ხვალ, 12 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში მაკედონიას ეთამაშება.

ამ მნიშვნელოვანი მატჩის წინ დაწერეთ კომენტარი. საუკეთესო 20 კომენტარი აირჩევა და გამოქვეყნდება!

მიმართვა 12 ნოემბერს, 18:00 საათზე გამოქვეყნდება.

ეს ვიდეო კი მოტივაციისთვის!

KQ
ვინ არიან მაკედონიელები, თქვენ ხართ მათზე ძლიერები და მიაწექით! თქვენს უკან საქართველოა! გვჯერა, რომ არ შეგვარცხვენთ! დღეს თქვენი დღეა!
lm
დღეს მთელი საფეხბურთო სამყარო თქვენი და ჩვენია ბიჭებო !!! დღეს საფეხბურთო ღმერთი ხომ ქართული დროშით იდგება !!! დღეს დაცვაში 3 მლნ ქართველი ვიდგებით !!! დღეს ყიფიანიც თქვენთან ერთად შეუტევს !!! დღეს შაქარაც მოგვეხმარება !!! დღეს 13 მაისია !!!
ლორდი
გადით და მოიგეთ ბიჭებო
QT
დღეს მოედანზე გვინდა ვნახოთ დამარცხებული გულქვედამხობილი მოტირალი მაკედონიელები და გამარჯვებული ქართველები დროშის ფრიალით. პირიქით ვერ გადავიტანთ
გულშემატკივარი
დღეს დიდი დღეა ბიჭებო.. დღე რომელიც არასოდეს ქონია ქართულ ფეხბურთს და ზოგადად ქართულ სპორტს.. ხო იცით რომ რაც არ უნდა წარმატებული ვიყოთ სხვა სფეროში საქართველოში ნომერ პირველი სპორტი მაინც ფეხბურთია.. ამიტომ თქვენი დღევანდელი წარმატება ვაფშე ყველაფერს გადაწონის.. გმირები გახდებით და ოქროს ასოებით ჩაიწერებით ქართული ფეხბურთის ისტორიის თხელკანიან წიგნში.. ჩათვალეთ დღეს თამაში არა გვაქვს.. დღეს ომია.. თქვენ არ ხართ მოთამაშეები თქვენ ხართ მეომრები.. აი იცი რომელი მეომრები? დავით აღმაშენებელს რომ ახლდა დიდგორზე სადაც უკან დასახევი გზა ჩახერგილი იყო.. ერთ კაცზე რომ ათი მოწინააღმდეგე მოდიოდა.. მაგრამ განა უკან იხევდა ვინმე? პირიქით.. ასე მოიქეცით თქვენ.. იცით დღეს როგორი ბრძოლაა? აზრი რომ არ აქვს ვინ გყავს მოწინააღმეგე.. შენზე სუსტი თანაბარი თუ ზე კლასის მოწინააღმდეგე.. დამიჯერეთ მონდომებას და თავდაჯერებულობას შეუძლია ნებისმიერი ერთი თამაში ნებისმიერ გუნდს მოუგოს.. აი როგორ იყავით იცი სტადიონზე? დავუშვათ ვიგებთ ხო 1-0 ს მაინც ჩათვალეთ რომ შესატევი გვაქვს.. უკან არ დაიხიოთ.. დაივიწყეთ მაგ დროს ტაბლო.. დამიჯერეთ უკან დახევას და უკნიდან თამაშს მაგ დროს მხოლოდ უნებლიე შეცდომები შეიძლება მოყვეს.. განა იმას ვიძახი რომ მარტო შეტევაზე იფიქროთ? არა უბრალოდ ძაან დამაჯერებლად უნდა ითამაშოთ.. დაანახეთ ამ გუნდს რომ თქვენ გაქვთ ფსიქოლოგოური უპირატესობა.. წამით არ დაკარგოთ კონცენტრაცია.. აი მაშინაც კი როცა ისინი მეკარეს დაიბრუნებენ ბურთს ბოლომდე მიყევით და მეტი იკეთაც კიდე.. იცი როგორები უნდა იყოთ დღეს? აი თქვენ თავზე უფრო მეტი უფრო დიდები.. აი ევროპაზე რომ გახვიდეთ და იქაც სულ რო ფინალამდე მიხვიდეთ ისიც კი არ იქნება ამხელა გამოცდა და ასეთი მნიშვნელობის მატჩი.. ვატყობ ძაან გამიგრძელდა რა, ანუ ისე რო შეიძლება წაკითხვაც შეეზაროს ვინმეს.. არადა კიდე რამდენი რამის თქმა მინდა.. მოკლედ აბა თქვენ იცით.. თავი არ დაზოგოთ.. გვეკუთვნის ჩვენც ერთი მოსაყოლი ამბავი შვილებზე და შვილიშვილებზე.. მიდით ბიჭებო!!!!!!!!!! დედას გაფიცებთ ბიჭებო... რწმენა არ დაკარგოთ.. ღმერთი თქვენსკენ და მთელი საქართველოსკენ....
ბესარიონი
ჰა ბურთი, ჰა მოედანი! ბიჭებო! დაჰკარით ყიჟინა, ჯერ ასე ძლიერად არავის უბრძოლია, ეს ბურთი თქვენია, მოედანიც თქვენია, საქართველო კი ყველასია. წინ ბიჭებო საქართველოსთვის, გამარჯვებისთვის. თქვენ 81-იანი წლების ფეხბურთელთა შთამომავალნი ხართ. დღეს მოედანზე მათი წყალი უნდა გადმოგესხათ. უნდა გაიმარჯვოთ ბიჭებო! ჰა ბურთი, ჰა მოედანი!
ალექსი
დროა წარსული წარსულში დავტოვოთ. მომავალი ჩვენს წინ არის! წინ გამარჯვებისკენ!
ქართული სული
ბოლო წამამდე,ბოლო გულის ფეთქვამდე,ბოლო ოფლის წვეთამდე,ბოლო ამოსუნთქვამდე ბრძოლააა!!! ბრძოლა,რომელიც უნდა მოიგოთ თქვენთვის ჩვენთვის და საქართველოსთვის!!!
გიზოგ
57 წლის სტაჟიანი გულშემატკივარი ქართული ფეხბურთის, ამაყი ვარ ასეთ კომენტარებს, რომ ვკითხულობ. მთლად არ ჩამქრალა ქართული სული. ბიჭებს ეს სულისკვეთება აუცილებლად მიიყვანს გამარჯვებამდე. წინ, წინ ქართველებო!!!
გიზოგ
გაიხარე უფალმა დაგლოცოს. გამარჯვება ერთად გვეზეიმოს.
გუჯა კახაძე
მაღალ ტემპში თამაშს და ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას გისურვებთ!
ნათლია
ჰიმნის დაწყებიდან ამ ბრძოლის ბოლომდე, ნებისმიერ ეპიზოდში, ნებისმიერ მონაკვეთზე, თქვენს წილ ომში სულ გახსოვდეთ - თქვენ ჩვენი ერის რჩეული რაინდები ხართ, რომლებმაც უნდა მიიყვანოთ თქვენი საყვარელი სამშობლო დიდ გამარჯვებამდე! თქვენ ის ცოტნე ხართ, რომელიც საკუთარ ძმას ბრძოლის არცერთ მძიმე მომენტში არ მიატოვებს! თქვენ ის ბერი თევდორე ხართ, რომელსაც ერის გადასარჩენად სიკვდილის და მითუმეტეს მოწინააღმდეგის შიში არ გააჩნია! თქვენ ის 300 არაგველი ხართ, რომლებიც ყველაფერს ტოვებენ ომში გამარჯვებისთვის! ქართველი ხალხის თავისუფლებისა და გამარჯვებისთვის ბრძოლა, ლომთა ხვედრია ბიჭებო, წინ გამარჯვებისკენ! გფარავდეთ წმინდა გიორგი!!!
ენერგიო88
დღეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩი გაიმართება. საქართველოს ნაკრები ჩრდილო მაკედონელებს დაუხვდება და იბრძოლებს , რათა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვოს და ქართველ ხალხს 30 წლიანი მოლოდინის შემდეგ დიდი სიხარული მიანიჭოს. ეს მატჩი არამარტო სპორტული თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, რადგან გარდა იმისა , რომ ასაეთი მნიშვნელოვანი მატჩები მთლიანად ერს გვაერთიანებს პოლიტიკური შეხედულებების, რელიგიური მრწამსის თუ მოქალაქეობრივი პოზიციის მიუხედავად, ასევე გვახსოვს მაგალითები, როცა პატარა ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების წარმატება საერთაშორისო სარბიელზე მთლიანად ქვეყნის განვითარების საწინდარი გამხდარა. მიუხედავად მნიშვნელოვანი დანაკლისისა საქართველოს ნაკრები კარგად შეკრულ და მებრძოლ გუნდად ჩამოყალიბდა ბოლო წლებში და მჯერა არც დღეს დათმობენ არაფერს იოლად და ძალ-ღონეს არ დაიშურებენ გამარჯვებისთვის, რადგან ბევრი მათგანისთვის ბოლო შანსია დიდ ტურნირზე თამაშის. მინდა წარმატება ბიჭებს და ვუთხრა, რომ მიუხედავად ცარიელი ტრიბუნებისა თქვენ არ ხართ მარტო მილიონობით ადამიანი საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ გულმხურვალედ გგულშემატკივრობთ, რადგან ეს ჩვენი საფეხბურთო დიდგორია . ჩვენ გავიმარჯვებთ . " და იყო ბრძოლა, იყო დიდგორი-ძლევაი საკვირველი"
ნათლია
ჰიმნის დაწყებიდან ამ ბრძოლის ბოლომდე, ნებისმიერ ეპიზოდში, ნებისმიერ მონაკვეთზე, თქვენს წილ ომში სულ გახსოვდეთ - თქვენ ჩვენი ერის რჩეული რაინდები ხართ, რომლებმაც უნდა მიიყვანოთ თქვენი საყვარელი სამშობლო დიდ გამარჯვებამდე! თქვენ ის ცოტნე ხართ, რომელიც საკუთარ ძმას ბრძოლის არცერთ მძიმე მომენტში არ მიატოვებს! თქვენ ის ბერი თევდორე ხართ, რომელსაც ერის გადასარჩენად სიკვდილის და მითუმეტეს მოწინააღმდეგის შიში არ გააჩნია! თქვენ ის 300 არაგველი ხართ, რომლებიც ყველაფერს ტოვებენ ომში გამარჯვებისთვის! ქართველი ხალხის თავისუფლებისა და გამარჯვებისთვის ბრძოლა, ლომთა ხვედრია ბიჭებო, წინ გამარჯვებისკენ! გფარავდეთ წმინდა გიორგი!!!
ირაკლი
ბიჭებო მე მხოლოდ იმას გეტყვით რომ რაც არ უნდა მოხდეს ყველანი გვერდში გიდგავართ. დარწმუნებული ვარ ბოლომდე იბრძოლებთ, ამაში ეჭვიც არ მეპარება, ჩემი ერთი რჩევა იქნება კომბინაციებზე იმუშავეთ და დახაზეთ და მაკედონიას გაუჭირდება. აბა თქვენ იცით ბიჭებო.
ნაპოლეონი
ხვალ დიდგორია ბიჭებო, უნდა გაიმარჯვოთ და საქართველოში ათეული წლების ნატვრა აახდინოთ. უნდა იყოთ ხვალ პაიჭაძეები, ყიფიანები, დარასელიები, ხურცილავები, იამანიძეები,მესხები,გუცაევები, მაჩაიძეები ,კალაძეები,კობიაშვილები და სხვები. მოგვასმენინეთ ისევ როგორც ხორვატიასთან კომენტატორების ემოციური ყვირილი გოოოოოლ მაკედონიას გავუტანეთ და მოვიგეთ!!! წარმატებები ბიჭებო!ხვალ დიდგორია!
უნივერსალი
ბიჭებო ხვალ ისე ითამაშეთ, რომ წაგების(ღმერთმა არ ქნას) შემთხვევაშიც კი საყვედური არავის დასცდეს! გაიხსენეთ ბავშვობის ის წლები, როცა დიდი ფეხბურთელობაზე ოცნებობდით, ამ გრძნობით გამოდით მინდორაზე და ტაბლოს არც კი შეხედოთ, ითამაშეთ ის თამაში რაც თქვენს გულშია და 90 წუთი არც კი დაგჭირდებათ რამდენიმე უპასუხო ბურთის გასატანად! ჩვენ თქვენი გვჯერა, გვჯერა ბოლომდე და როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს მატჩი თქვენ ჩვენთვის უკვე გამარჯვებულები ხართ! ითამაშეთ საკუათარი და ქართველი გულშემატკივრების სიამოვნებისთვის! ჩვენთან არს ღმერთი! ჩვენ გავიმარჯვებთ!
გიო-გოლი
24 წელია ნაკრების არცერთი თამაში არ გამომიტოვებია და ყოველთვის ვოცნებობდი რომ დადგებოდა ის დღე როცა ჩვენს ნაკრებს დიდ ასპარეზზე ვიხილავდი. და აი დადგა ის დღე როცა ეს ოცნება ასე ახლოსაა და დარწმუნებული ვარ ამ ოცნებას მთელს ერს აუსრულებთ. ბიჭებო გენაცვალეთ მთელი ერი თქვენთანაა
ბესო
პირველ რიგში უნდა მოუგოთ საკუთარ თავს , შემდეგ მსაჯებს და შემდეგ ჩრ. მაკედონიას .
DAVE
გავა დრო და მოვუყვებით შვილებს....ამ თამაშის და ჩვენი გამარჯვების შესახებ
რეზო
თქვენ, ნებისმიერი 11 მამაკაცი, რომელიც გავა ხვალ მოედანზე, ხართ 3,5 მილიონი ქართველის რჩეული წარმომადგენელი, 11 მეომარი რომელმაც ეს დაჩიავებული ქვეყანა სხვა საფეხურზე უნდა აიყვანოს, სხვა სამყაროსკენ უნდა გაუხსნას გზა, ამიტომ როდესაც ფეხებში იგრძნობთ დაღლილობას, როდესაც წამით დაგეზარებათ გაქცევა, მაშინ იფიქრეთ რომ თქვენ ამდენ ადამიანს აკლებთ ბედნიერებას, ტოვებთ ოცნების გარეშე, ტოვებთ გმირების გარეშე.ამ დროს გადაახტით საკუთარ თავს, აჯობეთ ყველაფერს საკუთარ თავში, იომეთ იჩხუბეთ, ირბინეთ და გაიმარჯვეთ. დიდება გმირებს
გუჯა კახაძე
12 ნოემბერს მთელი მსოფლიო დაინახავს თუ რას ნიშნავს ქართული საფეხბურთო ინტელექტი!
ალექსი
ეს არის გადამწყვეტი თამაში. ქართული ფეხბურთი განვითარდება თუ არა, იგივე დონეზე დარჩება თუ არა. ეს არის ფინალი, საუკუნის თამაში და ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში საქართველოს ისტორიაში. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე გამორჩეულ მოთამაშეებსაც კი არ მისცემიათ ასეთი შანსი(არველაძე, ქინქლაძე, ქეცბაია და ა.შ.) და თქვენ მოგეცათ. ეს თამაში არამხოლოდ სპორტის მოყვარულებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მთლიანი ერისთვის. საქართველოს მხოლოდ ერთხელ ჰქონდა ზეიმი, როცა დინამო თბილისი ჩემპიონი გახდა 1981. მახსოვს მთლიანი თბილისი ზეიმობდა. ან ყველაფერი ან არაფერი, თქვენ შეიგიძლიათ ისტორია დაწეროთ!!!
გურამ დელიბაშიჩი
გთხოვთ, საქართველოს ჰიმნი იმღერეთ ყველამ ხმის ჩახლეჩვამდე, იბრძოლეთ ბოლომდე, თავგანწირულად, ყველა და ყველაფერი დაიკიდეთ, მოგების გარდა. თქვენს უკან მრავალტანჯული საქართველო და ქართველი ერი დგას ლომებო, თავისი მრავალათასწლოვანი გმირული ისტორიით. ან გამარჯვება, ან სიკვდილი! წიინ ქართველებო!
dzeke
შევაკვდეთ, ომია ომიიი!!! ვიცით ყველამ მნიშვნელობა ამ თამაშის!
gela 67
დანაკლისის მიუხედავად ერთმანეთის ადგილები უნდა გადაავსოთ, არ უნდა დაიღალოთ, ადვილია დარიგება და გვერდიდან მითითებები,მაგრამ რა ვქნა? ძლივს გული მომიბრუნეთ თქვენ,ფეხბურთისაკენ და რადგან ეს თამასა თქვენი აწეულია ამ სიმაღლეზე ,თქვენვე უნდა გადაევლოთ მას შვილებო. უდიდესი ქართველი ფეხბურთელის დიდი ბორის პაიჭაძის სიტყვებით მინდა გაგამხნევოთ,რომლითაც მან თავისი გუნდის მეკარეს მიმართა: " ხომ არ გგონია თბილისის"დინამოს" კარს იცავ, შენ დარიალის კარს იცავ"ო!!!!!!!!!!!!! არაა უბრალო სიტყვები,ჰოდა წ ი ნ ქართველო ლომებო, ისტორიაში შესვლამდე 24 საათი დაგრჩათ, დიდება უ ფ ა ლ ს ,ის თქვენთანაა!!!
მახოია
3 მიზეზი რისი შიშიც მაქვს რომ საქართველოს ნაკრები წააგებს. კი არ დამარცხდება წააგებს. 1 ასეთ გადამწყვეტ თამაშებს დიდი ფულის სუნი ასდის და მითუმეტეს ეხლა. 2 კვარაცხელიას და ჩაკვეტაძის გარდა გოლს ვერავინ ვერ იტანს. ან თუ იტანს ან ჩაკვეტაძის პასით ან კვარაცხელიას პენალტით. ხვალაც არცერთი არ თამაშობს. (ამის დაწერას გუშინ ვაპირებდი). 3 საგოლე მომენტების არ გამოყენება. ( მსახიობის შესახებ თავს ვიკავებ) და მაინც ხვალ იმედი მაქვს თამაშის ბოლოს კომენტატორი გაიმეორებს უკვდავ სიტყვებს (ბოდიში რუსულად. სხვანაირად არ შეიძლება) ликует вся страна.ликует Сталица Грузии. балшая победа грузинских футболистов. ПРИЦТАВЛАЮ ШТО ТВАРИТСА СЕЙЧАС В ГРУЗЮ
ჟორჟ სამპაიო
ვფიქრობ ამ შეხვედრის მნიშვნელობას ჩვენი ფეხბურთელები ყველაზე მეტად ხვდებიან და გრძნობენ. ამიტომ გასამხნევებელი და შესაგულიანებელი სიტყვები რთულია შეარჩიო. უბრალოდ 12 ნოემბერი მთელი ცხოვრება გვემახსოვრება, ამ დღეს ან ბედნიერების და სიხარულის ჟრუანტელით გავიხსენებთ, ან დღეს უდიდესი იმედგაცრუებისა და სინანულის. მეტოქეც ღირსეული და ძლიერი გვყავს, რაც ჩვენს გამარჯვებას კიდევ უფრო ფასეულს ხდის. ამიტომ ცივი გონებით, ანთებული გულებით წინ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს თ ვ ი ს, სიხარულისთვის, გ ა მ ა რ ჯ ვ ე ბ ი ს თ ვ ი ს !!!
gurulski333
როგორც არ უნდა დამთავრდეს თამაში თქვენ მაინც გამარჯვებულები ხართ, იმიტომ რომ მოგების და სიამაყის განცდა დაგვიბრუნეთ ქართველებს და ხვალინდელი მოგება სამუდამოდ ჩაგწერთ საქართველოს ისტორიაში და თქვენ მაგალითზე თაობები გაიზრდებიან, მთელი გულით თქვენთან ვარ. პ.ს. კვარა, შენგელ, კიტე, ჩაკვე შევხვდებით ევროპაზე.
qartveli
დაარტყით , დაარტყით, კარში დაარტყით
ბესიკ კალანდია
ჰერიო, ბიჭებო, ჰერიო! თქვენ ხართ ქართველნი მგლებიო! მრავალ გატანილ გოლებით, გეხარებინოთ ერიო! ჰერიო, ბიჭებო, ჰერიო! წინ გელით მწვანე ველიო! გამარჯვებებით გაგევლოთ, ეს ბედნიერი წელიო! გვიმრავლოს თქვენისთანები, მრავალი, არა-ერთიო. თქვენთვის ვლოცულობთ ბიჭებო, გფარავდეთ წმინდა ღმერთიო!
გიორგი
ბიჭებო!!! მთელი გულით; სულით და არსებით იბრძოლეთ. იბრზოლეთ თქვენი შვილებისთვის,ოჯახისთვის,ქვეყნისთვის.ამ თამაშის მოგება ერის მოტივაციის წყარო იქნება იცოდეთ!!! თქვენ არ ხართ მხოლოდ თქვენი თავის წინაშე ვალდებული,მოგვეცით შანსი ქართველ ხალხს და თქვენი სახელები ყოველთვის გაგვახსენდება, როგორც ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის პირველი მერცხლების გამოჩენა!!! უფალი გფარავდეთ!
შაკო ლაგოდეხი
მიდით ბიჭებო რა რაც შეუძლებლად მიგაჩნიათ ის უნდა აკეთოთ ძმებო.... ნახევარი გუნდითაც უნდა ვანახოთ მთელ ევროპას რო ჩვენ ამას ვიმსახურებთ... ხვალინდელ თამაშზე რო ვფიქრობ სუნთქვა მეკვრება უკვე და იცოდეთ რო ასეა მთელი საქართველო. დატოვეთ თქვენი შესაძლებლობის 200 პროცენტი მოედანზე და ღმერთიც გადმოგვხედავს ხვალინდელი დღე საქართველოს ზეიმი უნდა იყოს❤❤
david gurgenidze
აბა პანდევი ყოველი ბურთის შეხებისას აფერისტულად ძირს ვარდება და მეშინია პენალი არ აგვკიდოს მაგ მსაჯის ხელში.
ემიგრანტი
ეს არის ომი რომელიც უნდა მოვიგოთ!!!
Malkhaz Bolkvadze
ბიჭებო, მაგარი გუნდი ააწყო ვაისმა და საბრძოლო სულისკვეთება შექმნა!!! ხვიჩა და ლევანი გამოგვაკლდა დროებით, მაგრამ არა უშავს, ისეთი რეზერვი გვყავს და იმხელა სკამი გვაქვს, რომ საკმარისი იქნება გამარჯვებისთვის!!! ლიდერების მეტი რა გვყავს: ჯაბა, გიორგი, გურამი, საბა, თორნიკე, ვაკო ...!!! უეფამ ინგლისელი მსაჯები დაგვინიშნა და გვჯერა, პატიოსან ბრძოლაში გავიმარჯვებთ!!! ღმერთით, 12 ნოემბერი დიდი გამარჯვების დღე იქნება!!!
გია
მოედანზე გადით და მაკედონიას უბრალოდ შეუსრულეთ!
გუგა
ამ თამაშის მნიშვნელობაზე არ ვილაპარაკებ, ბიჭებმა ეს ჩვენზე უკეთ იციან. პირველ რიგში უნდა ითამაშოთ საკუთარი თავისითვის, სიამოვნება მიიღეთ თამაშისგან, თითოეული წუთისგან. ვიცი, რომ ყველაფერს გააკეთებთ გამარჯვებისკენ.
QT
გამარჯვება შაქარასთვის, საქართველოსთვის
პაატა
ამ დღეს განა მარტო საფეხბურთო, ან თუ გნებავთ სპორტული, მთელი საქართველო რამდენი წელი ელოდა, და ეს დღე ასე ახლოს, თქვენ მოიტანეთ! მაშ, დაგვირგვინებაც თქვენთვის მოგვინდია, ჩვენ ერი წმინდა გიორგისთან ერთად თქვენთან ვიქნებით! არ შედრკეთ! სულ გახსოვდეთ ვისი ერისა ხართ! წინ, გამარჯვებისკენ!!!
გიზოგ
ამინ. გისმინოთ უფალმა. წარმატებები ბიჭებს.
david gurgenidze
აბა პანდევი ყოველი ბურთის შეხებისას აფერისტულად ძირს ვარდება და მეშინია პენალი არ აგვკიდოს მაგ მსაჯის ხელში.
გიზოგ
პირველ რიგში ხვიჩას და ლევანს ვუსურვებ მალე გამოჯანმრთველებას და მალე დაბრუნებას. შემდეგ აღვნიშნავ, რომ ჩვენ გვყავს გუნდი, რომელსაც თითქმის თანაბარი ძალის ორი გუნდი შეუძლია დააკომპლექტოს, ასე. რომ ხვალე მაკედონიას ვაჩვენებთ ვინ არიან მამაცები. ბიჭებო უფალი თქვენკენ. წარმატებები!!!
bacho
ევროპის ჩემპიონობისათვის 7 მატჩი უნდა მოვიგოთ ბიჭებო. 6 ფინალურ ეტაპზე და ერთი დღეს. ანუ შვიდიდან პირველი დღესაა.ძალიან ძლიერი გუნდი ხართ და ირწმუნეთ რომ ეს შეგიძლიათ. ევროპის ჩემპიონობა და არა სხვა რამე. მხოლოდ შვიდი მატჩი დარჩა. მხოლოდ შვიდი.
კოროხა
ბიჭებო გული დადეთ მოედანზე! რომც წააგოთ მაინც ჩვენი იმედი ხართ და მაინც ჩვენები ხართ, მაგრამ გული დაგვანახეთ, რომ ყველაფერი გააკეთეთ მოედანზე რაც შეგეძლოთ!
გლახუნა
,,თუ მთელმა ერმა გ ა მ ა რ ჯ ვ ე ბ ა არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვიათ ...,,- უ ნ დ ა მოვიშოროთ უნიჭიერესმა ქართველობამ 2 ძირითადი საუკუნო პრობლემა - სიზარმაცე და სიბრიყვე, ანუ მ უ დ ა მ მებრძოლი, შეუპოვარი, შრომისმყოვარე,გონიერი,წინდახედური ... კეთილსინდისიერნი შევიქმნათ და არ არსებობს სფერო, რომ ქართველობა წარმატებას ვ ე რ მიაღწიოს!- ა რ არსებობს! - ანუ ბიჭებო - აქაც,არ მოდუნდეთ,არ მოეშვათ, არ დათმოთ ბურთი, მუდამ იბრძოლე მოედნის ყველა მონაკვეთზე, მუდამ შეტევა -გ ო ლ ზ ე, დაუშვათ 4-ს რომ-თუ გაიტან - 6 გოლის გატანაზე კიდევ უფრო შემართებით იბრძოლეთ და -გ ა ვ ი მ ა რ ჯ ვ ე ბ თ!- ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს-აც ერთ-ერთ წარმატებულს, მხოლოდ პ რ ო გ რ ე ს ზ ე ორიენტირებულს, ანუ თანამედროვეს -სამართლებრივ,მით ეკონომიკურად, სოციალურად ძლიერს,ძლავრი თავდაცვა უსაფრთხოებით ...-ღ ი რ ს ე უ ლ ს შევქმნით და თქვენ- სპორტის სამყარო თქვენი გამარჯვებებით - ა ვ ა ნ გ ა რ დ შ ი შეგიძლიათ- უ ნ დ ა იყოთ!
AX
სამშობლო გეძახით ბიჭებო...
ლაშა
ბიჭებო, ფინალას ორი გამარჯვებული ვერ ეყოლება. მაკედონიასაც ისევე უნდა გამარჯვება როგორც ჩვენ. უბრალოდ გამოდით და მაქსიმუმი დადეთ რაც შეგიძლიათ. მოგებულზეც და წაგებულზეც თქვენს გვერდით გვიგულე. წარმატებები...............
მამუკა
ვილოცოთ სამშობლოსა და ქრისტესათვის და ფიცი დავდოთ, რომ აქ, ბრძოლის ველზე დავიხოცებით და უკან კი არ დავიხევთ. გზა უკან ამოქოლილია, გაქცევაც რომ ინდომოს ვინმემ, ვერ შესძლებს. მაშ, განემზადეთ, ძმანო და შვილნო, ქრისტესთვის და საქართველოსთვის! ეს დავით აღმაშენებელის სიტყვებია გადამწყვეტი დიდგორის ომის წინ. ბიჭებო გულში ჩაიდეთ ეს სიტყვები ამ შემართებით გადით მინდორზე და ეს ომიც მოგებული იქნება.
აფირისტკა
ყველაფერი კარგად იქნება:)
ბოკინიო
მოიგეთ და თქვენი სახელები ჩაიწერება ქართული სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით!! ხოლო ჩვენს გულებში უწყვეტი ძაფებით. არ იღოროთ გილო ვინც არ უნდა გაიტანოთ მაინც ყველა ერთნაირად გვეყვარებით. თქვენი განარჯვებით ამ კრიზისსაც ადვილად დავძლევთ. თქვენ რჩეულები ხართ რჩეულთა შორის ღმერთმაც ხელი შეგიწყოთ უტრამვოდ და უკორონოდ რო მოაღწიეთ გაგვახარეთ გაიხარეთ. საქართველოს დამოუკიდებლობასაც კი გაამყარებთ დაგვიბრუნებთ დაკარგულ ღირსებას. ღმერთი გფარავდეთ!!!
ვილემ II
ხვალე ისეთი ანგარიშით უნდა მოვიგოთ რომ ცეესკომაც კი ვერ შეძლოს მაიმუნობა ბი დააჭერით და გაუშვით ლუციფერის თათბირზე (როგორც ხარისხის ტელევიზიაში იტყოდა ჩვენი ორი ძმა)
ლაშა
ბიჭებო მაქვს კორონა ძალიან მძიმე ფორმაში, დიდი ალბათბით ხვალინდელ მატჩს ვერ ვუყურებ მაგ დროს მაქვს ჩანიშნული პროცედურები (კომპიუტერული გადაღება) და ძალიან გთხოვთ რომ დავბრუნდები (თუ დავბრუნდი) პალატაში თქვენი გამარჯვების ამბავი დამხვდეს, მეიმედებით და ამ იმედით ვცოცხლობ
David
Saqartvelom bevri talanti shoba,bevri isetic romelic chvenc ar vicit, da sxvavadasxva mizezebis gamo ver mivajciet tqven dones. Tqven gavt unikaluri sashualeba gaaxarot yvela yopili pexburteli, vinc tavs ar zogavda varjishebze da ver miajcia tavis mizans,yvela emigranti da yvela qartveli. PS.Война до победы,и точка. Карл фон Клаузевиц
David
Saqartvelom bevri talanti shoba,bevri isetic romelic chvenc ar vicit, da sxvavadasxva mizezebis gamo ver mivajciet tqven dones. Tqven gavt unikaluri sashualeba gaaxarot yvela yopili pexburteli, vinc tavs ar zogavda varjishebze da ver miajcia tavis mizans,yvela emigranti da yvela qartveli. PS.Война до победы,и точка. Карл фон Клаузевиц
ტაზანიკო14
12-ში ოღონდ მოიგეთ და ფეხით უნდა ვირბინო დილამდე არყის ბოთლით ხელში, დიდს პატარას ყველას უნდა ჩავეხუტო, გამვლელს-გამომვლელს, ჯარიმას დამიწერენ? ჯარიმა კიარა 5 წლიან სროკზე გამიშვან თუუნდათ!
ჯაბა
პატარა ომი მოვუწყოთ მაკედონიას! ბროძოლა მოედნის ყოველ სანტიმეტრზე! თქვენს უკან მთელი საქართველოა და ელოდება ნანატრ სიხარულს, რომელიც გაგვაბედნიერებს! მოგიწოდებთ სულ შეტევაზე იფიქრეთ და დადეთ სასურველი ანგარიში! წინ გამარჯვებისთვის! წინ ევროპისკენ! ამ დღეს დაღლის უფლება არ გვაქვს! ყველაფერი ბრძოლისთვის, ყველაფერი გამარჯვებისთვის! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! ღმერთმა დალოცოს საქართველო, ჩვენი სამშობლო!
irakli
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო ევროპაზე კიდე უკეთესად ვითამაშოთ
ელგუჯა
ბიჭებო, გაგვახარეთ. თქვენ ეს შეგიძლიათ!!!!!!
ზევსი
უბრალოდ ითამაშეთ თქვენი თამაში, აკონტროლეთ ბურთი, ტექნიკური ფეხბურთი, როდესაც ასე თამაშობთ ყველა ნაკრები ითიშება, მახსოვს ესპანეთთან, საფრანგეთთან როცა ლაღად თავისუფლად თამაშობთ ძალიან რთულია თქვენი გაჩერება და მაკედონია ვერ გაგაჩერებთ. დღეს თქვენზე არის მთელი ქართული ფეხბურთის ბედი, ამ მოგებით ქართულ ფეხბურთს ახალ საფეხურზე გადაიყვანთ და თქვენი სახელები ჩაეწერება ისტორიაში, უბრალოთ ითამაშეთ თქვენი თამაში მთელი გულით. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!
foodboll
ბიჭებო აბა თქვენ იცით, ერთი გოლით ნუ დაკმაყოფილდებით, ერთს 2 და 3 გოლი მიაყარეთ.
გიორგი
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ყოველ შესარჩევ ეტაპზე თამაშობდა სულ მცირე ერთ მაღალი დონის თამაშს, როცა ყველაფერი გამოგვდიოდა და ვიყავით საოცრად ამაყები (თუნდაც ამ რამოდენიმე წლის უკან უელსში, ან როცა "ოქრიმ" საფრანგეთის ნაკრები თბილისში " ათრია"). ასეთი თამაშის მოლოდინი მაქვს ზუსტად ხვალ. ხომ არის, რომ დაძაბული ხარ თამაშის წინ. ახლა არა, დარწმუნებული ვარ სრულიად ობიექტურად, რომ ეს ჩვენი თამაშია! ძალა ერთობაშია!
svani
ჩვენ არ ვართ არც ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, არც ბირთვული სახელმწიფო, არც ათეულ მილიონობით ვართ... მაგრამ 12 ნოემბერს, საქართველო შეიძლება ყველაზე დიდი, ზე-სახელმწიფო გახდეს და სხვას არაფერს ექნება მნიშვნელობა. ამის გაკეთება თქვენ შეგიძლიათ! ბიჭებო, თქვენს უკან საქართველოა, თქვენი ისტორია უნდა დაწეროთ!
ფსშვიუ
დაწერეთ ისტორია, გვაჩუქეთ ბედნიერება!
ალექსა
სიხარულით გადავიხდი კომენდანტის საათის დარღვევისთვის 2000 ლარს, ოღონდ თქვენ მოიგეთ! და ვინც ქუჩაში არ აღნიშნოს ის იყოს პანდევის პრიჩოსკა (დაგუგლეთ - pandev haircut)
მერაბი
გადით ბიჭებო მოედანზე,დაანთეთ ცეცხლი,მთელი არსებითა და მაქსიმალური კონცენტრაციით საუკეთესოდ აკეთეთ თქვენი ყველაზე საყვარელი საქმე -ერთ მუშტად შეკრულებმა ითამაშეთ ლაღად და ლამაზად თქვენთვის,ჩვენთვის,მთელი საქართველოსთვის! გვჯერა თქვენი,გვეიმედებით! უფალი გფარავდეთ, გიძღოდეთ გამარჯვებისკენ!!!
ნიკა
ბიჭებო თქვენ გაქვთ უნიკალური შანსი, თქვენი სახელები ოქროს ასოებით ჩაიწეროს ქართული ფეხბურთის ისტორიაში, როგორც ჩაიწერა ვიტალი დარასელიას, დავით ყიფიანის და იმ ფეხბურთელების სახელები, რომლებმაც ყველაფერი იღონეს წარმატების მისაღწევად. როცა ყველაზე ახლოს ხარ მიზანთან მაშინ უბრალოდ დამარცხების უფლება აღარ არსებობს. დღეს თქვენს ხელიშია არამარტო ფეხბურთის მომავალი, არამედ მთელი ქვეყნის, რომლის სასიკეთოდ შეცვლა შეგიძლიათ. გაიმარჯვეთ ჩვენი შვილებისთვის და იმ მომავლისთვის ვინც უნდა მოყვეს ეს ლამაზი ისტორია.
პაპა
იყავით თვითდაჯერებულები საკუთარ ძალებში... შიშით ნუ ითამაშებთ ვაი თუ არ წავაგოთ თამაშიო.. შიშის გამო რისკზე არ მიდიან და სულ უშეცდომო უკან პასებზე ფიქრობენ... ასე რომ თამამად, წინ საქართველო!!!
Guja Kakhadze
ქართული საფეხბურთო ინტელექტის გამარჯვებას დღეს მთელი მსოფლიო დაინახავს!
სოსო
გადამწყვეტი მატჩი მოვიდა.მატჩი, რომლისკენაც ამდენი ხანი ემზადებოდით და მოისწრაფოდით.ამიტომ თქვენს ზედმეტ წაქეზებას,აზრიც არა აქვს.მისი მნიშვნელობა,თქვენ,ჩვენზე კარგად გესმით.ერთ თვეში ამ მეტოქესთან უკვე მესამედ გვიწევს შებმა და პირველ ორში,წაგებისაგან ხან ჩვენმა,ხან კიდევ მსაჯის დაუდევრობამ იხსნა მეტოქე.ახლა თავს იმხნევებენ,ჩვენ უფრო მაგრები ვართო,მაგრამ თქვენც და ჩვენც ხომ ვიცით,რომ ჩვენი ნაკრები სჯობია მათ ნაკრებს.გადით მოედანზე და დაუმტკიცეთ ბიჭებო!თუ კონცენტრაციას არ დავკარგავთ და ემოციებსაც არ ავყვებით,მეტოქეს ჩვენთან შანსი არ ექნება.ვიცით,უხეშობაც იქნება და პროვოკაციებიც.ამის პასუხი,მხოლოდ ცივსისხლიანი ანგარიში და სათამაშო დისციპლინა უნდა იყოს.ინგლისელი მსაჯები ფიზიკურ ორთაბრძოლებს გაატარებენ,მაგრამ უხეშობას და ემოციურ აფეთქებას არა.ესეც გაითვალისწინეთ.ხვალ თქვენ გვერდით ვერ ვიქნებით,მაგრამ მთელი საქართველო თქვენთან იდგება და ესეც კარგად იცით.ამიტომ გაიხარეთ და გაგვახარეთ ბიჭებო.თქვენ გენაცვალეთ!
გიგა1992
ამ უმძიმესი მდგომარეობის დროს (ყველამხრივ), თქვენ შეგიძლიათ უდიდესი ბედნიერება აჩუქოთ ერს და წარმატების და სიხარულის იმედი დაუბრუნოთ. გამოიყენეთ შესაძლებლობების მაქსიმუმი და გახდით ნამდვილი გმირები !!!
butxa
რა უნდა გითხრათ რაც თქვენ არიცით.შეჭამეთ დაგლიჯეთ მიწაზე დაანარცხეთ ნაკუწებად
DAVE
ხვალ მოედანზე სათამაშოდ 11 კაცი არ გახვლათ, გავალთ 5 მილიონი ადამიანი საბრძოლბველად და მჯერა არათუ მაკედონია, ვინც გინდა ყოფილიყო ვერ დაგვიდგება წინ. წინ დიდი გამარჯვებაა, ჩვენ თქვენთან ვართ
ლაშა
უბრალოდ ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ, მერე კი ისე იქნება როგორც კალათბურთში როდესაც ევროპაზე გასვლა კი არ იქნება ამოცანა, არამედ ჯგუფიდან გასვლა.. თქვენს მაგივრად ჩვენ გულშემატკივრები ვინერვიულებთ,თქვენ კი მშვიდად და აუღელვებლად მიიყვანეთ საქმე ლოგიკურ დასასრულამდე.. მოიხსენით სტრესი და ითამაშეთ.. რადგან თქვენ აშკარად უკეთესად მოთამაშეები ხართ ვიდრე მეტოქე.. წაგება? ის უბრალოდ არ არსებობს, თქვენ წაგება არ შეგიძლიათ, უბრალოდ ვერ წააგებთ.. წინ მხოლოდ გამარჯვებაა :))
შოთა
ბიჭებო, ხვალ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დაწეროთ ქართული ფეხბურთის დიდებული ისტორია და ოქროს ასოებით შეხვიდეთ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ხვალ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, ქართველ ხალხს მისცეთ დიდება! ხვალ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გააკეთოთ ის, რაზეც ოცნებობდნენ ძველი და ახალი დროის საუკეთესო ფეხბურთელები. ჩვენ გვჯერა თქვენი! ხვალ თქვენი დღეა, ხვალ საქართველოს გამარჯვების დღეა!
ზურა
3:0 -ზე ნაკლებით მოგება არ ჩაითვლება :)
ბაჩო
წარმატება და იღბალი თქვენს მხარეს ყოფილიყოს,ფორტუნას ყოველმხრივ გაეღიმებინოს!გთხოვთ დადეთ ყველაფერი რაც შეგიძლიათ და არ შეგიძლიათ მოგვეცით ის სიხარული რასაც ველოდებით ყველა მათგანს შეგიძლიათ თამაში საკუთარ თავზე აიღოთ დიდი იმედი მაქ მეც და ჩემს შვილსაც ოქრი გაიტანს გოლსო
დავითი
ბიჭებო !!! ნაკრების თამაშიდან თამაშამდე ლამის კალენდარული ათვლა მავს სადც დღესასწაულებად აღინიშნება ეს დღეეები მე ყველა თქვენი წარმატება გულში მაქვს და ასეა ყველა ქომაგიც. დღესასწაულია როდესაც ჩემი საყვარელი გუნდი ფინალშია და ერთი ნაბიჯი აშორებს ევროპის ჩემპიონატთან, მართალია ტრიბუნებთან ვერ ვიქნებით მაგრამ იცოდეთ რომ თქვენთან ვართ ხვალ ყველანი გგულშემატკივრობთ და მინდა გთხჵვოთ რომ ისე ითამაშოთ როგორც 1 ათეულის გუნდთან შემართებით და ნერვული სტრესის გარეშე დინამო არენა ააგუგუნეთ და ჩვენი გულები გაახარეთ !!!
თენგიზ გოგოხია
ბიჭებო მეამაყებით!როგორც არ უნდა დამთავრდეს თამაში, ხართ საამაყოები! მაგრამ... 12-ში თქვენ გელოდებათ ფეხბურთის " დიდგორის ბრძოლა"!!! ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ ყველამ ერთად საქართველომ! რაც შეეხება ჩემ თავს,ეს მოგება უფრო მალე დამაყენებს ჩაწოლილს ფეხზე,ოღონდ მართლა!თქვენ დაწერთ ისტორიას!გფარავდეთ უფალი!
ოტელო
თქვენ 300 არაგველი უნდა გახდეთ ბრძოლის ველზე ! ვინც არ ხართ დარწმუნებული თქვენ თავში არ უნდა გახვიდეთ მოედანზე
გიო
მიუხედავათ ამ მატჩის მნიშვნელობისა მიუხედავათ იმისა თუ რას ნიშნავს ამ მატჩში გამარჯვება ყველა ჩვენთაგანისთვის არ მინდა გავაკეთო აქცენტი მოგებასა და წაგებაზე უბრალოთ მინდა ვნახო თავდადებული პატრიოტული თამაში სადაც არავინ არ დაზოგავს თავს და ითამაშებს შესაძლებლობის მაქსიმუმს ჩემთვის ეს არის მთავარი და თუ ამას ვნახავ მიუხედავათ შედეგისა საქართველოს ნაკრების ყოველი ფეხბურთელი დაიმსახურებს ჩემს და არა მარტო ჩემს პატივისცემასა და მორალურ მხარდაჭერას წარმატებას ვუსურვებ ნაკრებს გულშემატკივრებს მთლიანათ საქართველოს მჯერა რო ხვალ ყველა გავიხარებთ წარმატებები
დიდება გმირებს
თქვენს უკან მთელი საქართველოა, გააკეთეთ ის, რაც შეგიძლიათ, რომ შეგიძლიათ, ეს ბელორუსთან გამოჩნდა, მაკედონია არაფრით არაა , როგორც გუნდი, ბელორუსზე ძლიერი, გახდით გმირები, თქვენ ნახავთ, რა სიყვარულის გამოხატვა შეუძლია ქართველ ხალხს, ოქროს ასოებით უნდა ჩასწეროთ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეს გვერდი, დიდი ანგარიშით მოგება შეგვიძლია, ნუ მოდუნდებით ნურცერთი წამი, რა ამგარიშიც არ უნდა იყოს ტაბლოზე. ჩვენ გავიმარჯვებთ.
ლექსო კოჭლაშვილი
ბიჭებო თქვენი იმედი გვაქ, თქვენ შეგიძლიათ ყველაზე ცუდი წული აქციოთ ყველაზე მაგარ წლად და ისე გაგვახაროთ როგორც 81 წელს დინამომ გაახარა მთელი ერი. მბურძგლავს და ცრემლი მადგება რომ წარმოვიდგენ ჰიმნის დროს როგორი შემართებით დგეხართ ხელი-ხელ გადახვეულები. მიყვარხართ ! მეამაყებით ! მჯერა თქვენი !
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს