კომპანია CACTU2-ის ორგანიზებით, 8-18 ნოემბერს PUBG Mobile-ში ონლაინტურნირი მიმდინარეობს.

ონლაინტურნირში მონაწილეობა უფასოა. ტურნირზე 2 000-ლარიანი საპრიზო ფონდი გათამაშდება, რომელიც TOP 3 გუნდზე გადანაწილდება: 1-ელ ადგილზე გასული გუნდი 1 000 ლარს მიიღებს, მე-2-ადგილოსანი - 600 ლარს, ხოლო მე-3 ადგილზე გასულ გუნდს საპრიზო ფონდიდან 400 ლარი ერგება.

ტურნირში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 430-მა კლანმა გაიარა. ტურნირი შესარჩევ მატჩებს 8-11 ნოემბერს უმასპინძლებს. ტურნირის წესებიდან გამომდინარე, შესარჩევი ეტაპებიდან გასული გუნდები კი 12 ნოემბერს ოთხ ქვეჯგუფში გადანაწილდებიან.

ონლაინტურნირის ჯგუფური საკვალიფიკაციო ეტაპების ლაივ-სტრიმები 13-16 ნოემბერს გაიმართება. ტურნირის ფინალური ეტაპი სტარტს 17 ნოემბერს აიღებს და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის ტექნიკური მხარდამჭერი კომპანია CACTU2-ის პარტნიორი, ყაზახური კლუბი A2 EsportsClub-ია.

„მიუხედავად მსოფლიოში არსებული პანდემიური ვითარებისა, ჩვენს კომპანიას მუშაობა არ შეუწყვეტია. კომპანია ცდილობს ყოველთვიურად შესთავაზოს გეიმერებს სხვადასხვა ტურნირი მზარდი საპრიზო ფონდით. კომპანია სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად მუშაობს და უახლოეს პერიოდში გეიმერებს ბევრ სიახლეს შევთავაზებთ“, - აცხადებენ კომპანია CACTU2-ში.

კომპანია CACTU2 საქართველოში Esports-ის განვითარების მიზნით შეიქმნა. კომპანიას განვითარების გეგმით გათვალისწინებული აქვს მსოფლიოსთვის საქართველოს და ქართველი გეიმერების შეთავაზება, როგორც მზარდი ისპორტული ბაზარი.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
CACTU2-ის ჩემპიონატზე გამარჯვებულმა გუნდმა TEAM ONYX-მა პირველი კომენტარი გააკეთა [VIDEO]
"ფინალში რაღაც შეცდომები დავუშვით, რამაც ალბათ შედეგზეც იმოქმედა..." - TEAM Known As
"პირადად მე ამ განვითარების ტემპით ძალიან კმაყოფილი ვარ..." - ორგანიზაცია "300 არაგველი"
CACTU2-ის ტურნირის C და D ჯგუფის მიმოხილვა [VIDEO]
პატარა ვიდეო - Akebstar [VIDEO]
უცხოურ გვერდზე 3 საუკეთესო ქართველი მოთამაშე დასახელდა