სომხეთთან გასამართი მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა.

"ასეთი თამაშის შემდეგ ძილი შეუძლებელია. 0:1 წავაგეთ, 1 შეცდომა დავუშვით დაცვაში და... მაკედონია მცირე შანსებსაც სულ იყენებდა ჯგუფში... ამ თამაშამდე მათ კართან ბევრი მომენტი გვქონდა.

ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი დღე იყო. მატჩის შემდეგ ყველა ცუდად იყო, იმედგაცრუებული, ასეთი შანსი ვერ გამოვიყენეთ. თუმცა, ცხოვრება უნდა განვაგრძოთ, ხვალ სომხეთს ვეთამაშებით, ეს მატჩი უნდა მოვიგოთ.

ბიჭებისთვის ერთა ლიგის B დივიზიონში დაწინაურება ძალიან კარგი იქნება, ძლიერ მეტოქეებს შეხვდებიან. ეს მომავლისთვის იქნება კარგი.

იმედგამაცრუებელი მატჩის შემდეგ ძნელია მოედანზე გასვლა, თუმცა ვნახოთ. წინა მატჩში სათადარიგოთა შორის მყოფ ფეხბურთელებს მივცემ შანსს და ვეცდებით წარმატებულად ვითამაშოთ.

გუშინ შევიკრიბეთ... პირველად ჩემ გარეშე, შემდეგ ბიჭებთან ერთად მეც ვიყავი. ვისაუბრეთ ამ იმედგაცრუებაზე. ზოგმა იტირა, ზოგი ქანცგაცლილი იყო, ლევან კობიაშვილიც ძალიან ემოციური გახლდათ. ძალიან კარგი ადამიანია, გვესაუბრა მე, ბიჭებსაც.

საერთო ჯამში არავისთვის ყოფილა ადვილი საუბარი. მოვა ახალი მწვრთნელი, რომელიც გუნდში ახალ სულს მოიტანს და იმედია, უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს. აქ კი მაღალი დონის ფეხბურთელები დახვდება. არ ვიცი მომავალი მწვრთნელი ქართველი იქნება თუ უცხოელი, ის ჩემი და ქეცბაიას მიქსი შეიძლება იყოს, რომელიც ასევე ძალიან კარგი ადამიანი და მწვრთნელია. ის ძალიან ემოციური პიროვნება გახლავთ.

თუმცა, ვინც არ უნდა იყოს, კარგ გუნდს ჩაიბარებს, უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელით. ეს 5 წელი ჩემს გულში მუდმივად დარჩება. სადაც არ უნდა ვიყო, ქართველებისა და ამ ბიჭების გულშემატკივარი ვიქნები, ნაკრებსა თუ კლუბში. მხოლოდ წარმატებებს გისურვებთ.

4-5 ცვლილება იქნება. ეს სხვა თამაშია, მაკედონია დაცვაში ძალიან კომპაქტურად თამაშობდა. მათთან სისწრაფეზე მეტად კრეატივი გვჭირდებოდა, თუმცა არაფერი გამოგვივიდა. შესაძლოა ცვლილებები დავაგვიანე, თუმცა ეს უკვე წარსულია.

თავიდან 26 ფეხბურთელი გვყავდა. 4 ფეხბურთელი გამოგვაკლდა. ამ ორი თამაშისთვის საკმარისი მოთამაშეები გვყავს. მნიშვნელოვანი ფეხბურთელების დაკარგვა მწვრთნელის თავსატეხია. კვარა, ჩაკვე დაგვაკლდა...

იბრძოლეს, იომეს, ერთი შეცდომა დაუშვეს... შეტევაში საკმარისი სიმწვავე ვერ შევქმენით. რაც მაკედონიელებმა გააკეთეს თავდასხმაში, ჩვენ ვერ შევძელით და წავაგეთ...

მხითარიანი სომხეთის ნაკრების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. ძალიან კარგი ადამიანია, განათლებული, მის ოჯახსაც ვიცნობ. ის არ იქნება, მწვრთნელი ალბათ რაღაცას შეცვლის, შეიძლება გაზარიანი ათამაშოს ფლანგზე.

როცა საუკეთესო ფეხბურთელს კარგავ, ეს ძალიან ძნელია. როგორია მესის გარეშე "ბარსა" რომ თამაშობს? ან რონალდოს გარეშე "რეალი"? კვარა რომ ყოფილიყო, იქნებ მოგვეგო, მაგრამ ეს იქნებ არაფერს ცვლის.

მგონია, ამ მატჩში გამარჯვებული მოიგებს ჯგუფს. ყველაფერი მათემატიკაა და ვნახოთ, როგორ იქნება ყველაფერი.

სომხეთის დამარცხებასთან ძალიან ახლოს ვიყავით პოლონეთში. ვფიქრობ, ხვალ ახალი ფეხბურთელები ახალ ემოციებს შემოიტანენ და იმედი გვაქვს, რომ ეს მატჩი ჩვენთვის წარმატებულად დასრულდება," - აღნიშნა ვაისმა.

ვანჩოპე-ს1
ის არის, მამითაც და დედითაც, ნამდვილი მეგრელი
კოკო
რაღაც საეჭვოთ აცალეს ამ კაცს 5 წელი როცა სხვებს არ პატიობდნენ ერთ წაგებასას კი!!!
არქიფო სეთურის სიბრძნე
ვაისი საკმაოდ კვალიფიციური მწვრთნელია და ამის დასტურად მისი მიღწევებიც მოწმობს მშობლიურ სლოვაკეთში, მაგრამ ის არ არის მართალი ადამიანი და თუ რატომ, შევეცდები განვმარტო: ვაისი კონკრეტული დავალებით მოვიდა ნაკრების მწვრთნელად, მას უნდა ჩამოეყალიბებინა ბრძოლისუნარიანი, მაგრამ არასტაბილური და არაპროგნოზირებადი გუნდი, გაეჩინა იმედის განცდა და ეჩვენებინა ნახევარ შედეგი. რაც ძალიან კარგად შეასრულა, ახლაც კი ფინალში განცდილი ფიასკოს შემდეგ, გუნდს შანსი აქვს მეორე ჯგუფი მოიგოს და გულშემატკივრების ნაწილს შერჩა იმედი, რომ როგორმე იქნებ მსოფლიოს ჩემპიონატს წაეპოტინოს ნაკრები, რომ სდომოდათ ფეხბურთის მესვეურებს და ეცლიათ ვაისისთვის, ევროპაზე საქართველო ითამაშებდა. ვაისმა უპოვა ნაკრებს გასაღები და როცა ზემდგომებს სჭირდებოდათ ნაკრებს ფსიქოლოგიურადაც კარგად განაწყობდა და ტაქტიკურადაც გამართულ ფეხბურთს ათამაშებდა, მაგრამ ჩავარდნებით, ერთი ტაიმი დაფრინავდა ნაკრები, მეორე ტაიმში ფეხბურთთან მიახლოვებულ სპორტს ათამაშებდა. ქმნიდა არასტაბილურ სურათს, რომ გულშემატკივარს მეტი არ მოეთხოვა, არ ამუშავებინებდა გუნდს კომბინაციებს და სტანდარტულებს, რადგან თუ ამ კომპონენტებს დაუმატებ საქართველოს ნაკრებს, რეალურად ძლიერი ნაკრები გამოდის და ასეთ გუნდ ს არავინ აპატიებდა ფინალში მაკედონიის დონის ნაკრებთან კაპიტულაციას. ეს ის ნაკრებია, რომელმაც ჯგუფში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა და თითქმის აბსოლუტური შედეგი დადო დ ჯგუფში. ეს იმ უნიათო ფეხბურთელების ნაკრებია, რომელმაც აჯობა ავსტრიას სტუმრად და მოგებაც კი შეეძლო,გოლი არ გაუშვა ესპანეთთან, ირლანდიასთან, დანიასთან,მაგრამ სამივე შეხვედრში გაუშვა მაკედონიასთან. ამ ჩამოთვლილ თამაშებში, არ თამაშობდა კვარაცხელია, როგორც მახსოვს არც ჩაკვეტაძე, შენგელია, სწორედ ჯიღაური, დაუშვილი, მერებაშვილი და მსგავსი ფეხბურთელები იცავდნენ მაშინ ნაკრების ღირსებას. წინა კომენტარშიც აღვნიშნე და ისევ გავმეორდები: საქართველოს შესწევდა ძალა, მინიმუმ გოლი არ გაეშვა თამაშიდან და საქმე მიეყვანა თერთმეტმეტრიანების შესრულებამდე, მაგრამ ეს გეგმებში არ შედიოდა სამწუხაროდ. პანდევი მას შემდეგ რაც მან საგოლე კომბინაცია წამოიწყო, დადგა საჯარიმოში და ისე დაელოდა შეტევის დასრულებას, რომელიც გოლად თვითონვე აქცია, ამ დროს მას ხელს არავინ უშლიდა, დაცვა ჩამოშლილი იყო, საერთოდ საცოდავი საყურებელი იყო ბიჭების მდგომარეობა. არ მახსოვს ბოლოს როდის ჩავარდა ასე ნაკრების დაცვა. ყველა ზომა იქნა მიღებული, რომ გაუფერულებულიყო ფინალური შეხვედრა, თბილისს ჰყავს მერად თანამედროვე ქართულო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სახელოვანი და ტიტულოვანი ფეხბურთელი, რომელმაც ფაქტიურად სათავე დაუდო ამ მარცხს, როცა პირიქით უნდა ყოფილიყო. პარადოქსია, მაგრამ ყოფილმა ფეხბურთელებმა პოლიტიკის კეთება დაიწყეს და პოლიტიკურ თამაშებს გადააყოლეს უკვე მერამდენედ ფეხბურთი. მიზანმიმართულად არ დაუშვეს მაყურებელი სტადიონზე, იმის ნიშანწყალიც არ ჩანდა, რომ ასეთი მნიშვნელობის მატჩი იმართებოდა, წაართვეს საქართველოს ზეიმის უფლება და გამოღვიძება არ აცალეს. ძალიან ნიშანდობლივია ვაისის კომენტარები და მინიშნებები, რომელიც ფაქტიურად პროგნოზირებდა, რომ ჩვენ ფინალში ვმარცხდებოდით და წინასწარ დაგვემშვიდობა, საქართველოს ნაკრები ნაცემი დადიოდა სტადიონზე და ვაისი გარინდული თვალს ადევნებდა, როგორ გვავლებდა მუსრს მაკედონია. ადამიანურად შემეცოდა ვაისიც და ფეხბურთელებიც. P.S ფაქტია, რომ ფეხბურთი ყველაზე პოპულარული და მასიური სპორტია, რომელიც ხანდახან პოლიტიკასაც აკეთებს და ეკონომიკასაც, ქართველებისთვის კი უფრო მეტიც შეიძლება ეროვნული გამოღვიძების და მომავალი გამარჯვებების ბიძგი გამხდარიყო. მაგრამ მავანს ეგ არ აწყობდა და თუ რატომ ალბათ ბევრი ახსნა შორს წაგვიყვანს. არ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც გარე ქვეყნებმა იმუშავეს, რომ საქართველო ისევ მაჩანჩალებში დარჩენილიყო, თუმცა არც უმაგისობა იქნება, აი შიდა პოლიტიკურ ინსთებლიშმენტს (პოზიციას, თუ ოპოზიციას) კი ნამდვილად არაფერში სჭირდება სამშობლოს ირგვლივ გაერთიანებული საზოგადოება, რომელიც ისე იოლად სამართი და დასაბრიყვებელი აღარ იქნება...
ემიგრანტი
ძალიან გავდა შეთქმულებას ეს ყველაფერი, მთელი 5 წელი დაგვიანებულ შეცვლებზე აკრიტიკებდა ხალხი და გადამწყვეტ მატჩში 80 წუთზე დაიწყო შეცვლები, 90+3 წუთზე კიდევ შეცვლები გააკეთა დროის გასაყვანად, მეორე ტაიმში საერთოდ არ განაწყო გუნდი, არანაირი ტაქტიკა, არანაირი ხასიათი, უბნებს შორის ფეხბურთს გავდა, ოქრიაშვილს ის როლი ქონდა მორგებული, უბნის გუნდში ერთი რომ დადის ფეხბურთზე და ბევრს რომ მატაობს. მთავრობამ გულშემატკივარი არ შეუშვა მოედანზე, ფედერაციამ ხმა არ ამოიღიო, ორი ფეხბურთელი ვითომ დაგვიინფიცირეს, ის ორი ფეხბურთელიუ რომლებმაც იკისრეს ლიდერობა და მოიგეს ყველა მატჩი ჩაკვეს არყოფნაში. ფედერაცია უნდა გადადგეს სრული ,,საძმოთი''!

ცოტნე-ს
მსოფლიოს 2010 წლის შესარჩევი ციკლიც მოგების გარეშე დავასრულეთ(0 მოგება 3 ფრე 7 წაგება.ბურთების შეფარდება 7:19-თან!მეტოქეები:იტალია,ირლანდია,ბულგარეთი,კვიპროსი,მონტენეგრო.)
სოსო
თუ ვაისს და ფეხბურთელებს არ წაუგიათ,ვის შეეძლო ამ თამაშის წაგება?წავაგეთ,კლასი და ფიზიკური მომზადება არ გვეყო.შემქნელი ფეხბურთელები დაგვაკლდა და გოლი ვერ გავიტანეთ,მერე კი საკმარისი ძალა აღარ გვქონდა შესატევად.შეცვლებიც არ გაკეთდა დროზე და თამაშიც მორჩა.მთავარი მაინც შემტევი პოტენციალის სიმცირე იყო.არც სათადარიგოები არიან დიდი გამტანები და ვაისი ისევ გამოცდილებს ენდო ბოლომდე,თუმცა გვილია და ყაზაიშვილი,უკვე მეორე ტაიმის დასაწყისშივე ,სასწრაფოდ შესაცვლელები იყვნენ.ეს აშკარად ჩანდა.
თემური
შეთქმულების თეორიები არასოდეს მჯეროდა, მაგრამ რასაც ვუყურე ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩში, ჩვენს ნაკრებს არათუ მწვრთნელი არ ჰყავდა პირიქით ჩვენი ,,მწვრთნელი" აკეთებდა მოწინააღმდეგის საქმეს. თუ რატომ ამას გამოძიება სჭირდება. ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე, მაგრამ ჩვენს ისეთ დროში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერი მოსულა. ხოდა ნუ დატოვებთ ამ შემთხვევას რეაგირების გარეშე.
david gurgenidze
ფედერაციის პრეზიდენტი რომ არც გააპროტესტებს ხალხის სტადიონზე არ დაშვებას, ის სასწრაფოდ გასაგდებია. მელიასთანაც წააგო პირველი ტური,მოსაშორებელია მალე
ზურა
რა ლოგიკაა ვერ გავიგე? ანუ იმის თქმა გინდა, რომ გოლის მომენტში ჩვენებმა ჩააწყეს, თან ამბობ ქართველებს და ვაისს არ წაუგიათო. დანარჩენი რაც იბოდიალე კომენტარის ღირსადაც არ ღირს... თან მარტო ლაიქები, რომ გაქვს... რა გჭირთ ხალხო, სულ გაგიჟდით?
irakli
ერთი ვინ გამარკვევს რატომ დაიწყო ჩვენი და ჩ.მაკედონიის მატჩი 9 საათზე? ანუ გვიან ღამით, ვის ვუგორებდით კამათელს? მაკედონიისთვის ჩვენი 9 საათი მათთვის 6 საათი იყო და სავსებით ნორმალური. ახლა ვუყურებ რომ ჩვენი მატჩი ხვალ ისევ 9 საათზეა და მაკედონია კი 6 საათზე ეთამაშება ჩვენი დროით ესტონეთს, ანუ თავისი დროით დღის 3 საათზე.
არქიფო სეთურის გაკვეთილი
ე.ი დარწმუნებული ვარ, რომ ეს თამაში ფეხბურთელებს და ვაისს არ წაუგიათ. ასეთი გოლი, რაც პანდევმა გაიტანა, ნაკრებს არ გაუშვია ვაისის ხელში. კარგი არ გამოუვიდათ წინ თამაში, იმის რესურსი მაინც ჰქონდა ნაკრებს, რომ მინიმუმ თერთმეტმეტრიანებამდე მიეყვანა საქმე. ცხადზე უცხადესია, არავის სურს ქართველმა ხალხმა გამარჯვებას გემო გაუსინჯოს და გამოღვიძება დაიწყოს. ძნელია გამარჯვების შემქმნელი ხალხის მართვა, ეს არ იქნებოდა ერთჯერადი გამარჯვება და შეიძლება დიდი ბიძგი ყოფილიყო ყოველმხრივი განვითარების. ფეხბურთი არ არის მხოლოდ სპორტი, ქართველი ხალხს ეს გამარჯვება ფრთებს შეასხამდა და რწმენას დაუბრუნებდა, მაგრამ დაგვტოვეს მხოლოდ მომავლის იმედის ამარა. ახლა იფიქრეთ და დაასკვენით, განა ვინმეს აწყობს გინდ ქვეყნის შიგნით და გინდაც მის გარეთ გამარჯვებულის მენტალიტეტით საქართველო.
ვანჩოპე
თორმეტში საშინელ ხასიათზე დამაყენა წაგებამ, მაგრამ ოდნავ მომეშვა გულზე გადავდექიო და იქნებ ამ ორ თამაშს სხვამ უხელმძღვანელოს და გვეშველოსთქო. მაგრამ რად გინდა, ჯერაც ფეხს ითრევს ეს უპატრონო. მაინცდამაინც ქვები ვესროლოთ და წიხლები ვურტყათ რომ წავიდეს? ან ვინმემ მიაწვდინოს ხმა, რომ ბოდიშის მოხდას-დავაგვიანე შეცვლებიო აზრი არა აქვს. იმ თამაშზე მაყურებელი არ იყო, მაგრამ კობი და სასტავი ხო იყო დაეძახათ ამ შოკში მყოფი ვაისისთვის რომ შეცვლები არ გვაქვს აკრძალული. პ.ს. მახსოვს რუმინეთთან საშინაო თამაშის დროს მეორე ტაიმში გულშემატკივრება ჯანაშიას სკანდირება დაიწყეს მწვრთნელმა ეგრევე შემოიყვანა. გამოაფხიზლეს რო დრო იყო შეცვლის. ასე რომ აუხსენით ვაისს ეს ბატონო კობი, კალა და ა. შ ვისაც ხმა მიგიწვდებათ. დიდი იმედი მაქვს რომ ბიჭები მოიკრებენ ძალას და სომხებს მოუგებენ. ღმერთი თქვენკენ ბიჭებო. წაგება დაივიწყეთ და ჯიგრულად შეუტიეთ
ვანჩოპე
იმ მეგრელს რა ვუთხარი სომხებს რო გულშემატკივრობს
ნუკრი
ადრე დავწერე,ვაისის საფეხბურთო ინტელექტი ნაკრების ფეხბურთელებისას ჩამორჩება მეთქი და სამწუხაროდ გამართლდა.არ მოიყვანს კობიაშვილი კალაძეს ნაკრების მწვრთნელად,იმიტომ რომ მისი და ვაისის ინტელექტი,ცხადაძისას ძალიან ჩამორჩება და ეს არ აწყობს.ამიტომ კობიმ,ხიზანამ და მუმუმ(ერთნაირად "პოსრედსტვენნები"არიან)უნდა დატოვონ ფედერაცია,მოვიდეს ყაველაშვილი პრეზიდენტად და ცხადაძე ნაკრების მწვრთნელად.სხვა შემთხვევაში"პოსრედსტვენნოსტ" პოროდიტ პოსრედსტვენნოსტ" და წინსვლა არ გვექნება. პ.ს.ბოდიშს ვიხდი ქართული ასოებით რუსული სიტყვების წერისთვის.უბრალოდ სიტყვა პოსრედსტვენნოსტ-ის ქართული თარგმანი ვერ გავიხსენე
ცოტნე
მწვრთნელი, რომელმაც ერთადერთხელ (2018) ჩაგვამთავრებინა შესარჩევი ციკლი მოგების გარეშე. მწვრთნელი, რომელსაც თანაბარი გუნდების ფინალურ მატჩში არ ჰქონდა გეგმა B პირველი გოლის გაშვების შემთხვევისათვის. მწვრთნელი, რომელიც ბურთის ზედმეტ თრევას საყვედურობდა კვარას და არ ესმოდა, რომ ფინალამდე სწორედ კვარას ექსტრავაგანტურობამ მოათრია. მწვრთნელი, რომელიც ფიქრობს, რომ ხოჭოლავა მეტ ხიფათს ქმნის, ვიდრე დავითაშვილი. მწვრთნელი, რომელმაც არ იცის თამაშზე ზემოქმედების მთავარი მექანიზმის - შეცვლების გამოყენება. მე არ მესმის, რატომ რჩება ის დღემდე მწვრთნელად. რატომ ვაძლევთ შანსს, რომ ახლა B ჯგუფის მოგების შესაძლებლობაც გაანიავოს. მხოლოდ იმისთვის, რომ კობის პატივმოყვარეობა არ შეილახოს? უფალმა იცის, რამდენი მიქომაგია შენთვის, რა და რა არხებზე დამიჭერია შალკეს და ჰერტას თამაშები, კობი, მაგრამ გავკარ შენს პატივმოყვარეობას და შენს კაცობასაც, თუ ქართული ფეხბურთის ნათელი მომავალი დევს მათ საპირწონედ!
ცოტნე
მწვრთნელი, რომელმაც ერთადერთხელ (2018) ჩაგვამთავრებინა შესარჩევი ციკლი მოგების გარეშე. მწვრთნელი, რომელსაც თანაბარი გუნდების ფინალურ მატჩში არ ჰქონდა გეგმა B პირველი გოლის გაშვების შემთხვევისათვის. მწვრთნელი, რომელიც ბურთის ზედმეტ თრევას საყვედურობდა კვარას და არ ესმოდა, რომ ფინალამდე სწორედ კვარას ექსტრავაგანტურობამ მოათრია. მწვრთნელი, რომელიც ფიქრობს, რომ ხოჭოლავა მეტ ხიფათს ქმნის, ვიდრე დავითაშვილი. მწვრთნელი, რომელმაც არ იცის თამაშზე ზემოქმედების მთავარი მექანიზმის - შეცვლების გამოყენება. მე არ მესმის, რატომ რჩება ის დღემდე მწვრთნელად. რატომ ვაძლევთ შანსს, რომ ახლა B ჯგუფის მოგების შესაძლებლობაც გაანიავოს. მხოლოდ იმისთვის, რომ კობის პატივმოყვარეობა არ შეილახოს? უფალმა იცის, რამდენი მიქომაგია შენთვის, რა და რა არხებზე დამიჭერია შალკეს და ჰერტას თამაშები, კობი, მაგრამ გავკარ შენს პატივმოყვარეობას და შენს კაცობასაც, თუ ქართული ფეხბურთის ნათელი მომავალი დევს მათ საპირწონედ!
დათა თუთაშხია
ვაისს მადლობა უნდა ვუთხრათ გაწეული სამსახურისთვის და გზა დავულოცოთ. რაც არ უნდა იყოს, ელემენტარულ მოგებასაც კი ვნატრობდით მის მოსვლამდე და ნაკრებმაც მეტ-ნაკლებად რაღაც სტაბილურობას მიაღწია ბოლო წლებში. კი, დროდადრო იყო შეცდომები შემადგენლობის შერჩევისას, გაბედული გადაწყვეტილებების მიღება უჭირდა მწვრთნელს და აღარ ვლაპარაკობ შეცვლებზე თამაშის დროს, ეს ნაღდად მისი სუსტი წერტილი იყო, თუმცა არ არსებობს მწვრთნელი ნაკლის გარეშე და ის უმადური დამოკიდებულებაც, რაც ბოლო თამაშის შემდეგ ბევრისგან წამოვიდა, არ არის ლამაზი. ეს ყველაფერი უკვე წარსულია, წინ უნდა გავიხედოთ და რაც შეიძლება მალე დავივიწყოთ ბოლო თამაში (მარტივი არ იქნება, რა თქმა უნდა). ამ ორი თამაშის მოგებას რაც შეეხება, მე პირადად არ მიმაჩნია მიზანშეწონილად წელს B დივიზიონში გადასვლა - მომავალი ციკლი კვლავ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევია და თუ ბოლო შესარჩევივით ერთა ლიგის შედეგებით პლეი ოფში ადგილები გამოყვეს, C დივიზიონი სტრატეგიულად უფრო სასურველი უნდა იყოს ჩვენთვის.
დანტე
სამწუხაროდ ქართული ფეხბურთი ხელთ უპრყიათ გაუნათლებელ,უწიგნურ და უნიათო ხალხს: ქალაქის მერი, ფედერაცია, მოსყიდული სპორტული ჟურნალისტები, შედეგს კი ყველა ვხედავთ და ვიქნებით ასე კიდევ ოცდაათი წელი გაღატაკებულები,დამარცხებულები,შეურაცყოფილები და ყველაზე ცუდი ისაა რომ შევეგუეთ და გადავყლაპეთ... ეჰ თეთრი შურით მშურს ხორვატების,თუ რატომ ყველა ხვდებით მგონი.
gia
ვერ გაიგეთ ხალხო რომ ჩვენ ფეხბურთელები არა გვყავს, სწორად აღნიშნა ქეცბაიამ უხარისხო ფეხბურთელებით ხარისხიან ფეხბურთს ვერ ითამაშებ. გუნდი რომელიც კაცს ვერ ატყუებს, კარში ვერ არტყამს, კუთხურს ვერ აწვდის, ჯარიმას ვერ არტყამს, პასს ვერ იძლევა, პრესსინგს ვერ უძლებს და ა.შ. რაზეა ლაპარაკი, რა გულშემატკივარი, რომ ყოფილიყო ამას ყველაფერს გამოასწორებდა? ჯერ გადახედეთ რა გუნდებში თამაშობენ და ბევრი მათგანი ძირითად ფეხბურთელებადაც არც მოიაზრებიან თავიანთ კლუბებში. რას ითხოვთ ვერ გავიგე. ერთი კვარაცხელია და ერთი ჭანკვეტაძე შეიძლება რაღაც დონეზე გეყოს მაგრამ ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. გუნდი თუ გინდა თერთმეტივე სრულფასოვანი ფეხბურთელი უნდა გყავდეს.
თეიმურაზ
უარყოფითად უნდა შეფასდეს ვაისის მუშაობა, ბევრი შეცდომა დუშვა --შეცვლები, შემადგენლობის დაყენება, სლუცკი უფრთხილდებოდა ხვიჩას და ჩვენ ვერ გავუფრთხილდით, განა ვაისი იგებდა თამაშებს? იგებდა ჯერ ჩაკვეტაძე. მერე -კვარაცხელია, რატომ არ გამოიყვანა დავითაშვილი? რათ გვინდოდა დვალი ? საერთოდ რომ არ ყოფილიყო მინდორზე, გოლის დროს აფსაიტი იქნებოდა, მარჯვნიდან თითქმის არ გვიტევდნენ, ან პაპუნაშვილი რა გამოსაყვანი იყო, დარტყმა კი აქვს, მაგრამ ვინ დაგარტყმევინებს უვარჯიშებელ კაცს, ერთი საათი ისწორა ბურთი
ვატო
არ გვყავდეს კვარა ჩაკვე და ეხლაც საოცნებო იქნებოდა მოგება.
mamulo
მერე მაგ სენს მიერ ჩამოთვლილ ვითომ "მიღწევებში"ვიხდით 300 მილიონს?
არქიფო სეთურის გაკვეთილი
ე.ი დარწმუნებული ვარ, რომ ეს თამაში ფეხბურთელებს და ვაისს არ წაუგიათ. ასეთი გოლი, რაც პანდევმა გაიტანა, ნაკრებს არ გაუშვია ვაისის ხელში. კარგი არ გამოუვიდათ წინ თამაში, იმის რესურსი მაინც ჰქონდა ნაკრებს, რომ მინიმუმ თერთმეტმეტრიანებამდე მიეყვანა საქმე. ცხადზე უცხადესია, არავის სურს ქართველმა ხალხმა გამარჯვებას გემო გაუსინჯოს და გამოღვიძება დაიწყოს. ძნელია გამარჯვების შემქმნელი ხალხის მართვა, ეს არ იქნებოდა ერთჯერადი გამარჯვება და შეიძლება დიდი ბიძგი ყოფილიყო ყოველმხრივი განვითარების. ფეხბურთი არ არის მხოლოდ სპორტი, ქართველი ხალხს ეს გამარჯვება ფრთებს შეასხამდა და რწმენას დაუბრუნებდა, მაგრამ დაგვტოვეს მხოლოდ მომავლის იმედის ამარა. ახლა იფიქრეთ და დაასკვენით, განა ვინმეს აწყობს გინდ ქვეყნის შიგნით და გინდაც მის გარეთ გამარჯვებულის მენტალიტეტით საქართველო.
AEY
რამდენი მწვრთნელი შევიცვალეთ და ხო ხედავთ არ გამოდის არაფერი.შიდა ჩემპიონატი უნდა იყოს ძლიერი რომ ნაკრებს კარგი ფეხბურთელებით ამარაგებდეს.
777
ვაისს ერთადერთი სურვილი ქონდა როგორმე პენალტებამდე მიეყვანა თამაში. აბა გუნდიროარ უტევს გოლი არ გავა. პენალტები ლატარიაა და ვერაფერს მოთხოვ ვინმეს.შანსს ელოდა მაკედონია და გამოიყენა. ჩვენ ტაქტიკა იყო პენალტებამდე მიყვანა.კაცის მოტყუება შეუძლია დავითაშვილს და ოქრიაშვილთან ერთად შეუქმნიდა პრობლემებს იმათ დაცვას მაგრამ 90 წუთზე რა უნდა ექნა. უფრო მეტი კვალიფიციური მწვრთნელი გვინდა.არც ახლაშევლის ვინმეს. რატო არ დააყენა ხოჭოლავა რომელიც ფორმაშია.დავითაშვილი და სხვებიც კიდე
უნივერსალი
ვაისს მადლობა გაწეული სამსახურისთვის. მართალია ევროპის მიღმა დავჩით, რაც უზომოდ გულდასაწყვეტია, მაგრამ ვაისის ხელში ნაკრებმა მეტნაკლებად პროგრესი მაინც განიცადა. გასაგებია, რომ ტოპ-მწვრთნელების კატეგორიას არ განეკუთვნება, მაგრამ განვითარების პირველი ეტაპი დამაკმაყოფილებელია. D დივიზიონში 16 ქულა, მაშინ როცა ამ დონის გუნდებთან ვაგებდით ხოლმე უკვე მცირე, მაგრამ მაინც წინსვლაა. ამჟამინდელი C დივიზიონის გუნდებთან სტუმრად რომ არ ვაგებთ ესეც მცირე, მაგრამ შედეგია. სკეპტიკოსების ყურადღება მინდა გავამახავილო იმ ფაქტზე, რომ აქამდე ლატვიის, ყაზახეთისა და ესტონეთის დონის გუნდებთან სტუმრად მოგება სანატრელი გვქონდა. გასაგებია, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია საშუალო დონის ევროპული ნაკრებებისთვის, მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ, ვაისამდე მინიმუმ ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენი ნაკრები მიახლოვებულიც კი არ იყო საშუალო ევპროპულ დონესთან. ვაისის ხელში დაიწყო ამ მიმართულებით მოძრაობა, რაც საშუალოაზე დაბალ და სუსტ ნაკრებებთან სტაბილურ შედეგებში გამოიახატება. ეს არის პირველი ეტაპი, სადაც ვაისმა თავისი თავი ამოწურა. ამჟამად უკვე სხვა მწვრთნელია საჭირო, რომელიც ნაკრებს განვითარების შემდეგ საფეახურზე აიყვანს. მე პირადად, მინდა მოვუწოდო კობიაშვილს, რომ დააბრუნოს ცხადაძე ნაკრებში. ის თამაში რასაც ათამაშებადა ცხადაძე მაშინ ჩვენს ნაკრებს ამჟამად უკვე ტაბლოზეც მოიტანს შეადეგებს. როცა ქვეყანას სჭირდება ყველამ უნდა გადავდოთ პირადი სიმპატია/ანტიპატია გვერდზე და ერთად უნდა ვაკეთოთ საერთო საქმე. სხვა აზრის იყო მთავრობა და უმაყურებლო სტადიონმა რაც მოგვიტანა შედეგი სახეზეა...
მეგრელი
ისეთი იმედგაცრუებული ვარ რომ სომხებს ვბალეშიკობ ))))
კ
მაგ მოგება იცი სადაც უნდა გაიკეთო შენ და მთელმა ნაკრებმა აწი ფედერაციის მიყოლებით სუყველანი უვარგისი არსებები ხართ რამდენი ათწლეული უნდა ელოდოს აწი გულშემატკივარი ასეთ სანსს კაცმა არ იცის ამ თაობამ თავისი გაასხა აწი 1000 თამაში რო მოიგოთ 4:0 ნოლი აზრი მითხარი
vax-vax
ნაც-ფაშისტი ხარ?
დათო
გეთანხმებით!!! ადამიანის ერთ-ერთი დიდი ნაკლი უმადურობაა!!! ბევრი დიდი გუნდი აგებს ასეთ მნიშვნელოვან თამაშებს, მაგრამ გულშემატკივარი მხარს უჭერს ბოლომდე!!! ჩვენ გვინდა , რომ მწვრთნელი და ფეხბურთელები იყვნენ პროფები და საკუთარი თავის განვთარებაზე, ამ შენთხვევაში , როგორც გუშემატკივარი არ ვზრუნავთ!!! ორღობის დედაკაცების , ბლა-ბლა და ჭორიკნობის დონეზე დავრჩით!!! დავფიქრდეთ ყველა და ობიექტურად შევაფასოთ თითოეული ფაქტი, მარტო სპორტში არა, ოჯახში, სამეგობროში და ა.შ. პ.ს. გუშინ ერთი წერდა, კვარაცხელია, რატომ არ ჩამოვიდა რუსეთიდანო???!!! მეორე კი, არაპროფესიონალიაო, თბილისში თავი ვერ დაიცვაო( ამ დროს ერთი დღის ჩამოსული იყო ტესტი, რომ გაუკეთეს).
მოსეხონელი
მიუხედავად იმისა ნერვები აღარ შეგვარჩინა ამის სისულელებმა.ბე დივიზიონის გადასვლის შემთხვევაში მისი საქართველოში მუშაობა შეფასთება დადებიდათ.იტყვიან ვაისმა ჩაიბარა გუნდი D დივიზიონში და გადაიყვა B შიო.სამწუხარიდ ჩვენთვის წინსვლის თვალსაზრისით ისევ მოლოდინში ვართ..
არდილეს
100 %
Jordan beli
წადი შენი.....
KA
არ მძულს ეს კაცი, პირიქით გული მწყდება ასე ცუდად რომ მიდის მაგრამ გასაშვებია აბა რა ბოლო 2წელი მწვრთნელის ხელი არ ეტყობოდა გუნდს, არც ტაქტიკა არც არაფერი ბოლო ბოლო ერთი კუთხურის ჩაწოდება რა გახდა ბოლოს კუთხურიდან როდის გავიტანეთ საერთოდ მოკლედ, ხვალაც თუ ვერ მოიგო შემძულდება
ლაშა
შენი მათემატიკის მე არ მჯერა არც ტაკტიკის ბიჭებმა დად ეს რაც შეეძლოთ მეტი თავს ზევით ძალა არაა და შც თუ გინდა უბრალოდ ერთს ვიტყვი სანამ მთელი ფედერაცია არ გადადგება ჩემში ჩაცხრა სიყვარული ფეხბურთისადმი გთხოვთ მოგთხოვთ რომ გადადგეთ დატოვეთ პოსტები თქვენ არხართ ღირსი მანდ რომ იყოთ დანარჩენი ვუსურვებ ყველა ფეხბურთელს წარმატებებს. .
„დაბლოკილი“
1. „წინა მატჩში სათადარიგოთა შორის მყოფ ფეხბურთელებს მივცემ შანსს“ - ეს ტყუილია - მაქსიმუმ 1-2 ფეხბურთელი შეცვალოს. 2. „შესაძლოა ცვლილებები დავაგვიანე, თუმცა ეს უკვე წარსულია.“ - ესეც ტყუილია - შეცვლებს სულ აგვიანებდა და კვლავაც დააგვიანებს. 3. გადამდგარ მწვრთნელს რა უნდა კიდევ ორ თამაშში?! - სულ ყველა იმედში ნამგალი უნდა გამოგვისვას! 4. „თავიდან 26 ფეხბურთელი გვყავდა. 4 ფეხბურთელი გამოგვაკლდა. ამ ორი თამაშისთვის საკმარისი მოთამაშეები გვყავს.“ - ესეც ტყუილია აი მისი სიტყვები წინა თამაშიდან: „ სათადარიგო ფეხბურთელთა შორის უფრო მაღალი ხარისხი არ იყო.“
Semi
ნუ ვიქნებით უმადურები, ვაისი კარგი პიროვნება და კარგი მწვრთნელია წარმატება ვუსურვოთ მომავალში. ჩვენ კიდე ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ და მომავალზე ვიფიქროთ, მეტი პროფესიონალი მწვრთნელი და ეროვნული ჩემპიონატის გაძლიერებას მივხედოთ, რომ ბევრი კვარა და ჩაკვე გვყავდეს ! წარმატება ეროვნულ ნაკრებს!
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა