საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონის, ტოპ 14-ის მე-8 ტურში "ბორჯღალოსანმა" ოთარ გიორგაძემ მიმდინარე სეზონში პირველი ლელო გაიტანა, თედო აბჟანდაძემ კი 3 ჯარიმითა და ერთი გარდასახვით გუნდს 11 ქულა შესძინა.

„შემოდგომის ერთა თასის“ დაწყებამდე ერთი კვირით ადრე "ბრივი" "ტულონს" ეწვია და სტუმართა რიგებში ხუთმა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა. გიორგაძემ სრულად ითამაშა და ლელო 53-ე წუთზე გაიტანა, რის შემდეგაც ანგარიში 16:25 გახდა. ის მარჯვენა ფრთაზე მიჰყვა შეტევას, 22-მეტრიანთან დაცვის ხაზი გაჭრა და ლელომდე ირბინა. აბჟანდაძემ, რომელიც ასევე ძირითადში იყო და 62 წუთი ითამაშა, ჯარიმები მე-4, მე-17 და 33-ე წუთებზე გაიტანა, 53-ეზე კი ოთიას ლელო გარდასახა.

სასტარტო შემადგენლობაში იყო ბურჯი სოსო ბეკოშვილი, რომელიც 63-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა მატჩის მიწურულს გასინბინებული თანაგუნდელის ნაცვლად მოედანზე დაბრუნდა. თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო ბადრი ალხაზაშვილი, ხოლო ვასილ ლობჟანიძე შეცვლაზე 62-ე წუთზე შევიდა. მატჩი მასპინძლებმა 35:19 მოიგეს.

"ბორდომ" "ბაიონი" მიიღო, სამის წილ 6 ლელო გაუტანა და 43:19 დაამარცხა. "ბაიონის" ძირითად შემადგენლობაში პირველად, სულ კი მეორედ ითამაშა მეორეხაზელმა კოტე მიქუტაძემ. კოტე შესვენებისას შეცვალეს, თუმცა 59-ე წუთზე თამაშში დაბრუნდა და ჯამში მოედანზე 61 წუთი გაატარა. მასპინძელთა მარქაფაში იყო და მოედანზე 47-ე წუთიდან გამოჩნდა ლექსო ყაულაშვილი.

"რასინგ 92"-მა "პო" მიიღო და 76-ე წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით 24:22 დაამარცხა. პარიზელთა რიგებში 48-ე წუთიდან ითამაშა ბურჯმა გურამ გოგიჩაშვილმა, თუმცა ის 72-ე წუთზე შესაცვლელი შეიქნა. "პოს" რიგებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა ომარ ოდიშვილმა. ის შეცვლაზე 58-ე წუთზე შევიდა.

"აჟენი" პირველ გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა "ლიონთან" შინ 16:19 დამარცხდა და მხოლოდ ბონუსს დასჯერდა. მასპინძელთა რიგებში პირველიდან 70-ე წუთამდე ითამაშა ბურჯმა გიორგი თეთრაშვილმა.

rugby.ge

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
თედო აბჟანდაძე: თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით - ბოლო მომენტში რაღაც გვაკლდა
თედო აბჟანდაძე: შესაძლოა, გულშემატკივარი ვერც აცნობიერებს, რამხელა ძალას წარმოადგენს მოთამაშისთვის
ევროთასები: ჩილაჩავას დაბრუნება და აბჟანდაძის 11 ქულა
თედო აბჟანდაძემ ტოპ 14-ის სეზონი 4 ზუსტი ჯარიმით გახსნა
ლეგიონერები - ტური ნაახალწლევს
ოთარ გიორგაძე: გარისკვას ოპერაცია ვარჩიე
"არასწორი ინფორმაციაა" - სფფ საქართველო-ბელარუსის უმაყურებლოდ ჩატარებას უარყოფს
ტოპ 14: 10 ქართველი მე-7 ტურში
ლეგიონერები - ჩილაჩავას ლელო და აბჟანდაძის 17 ქულა
ლეგიონერები | 31 ქულა საფრანგეთში
ოთარ გიორგაძე: საფრანგეთში ქართველებს კონტაქტი მხოლოდ ტელეფონით გვაქვს - სახლში ყოფნა რთულია