ რეჟიმში.

ინვესტორი არასოდეს დამუქრებია რომელიმე ფეხბურთელს. იგივე ინვესტორი ყოველთვიურად რიცხავს დაფინანსებას კლუბში, რისთვისაც კლუბი მადლობელია.

ვიმედოვნებთ, რომ ეს სავარაუდო ანონიმური ფეხბურთელები, როგორც სტატიაში მოიხსენიება, არ წარმოადგენენ ამ კლუბს, რადგან ასეთი ქცევა ლახავს კლუბის ღირსებას. და თუ მართლა არსებობენ, ნამდვილად არ იმსახურებენ აქ თამაშს - ისინი არ იმსახურებენ თამაშს ამ კლუბის სახელისთვის, არ უნდა ატარებდნენ ამ კლუბის ფერებს, რადგან ჩვენ არ ვცნობთ ცილისმწამებლებს ჩვენს გუნდში.

ასეთ რთულ დროს ჩვენ გვჭირდება მეომრები და ერთობა, რომ ნებისმიერი ბრძოლა მოვიგოთ."

აღსანიშნავია, რომ ჩვენს საიტზე 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ქუთაისის "ტორპედოში" არსებულ პრობლემებს შეეხებოდა. თუ განცხადების ავტორები სწორედ ამ სტატიას გულისხმობენ, რაშიც ეჭვი გვეპარება, რადგან 8 დღე ამ ტექსტის მომზადებას არ დასჭირდებოდა და თან იმ სტატიაში სრული სიმართლე ეწერა (კლუბის აზრით, თუ რაიმე ინფორომაცია ტყუილი თუ იყო, მითუმეტეს 8 დღე რეაგირებისთვის საჭირო ნადმვილად არაა), ვთხოვთ კლუბს, განცხადებაში მიუთითონ, თუ რომელი გამოცემის რომელ სტატიას გულისხმობენ, რათა, იმ შემთხვევაში თუ საუბარი ჩვენს საიტზე გამოქვეყნებულ ტექტს შეეხება, სათანადო პასუხი გავცეთ.

Joker
ალბათ ისევ დამბლოკავთ,მაგრამ მაინც ვეცდები... ყველას გვახსოვს მერაბ ჟორდანიას პერიოდი,მერე როცა ერთი საშუალო დონის ფეხბურთელი იყო დაკავებული ქურდულ სამყაროსთან ურთიერთობის გამო,რა ამბავი ატეხეს( ნუ,ეს იმ 9 წლიანი "რეჟიმის" დროს ხდებოდა).ე.წ. ქურდული სამყარო ახალ რეჟიმთან ერთად ფართო ნაბიჟებით შემობრუნდა ისევ საქართველოში,ხოლო მათი ენით რომ ვთქვათ-"ფუტბოლში" თავის ემისარები-კალაძე,კობიაშვილი,ყაველაშვილი,ავლინეს.სახელმწიფო ბიუჯეტიდან 300 მილიონიც "აითვისეს",ვითომ უცხოელი ინვესტორებიც ჩამოიყვენეს(ფულის გასათეთრებლად). უბედურება კი იმაშია რომ ეს ყველაფერი მარტო "ფუტბოლში" კი არ ხდება.შეხედეთ რა მდგომარეობაა ჭიდაობის,რაგბის,კალათბურთის თუ ძიუდოს ფედერაციებში...ყველგან მოძველბიჭო ტიპაჟები,თავის ჩაცუცქული საძმაკაცოთი... წერეთ ეხლა ერთ იტალიელზე და იყავით,კარგად იცით სად არის პრობლემა ჩამარხული,მაგრამ არ გაწყობთ სიმართლეს რომ თვალში შეხედოთ.
გიო
ტიპიური ქოცური მმართველობაა, ბევრი ტყუილი და ფუჭი დაპირებები :(
ვაი თქვენს პატრონს
ფაბიო მანინო გადაგარჩენთ
Isidore
კი მაგრამ ქუთაისში ნუთუ ვერ მოინახა ისეთი ადამიანი რომელიც ნათელს მოფენდა ყველაფერს იმას რაც ქუთაისის ტორპედოში ხდება. სირცხვილია უკვე მეორე წელია ქუთაისის ტორპედო არეულია და კიდევ არაფერია გარკვეული.
Geoachi
ყველაფერი სიმართლეა ბიჭები საშინელ დღეში არიან, ათას დაპირებას და აფერისტობას ისმენენ თვეები უკვე, რამდენჯერაც პროტესტი გამოხატეს იმდენჯერ ქურდები და ძველი ბიჭები მიუსიეს, მონებად აქციეს ფაქტიურად!
ქუთაისელი
აი, ვინც ეგ ტექსტი დაწერა, ისაა ტორპედოს პირველი მტერი, როგორ უძვრებიან ბიჯო ამ აფერისტს იტალიელს. სტატიის დაწერის მერე გადმორიცხა დონ ფაბიომ ფული და ახლა ამოიღეთ ხმა?! საკუთარ თავს მაინც ეცით პატივი, ტორპედო და ფეხბურთელები ფეხებზე რომ გკიდიათ, ვიცით.
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
"ლუიშ ნანი ქუთაისი "ტორპედოში" გადმოსვლაზე თანახმა იყო, თუმცა..." - კლუბის პრეზიდენტმა დეტალებზე ისაუბრა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა