პრეს რელიზი

#1 ქომაგი - ვითიბი ბანკის მხარდამჭერი კამპანია

ვითიბი, როგორც ქართული ფეხბურთის #1 ქომაგი, 12 ნოემბრის ისტორიული მატჩის წინ, ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად, კამპანიას ფეხბურთის #1 ქომაგი იწყებს. შეგახსენებთ, რომ 12 ნოემბერს, დინამო არენაზე, შედგება ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომელში გამარჯვებულიც 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება. ამ ყველაზე მნიშვნელოვანი, ისტორიული მატჩის წინ, ბიჭებს ჩვენგან ძალიან სჭირდება იმ ერთიანობის შექმნა, რომელსაც მხოლოდ მოწინააღმდეგის კი არა, მთების შეძვრაც შეუძლია.

ჩვენი ნაკრების განვლილი გზა მარტივი არ ყოფილა. თუმცა, ყველაფერი გადავლახეთ და მივხვდით, რომ თანადგომა და ქომაგობა ერთადერთი პირდაპირი გზაა გამარჯვებისკენ. 2017-2018 წლებში ჩვენ ერთად შევძელით 12-დან 9 მატჩი ტრიუმფით დაგვესრულებინა. ამას კი სხვა მრავალი წარმატება მოჰყვა, მათ შორის, ერთა ლიგის ჯგუფში ყველაზე მეტი მატჩის მოგება. 12 ნოემბრის მატჩის მოგება, ქართული ფეხბურთისთვის, ყველაზე დიდი წარმატების მომტანი გახდება, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნის გაერთიანება და გულშემატკივრის #1 მთელი გულით ქომაგად ქცევა.

დღეიდან, ყველა ქომაგს შეუძლია ფეისბუქ პროფილის ფოტოზე დააყენოთ ქომაგის ჩარჩო, გამოიყენოთ ინსტაგრამ ფილტრები, მონაწილეობა მიიღოთ ტიკტოკ გამოწვევაში . საუკეთესო ვიდეოების ავტორები დასაჩუქრდებიან საქომაგო ატრიბუტიკით. კაპმანიის მიმდინარეობისას სიახლეების შესახებ ინფორმაცია, დაიდება ვითიბი ბანკის ოფიციალურ გვერდებზე სოციალურ ქსელებში.

სულ რამდენიმე დღე გვაშორებს ისტორიულ მატჩამდე. ფეხბურთში მთავარი ემოცია, ქომაგების და ფეხბურთელების გულისცემის დამთხვევაა. სწორედ ეს ახდენს სასწაულებს მოედანზე. წლებია, რაც ვითიბი ქართული ფეხბურთის #1 ქომაგია და ვცდილობთ, ფეხბურთელებს მივცეთ ის მოტივაცია, რომელიც მათ ასე ძალიან სჭირდებათ.

ამ გადამწყვეტი მატჩის წინ, გვსურს, რომ მთელი საზოგადოება ჩაერთოს ჩვენი ფეხბურთელების მხარადასაჭერ კამპანიაში და ყველა გახდეს მათი #1ქომაგი! - განაცხადა ვითიბი ბანკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელმა შოთა მაჭავარიანმა.

ვითიბის და სპორტის მეგობრობა - დავიწყეთ ტანვარჯიშით, ფარიკაობით, ცხენოსნობით და რაგბით. 2016 წლიდან ფეხბურთის ნ1 ქომაგები ვართ, ვქომაგობთ ეროვნულ ნაკრებს და 2020 წლიდან გავაფართოვეთ ეს ქომაგობა და უკვე ვართ როგორც ნაკრების, ასევე ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიის, ფუტზალის და ქალთა ფეხბურთის.

კამპანიის შესახებ:

12 ნოემბერს ბიჭებს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი აქვთ მაკედონიასთან, გვაქვს რეალური შანსი გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე, ასეთი ისტორიული შანსი ჯერ არ გვქონია. სამწუხაროდ, პანდემიის გამო დინამო არენაზე შეზღუდულია მაყურებლის დასწრება, შესაბამისად გვინდა ბიჭებს ბოლომდე ვუქომაგოთ და თავი არ ვაგრძნობინოთ მარტო ამ მნიშვნელოვან დღეს. გვსურს რომ მთელ საქართველოსთან ერთად ვუქომაგოთ ბიჭებს და სწორედ ამიტომ კამპანიის მთავარი მესიჯია - გახდი ფეხბურთის ნ1 ქომაგი ვითიბისთან ერთად.

გადავიღეთ ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ვითიბის და ფეხბურთის მეგობრობის ისტორია. დაიბრენდა ავტობუსები საქომაგო შეძახილებით, რომელიც მთელი თბილისის მასშტაბით ივლის. გაკეთდა ტიკტოკ კამპანია სადაც კონკრეტულ ხმაზე (საუნდზე) უნდა გადაიღოს ხალხმა ვიდეო და გვაჩვენოს ემოციები თუ როგორ გულშემატკივრობს ჩვენ გუნდს. ხმა ჩაგვიწერა კომენტატორმა ნოდარ სიმსივემ და შესაძლებელია ძალიან სახალისო, საინტერესო და კარგი საქომაგო ვიდეოს მოფიქრება. ვიდეოს განთავსება შესაძლებელია 20 ნოემბრამდე. გამარჯვებულები გამოვლინდებიან ვიდეოს ლაიქების მიხედვით. პრიზი გადაეცემა ყველაზე მეტი ლაიქების მქონე 10 ადამიანს - ბრენდირებული ჰუდი, ჩანთა, მაისური და სტიკერები + ამას პირველ მეორე და მესამე ადგილზე გასულებს გადაეცემათ ფანშოპი ვაუჩერიც. 3 ადგილი - 50 ლარიანი, 2 ადგილი - 100 ლარიანი, 1 ადგილი - 200 ლარიანი. ვიდეოებს ასევე ავრცელებენ ინფლუენსერები, იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა საქომაგო კამპანიის შესახებ.

გაკეთდა ინსტაგრამ და ფეისბუქ ფრეიმები. ორივე სოც. ქსელში სთორის დადებისას გამოჩნდება ფრეიმი, ფეხბურთის საგულშემატკივრო, სახედე დაედება საქართველოს დროშა, იქნება ჩვენი ლოგო და წარწერა #1 ქომაგი. ამ ფრეიმით შეძლებ სთორის გადაღებას, დადებას და ჩვენი გუნდის ქომაგობას.

სპორტსმენების საქომაგო ვიდეო - სხვადასხვა სფეროში მოღვაწე სპორტსმენები გადაიღებენ ვიდეოს, სადაც ქომაგობენ ფეხბურთელებს და უსურვებენ წარმატებას 12 ნოემბრის მატჩისთვის. იქნებიან წყალბურთელები, ვეტერანი ფეხბურთელები, მოჭიდავეები და ა.შ. ფეისბუქზე მიმდინარეობს ვიქტორინა „გამოიცანი სუპერგმირი ფეხბურთელი“, რომელიც გაგრძელდება ნოემბრის ბოლომდე. სუპერგმირი ფეხბურთელები ეს არის 2019 წლის კამპანიის ნაწილი, სადაც ბიჭები ვაქციეთ სუპერგმირებად, დავხატეთ მათი კარიკატურები და საჩუქრად გავუგზავნეთ ამ სუპერგმირით დაბრენდილი ნივთები. ახლა კი გვსურს ხალხი ჩაერთოს ამ აქტივობაში და გამოიცნოს ჩვენი სუპერგმირები. დეკემბერში კი უკვე დაიდება ახალი „მთავარი“ კითხვა რომელზეც სწორი პასუხის ავტორი მიიღებს მთავარ პრიზს - საფეხბურთო ეკიპირებას ფანშოპიდან. საქართველო ბელორუსის მატჩის წინ ასევე შეიქმნა ჩვენი ნაკრების პერსონიფიცირებული თოჯინები, რომლებიც გავუგზავნეთ საჩუქრებად. მთავარი პრიზი სწორედ პერსონიფიცირებული თოჯინების გამოცნობას შეეხება.

ეს ბურთი და მოედანი ჩვენია.....

საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
დერბი ვერ მოიგო, თუმცა 1000-იანთა კლუბში შევიდა - სპალეტის მორიგი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში
ალვარესი "ატლეტიკოში" მხოლოდ ორ შემთხვევაში დარჩება - ფეხბურთელმა პსჟ-ში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგმა" რთულ მატჩში გაიმარჯვა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] ორი გოლი პროტესტის ფონზე! "იბერია 1999" პირველ ადგილს ინარჩუნებს...
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონემ" გალიდერების შანსი დაკარგა
4-გოლიანი თრილერი - 10-კაციანმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემს" დაუქამბექა
საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს 13 ქულით მოუგო
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია