გუშინ, 12 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა და 2021 წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ვერ შეძლო. ამ სამწუხარო ფაქტს შოთა არველაძეც გამოეხმაურა.

"ძალიან სამწუხაროდ და ყველასთვის გულსატკენად დასრულდა მატჩი, რომელსაც 2 წელი ველოდით. თუმცა, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ - ასეთი მნიშვნელობის მატჩი, ჯერ ამ ნაკრებს, ამ ფეხბურთელებს არ უთამაშიათ. ასეთმა წნეხმა, პასუხისმგებლობამ, ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ და ცარიელმა ტრიბუნებმა ფეხბურთელებზე ყველაზე მეტად იმოქმედა.

ნამდვილად ვერ მოვიწონებ და ვერ დავეთანხმები გადაწყვეტილებას სტადიონზე გულშემატკივრის არდაშვების შესახებ. ეს ჩვენი მთავარი იარაღი უნდა ყოფილიყო. ვალდებულები ვიყავით ეს ფაქტორი ჩვენ სასიკეთოდ გამოგვეყენებინა. ამხელა ქალაქში, ამხელა სტადიონზე ამის ორგანიზება შეიძლებოდა. გულშემატკივარი იმსახურებდა ამ მატჩზე ყოფნას და ფეხბურთელებიც იმსახურებდნენ მათ მხარდაჭერას.

მიუხედავად მძიმე შედეგისა, ეს მარცხი კარგ გამოცდილებად უნდა ვაქციოთ და უნდა ვცადოთ, რომ ამ რანგის მატჩები კიდევ ვითამაშოთ. არც აქამდე გავსულვართ დიდ საფეხბურთო ფორუმზე, არც ჯგუფური ეტაპი მოგვიგია და არც ფინალში გვითამაშია.

ამიტომ, სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ და იმ მიზნისკენ სიარული, რომელსაც ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ჰქვია, გუშინდელი დღით არ უნდა დავასრულოთ. მოდის თაობა, რომელიც ამას მიაღწევს." - წერს შოთა არველაძე საკუთარ "ფეისბუკგვერდზე".

giorgi
დადგა დრო ვუხმოთ შოთა არველაძეს,ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელობა კი რიგგარეშე არჩევნებზე უნდ დავითხოვოთ.კობიაშვილი,როგორც ფუნქციონერი მენეჯერი აღმოჩნდა სრული არარაობა;მიუხედავად იმისა,რომ გერმანიიდან მისი დაბრუნების და ფედერაციის პრეზიდენტად არჩევის გულმხურვალე მომხრე ვიყავი.არასწორი პოზიციის დაჭერისთვის დიდ ბოდიშს ვიხდი;ვერ წარმოვიდგენდი,რომ მატერიალურად უზრუნველყოფილი ფეხბურთელი ქვეყანაში გამეფებულ საყოველთაო კორუფციასა და განუკითხაობაში ასე მალე ჩარერთვებოდა.(გადეპუტატება ამის ნათელი დადასტურებაა)
tngh
ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ ფეხბურთს მხოლოდ მონდომება იგებს. სამწუხაროა, რომ 4 ძირითადი ფეხბურთელის გამოკლების ფაქტორს, ისინი ვერ აანალიზებენ... საქართველოს ნაკრებს 4 ესეთი ფეხბურთელის შეცვლის რესურსი არ აქვს. ეს ფაქტია!!!
tedore magradze
კი ნამდვილად ცხოვრება გრძელდება...ქართველი მწვრთნელი ვფიქრობ უფრო გამოადგება ამ ეტაპზე ჩვენს ფეხბურთს, ვისაც ჩვენსავით ეტკიება ჩვენი წაგება და ჩვენი სინანული
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
გუშინ მარცხი არ იყო. გუშინ იყო ბრმებისთვის თვალის ახელის მატჩი, დახუჭულ თვალებს, თუ მოუნდათ და თუ გაახელენ რა თქმა უნდა...
misha
ბოღმა მახრჩობს, რატომ არ შეგვიშვით.რამდენით ნაკლები ინფიციებული გვჭავს???
bebeto
ზოგს გონია რო ბავშვთა ბავშვთა ფეხბურთს დაფინანსება არ ჭირდება,სწორედ საფეხბურთო ინფრასტრუქტურა არის დასაფინანსებელი უფრო მეტად.მაკედონიასაც არ აქვს დიდი ფინანსები მაგრამ აგერ ევროპაზე გავიდა,ასე რომ ღატაკებიც გადიან იქ.მეტი ძალისხმევა საჭირო როგორც ფინანსურად ისე ადამიანურად.
gio
ჩამოყალიბდი თუ კაცი ხარ ნაკრების ფეხბურთელებზე რო საუბრობ რა დაფინანსებას გულისხმობ.კლუბებს თუ გულისხმობ ეს ბიჭები რა შუაში არაინ?მე საერთოდ მგონია რომ ეგეთი კვალიფიციური გულშემატკივრები,მცოდნე ჟურნალისტები და გარემო როა ყველა სფეროში იმიტომ მიდის წინ საქმე
გია
ვეთანხმები შოთას,ეს იყო პირველი ნაბიიჯი გადადგმული ამ თაობის. მეორე ნაბიჯზე გავალთ მჯერა
ჟორა
ყველგან ვაკეთებ ამ კომენტარს და იქნებ ვინმემ წაიკითხოს და დაისვას საკითხი, რომ მივხედოთ იმ სპორტს სადაც მხეცები ვართ. ფეხბურთი აღარაა ღატაკთა სპორტი, როცა ევროპის საშუალო გუნდის ბიუჯეტი მეტია, ვიდრე, მთელი ქართული ფეხბურთის ბიუჯეტია რა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მოგინდათ ამ დაფინანსებით? ანუ იმ ფულს ტყუილად ვყრით, რაც ჩვენის აზრით დიდი ფეხბურთის განვითარებაზე იხარჯება. ყველაფერი ნოლიდანაა დასაწყები, ანუ ბავშვთა ფეხბურთიდან.
ჟორა
ყველგან ვაკეთებ ამ კომენტარს და იქნებ ვინმემ წაიკითხოს და დაისვას საკითხი, რომ მივხედოთ იმ სპორტს სადაც მხეცები ვართ. ფეხბურთი აღარაა ღატაკთა სპორტი, როცა ევროპის საშუალო გუნდის ბიუჯეტი მეტია, ვიდრე, მთელი ქართული ფეხბურთის ბიუჯეტია რა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მოგინდათ ამ დაფინანსებით? ანუ იმ ფულს ტყუილად ვყრით, რაც ჩვენის აზრით დიდი ფეხბურთის განვითარებაზე იხარჯება. ყველაფერი ნოლიდანაა დასაწყები, ანუ ბავშვთა ფეხბურთიდან.
ქომაგი
კარგი რა შოთა შენც კოჭს აგორებ, მანამდე გეთქვა ეს ხმამაღლა. როგორ ყველა ერიდებით სიმართლის თქმას, ნუთუ პირადი კეთილდრეობაა მთავარი? მაგალითი მაინც მიეცით ახალ თაობას!
ბეატრისი
ფეხბურთის ამ სეგმენტს არ სჭირდება სახელმწიფო დაფინანსება. ასეთი მატჩები უნდა ფინანსდებოდეს დაინტერესებული ინვესტორების მიერ. თუ ითამაშებენ/ეცდებიან მიიღებენ დაფინანსებას და ჰონორარებს. რა არის გასაკვირი, არასდროს არ თამაშობენ მთელი 30 წელია, და რატომ ვინახავთ მათ არ მესმის ამდენი წელია. შესაბამისად ახლაც ასე მოხდა. ითამაშებს თუ არა ფეხბურთელი, არ აინტერესებს, არ აწუხებს, პასუხისმგებლობას არ გრძნობს, რადგან მაინც იღებს ჰონორარს. და რისთვის იღებს? --- მეორე ტაიმში წუხელ, ხბოებივით იყვნენ,მაგას წამოწოლა ჯობდა იქვე. ეროვნულ ნაკრებში ყოფნის ბედნიერების განცდა არ აქვთ, ეროვნულობის განცდა, ბრძოლის განცდა არ აქვთ, შრომის და პასუხისმგებლობის განცდა=0. ამ დაფინანსებით რაც მაგათთვის გამოიყოფა ათწლეულების მანძილზე, უამრავი სოციალური და სამოქალაქო პროექტის გაკეთება შეიძლებოდა. დღეს, რაც შეგვიძლია არის ის რომ - წარვუდგინოთ მომდევნო ბალანსირებულ პარლამეტს კანონი, ფეხბურთის ფედერაციისთვის ბიუჯეტის რესტრუქტურიზაციის შესახებ. --- თუ მხოლოდ ბავშვთა ფეხბურთს განვავითარებთ უფრო კარგად ვიქნებით, უფრო ბედნიერი იქნება გულშემატკივარი, რადგან გაიზარდება ჯანსაღი თაობა და კორუფციას,რასაც ათეული წლებია ჩვენით ვკვებავთ, ბუდობს და ბუდობს. ამიტომ უნდა გადაეჭრას სახელმწიფო საარსებო წყარო, რომ კერძო დაფინანსების მოპოვების ინტერესი გაუჩნდეთ, იწვალონ, იბრძოლონ. ამით მოტივაცია გაეზრდებათ და პასუხისმგებლობის რეიტინგზე თვითონ იზრუნებენ. იშრომებენ/ითამაშებენ-დაფინანსდებიან, თუ არა და ცრუ მოძრაობაში ფულს არავინ გადაიხდის. სულ ესაა.
ბექა
არასდროს არ მითქვამს ვაისზე ცუდი, ასეა თუ ისეა ამ თამაშამდე მოვედით, მაგრამ შეცვლას რო არ აკეთებ 0-1 ზე თითქმის თამაშის ბოლომდე(თან აგებ) რას მივაწერო არ ვიცი. თან ფორვარდი(კაჭარავა) რო ვერ თამაშობს, ზივზივაძე განაცხადში მაინც რატო არ ყავდა? კვარა და შენგელია რო დაინფიცირდნენ, ხო შეიძლებოდა ყველა ფებურთელი მაქსიმსლურად დაცული ყოფილიყვნენ? ეს ტესტი კიდე არ ვიცი რა ჯანდაბაა, დღეს წავიკითხე ილონ მასკმა 4 ტესტი გავიკეთე 1 დღეშიო და 2 მა დამიდასტურა კოვიდი, 2 მა არაო. არ შეიძლებოდა ამ ბიჭებისთვის დამატებით ტესტის გაკეთება ეგრევე რო გამოაცხადეს კოვიდი აქვთ და ვერ ითამაშებენო
ანა
ფეხბურთის ამ სეგმენტს არ სჭირდება სახელმწიფო დაფინანსება. ასეთი მატჩები უნდა ფინანსდებოდეს დაინტერესებული ინვესტორების მიერ. თუ ითამაშებენ/ეცდებიან მიიღებენ დაფინანსებას და ჰონორარებს. რა არის გასაკვირი, არასდროს არ თამაშობენ მთელი 30 წელია, და რატომ ვინახავთ მათ არ მესმის ამდენი წელია. შესაბამისად ახლაც ასე მოხდა. ითამაშებს თუ არა ფეხბურთელი, არ აინტერესებს, არ აწუხებს, პასუხისმგებლობას არ გრძნობს, რადგან მაინც იღებს ჰონორარს. და რისთვის იღებს? --- მეორე ტაიმში წუხელ, ხბოებივით იყვნენ,მაგას წამოწოლა ჯობდა იქვე. ეროვნულ ნაკრებში ყოფნის ბედნიერების განცდა არ აქვთ, ეროვნულობის განცდა, ბრძოლის განცდა არ აქვთ, შრომის და პასუხისმგებლობის განცდა=0. ამ დაფინანსებით რაც მაგათთვის გამოიყოფა ათწლეულების მანძილზე, უამრავი სოციალური და სამოქალაქო პროექტის გაკეთება შეიძლებოდა. დღეს, რაც შეგვიძლია არის ის რომ - წარვუდგინოთ მომდევნო ბალანსირებულ პარლამეტს კანონი, ფეხბურთის ფედერაციისთვის ბიუჯეტის რესტრუქტურიზაციის შესახებ. --- თუ მხოლოდ ბავშვთა ფეხბურთს განვავითარებთ უფრო კარგად ვიქნებით, უფრო ბედნიერი იქნება გულშემატკივარი, რადგან გაიზარდება ჯანსაღი თაობა და კორუფციას,რასაც ათეული წლებია ჩვენით ვკვებავთ, ბუდობს და ბუდობს. ამიტომ უნდა გადაეჭრას სახელმწიფო საარსებო წყარო, რომ კერძო დაფინანსების მოპოვების ინტერესი გაუჩნდეთ, იწვალონ, იბრძოლონ. ამით მოტივაცია გაეზრდებათ და პასუხისმგებლობის რეიტინგზე თვითონ იზრუნებენ. იშრომებენ/ითამაშებენ-დაფინანსდებიან, თუ არა და ცრუ მოძრაობაში ფულს არავინ გადაიხდის. სულ ესაა.
სოსო
ზედმეტი ფამილარობის გარეშე - ბრძნულია თქვენი შეფასება, რთული პოლიტიკური სიტუაციისა და ორი უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ. გაიხარეთ. ვუსურვოთ ნაკრენს ორივე თამაშის დამაჯერებელი ბურთებუს სხვაობით გამარჯვება.
გიორგი
ვერც მაყურებლით ვერ მოვიგებდით, გუნდი,რომელიც კაჭარავასა, გვილიას და მათნაირ ფეხბურთელების იმედზეა, განწირულია.
kaira
ცხრაჯერ მაინც დავწერე 10 კაციან მაკედონიას 2-ჯერ ვერ მოვუგეთო. ვინმემ გაითვალისწინა? ჩემი ნათქვამი კია არა, თვითონ ფაქტი? პირიქით სტატისტიკით ვაჯობეთო- ასე ამბობდნენ ჟურნალისტები. ეხლა დამნაშავის პოვნას რა უნდა, აგერ პოლიტიკოსები და აგერ ფედერაცია.
mmm
აი პროფესიონალის სერიოზული დასკვნა. რატომ არ გვყავს არცერთი ყოფილი პროფესიანალი ფეხბურთელი ჟურნალისტი ან კომენტატორი?
ziko
გუშინდელ თამაშზე მინდა ვთქვა რომ პირველ რიგში ეს თამაში ვაისმა წააგო საქართველოს ნაკრებზე არაფრით გამორჩეულ გუნდდთან გეტყვით რატომაც, გუნდს რო ვერ წაუა თამაში მწვრთნელი მაყურებლის როლში არ უნდა იყოს და შეცვლები მე-80 წუთზე და 92-წუთზე არ უნდა გააკეთოს, პირველ ტაიმშივე ეტყობოდა გუნდს რო თამაში არ მიდიოდა, მეორეში ხო საერთოდ, რას უყურებდა მთელი თამაშის განმავლობაში ჩემთვის და ბევრი გულშემატკივრისთვის გუგებარია, არ მყავდაო გასაძლიერებლად ფეხბურთელებიო ვინმე იტყვის რო ხოჭოლავა და იგივე ტაბიძე დაცვის ცენტრში კვირკველია-კაშიას დუეტს არ აჯობებდნენ რადგან მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვთ თავიანთ გუნდებში, კაშია კი 1-წელია არ თამაშობს და ბევრ შეცდომებს უშვებდა ასევე კვირკველია რომელიც ფორმაში აშკარად არ არის და მოსკოვის ლოკომოტივიდან მაგიტომაც გაუშვეს.ნახევარდაცვაში იყო უკეთესი რესურსი დავითაშვილი საბა ლობჟანიძის სახით რომელიც ძალიან სწრაფია და ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, ამდენი ფეხბურთელების არ ყოფნაში ძირითადში თუ არა მეორე ტაიმი როგორც დაიწყო მაშინვე უნდა გამოეყვანა ესენი.გვილია საერთოდ ამოვარდნილი იყო გუშინდელ მატჩში,ასევე ყაზაიშვილი რომელიც რაც უფრო მალე წამოვა ამერიკიდან მისთვის და ნაკრებისთვის იქნება კარგი, მას შეუძლია ბევრად მაღალ დონეზე თამაში და ეს არა ერთხელ გაუკეთებია.თავდასხმაზე მინდა ვთქვა ქვილითაია დღეს დღეობით 10 თავით მაღლა დგას ვიდრე კაჭარავა,რადგან ქვილითაიას მუდმივი სათამაშო დრო აქვს ანოორთოსისში, კაჭარავასგან განსხვავებით ლეხში რომელსაც ბოლო 5 წუთს ათამაშებენ ხოლმე,ამიტომ ვიძახი რო ეს თამაში ვაისმა წააგოთქო.შოთა არველაძე ნაკრების მწვრთნელად კარგი იქნებოდა ადრეც ვიძახოდი ამას.ამათ ქართველი მწვრთნელი ჭირდებათ ახლა,რომელიც მენტალურად და ემოციურად კარგად იცნობს ქართველ ფეხბურთელებს.
ქ. გ.
ჩაუტარეთ ხვიჩას ახალი ტესტი. არ არის ავად!
Zuka
Rogorc chans shoti modis trenerad
Gio
ბარემ ისიც თქბი რომ გაყიდეს თამაში
semi
გული არ გაიტეხოთ ბიჭებოოო! წინ კიდევ ბევრი ფინალი გვექნება ! და ბევრი გამარჯვება ! დარდი არ შეუშვათ გულებში ! ჩვენ ხო ასეთი თამაშებისთვის გამოუცდელები ვართ. ახლა კი დროა რომ ნამდვილ საქმეს მივხედოთ, მწვრთნელებმა კვალიფიკაცია აიმაღლონ, ფეხბურთელებმა კლასი. ფედერაციამ საარჩევნო პიარს თავი დაანებოს, კობიაშვილმა ან პარლამენტს მიხედოს ან ფედერაციას, უკეთესი იქნება თუ ორივეს თავს დაანებებს. კორუფცია, მექრთამეობა მოვსპოთ და შედეგიც იქნება.
Irakli
100% ვეთანხმები... ამხელა სტადიონზე 10 000 კაცს 3 მეტრიან დისტანციითაც დაჯდებოდა... ზატო კალა, კობი, დემე ..... და ასე შემდეგ ხოშიანად გრძნობდნენ თავს ცარიელ სტადიონზე.... გულშემატკივრები კი ყოველგვარი დისტანცირების გარეშეეე ქუჩიდან ქომაგობდააა. ტფუიიიიი....
giorgi
ქცბაიაა ფეხბურთის ფედერაცისს პერზიდენტად ყოფლთვის სიმრთლეს ამბობდა და ყოვლთვის ამბობდა იმას თუ რა მძღნერშიც ვართ და ოქროში გვონია თავიიიიიიიი გულნატკენი ვართ ყველაა და ძალინ გვტკივა ნაკრების წაგება ვიცით რო ბიჭებიც ძალიან განცდიან ვიცი რომ ბევრი ფაქტორის გამო დავმრცხდით მაგრამ არფერი მთვარდებააა მაინც მინდა რომ ჩემი აზრი დავფქსირო რომ კვარა და ჩაკვე გვაკლდა ამ თამაში და კიდევ უსმართლობა იყო როცა ეს თამაში წაგვართვეს გულშემტკივარს ოცნების თამაში საოცნებო მატჩი ყველსთვის და ყველა გერთ იყო ზოგი სახლში და ყველას ცრემლი სდიოდა და ამდროს უსმართლობა არის როცა ხედავ თბილისის მერსს ოცნების პარტისს წვრებს სტადიონზე და მათ შვილებს და ახლობლებს ძალინ უსმართლობააა მარტო ჩვენ არა ბიჭებსაც წაართვეს გამარჯვება რადგან გულშემტკივარი სხვა მუხტს შესძენდააა გუნდსსს დავმარცხდით იმიტომ კი არა რომ ვიმსხრებდით არამედ იმიტომ რომ მტელი რიგი შეცდომები იყოო გასგებია რო ცოტა უღბლობაც თან გვვსდევდა მაგრამ უფლება უნდა მოცათ რო ჩვენ ბიჭებთან გვერდში ვყოფიყავით და ერთად განვეცადე ის წაგება იქნებოდა თუ მოგებაა არ ვიმსხრებდით ამ მარცს არც ფეხბურთელები და არც ჩვენ ვერ ვიტყვით რომ მათ არ უნდოდათ როგორც ჩვეენ გვინდოდა ისე უნდოდათ მატაც გამრჯვება უბრალოდ როგორც აღმოჩნდა მარტო ფეხბურთელებაა გაკეტეს ყვლფერი რო მოგოთ დარჩენება კი არფერიიიიიიიიი ესაა და ეს გული მტკივაა როცა ვნახულობ როგორ აღნიშნავენ მაკედონიელები გამარჯვებას რომლსაც არ იმსხურებდნენ
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი
სპორტული საზოგადოების რეაქცია ისტორიული მატჩის დღეს [VIDEO]
"რთულია ამ პოსტის გამოქვეყნება..." - ნიკა კვეკვესკირი
მაკედონიელთა მწვრთნელი: საქართველოსთან მატჩს 1 სიტყვით დავახასიათებდი
ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
ტრიჩკოვსკიმ, რომელმაც ლორიას 2 გოლი გაუტანა: საქართველოს პატივს ვცემთ, მაგრამ... [VIDEO]