ჰოკეი. NHL. პლეი ოფი. ფინალი
"ვანკუვერმა" სტენლის თასის ფინალური სერიის მეხუთე მატჩში "ბოსტონი" ერთადერთი შაიბის წყალობით დაამარცხა. უკვე მომდევნო მატჩში კანადურ კლუბს შეუძლია პირველად თავისი არსებობის ისტორიაში ტიტული გაიფორმოს.

ჯერჯერობით გუნდები ასპროცენტიან შედეგს აჩვენებენ საკუთარ მოედანზე. ამასთან, "ბრუინზისგან" განსხვავებით, "კენაქს" ძალიან უჭირს საშინაო შეხვედრებში გამარჯვების მოპოვება - ორჯერ 1:0 და ერთხელ ოვერტაიმში მოგება. "ბოსტონმა" კი უბრალოდ გაანადგურა მეტოქე საკუთარ მოედანზე - 8:1 და 4:0.

ბევრი რამ იყო დამოკიდებული მეხუთე მატჩში მეკარეების თამაშზე. ორი ბოსტონური მატჩის შემდეგ ეჭვქვეშ დადგა "ვანკუვერის" მეკარის რობერტო ლუონგოს სათამაშო ფორმა. ბევრი ექსპერტი კანადელთა სამწვრთნელო შტაბს ლუონგოს სათადარიგოთა სკამზე დასმასა და კორი შნაიდერის გამოყვანას სთავაზობდა, მაგრამ "კენაქსში" ბოლომდე ენდნენ რობერტოს და მანაც არ დააღალატა გუნდი.

"ვანკუვერის" ბოლოდროინდელი წარუმატებლობები, შესაძლოა, მცველ დენ ჰამჰუისის ტრავმასთან ყოფილიყო დაკავშირებული, რომელიც მან პირველ მატჩში

მიიღო. კიდეთ ორი მოთამაშე - ფორვარდი რაიან კესლერი და გერმანელი მცველი კრისტიან ერჰოფი ტრავმებით გადიან მოედანზე. მიუხედავად ამისა, საკუთარი გულშემატკივრების მხარდაჭერით გამხნევებულმა "კენაქსმა" მოახერხა უმნიშვნელოვანესი მატჩის მოგება.

კვლავაც უმაღლეს დონეზე თამაშობდა "ბოსტონის" ბრწყინვალე მეკარე ტიმ ტომასი. მაგალითად, პირველ პერიოდში მან კრის ჰიგინსის ურთულესი დარტყმა მოიგერია, ერთხელ კი აშკარად გაუმართლა, როცა კარი დაკარგა, მაგრამ ტანერ გლასმა ყვანჯი ვერ მოარტყა შაიბას.

უსაქმოდ არც ლუონგო ყოფილა. დაგვამახსოვრდა მისი "სეივები" პირველ პერიოდში, როცა პატრის ბერჟერონი უცვლიდა შაიბას მიმართულებას დენის საიდენბერგის დარტყმის შემდეგ. ერთხელ ლუონგოსაც გაუმართლა - კრის კელის დარტყმული ძელმა მოიგერია.

საბოლოოდ, იღბალი "ვანკუვერის" მხარეს იყო. მესამე პერიოდის დაწყებიდან ოთხი წუთის შემდეგ მასპინძლების ხანგრძლივი იერიშისას კევინ ბიეკსამ ცისფერი ხაზიდან გაისროლა. შაიბა კარს აცდა, მაგრამ ბარიერმა აისხლიტა და კარის კუთხესთან დადარაჯებულ მაქსიმ ლაპიერს მიუვიდა, რომელმაც ახლო კუთხეში გაიტანა. მართალია, მესამე პერიოდში "ბოსტონმა" მეტოქეზე მეტი ზუსტი დარტყმა შეასრულა, მაგრამ "დათვებმა" ღირსეული პასუხის გაცემა ვერ შეძლეს და დამარცხდნენ.

საფინალო შტურმი "ბოსტონს" არ გამოუვიდა და საბოლოოდ, სერიის მეხუთე მატჩი ძალიან დაემსგავსა პირველს: უამრავი ძალისმიერი ილეთი, შეჯახებები და ერთადერთი გატანილი შაიბა მატჩის ბოლო ნაწილში.

მაშ ასე, ხუთ მატჩში მხოლოდ ექვსი გოლის გატანის მიუხედავად, "ვანკუვერმა" სერიაში ანგარიში წაიყვანა და უკვე ხვალ დილით შეუძლია მოიგოს არსებობის ისტორიაში პირველი სტენლის თასი.

ფინალი. V მატჩი

ვანკუვერი-ბოსტონი 1:0

0:0, 0:0, 1:0

გოლი: 1:0 მაქსიმ ლაპიერი-2 (ბიეკსა-5, ტორესი-4).

სერია: 3-2

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე