"აუდის" ტრიუმფატორი ეკიპაჟის სამივე წევრს ადრე არასოდეს ჰქონდა მოგებული "ლე მანის 24-საათიანი" რბოლა
რიგით 79-ე ავტომარათონმა სამი ახალი გამარჯვებული გაგავაცნო, რადგან "აუდის" ტრიუმფატორი ეკიპაჟის სამივე წევრს ადრე არასოდეს ჰქონდა მოგებული "ლე მანის 24-საათიანი" რბოლა. სტარტის წინ ბუკმეიკერები და გულშემატკივრები უპირატესობას "აუდის" "ნომერ მესამე" ეკიპაჟს ანიჭებდნენ, რადგან სწორედ აქ ირიცხებოდა "ლე მანის" რვაგზის გამარჯვებული ტომ კრისტენსენი.

მაგრამ ყველანაირი პროგნოზი წყალში ჩაიყარა მას შემდეგ, რაც სტარტიდან ერთ საათში ალან მაკნიში ავარიაში მოხვდა. ასე რომ, კრისტენსენმა ისე დაასრულა მარათონი, ერთხელაც არ დამჯდარა საჭესთან. "აუდისთვის" სიტუაცია კიდევ უფრო კატასტროფული გახდა მას შემდეგ, რაც მსგავსი შეცდომა დაუშვა შარშანდელმა ჩემპიონმა მაიკ როკენფელერმა. საბოლოოდ, ტრასაზე დარჩა "ნომერ მეორე" "აუდი" სამი "პეჟოს" წინააღმდეგ.

მაგრამ რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, სავარაუდოდ, სწორედ ეს ორი ავარია გახდა გერმანული გუნდის საბოლოო წარმატების მიზეზი. საქმე ისაა, რომ გაცილებით იოლი აღმოჩნდა ერთადერთ ეკიპაჟზე ყურადღების გამახვილება.

"აუდიმ" თავიდანვე საწვავის მეტ ხარჯვაზე გააკეთა აქცენტი, იმ დროს, როცა "პეჟომ" თავისი მრბოლელებისთვის ეკონომიური ვარიანტი აირჩია. ამიტომაც გასაკვირი არაფერი არ არის იმაში, რომ სწორედ გამარჯვებულებს ეკუთვნოდათ წრეზე საუკეთესო დრო - 3.25,289. თუმცა ამ ყველაფერს მედლის მეორე მხარეც ჰქონდა: ფესლერი, ლოტერერი და ტრელუიე უფრო ხშირად შედიოდნენ პიტსტოპზე, ვიდრე "პეჟოს" ლიდერები - ბურდე, პაჟენო და ლამი - 31 გაჩერება 28-ის წინააღმდეგ. მაგრამ რბოლის საბოლოო შედეგებს თუ გადავხედავთ, "აუდის" ტაქტიკამ ასი პროცენტით გაამართლა.

ფინიშამდე ბოლო ორი საათის განმავლობაში ლოტერერს უკვე აღარ შეეძლო მანქანის ზღვარზე ტარება, თუმცა მისი მდევარი პაჟენოც არ გახლავთ რობოტი... "პეჟოს" სანუგეშოდ ის დარჩა, რომ მაღალი სტაბილურობა აჩვენა და ფინიშამდე სამივე ეკიპაჟი (მეორე, მესამე და მეოთხე ადგილები) მიიყვანა, არადა, "ლე მანის" რბოლის არსი სწორედ ამაში მდგომარეობს.

საბოლოო შედეგი

1. ფესლერი/ლოტერერი/ტრელუიე (Audi R18 TDI) - 355 წრე

2. ბურდე/პაჟენო/ლამი (Peugeot 908) - +13,854

3. სარაზენი/მონტანი/მინასიანი (Peugeot 908) - +2 წრე

4. დევიდსონი/ჟენე/ვიურცი (Peugeot 908) - +4 წრე

5. ლაპიერი/დიუვალი/პანისი (Peugeot 908 HDI-FAP) - +16 წრე

6. პროსტი/იანი/ბლეკემოლენი (Lola B 10/60 Coupe-Toyota) - +17 წრე

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე