"ბრილიანტის ლიგის" ნიუ იორკის ეტაპზე დაბალი შედეგების მიზეზი უამინდობა გახდა
უამინდობა გახდა "ბრილიანტის ლიგის" ნიუ იორკის ეტაპზე დაბალი შედეგების მიზეზი. ბევრმა ლიდერმა ვერ გაუძლო სტიქიას. მათ შორის იყვნენ ტაისონ გაი, ტედი ტამგო და რენო ლავინიე.

თითქმის მთელი ეტაპის განმავლობაში წვიმდა, მაგრამ ეს არ ყოფილა ძირითადი პრობლემა. სპორტსმენებს განსაკუთრებული სირთულეები შეუქმნა ძლიერმა ქარმა, რომლის სიჩქარე წამში 6 მეტრს აღწევდა. თანაც მისი მიმართულება მაქსიმალურად მოუხერხებელი იყო - ფინიშის სწორზე მორბენლებს ქარის საწინააღმდეგოდ უწევდათ მოძრაობა. სიგრძეზე მხტომელებსა და სამხტომელებსაც ასეთივე პრობლემა ჰქონდათ. რა თქმა უნდა, ამის გამო შედეგები მნიშვნელოვნად დაზარლდა.

გასულ წელს სულ სხვა სიტუაცია იყო. ბრწყინვალე პირობებში ტედი ტამგომ სამხტომში ფანტასტიკური შედეგი აჩვენა - 17,89 მეტრი. წელს სწორედ ეს სახეობა მიიჩნეოდა ცენტრალურად, რადგან ორგანიზატორებმა შესანიშნავი შემადგენლობა შეკრიბეს - ტამგო, აიდოვუ, ოლსონი.

აიდოვუმ მესამე ცდაზე 16,61 მეტრი აჩვენა. სხვა შემთხვევაში ეს ძალიან დაბალ შედეგად მოინათლებოდა, ამჯერად კი ბრიტანელმა გამარჯვება მოახერხა. რაც შეეხება ტამგოს, მან "სასაცილო" 15,55 მეტრი აჩვენა და მეშვიდე ადგილზე გავიდა.

მსგავსი კატასტროფა ვიხილეთ ჭოკით ხტომაში. "ბრილიანტის ლიგის" ლიდერმა მალტე მორმა პირველი სიმაღლე ვერ აიღო - 5,22 (!) მეტრი. თანაც მესამე ცდაზე გერმანელმა უბრალოდ გაირბინა სექტორში და ნახტომის შესრულება არც უცდია. რენო ლავინიემ გამოტოვა პირველი სიმაღლე და, ალბათ, ინანა ამის გამო, რადგან 5,42-ზე გადახტომა ვერ მოახერხა. სტიქიას ყველაზე კარგად რომან მენილი გაუმკლავდა, რომელმაც პირველი ცდიდან აიღო 5,52 მეტრი.

სიმაღლეზე ხტომაში მოულოდნელად დამარცხდა ბლანკა ვლასიჩი. საერთოდ ეს სეზონი ხორვატისთვის არც ისე კარგად მიმდინარეობს. "ბრილიანტის ლიგაზე" ორი გამარჯვების მიუხედავად, ბლანკას წელს ჯერ არ გადაულახავს ორი მეტრი, რასაც ადრე რეგულარულად აკეთებდა. ახლაც, ვლასიჩი 1,90 მეტრზე გაჩერდა და ოთხი სანტიმეტრი წააგო გამარჯვებულ შვედ ემა გრინ-ტრეგაროსთან.

მამაკაცთა სპრინტში ორგანიზატორებმა შეკრიბეს ამ სეზონში ორი საუკეთესო დროის ავტორი - ტაისონ გაი და სტივ მალინგსი. წელს იამაიკელმა მოულოდნელად ძალიან მოუმატა და თანაბრად ებრძვის მსოფლიოს საუკეთესო სპრინტერებს. ამ სეზონში გაის ის პირველად ხვდებოდა და ეს დუელი დიდ ინტერესს იწვევდა.

ამ სახეობაში ქარი ერთადერთი პრობლემა არ ყოფილა. სპორტსმენებს სამჯერ ჩაუვარდათ სტარტი: ფალსტარტის გამო მოხსნეს ედვარდსი, პაჯეტი და ტომპსონი. მეოთხე ცდიდან გარბენი მაინც შედგა. იმ მომენტისთვის შემხვედრი ქარის სიჩქარე წამში 3,4 მეტრი იყო. მალინგსმა დაძაბულ ფინიშში გამოსტაცა გამარჯვება გაის. ამ დუეტმა ერთნაირი დრო აჩვენა - 10,26, რაც თანამედროვე სპრინტისთვის სასაცილო შედეგია.

წინა ამერიკულ ეტაპზე განცდილი მარცხის შემდეგ წლევანდელ სერიაში პირველ გამარჯვებას მიაღწია ჯერემი უორინერმა, რომელმაც 400 მეტრის ფინიშზე გაუსწრო ჯერმეინ გონსალესს. ცნობილმა სპორტსმენმა-ამპუტანტმა ოსკარ პისტორიუსმა ამ გარბენში ღირსეული მეხუთე ადგილი დაიკავა.

ქალებს შორის რბენის დისციპლინებში საინტერესო შემადგენლობა იყო 200 მეტრ დისტანციაზე. ფავორიტ ელისონ ფელიქსს შეუერთდნენ კარმელიტა ჯეტერი და შელი-ენ ფრეზერი. იამაიკელმა მორბენალმა ბოლო ადგილი დაიკავა, კარმელიტამაც ჩააგდო ეს ეტაპი და მხოლოდ მეოთხეზე გავიდა, საუკეთესო კი ფელიქსი იყო, ოღონდ "ბრილიანტის ლიგის" საერთო ჩათვლაში ის აგებს ბიანკა ნაიტთან. ეს უკანასკნელი ნიუ იორკში მეორე მივიდა ფინიშთან.

შემდეგი ეტაპი 20 ივნისს ლოზანაში გაიმართება, უფრო ადრე (18-19 ივნისი) სტოკჰოლმში ევროპის გუნდური ჩემპიონატია დაგეგმილი.

VI ეტაპი. ნიუ იორკი (აშშ)

კაცები

100 მ. 1. სტივ მალინგსი (იამ) - 10,26; 2. ტაისონ გაი (აშშ) - 10,26; 3. კესტონ ბლედმანი (ტრინ) - 10,33; 400 მ. 1. ჯერემი უორინერი (აშშ) - 45,13; 2. ჯერმეინ გონსლესი (იამ) - 45,16; 3. რონდეო ბარტოლომიუ (გრენ) - 45,17; 800 მ. 1. ალფრედ კირვა იეგო (კენ) - 1.46,57; 2. მბულაენი მულაუძი (ს. აფრ) - 1.46,68; 3. ბოაზ ლალანგი (კენ) - 1.46,75; 5000 მ. 1. დეიენ გებრემესკელი (ეთი) - 13.05,22; 2. ბერნარდ ლაგატი (აშშ) - 13.05,46; 3. ტარიკუ ბეკელი (ეთი) - 13.06,06; სამხტომი. 1. ფილიპს აიდუო (ბრიტ) - 16,61; 2. კრისტიან ოლსონი (შვედ) - 16,29; 3. მარიან ოპრეა (რუმ) - 16,03.

ქალები

200 მ. 1. ელისონ ფელიქსი (აშშ) - 22,92; 2. ბიანკა ნაითი (აშშ) - 22,96; 3. გალონდა სოლომონი (აშშ) - 23,03; 100 მ/თარჯრბენი. 1. დანიელა კარატერსი (აშშ) - 13,04; 2. კელი უელსი (აშშ) - 13,06; 3. ტიფანი ოფილი-პორტერი (ბრიტ) - 13,11; სიმაღლეზე ხტომა. 1. ემა გრინ-ტრეგარო (შვედ) - 1,94; 2. ბლანკა ვლასიჩი (ხორ) - 1,90; 3. შირი ფრენსისი (იამ) - 1,82; სიგრძეზე ხტომა. 1. ფუნმი ჯიმო (აშშ) - 6,48; 2. ჯანეი დელოაჰი (აშშ) - 6,41; 3. ბრიტნი რიზი (აშშ) - 6,35.

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე