"მთავარი არხის" დირექტორმა, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა და განათლების მინისტრმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საქართველოს ნაკრების მარცხთან დაკავშირებით სტატუსი გამოაქვეყნა:

"რომ მივხვდი, რომ შეიძლება ინფარქტი დამმართნოდა, ავიღე და ბოლო 15 წელია ქართულ ფეხბურთს (გინდ საკლუბოს, გინდ სანაკრებოს), უბრალოდ არ ვუყურებ. აი, საერთოდ არა. მაქსიმუმ livescore-ზე ვნახო ანგარიში, ისიც იშვიათად.

არაა ეგ ჩვენი სპორტი, დაამსხვრიეთ ეგ მითოლოგებმა თქვენს ცნობიერებაში. არც ერთი მსოფლიო კლასის ფეხბურთელი არ გვყავს ლამის ბოლო ორი ათწლეულია (გადახედეთ, რა კლუბებში თამაშობენ), მესამეხარისხოვანი მწვრთნელები ჰყავს ნაკრებს მუდმივად, შიდა ჩემპიონატი პრაქტიკულად არ გვაქვს და ეზოების გუნდების შეჯიბრადაა ქცეული, და რა რეზულტატზე შეიძლება საერთოდ ლაპარაკი, რატომ იტყუებთ თავს? რას ეფუძნება, რაციონალურს, თქვენი მოლოდინები?

რაც მალე შევეგუებით ყველანი ამ სიმართლეს, მით უკეთესი. და რაც მალე გადავანაწილებთ ფეხბურთზე (ანუ წყალში + ქართული ოცნების კორუფციაზე) გადაყრილ ასობით მილიონს სპორტის იმ სახეობებზე, სადაც ბევრი ფულის დახარჯვას რეალური და ფანტასტიური შედეგი მოყვება, თანაც მყისიერად (ჭიდაობა, ძალოსნობა, რაგბი, კალათბურთი, კრივი, ჭადრაკი და ასე შემდეგ) - ასევე მით უკეთესი. უკეთესი ჩვენი ფსიქიკისთვის და ჯანმრთელობისთვის, და სპორტისთვის და ქვეყნისთვის ასევე.

მითქვია მე და თქვენ იხეთქეთ გულები, სანამ არ მოგწყინდებათ. მე 15 წლის წინ მომწყინდა." - დაწერა გვარამიამ.

Joker
ისე აღწერ ყველაფერს რომ გეტყობა აქტების დროს სანთლები გიკავია ხელთ რომ კარგად დააკვირდე.შენს საკუთარ საჯდომს მიხედე ყანდიაშვილის მეხოტბევ
buba
სოსო-ს: ნინო სალუქვაძეს რამდენი ჰყავს მოკლული?!...
სოსო
ჰო,თოფის სროლას,აუცილებლად უნდა გავუზარდოთ დაფინანსება.ესვრიან ერთმანეთს და ვერ არტყავენ,ან კიდევ მხოლოდ დაჭრიან.სამარცხვინოა პირდაპირ.ერთი გასროლა,ერთი მოკლული მოქალაქე.აი ეგ არის დონე.
david gurgenidze
ფედერაციის პრეზიდენტი რომ არც გააპროტესტებს ხალხის სტადიონზე არ დაშვებას, ის სასწრაფოდ გასაგდებია. მელიასთანაც წააგო პირველი ტური,მოსაშორებელია მალე
ვახო...
არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმები ზემოთმითითებულ პესიმისტურ პათოსს! საქართველოს ყოლია, ყავს და ეყოლება ნიჭიერი თაობა (კვარაცხელია, ჩაკვეტაძე დას სხვა...) მართალია, ბოლოდროინელი მარცხი, უდიდეს იმედგაცრუებასთან და ტკივილთან ასოცირდება, მაგრამ მომავალსაც იმედით უნდა ვუყუროთ! ადეკვატური მრწვრთნელით, მაგალითად "არველაძე" და სწორი მიდგომით, წარმატებებს აუცილებლად მივაღწევთ უფლის წყალობით!
სოსო
სულ ტყუილად.თავის გაფუჭებულს,ახლა ამათ აბრალებს და თან ფულს ნუ ახარჯებთო.სენი მევენახეობაზეც ამას ამბობდნენ და არაბებს აძლევდნენ ქართულ მიწას,სტადიონები დაგვინგრიეს და ფეხბურთს ვერ ვთამაშობთო,სპორტის აკადემია გააუქმეს და კვალიფიციური მწვრთნელები არა გვყავს,შევეშვათ სპორტსო.მსოფლიოს დონის მათემატიკური,გეოლოგიური,ფილოსოფიური,სამედიცინო,სასოფლო სამეურნეო,მეცნიერული სკოლები გვქონდა,რომელსაც უამრავი შემოსავლის მოტანა შეეძლო ქვეყნისათვის,მაგრამ ყველა საკვლევი ინსტიტუტი გააუქმეს,უნივერსიტეტებშიც აკრკრძალეს სამეცნიერო კვლევები და მეცნიერებათა აკადემიაც გაანადგურეს. კადრები კი უნივერსიტეტიდან გამოყარეს და საშიმშილოდ გაწირეს.ყველა დარგი სადაც ლიდერები ვიყავით,გაგვინადგურეს და ახლა რატომ ვართ ჩავარდნილებიო.ამიტომ ვართ ჩავარდნილები.სპორტშიც და განათლებაშიც.მხოლოდ კომპიუტერი,ინგლისურის ცოდნა და პიარი,ქვეყანას ვერ აშენებს.ქვეყნის აშენებს მრავალი დარგის სპეციალისტი სჭირდება და სწორედეს პროდესი რომ გაანადგურეს,ამიტომაა ქვეყანა ამ დღეში დღესაც.დანგრევას ერთი დღე რომ ეყოფა,იმის აშენებას შესაძლოა წლები დასჭირდეს.
სოსო
რა სპორტულ მოედანს გულისხმობ კიკი,ასფალტი რომ დაასხეს,შემოღობეს და კლიტე დაადეს?თან ისეთი სტანდარტის კარები დაამონტაჟეს,რომ რადენიმეჯერ ბავშვებს ზედ დაეცა და სიკვდილის შემთხვევებიც გვქონდა?ან იქნებ იმ დარბაზს გულისხმობ,ლევან თედიაშვილმა,ჩვენმა ლეგენდარულმა მოჭიდავემ რომ ააშენა და ბავშვებს ავარჯიშებდა,შემდეგ კი მიშამ წაართვა და ძიუდოისტებს გადასცა,შენ სხვას აგიშენებო.წადი და გაიკითხე,ლევან თედიაშვილს,რომელიც არა მხოლოდ მოჭიდავე იყო,არამედ აფხაზეთში,ერთი ოცეულის შეიარაღება იყიდა,თავისი ფულით და შვილთან ერთად წავიდა საომრად,შვილი ხელში ჩააკვდა და მის სახელობაზე აშენებული დარბაზი წაართვეს ნაცებმა,მერე კი უკაპიკოდ დარჩენილი და ამდენი დარდისაგან დიაბეტით დაავადებული,საერთოდ მიივიწყა,რა დარბაზი,რის დარბაზიო...მაგათზე ლაპარაკობ აშენებდაო?11 სტადიონი მხოლოდ თბილისში დაანგრია და დღეს ფიზიკურადა აღარ არის ადგილი,რომ სტადიონები აშენდეს,ბათუმის,ზუგდიდის,ფოთის სტადიონები დაანგრია,სასტუმროების გულისთვის და სად ააშენეს?ეტყობა ძალიან პატარა ხარ და სულ არ გახსოვს,მაშინდელი სინამდვილე. წაგებულ და კაპიტულაცია გამოცხადებულ ომზე ,გამარჯვება რომ გვაზეიმეს,ის ხალხია ეგენი და ტყუილი,მაგათი ბუნებრივი მდგომარეობაა.ასე რომ ძალიან ნუ დაუჯერებ მაგათ ცრუ ტელევიზიებს და ცრუ ენებს.
kiki
ის სტადიონი არანაირ სტანტარტებში არ ჯდებოდა და რო დაანგრიეს უმაგრესი სასტუმრო აშენდა შემდეგ ახალ ბულვართან უნდა გაკეთებულიყო 40 000 იანი სტადიონი მარა ოცნებამ ჯინაზე შეაჩერა ის პროექტი
სოსო
რაც ამათ სტადიონები დანგრიეს,რაც ამათ დამატებითი შენობები ჩაჩხირეს და ბავშებს თამაშის საუალება მოუსპეს,ჩავარდნა რომ ექნებოდა ფეხბურთს,გასაკვირია?სპორტის აკადემია რომგააუქმეს და მწვრთნელს აღარავინ მოამზადებდა,კვალიფიციური მწვრთნელების დეფიციტი რომ შეგვექმნებოდა,მოულოდნელი იყო?რაგბის განვითარებაზე რომ ლაპარაკობს,ვისი დახმარებითაც რაგბი გაძლიერდა,იმას დღე და ღამ რომ აგინებენ და მის სიკვდილზე ოცნებობენ,ან კიდევ თბილისის დინამოს რომ პატრონობდა და სხვა უამრავ კარგ საქმეს აფინანსებდა,სისხლის გათეთრებით დაავადებული ბავშვების მკურნალობის დაფინანსების ჩათვლით და ეს კაცი,საიქიოს რომ გაისტუმრესდა მისი ქონებაც გაწეწეს,ამის გამკეთებლები ლაპარაკობენ?ის ასეული მილიონები,მათ მიერ დანგრეულის აღდგენაზე იხარჯება ჯერჯერობით.ეს ფული სწორედ მათ მიერ არის განადგურებული და ახლა სხვისკენ იშვერენ თითს.ძალიან ბევრი შეიძლება უსაყვედურო ამ მთავრობას,გაამტყუნო,აგინო კიდეც,მაგრამ არა ამათ.არა ნაცებს.ამათ ხმა არ ამოეღებათ.
kiki
XO DA საქმეც მაგაშია ძალით ახარჯიებდა მიშა
kiki s
შენ გაიხარე რამდენი მაცინე.არა გვარამია არაა პოლიტიკოსი და კალაძე,კობიაშვილი და ოხანაშვილია ხომ და ძმანი მისნი.ხო კინაღამ გამომრჩა ბიძგვინა!!!
giorgi
პირველად ვეთანხმები ამ ხნის მანძილზე ამ ტიპს. მითუმეტეს, იკადრა და სიბილწეების გარეშე გამოთქვა აზრი. მაგრამ... ძალოსნობაო და ლაშა ტალახაძეს რომ ტონა ტალახი მიასხა, თუ ახსოვს მას?
დავით
ეს ხო გულზე არავის გვეხატება მაგრამ არის აქ სიმართლის ნაგლეჯი. რა პოლიტიკაცაა ფედერაციაში ის გვაჩვენა 12 ნოემბერს ნაკრებმა და რაც ეს ჯოგი უდგას სათავეში დაწერეთ კომენტარი სად იმწვრთვნელა ამ კაცმა..ვაისმა.. გამართულად? გაუნათლებელი სპორცმენების ჯოგია მართველობაში.. ხალხო თვალი გაახილეთ.. პარლამენტს სპორცმენებით ავსებენ.. რა ესაქმება რაგბისტს ან კალათბურთელს პარლამენტში???! ბიუჯეტის ჭამა! რომელი ეკონომისტები მუჯირი და იაშვილი არიან ან მენეჯერები.. ან მარკეტინგის მაგისტრები რო განვითარებაზე ქონდეთ პრეტენზია?! კალა და მისი კლანბუდე! აი ესაა რეალობა და რო ჩაისვრიან მერე ჩვენი პრივოკაციების ბრალი ყოფილა თურმე. მედროვეების ბანდა ხართ! კალას თამადობით!
ბექა
ფეხბურთთან დაკავშირებით სრულიად სიმართეს ამბობს ეს კაცი. კაცი დროზე უნდა მიხვდე იმას რაც შენი არ არის, მაგრამ როცა არ გინდა მიხვედრა ასეა. ერთი მაგალით უნდა ვთქვა: სვანეთის გზაზე არის შავი ღელედ წოდებული მონაკვეთი, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ზამთარ ზაფხულ პრობლემური იყო. არც ერთი საგზაო ბოლომდე არ აკეთებდა და აგვარებდა პრობლემას. ან რატომ უნდა მოეგვარებინა. უსასრულო დაფინანსება ბიუჯეტიდან რატომ უნდა შეეწყვიტა. პარალელი შავ ღელესა და ფეხბურთს შორის ის არის რომ ყველამ იცის რომ ეს პრობლემური თემაა, საკითხი რომლის მოგვარება სინამდვილეშ არავის არ უნდა. ერთადერთ რისკენაც ყველა მიისწრაფვის არის პირადი შემოსავალი ბიუჯეტიდან. მე ვფიქრობ ფეხბურთს საერთდ უნდა შეუწყვითოთ დაფინანსება. დაფიანანსება კი გაუზარდოთ - ნაოსნობას, თოფით სროლას, რაგბს, ჭიდაობის სახეობებს - ზოგადად ისეთ სახეობებს, რაშიც ბუნებრივი ნიჭიც გვაქვს :-) აბა ასე ამ ფეხბურთის შემყურე, 98 წლის მსოფლიო თასის მერე არ გამიხედია. :-)
madridista
არ ხარ მართალი გვარამია მოეშვი ჩემს ნაკრებს მიხედე პოლიტიკას ცხვირს ნუ ყოფთ ნურც შენ და ვაი ფანები
გრიშა
გახსოვდეს რომ ხარ ადამიანი
huh
ეს კაცი რო დიდი პატრიოტი იყო ვიცოდი მარა ესე თუ უყვარდა ქვეყანა და ნაკრები ვერ ვიფიქრებდი. არადა გულში უხარიათ, ვაი რო გავსულიყავით ევროპაზე ქართულ ოცნებას არ ჩაეწერა ქულები. ხვალ ქვეყანა რო დაინგრეს ამათზე ბედნიერი კაცი არ იქნება. წარმატება კიდე გულს გაუხეთქავს ამ საცოდავებს
ფიფია
სიმართლეს ამბობს, რას უწუნებთ. ოცნებები დაგემსხვრატ და განტევების ვაცი ჯობია სხვაგან ეძიოთ!
vinmes
ბათუმის სტადიონი რაა აბა აშენებული არაა,ვინ დანგრია ნეტავ თავის დროზე ააა, ის არი საინტერესო ნაცებმა ხო არა, მგონი ასეა არა.
რაულ გონსალეს ბლანკო s
და ამ 8 წელიწადში რატო არ აშენდა არაფერიი?
go-g0
ამისაგან მეტი სიმართლე არც გამიგია
Gogita
ეტყობა ქართული არ გესმის. 15 წელი ფეხბურთს კი უყურებდა,არ უყურებდა იმას რასაც შენ და სხვა ქაჯები ქართულ ფეხბურთს ეძახით.
გიგი
ამ კაცს 15 წელია ფეხბურთისთვის არ უყურებია და რა კომენტარი უნდა გააკეთოს? სასირცხვილოა, როგორც ყოველთვის.
გიო
ამ ქინძს რაღა უნდა...
ჟორა
არ ვიცი რაში არ ეთანხმება გვარამიასქოცთა უმრავლესობა ამ საიტზე,და რატომ არ სურთ იმ თემაზე საუბარი თუ სად წავიდა 300 მილიონი და საიდან მოიტანეს რომ თურმე ნაცების დროს სტადიონების ანგრევდნენ( მაგ დროს ალბათ თქვენი უმრავლესობა ვორონეჟის ბაზარზე მწვანილით ვაჭრობდა).აქ მთავარი სხვა საკითხია, როგორ შეიძლება გულშემატკივრობს იმას რაც არ არსებობს? თქვე დედააფ...ბო,ჩართეთ იმედის გარდა სხვა ტელევიზია და გაიგებთ რომ თურმე ნამდვილი ფეხბურთი ( პანდემიის პირობებშიც),არსებობენ ფეხბურთელები და არსებობს გაურკვეველი ფუნქციისა და შედეგის საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თავისი გაურკვეველი ჩემპიონატებითა და უაზრო დაფინანსებით.იქ სადაც წერა-კითხვის უცოდინარი კობიაშვილი და კალაძეს ხელს აფათურებენ,განა შეიძლება რაიმე სახის რეზულტატი დაიდოს? ქოცებს მართლა გჯერათ რომ უსწავლელი და გაუნათლებელ ადამიანს შეუძლია რაიმე სარგებლის მოტანა გარდა ფიზიკური შრომის?( თუმცა საქართველოში არც ფიზიკურ შრომაზე იკლავენ თავს) მაგიტომაცაა ჩვენი საქმე ასე მიჯ...ლი რომ ასე არა მარტო თქვენ გჯერათ, არამედ ქვეყნის ხაზეინსაც.
პიკანდრე
ამ არსების პოსტი, კომენტარი თუ რაღაც, რატომ უნდა გაანიუსო sportall გამაგებინე ერთი ?! ძალზედ კომპეტენტურია ? სხვა არაფერი ხდება ? სხვა არავინაა ? ვაი თქვენს პატრონს !
Soxumi
მართალია ნიკა. მაგრამ.... გვიყვარს ფეხბურთი. 3 სპორტის სახეობაში ჩადეს მეტ-ნაკლებად დიდი ფული: ფეხბურთი, რაგბში და ძიუდოში. თავისი სანდო ხალხიც დანიშნეს. რა მივიღეთ? ამას წინ რაგბისტებმა სროლა ატეხეს ოფისში, ძიუდოისტებმა დაკა-დაკა ატეხეს, ვაი ფეხბურთელებმა გული დაგვწყვიტეს. ასეთია შემდეგი და გინდა შეე@ი! სპორტში დაიბანდა ფული თუ პარლამენტის მანდატებში? ჰერი ჰააა
რაულ გონსალეს ბლანკო-KIKI-ს
უამრავი სტადიონი რომ აშენდა, ბიძოს ფულით იყო მაგი
ქომაგი
წადი შენი საზიზღარი დდშც! კაცს მაინც ჰგავდე შე რარაობავ! როდის იყო ან ფეხბურთით ინტერესდებოდი და ან ზოგადად რამე კაცურით. წადი გაბუნიას ჩაეხუტე, თუმცა კორონა ჭირს როგორც გავიგე მგონი და აქტის დროს არ გადაგდოს.
კატო
წადი შენი.ავანტურისტ.
KIKI
კარგი რაა უამრავი სპორტული მოედანი და შენობა აშენდა მიშას დროს
aburjga-ს
მაგარი,აი ძალიან მაგარი მზე ჰყავხარ გამჩენს!

ეს ტიპი ყველაფერჩიკია ხო?? მართლა კვერცხია რა
ziko
სწორედ ამათ დროს დაინგრა ქართული ფეხბურთი, გეტყვით რატომაც ანგრევდნენ სტადიონებს ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში საიდანაც ტალანტები უნდა წამოსულიყვნენ,დანგრეული სტადიონების ადგილას სასტუმროებს აშენებდნენ, გამოდის ახლა და ჭკუას ირიგება ეს ქათამი, თურმე ფეხბურთი არ ყოფილა ნომერ-1 სპორტი საქართველოში, ფეხბურთი იყო და იქნება პირველი სპორტი საქართველოში ვისაც არ უნდა არის სხვა სპორტის სახეობები და იმას უყურონ, ან რაც უნდათ ის გააკეთონ, შეეშვან გულშემატკივრების ნერვებზე თამაშშს.
gaga
უნდა გაითვალისწინოთ, რომ როცა ეგეთი ტალანტები გვყავდა, მაშინ საქართველო აწყობილი ქვეყანა იყო, ეხლა კი ისეა გაფარჩაკებული ფეხებს ძლის მიათრევს და ფეხბურთისთვის სად სცალია!
კახელი
კომენტარი არ მაქვს.
sergis
უკან კიდევ ხელი მოისვას? ისედაც მისმულ- მოსმული არა აქვს?
კაიერთი
ეს კვერცხი ხან ჟურნალისტია, ხან ეპიდემიოლოგი, ხან პროკურორი, ეხა სპორტული მიმომხილველიც გახდა. ვის აინტერესებს საერთოდ ამის აზრი?
სოხუმელი ვეტერანი
ფუ საზიზღრობა!
სერგი
პაიჭაძე, მესხი, მეტრეველი, მაჩაიძე, სიჭინავა, ყიფიანი, ჩივაძე, დარასელია, გუცაევი, ქინქლაძე, დემეტრაძე, არველაძეები, ქეცბაია, კალაძე.....კიდე რამდენი ჩამოვთვალო....და ფეხბურთი ჩვენი სპორტი არაა....გვარამია ერთი უკან ხელი მოისვი ბიჭო, ცუდად ხომ არაფერი გაქ შერჩენილი....
123
ეს ქათამი ვინმემ გააჩუმეთრა
ziko
ხო ფეხბურთი არ დავაფინანსოთ და პოლიტიკა დავაფინანსოთ არა, ეს რო რამეს იტყვის ფეხბურთზე,პრობლემებია ფეხბურთში და ამას უნდა სწორი მიდგომები ამაშია საქმე.ფეხბურთი იყო და დარჩება ნომერ 1 სპორტი საქართველოში ვისაც ფეხბურთი არ უნდა იმან უყუროს ჭიდაობას და სხვა სპორტის სახეეობებს.
semi
ცხოვრებაში რაგბს და ჭიდაობას ვერ ვუყურებ. მარტო იმიტო რო აი ქართველი იგებს და რაღაც ფუჭი განდიდების მანიით შეგიპყრობს. სპორტი პირველ რიგში ასოცირდება ფეხბურთთან მიყვარს და იმიტო ვგულშემატკივრობ საქართველოს ნაკრებს. ძიუდო შტანგის წევა და დარტსი მაყურებინეთ კიდე. მშობელი იმიტო ხო არ გიყვარს რომ წარმატებული და მდიდარია? ენას იმიტომ ხომ არ ირჩევ რომ პოპულარული და გავრცელებულია? სამშობლოს სიდიადის და ძლიერების გამო ხო არ ირჩევ? ასე ბიძიკო გულშემატკივრობაც, გვიყვარს ჩვენ ფეხბურთი! აი კორუფციაში და ბიუჯეტიდან გადაყრილ თანხებში გეთანხმებით.
Tk
ამას რაღა უნდა
ივან
გვარამი შენი მთავრობის დროს დაინგრა ფეხბურთი საქართველოში! ეხლა კი რაღაც კი მაინც კეთდება.თქვენ რომ გააპოლიტიკეთ ფეხბურთი მაგაზე ილაპარაკე. შენი მბრძანებელი მიხეილ სააკაშვილი არ იყო რომ ნიშნავდა პრეზიდენტს. მერე რომ ფული აგეხიათ.
გუსანი
ეგ გადაწყვეტილება მეც დიდი ხნის წინ მეგონა მივიღე , მაგრამ გული მაინც ვერ ისვენებს , თვალები გამირბის კი არა და ვერ ვცილდები, ინფარქტი ავიცილე წინასწარი ანალიზის ფონზე, დიდი მოლოდინი არ მქონდა, იმათ უკვე ეტყობოდათ წინა 2 თამაშში, ერთი თავით მაღლა დგანან, ჩვენ ფეხბურთელი რასაც იტყვიან 2 გვყავს და ისინიც მსხვრევადი ფეხებით, მათი დამსახურებით მოვედით ამ ფინალამდეც. რას უნდა ელოდო ასეთ მოცემულობაში? არაფერს, რა პარლამენტი და მენტალობაც არის ხალხში იგივეა სპორტშიც მეტ-ნაკლებად, პერიოდული გამონათებებით რაც იმედს მაინც ტოვებს ....
გია
ვააა, ამ ქათამას, ფეხბურთი ყვარებია?!!!!
გიო სვანი
რის გარტყმაში ვარ და რის არა შენი გადასაწყვეტი არ არი , ასე ზერელედ რო უდგებით ყველაფერს იმიტო არი ქაქში ყველა დარგი კრიტიკა ზრდის პროფესიონალიზმს და როცა არაობიექტური კრიტიკოსი გყავს ვერ ვითარდება დარგი და პროფესიონალიზმი. ეს ეხება პოლიტიკაში ოპოზიციას და სხვა დარგებში ოპონენტებს მაგალითად ჟურნალისტების ბრალიც ბევრი რამ არი რადგან საგნობრივად ვერ აკრიტიკებენ ვერცერთ დარგს ვერც სპორტში და ვერც ეკონომიკაში თუ სხვა დარგებში .
mmm
კაი იქნება ბევრ ასეთი ადეკვატური კომენტარები იწერებოდეს
ფეხბურთი
პირველი ის რომ ნიკა გვარამია სრულიად მართალია და თავი არ უნდა ჩავრგოთ ჩირგვებში. მეორე ის, რომ სპორტი პოლიტიზირებული სწორედ ამ ხელისუფლებამ გახადა, რომელმაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ერთობლივად პოლიტიკოსიც არის და კონკრეტულ პოლიტიკურ მხარეს წარმოადგენს. ეხლა ვიძახით პოლიტიკურ თემებს აქ ნუ განვიხილავთო, ამ დროს პოლიტიკოსი გვიზის ფედერაციის პრეზიდენტად, იმის მაგივრად რომ ნეიტრალური და აპოლიტიკური პერსონა იყოს. სპორტსმენები პოლიტიკაში სწორედ ამ ხელისუფლებამ შეყარა ამხელა მაშტაბით და სპორტი პოლიტიკური გახადა.
KIKI
ჭიდაობაა ქართული სპორტი მაგითი იცნობენ საქარტველოს ბევრ ქვეყანაში; მარტალს ამბობს კიდე ბევრი ფული უნდა ცაიდოს ჭიდაობაში
გგგგგ
შენნაირი არც გულშემატკივარი და არც ქართველი. შენ სად გაქვს გული??? მერე, რომ წავაგეთ საქართველოს და ყველა ქართველს გაუმარჯოს!!! ბიჭემა იომეს, შემ ომის რა იცი, პორტატურიდან გამოასწარი საკუთარ ცხენს. შენ მიშა და გუბაზა იარეთ ერთად
KIKI
გვარამიაა პოლიტიკოსსი?
მერაბი
რა,სპორსმენთა ან მწვრთნელთა კომენტარები არ მოიძებნა,ვინ არის ეს არსება,აქ რომ გამოგიჭიმავთ?
yui
ვაიმე, რისი მადლობელი უნდა იყო, გაფიცებ. ისეთ გუნდებს ვეთამაშეთ წინა თამაშები,რო მაგ ნაკრებებს პივა და ოციანზე მოთამაშე ახალგაზრდებიც მოუგებდნენ! საუკუნეში ერთხელ მოგვცეს შანსი ჩვენნაირ მაჩანჩალა გუნდებიდან გავსულიყავით და იქაც ბანძები აღმოვნჩდით!!!
ჩორნა
ეს გვაკლდა ეხლა რა ამ პორტალზე.
სანდრო
გვარამიამ თავის უკანალს მიხედოს აჯობებს, წავაგეთ, წავაგეთ - რომ ვიგებდით ხომ გვიხაროდა? მე მაინც მადლობელი ვარ ამ ბიჭების რომ ასეთ მნიშვნელოვან ეტაპამდე მაინც მიაღწიეს და აზრი ქონდა მოგებას და რაღაც თეორიული შანსების იმედად არ ვიყავით. შენგელია, კვარაცხელია და ჩაკვეტაძე რომ დაგაკლდება ვინღა უნდა მოიგოს თამაში?
Gia
კი ბატონო მართალია მაგრამ აქ მაინც ნუ დაგვანახებთ ამ პოლიტიკოსებს რა!!!
papai
ნეტაი შენ სულ რომ არ გადარდებს გუშინდელი შედეგი..
100%
ვისაც ჩვენი მარცხი გაუხარდა, ............. !
გიორგი
2020 წელს ჩრ. მაკედონიამ მოაგვარა ქვეყნის დასახელების სადავო საკითხი საბერძნეთთან (პოზიტივი 1); ამავე წელს ქვეყანა გახდა ნატოს წევრი (პოზიტივი 2); დაწყებულია მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და დასრულებდა საკმაოდ მალე (პოზიტივი 3); ამ ქვეყნის საფეხბურთო ნაკრები გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და ეს წარმატებების სერია გაგრძელდება ... რაც შეგვეხება ჩვენ, ნახევარი ნაბიჯითაც კი არსად არ მივდივართ წინ, მხოლოდ უკან. ეს აისახება როგორც საფეხბურთო ნაკრებზე ასევე სხვა რაღაცეებზე. სამწუხარო რეალობა ასეთია! გვარამიას პოლიტიკაში საკუთარი ინტერესი ამოძრავებს, მაგრამ ახლა სადავაო არაფერია. ჯობია სახელმწიფომ უაზრო ფინანსების ხარჯვას თავი დაანებოს და ჩვენ ნერვების და დროის უაზრო კარგვას!
papai
დიდ რაგბს მსოფლიოში თამაშობს მაქსიმუმ 20 ერი, ევროპაში სულაც მხოლოდ ბრიტანელები და ფრანგები, ასე რომ მანდ მე-14 ადგილი რა სამარიაჟოა?
papai
ვის რაში აინტერესებს მერე მკლავჭიდი ან ჭიდაობა ან მაგათი შედეგები მსოფლიოში ?.. ფეხბურთი არის ნომერ პირველი სპორტი მსოფლიოში და ასეთად დარჩება სამუდამოდ
მიროსან
და მაგ სულში და გულში რო გვაფურთხებენ სულ ეგ რაღააა???
ნინის
სად ფეხბურთი და სად სამაჩაბლო/აფხაზეთი?! გარტყმაში არ ხარ რას ბჟუტურებ... „შეშვება“ ნიშნავს საჯარო ფულის არ ჩაყრას ამ უხეირო და უგვანო ფედერაციაში და კლუბებში, რომელმაც ბოლო 30 წელია ცალკეული ტიპების გამდიდრების მეტი შედეგი ვერ დადო და სპორტის ერთ-ერთი საუკეთესო სახეობა შეაძულა ქართველობას! და ყველაფერში პოლიტიკის დანახვა — რა წყევლაა ამისთანა...
შეტევა
რას ერჩით, ამ შემთხვევაში მართალია!
dato
გვარამიაზე დაგინებული მქონდა არასდროს არაფერსი დავთანხმებოდი და ამ სტატიამ შემექანა.
bejo
ეს რა სისულელეს ბოდიალობს ?? არასდროს არ იყო ესეიგი ქომაგი და მაგიტომაც დაანება 15 წლის წინ ადვილად თავი , მოდას იყო აყოლილი და მაგიტომ ბალეშიკობდა ... ძაან გამიცრუე ნიკა იმედი მე მეგონა გამოხვიდოდი და პირიქით იტყოდი რომ ისაა შესაცვლელი ესაა შესაცვლელიო არ გცხვენია ??? რანაირი განხცხადება გააკეთე ??
გუგა
მკლავჭიდელი ბიჭები ბრდღვნიან ყველაფერს და ტურნირზე რო წავიდნენ იმის სახსრები არააქვთ. არ გრცხვენიათ? კაცო არაა ეს ფეხბურთი ჩვენი და ნუ ახარჯავთ მილიონებს. რო გამოჩნდებიან ტალანტები მერე დავახარჯოთ. მანამდე მიხედეთ ძალისმიერ სპორტს და ნუღარ არის იმაზე ლაპარაკი რო ვინმეს ტურნირზე წასვლის ფინანსები არააქვს.
Status quo
არასოდეს არ ყოფილა ნითა მთავარი პროკუ რორი, ეს იყო სენაკელი ბიჭი მამუკა გვარამია. ნიკა მოადგილე იყო.
მახა
ამ კაცმა თქვა ბოლო ორი ათწლეულიაო..
zaza
ნიკას პოლიტიკური აზრი არავის აინტერესებს. მიშას დროსაც არ ბრწყინავდა ჩვენი ფეხბურთი. ამასთან, გუშინდელ მარცხში პასუხისმგებლობა მარტო მწვრთნელს კი არა ფეხბურთელებსაც ეკისრებათ.
ჯაბა
ფეხბურთი არის ნომერ პირველი სპორტი ყოველდღიურ ცხოვრებაში რ თორემ სპორტი ბევრი გამიგია,მს.ჩემპიონი ესპანეთი დავამარცხეთ და ფინალისტი ხორვატია და ერთი მითხარი რაგბიმ ზელანდიას სად მოიგონა ან ავდტრალიას?!
მალხაზი
ჩვენც მოგვბეზრდა პოლიტიკა და პოლიტიკოსები დაგვანებეთ თავი
არჩი
ფეხბურთი ქართველის სულში და გულშია, მაგრამ ამას ყველა ვერ მიხვდება - მით უმეტეს, ვისაც ქართული არაფერი უყვარს
gela
ერთ რამეში თანხმდება ყველა, რომ გვარამია პროფია. ვის მოწონს ვის არა,ერთისთვის მისაღებია სხვისთვის პირიქით, მაგრამ ყველაზე რეიტინგული ტვ. მეორეჯერ გააკეთა. ლახძვა და ანტირეკლამა ისეთივე რეკლამაა და პოპულარობაა. მოდი ყველამ თავისი საქმე ასეთივე თავდადებით აკეთოს და მისი პოლიტ.მრწამსი ვის აინტერესებს
ჟორა
რატომაა ასეთი ხმაური ატეხილი,ვერ გამიგია.წავაგეთ მაკედონიასთან 0:1? მერე რა პრობლემაა? მოვიდეს თამარ ჟვანია და პროტოკოლში ჩაწეროს საქართველო- მაკედონია 1:0. ხოდა მოგებული ვიქნებით.
Gio
თქვენნაირებმა რომ ფულის კეთება დაიწყეს ფეხბურთში და პოლიტკა რომ შეიყვანეს სპორტში იმან დაღუპა ფეხბურთი საქართველოში. ძმაკაცის შვილი, პროკურორის შვილი, პარლამენტარის შვილი, ფულის ტომარას შვილი რომ უნდა დააყენონ სასტავში ამ ჩარჩმა ტრენერებმა და ნიჭიერი ბავშვები რომ ამის, ამ უსამართლობის შემყურე წამალზე ჯდებიან ეს არ არის ტრაგედია?
გოგა
რაგბიში მსოფლიოში მე 14 ნაკრები ვართ ფეხბურთში კი ასეულს მიღმა თვითონ განსაჯე ახლა რომელ სპორტში უფრო წარმატებულები ვართ.
sormona
ეს აკლდა ახლა ქართულ ფეხბურთს...
ნინი
ცხოვრებაში პირველად ვეთანხმები გვარამიას....ფუუუუუუ ესენი ხო ფეხბურთელები არ არიან.. ეს უკან პასები ვინ ასწავლა ამ უხეიროებს..
გიო სვანი
ასეთები რო ყავთ ნაციონალებს იდეოლოგებად იმიტო არიან რეიტინგულები. ამ ლოგიკით აფხაზეთს და სამაჩაბლოს 30 წელია ვერ ვიბრუნებთ და შევეშვათ? ასე ყველაფერს უნდა შევეშვათ არც ხელოვნებაში ვგლიჯავთ . რაც ისედაც შედეგიანია რათ უნდა მიხმარება საერთოდ არ უნდა ცარევა და ისედაც კარგად განვითარდება. ფეხბურთს რაც შეეხება ჩემი პირადი აზრით ფული არასწორად ჩაიდო არ უნდა დაფინანსებულიყო საკლუბო სახელფასო ფონდები და მხოლოდ ინფრასტრუუქტურის მშენებლობაში რომ ჩადებულიყო დღეს 200 მილიონით რომელიც დაიხარჯა მინომუმ 10 რაიონში სრულყოფილი მცირე არენა და კარგი აკადემიები აშენდებოდა შემდეგ ამ იმფრასტრუქტურას კლუბებს მიაბავდნენ და გაიტანდნენ ტენდერზე ნორმალური ინვესტორები კი კარგ პროდუქტს შექმნიდნენ მცირე საგადასახადო შეღავათების პირობებში და დღეს კარგი საკლუბო ჩემპიონატიც გვექნებოდა და ეროვნულ ნაკრებში მეტი კონკურენციაც შეიქმნებოდა.
tngh
ამ კაცის ბოღმა ავადყოფობაშია გადაზრდილი...
ჯაბა
აქ გცარამიას ვარჩევთ თუ გუშინდელ ჩ ჯ ას? მთელი უბედურება ისაა რომ ყველაფერში პოლიტიკას ვაკვეხებთ. იქ დინამო აგებს-ფიფია ნაცია, კორონა ამოვარდა-ოხ ეს ამირანი, ეხლა გვარამიას ვარჩევთ! ასტაფიევი 100% იყო რაც ჩვენზე თქვა.არა? კორონა უნდა დაემალათ კვარას რო სპეც ამოუგდო ამირანმაო. .
თეიმურაზ
ბატონო ნიკა, ისედაც ბევრი ქილიკობს თქვენზე, თქვენ კი დამატების საბაბს აძლევთ, რაც არ იცით, იქ ნუ ერევით, მითუმეტეს კომპეტენცია არ გყოფნით, რა რაგბი, რის რაგბი, განა რაგბში მაგრები ვართ? ფეხბურთში მსოფლიო ვარსკვლავები გვყავდა და ალაც გვყავს (მესხი, მეტრეველი გუცაევი, დარასელია,...ჩაკვეტაძე, კვარაცხელია), იმას არ ამბობთ, რაც მთავარია, უფროსი გაგებაშიარ არის, ახლა იფიქრეთ ვის ვგულისხმობ, ვაისს, ფედერაციის ხელმძღვანელებს თუ ...
jumber
შინაარსობრივად გვარამია სწორად მსჯელობს. ეს მისი გულისტკივილია. ზოგს შეუძლია ამ უბედურების ყურება და რაღაცის იმედით ყოფნა, ზოგს მობეზრდა მუდმივი წარუმატებლობა და გულის გახეთქვა. გუშინდელ კატასტროფაში დამნაშავეა კობი-კალაძის ბანდა, ვინც გაუშვა ცხადაძე და მოიყვანა უვიცი ვაისი!
გურამი
შენი ჩასაბრებული ------ ------‐!!!!
შალვა
ისე იკლავთ თავებს და გულზე ირტყავთ მღიჯს გეგონება აქმედე ანგრევდნენ რა. მართალია ნიკა გვარამია და ყველა ის ვინც ვფიქრობთ რომ ფეხბურთი აღარ გვაქვს რა გიკვირთ ფეხბურთი კი.არა ქვეყანა აგარ გვაქვს და ფეხბურმა რომ გაასხას ლოგიკურიცააა.
vax-vax
შე ქათამო ვის აინტერესებს შენი ანტიქართული აზრები?
დიმო
შეიძლება აზრი სიმართლეს მოკლებული არ იყოს, მაგრამ ამ დროს ამის დამწერი მოღალატეა! თქვენი ეს კომენტარი დღეს ჩასაფრებული კაცის კომენტარია ბატონო ნიკა!!!
Rrr
Fuls patiosan unda xarjva da shedegic mova,gvaramias azri ki saertod vis ainteresebs.
ჯეკო
ესეც კაი შებერტყილი ვინმეა, გაიხსენა ეხლა, რომ ნაცების დროსაც არ ჰქონდა წარმატებები ქართულ ფეხბურთს და ამიტომ დაწერა ასე. რას ნიშნავს ფეხბურთი არაა ჩვენი საქმე, პაიჭაძე, მესხი, მეტრეველი, ყიფიალი, ჩივაძე, დარასელია,, გუცაევი, ქინქლაძე, თუნდახ ეს პატარა ბიჭები. - ხვიჩა და ჩაკვეტაძე ვინ არიან აბა? ფეხბურთს მიხედვა უნდა და მერეა შედეგი. მარა შენნაირი უთავბოლოები არიან ესენიც და რა გინდა რო ქნა კაცმა.
vaxo
საქ.ნაკრები(ნუ რაც არი) ძირითადათ კალას,კობის და მუმუს პირადი მეგობრები არიან, ცოტა იაშკასიც და ტაშიი! არც კი განიხილება ე.წ. ბირთვის შემადგენლობის გადახედვა. აქ ვაისი კი არა ვინც არ უნდა თევზიმოვიდეს ვერაფერს გახდება. თევზის სუნის თემაა რა.
ზურა
ერთია როდესაც იბრძოლებ და წააგებ. ეგ ფეხბურთში ნორმალურია, მაგრამ რაც გუშინ ვნახეთ იყო ნახირის სირბილი მინდორზე. უთავმოყვარეობა და ერის სირცხვილი. 89 წუთზე შეცვლას აკეთებს მარტო ის გუნდი რომრლიც იგებს და დტოის გაყვანა და ტემპის დაგდება უნდა. მარაზმი იყო გუშინ. სსხლებში რა უთხრეს ნეტა ფეხბურთელებმა ოჯახის წევრებს?
giorgi dashniani
რა მნიშმნელობა აქ ამას გვარამია ამბობს თუ სხვა ვინმე იტყვის, უბრალოდ მართალს ამბობს, წუხელ ჩემმა ცხრა წლის ბიჭმა მკიტხა სულ რატომ აგებენ მამაო, პასუხი ვერ გავეცი
ნუგზარ ბაკურაძე
მაგ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ უბრალოდ არაპატრიოტულია, მაგრამ შენ ხომ შორს ხარ ამასთან ისე როგორც ყველაფერ ქართულთან. ასეთი ლოგიკით შენ თავს უნდა იკლავდე გინდა პოლიტიკური მარცხის მიზეზი ავიღოთ და გინდა ტყულებში უამრავად გამოჭერილი შენი ჭურნალისტობა ან შენი ,,კუბოს სახურავით" ლოგოიანი ტელევიზია! მაგრამ შენ ხომ სინდისის მცნებასთან საერთოდ შორს დგახარ და მიკვირს რატომ აძლევ თავს უფლებას, შენ ჩაჯვი ადამიანი ილაპარაკო ეროვნულ ნაკრების ავ-კარგზე და მითუმეტეს ქართულ ფეხბურთზე, როდესაც შენში არანარი ქართული არ არის და არც არასოდეს ყოფილა?!შენ ხარ უბრალოდ მიშას ჩმო!
aburjga
უყურე შენ ამ მაჯლაჯუნამ როგორი შხამები დააფრქვია!!! ენა უნდა ამოაგლიჯო! ბოლო 15 წუთი კი არა ფეხბურთს საერთოდ არ უნდა უყურო! მჯედანზე ისეთი არაფერი მომხდარა, რომ ასეთი კაპიტულიანტური პოზიცია დავიკავოთ. არავითარი უპირატესობა მაკედონიას არ ჰქონია არც კლასში და არც თამაშში. გაუმართლათ. იღბალს დიდი მნიშვნელობა აქვს! თანაც ჩვენმა ბიჭებმა აშკარად ვერ გაუძლეს ფსიქოლოგიურ წნეხს! ვაისმაც სასტავი ვერ დააყენა!
გენა
ეს ის შემთხვევაა, როცა ეს სამარცხვინო გვარამია სრულ სიმართლეს ამბობს და სწორად მსჯელოვს
rasa
რომც იყოს მართალი - ფეხბურთი უფრო პოპულარულია ვიდრე ყველა სხვა სპორტის სახეობა ერთად აღებული. ფეხბურთში მოპოვებული დიდება უფრო დიდია ვიდრე რაგბსი, ხელბურთში, ბადოს ტყორცნაში და ჭიდაობაში მოპოვებული ცნობადობა ერთად აღებული. ასე რომ მაინც უნდა ვცადოთ რამე!!! სხვანაირად არ გამოვა
ქ. გ.
გვარამიას აზრი ფეხბურთის შესახებ ისე მაინტერესებს, როგორც ივანიშვილის აზრი ადამიანის ზნეობრივი ცხოვრების ფილოსოფიის შესახებ და სააკაშვილის აზრი საოპერო ხელოვნების შესახებ.
,,ვაი შენს პატრონს,,
ალბათ სრულიად ,,სანაცეთი ამ პრანჭიას,, თამადობით სუხარულისგან ჭკუაზე არაა.
სულ2
შენ ინტელექტკლუბში რო დებილი იყავი გამორჩეული ეგეც გვახსოვს, ძაან შორს ხარ და გაანებე რა თავი რაც არ გესმის
ლომი
მართალია და
Vasili
სასტიკად ცდები!!! ეს თქვენ ყველამ დაანგრუეთ და მიიყვანეთ ეს ულამაზესი სპორტი საქართველოში ამ დონეზე!! ნიკა ერთხელ მაინც გაგიკეთებია გადაცემა ქართულ ფეხბურთზე ? რათქმაუნდა არა! ჩემპიონთა ლიგას აჩვენებდით და შეწყვიტრთ ტრასლაცია, სპორტილი გადაცემა გქონდათ და დახურეთ! არაფერი გაგიკეთებია ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის! მარტო ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდით ხარ დაკავებული! და ხელისუფლების ლანძღვით! /არადა ხალხს როგორ ჭირდება ეს ფეხბურთი! ახალგაზრდებს! რაზე გელაპარაკო, რა აზრი აქ!
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"მივიღე გადაწყვეტილება, ჩავერთო პოლიტიკაში, იმიტომ, რომ..." - ზურაბ დათუნაშვილი ნიკა გვარამიას დაფუძნებულ გუნდს უერთდება
"რატომ გადავიდა ეს კაცი სრული თვითგანადგურების რეჟიმში?" - ნიკა გვარამია ბასილაშვილი-დოროყაშვილის ჩანაწერებს ეხმაურება
"ჩვენი ფეხბურთელების ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ესაა..." - რას აცხადებს ნიკა გვარამია?
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"რატომ უნდა ეთამაშა მსოფლიო ვარსკვლავ კვარაცხელიას U21 ნაკრებში?! - ეს მეორე ეშელონის ტურნირი იყო" - გვარამია ხვიჩასა და ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე
ნიკა გვარამია გენო პეტრიაშვილის მარცხს ეხმაურება
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
ნიკა გვარამიამ კრიშტიანო რონალდოს დასცინა [PHOTO]