საფრანგეთის მოქალაქე, წარმოშობით ქართველი ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე ბელგიის პროქსიმუს ლიგაში ბრწყინვალედ თამაშობს და 9 მატჩი უკვე 15 გოლის გატანა მოასწრო, რითიც მედიის ყურადღება მიიპყრო და ბელგიურმა ტელევიზი T2-მა მასზე რეპორტაჟი მოამზადა.

სიუჟეტში გიორგის პერსონალური და ფეხბურთო ბიოგრაფია მოკლდაა მოთხრობილი და მასზე "სერანის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი მარკ გროჟანი საუბრობს.  თავად მთავარმა მწვრთნელმა ემილიანო ფერერამ გიორგის შესახებ Sports Weekend-თან გააკეთა განცხადება.

"ამ ბიჭს გოლების გატანა ძალიან ადვილად შეუძლია, ნებისმიერი პოზიციიდან, ნებისმიერ სიტუაციაში. გიორგის ბრწყინვალე ტექნიკა აქვს, კარგი სისწრაფე, გოლის საოცარი ალღო, ეს მისი საუკეთესო თვისებებია,"- თქვა გროჟანმა.

"დიახ, ის ფენომენია, აბა რა! მას ყველანაირი გოლის გატანა შეუძლია, მიქაუტაძეს წინ დიდი კარიერა ელოდება,"- შეაქო შეგირდი ფერერამ.

თავად გიორგი, უფრო მოკრძალებული იყო:

"აქ სათამაშო წუთების მისაღებად ჩამოვედი. მინდა ყველას ვაჩვენო, რომ ლიგა 1-სა და "მეცში" სათამაშოდ მზად ვარ."

გარდა ამისა, სატელევიზიო რეპორტაჟის ბოლოს, მიქაუტაძემ საოცნებო კლუბი და ტიტულებიც დაასახელა:

"ოცნების გუნდი? ჰმ, "ბარსელონა". ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო თასი? ორივე და "ოქროს ბურთიც","- დაამატა ხუმრობით 20 წლის ფორვარდმა.

სოსო
ამ ბიჭს ჯერ თავი აქვს დასამკვიდრებელი და საქართველოს მოქალაქეობა,ახლავე რომ მიიღოს,ლეგიონერის სტატუსით,რომელიმე ძლიერ გუნდში მისვლა,გაუჭირდება.ამიტომ ჯერ არ იჩქარებს,მოქალაქეობის მიღებას.თუ საფრანგეთის ნაკრებში თამაშოს შანსი გამოუჩნდა,ალბათ არც მაშინ წამოვა ჩვეთან,სხვა შემთხვევაში კი,როდესაც უკვე ტოპ ლიგაში დამკვიდრდება და მასზე მოთხოვნა გაჩნდება,საქართველოს მოქალაქეობის მიღებას,აღარ მოერიდება.იმედი ვიქონიოთ,რომ მართლაც სურს,ჩვენი ნაკრების დახმარება.
ziko
ეს ფეხბურთელი ნაკრებს ჭირდება, ყველაფერი უნდა გაკეთდეს რო ამან საქართველოს ნაკრებში ითამაშოს.
duscatto
suren mazgschi xar
Vasili
ბავშვის ბრალი არაფერია! მშობლებს მოკითხეთ!!! ვიცი რო ბევრი შეგნებულად ქართულსაც არ ასწავლის, არიან ასეთებიც სამწუხაროდ, და ყველაფერ ქართულს აგდებულად და ირონიიით უხსნიან და ბავშვსაც აღარ აქ მერე ინტერესი, შეიძლება სამომავლოდ მერე თვითონ სისხლმა უყივლოს და მაინც თავის ქვეყნისკენ გაიხედოს, მარა ბევრია გაუნათლებელი, თავის სამშობლოზე გაბოროტებული ქართველი საზღვარგარეთ და თავიანთ შვილებს არ უბერავს საქართველოს სიყვარულს...
გიორგი
ეს ბიჭი ფრანგი ქართველია. ანუ ჯერ ფრანგია და მერე ქართველი. ოცნებაც ფრანგული აქვს "მსოფლიო თასი" და მის ცნობიერს თუ ქვეცნობიერს არჩევანიც გაკეთებული აქვს. წარმატება ვუსურვოთ, ვუყუროთ და ვიამაყოთ იმით, რომ ჩვენი ჯიშის და ჯილაგის არის.
საქართველო
კარგი ბებერი ოპოზიციონერის რეჩია :-)ყველაფერს რომ მთავრობას ავრალებენ:-) მესუთ ოზილმა რომ გერმანია აირჩია,თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის ბრალია?რატომ აზროვნებთ ესე პრიმიტიულად? ბიჭი დაიბადა და გაიზარდა საფრანგეთში,აბა წარმოიდგინე თავი მის ადგილას. თუ მშობლებმა და ოჯახმა არ იყოჩაღეს და არ აღზარდეს საქართველოს სიყავრულით,ძალიან რთული იქნება საქართველო აირჩიოს.იმედია მშობლებიც დაეხმარებიან არჩევანის გაკეთებაში და ფედერაციაც იყოჩაღებს და ჯვაროსნების რიგებს შეუერთდება. მთავარია ზეგ ვიყოჩაღოდ ყველამ ერთად და ავიხდინოთ ოცნება.
Vasili
არ უნდა ალბათ, თორე ამდენი ხანი იტყოდა თავის პოზიციას! ( გამიხარდება თუ თავის ისტორიულ სამშობლოს აირჩევს)
bs
100 პროცენტიანი ხარ ძმაო!!! სხვებს რომ თავი დავანებოთ, მაგის ასაკში მბაპე და დემბელე იხევდნენ გარშემო ყველას და ახლაც იხევენ, და ჯერ კარგა ხანს არ აპირებენ დაუთმონ ადგილი ვინმეს, ასე რომ საფრანგეთის ნაკრები ნამეტანი დიდი ამბიციაა ბელგიის მეორე ლიგიდან, სანამ აქვს შანსი გამოიყენოს მოწვევა საქართველოდან, თუ არა და კარგად იყოს
შოთა
ჩვენმა ბედოვლათმა ფეხბურთის ფედერაციამ ხომ მოახერხა და არ იბრძოლა მაყურებლების დასწრება მატჩზე!... ახლა მოახერხებს და ამ ბიჭსაც გაუშვებს სხვა ნაკრებში! რატომ ხართ, ფედერაციავ, ასეთი უხეხემლოები!!!??? მეტი მოძრაობაა საჭირო!!!
bs
მეზღაპრე აგენტებისთვის ყურის გდებას უჯობთ რაც რეალურია იმაზე იფიქრონ, აქ ჩვენ ქვეყანასაც გამოადგება, ოჯახსაც და თავის თავსაც, მსოფლიო თასზე ოცნება კარგია, მარაააა... მაგის ასაკში მბაპე უკვე იქაჩებოდა ოქროს ბურთზე. რავი.. მრჩევლები ჩვენს გარდაც ოხრად ეყოლება და ,,დღევანდელი კვერცხი რომ სჯობია ხვალინდელ ქათამს" იქნება გაეგოთ იმათაც. მე მითქვია და აწი თვითონ იცოდნენ...
tngh
ქ-ნო სალომე!!! გთხოვთ გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, რომ ეს ახალგაზრდა გ. მოქუტაძე) საქართველოს მოქალაქე გახდეს. გავიგე, რომ მისი ბაბუა დღესაც "ნახალოვკაში" ცხოვრობს. ეს უბანი კი, საქართველოს ფეხბურთის გამორჩეული ცენტრია ოდითგავნე...
გიო
ძალიან კარგია რომ წარმოშობით ქართველი ფეხბურთელის ასეთი კარგი თამაში მაგრამ ობიექტურად რომ შევაფასოთ ბელგის მე 2 ლიგა დახლოებით საქართველოს ჩემპიონატის დოენა იქ კარგი თამაში არ ნიშნავს იმას რომ უკვე საფრანგეთის ლიგა 1 შიც იგივე შედეგები ექნება, ბელგის პირველ ლიგაში თამაშობდა დევიდი 20 პლიუს გოლი პასი ქონდა გადავიდა ლილში და ჯერ გოლი არ გაუტანია ლიგა1 არის ტოპ ჩეპიონატი და ტოპ ფეხბურთელები თამაშბენ და იქ ასე გოლების გატანა არ იქნება მარტივი თუ დაბრუნდება მეცში და იქაც იგივე შედეგები ექნება საფრანგეთის ჩემპიონატში (რაც ძნელას სავარაუდოა)მერე შეიძება იფიქროს საფრანგეთის ნაკრებზე თუმცა საფრანგეთის ნაკრებში უმაღლესი კლასის ფეხბურთელები ვერ ხვდებიან მარსიალი დემბელე ფეკირი სიმონე პეპე ლაკაზეტი ფრანგებს იმდენი ფეხბურთლი ჰყავთ შეუძლიათ სამი ნაკრები გაკეთონ და სამივე იქნება ნებისმიერ ტურნირზე ფავორიტი აღარ დარჩა ევროპაში გრანდის სადაც ფრანგი არ თამაშობს და რა საფრანთეთის ნაკრები ხალხოო??!! თუ სანაკრებო კარიერა უნდა საქართველოს ნაკრებში უნდა ჩამოვიდეს და თუ არ ჩამოვა მაშინ წარმატებეი სახვეწარი არავისთვის არაფერი გვაქვს ქართველებს.
დათო
ორმაგი მოქალაქეობა დაშვებულია ჩვენთანაც და საფრანგეთშიც. შესაბამისად, ჩვენი მოქალაქე თუ გახდება, ეს არ ნიშნავს ლეგიონერობას ფრანგულ ლიგაში!
buba
ხალხნო ფარულად თქვა: მსოფლიო თასიო... და ჩვენი ნაკრები ამ ეტაპზე მაინც კარგა ხანი ხო არ არის მსოფლიო თასის მომგები... ჰოდა არც ეგაა ჩვენს ნაკრებში მომსვლელი, მაგის კომენტარიდან გამომდინარე...
alex
ღმერთმა გაუმარჯვოს, სადაც იქნება. თუ მაგის წარმატება მეწყინოს - მე ვიყო ლოს ანჯელესის მემაწვნე! (თან ვირით). ისე.. კი.. ტეხამს (მს!).. მაგრამ.. რა გინდა, რომ ქნა.. მესის და რონალდუს აჯობებს, თუ კარგი მებაღის ხელში გაიხარებს.. პ.ს.: ღვინო ფრანგული სჯობიაო - მთელი მსოფლიო ამბობს.. უკრაინის დროშაზე აღინიშნება ცისფერი ცა და მობიბინე ხორბალი.. ორივეს (ღვინის და ხორბლის) წარმოშობის ადგილი საქართველოა (კითხეთ უახლოეს ანთროპოლოგს ან ბოტანიკოსს), მაგრამ არ ვედავებით არავის.. აბა დავანებოთ ამ ბიჭს თავი. მოუნდება და დაბრუნდება, არ მოუნდება და მე მაინც ვიამაყებ!
ზურა
ვფიქრობ ჯერ ჯერობით თავს იაკვებს საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლაზე ეგეც გასაგებია აქვს საფრანგეთის აკობრივ ნაკრებში თამაშის პერსპექტივა იქ ლიგა 1 ში დაბრუნების დიდი შანსიც აქვს რომ უკვე მეცის ძირითადში ითამაშოს და ახლა საქართველოს მოქალაქეობის მიღება და ლეგიონერად გახდომა გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის საფრანგეთში საკლუბო კარიერაში დარწმუნებული ვარ მე პირადად თ ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავაა მიქაუტაძეც ჩამოვა და სხვებიც ვინც ახლა თავს იკავებს მაგრამ მე მინდა შეგახსენოთ აკაკი გოგიას მაგალითი თავისდროზე ისიც ძალიან პესპექტიული ფეხბურთელი ჩანდა გერმანის ასაკობრივ ნაკრებში და ვოლსბურგში თამაშბდა ქეცბაიამ შესთავაზა ნაკრებში ჩამოსვლა უარი თქვა რადგან გერმანის ნაკრებშ თამაშის პერსპექტივა არჩია და ლეგიონერად გახდომას მოერიდა პესპექტივა დარჩა პერსპექტივად და დღეს აკაკი გოგია ბუდენსლიგის საშუალი კლუბების საშულო დონის ფეხბურთელად დარჩა და მე წამრატებებს ვუსურვებ მიქაუტაძეს მაგრამ საფრანგეთის ნაკრებში მოხვედრა მას ძალიან გაუჭირდება თუ სანაკრებო კარიერა უნდა საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლა ნებისმიერ სიტუაციაში მისთვისვე იქნება უკეთესი.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
ეს ბავშვი ფრანგია... ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ;;; სადაც ვშობილვარ გავზრდილვარ და მისოლია ისარი, ქუჩა, სკოლა და ბალღობა, ჩემი სამშობლოც იქ არის... ეს ბალღი ფრანგია და ნუ გაუტარტარეთ ტრ...კი რა. არ უნდა და გზებიც დაგვილოცნია. თუმცა საწყენია, რათა კაცო, რათა??? რადგან მამა და დედა ქართველები ყავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის ამოსდის მზე და მთვარე...
ზორბეგი
ცუდად არ აზროვნებს, თორემ ბევრის ოცნება რუსეთის ჩემპიონატს და თასს ვერ სცდება
qw
მქვე დალოცვილებო მიმარტეტ სირ კობიაშვილს, კაველაშვილს, კალაძეს, რომლებიც ერტი დგის ცჰუქებას იტხოვენ....
Nika
მსოფლიო თასის რა გითხრა მაგრამ ცდა ბედის მონახევრეა ჩამოდი და ვნახოთ რა იქნება
[VIDEO] "რა დაემართა ჩვენს გუნდს?! ეს სასაცილო აღარაა!" - "მანჩესტერ იუნაიტედთან" მარცხის შემდეგ გაბრაზებულმა ალექსანდერ-არნოლდის ძმამ მიმართვა გაავრცელა
რატო ჩაითვალა მამარდაშვილის კარში პირველი გოლი - VAR-ის გადაწყვეტილების მიზეზი სადავო ეპიზოდზე
აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
დღეს "კვარა" ბრუნდება - მამარდაშვილი "მანჩესტერის" წინააღმდეგ!..
მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი
მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე
კვარაცხელია კვლავ გასატანად, მიქაუტაძე დონარუმას წინააღმდეგ - ყველაფერი ლიგაზე
ვინ უერთდება ნაკრებს იდეალურად და პრობლემებით - "კვარას" ამბავი