ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"დინამანაზო" ანუ ქართულ ფეხბურთთან თანაცხოვრებით გამოწვეული ტკივილი

"დინამანაზო" ანუ ქართულ ფეხბურთთან თანაცხოვრებით გამოწვეული ტკივილი

გაგიკვირდებათ და ისეთი დროც მდგარა ფეხბურთში ბრაზილიას რომ სერიოზულად არ უყურებდნენ. მაშინ იტალია უკვე ორგზის მსოფლიო ჩემპიონობით იწონებდა თავს, ურუგვაი სამხრეთ ამერიკის ყველაზე წარმატებული გუნდი გახლდათ, ხოლო ჩემპიონთა თასის მსგავსი ტურნირი არც კი არსებობდა, ამიტომ ვერც იმას იტყოდა ვინმე "რეალი" ევროპაში ყველაზე მაგარი გუნდიაო.

არაფერია ბრაზილიის ნაკრების მაშინდელ რეპუტაციაში გასაოცარი, რადგან აღიარება ტიტულებს ნიშნავს. ტიტულების გარეშე არავინ დაგიმახსოვრებს ისე, როგორც კრუიფი ახსოვთ იმათაც კი, ვისაც კრუიფის არათუ თამაში მწვრთვნელობაც კი არ უნახავს.

იმ ბრაზილიას ჯერ არაფერი ჰქონდა ისეთი, რითიც საპატიო კარადას ამოავსებდა. არა, ტექნიკა და ტალანტი გუნდს კოჭებში ეტყობა... ალბათ მაშინაც საოცრად ლამაზად ათამაშებდნენ კედლებს, აკეთებდნენ ფაველაში ნასწავლ ფინტებს და ყოველი მოძრაობის შემდეგ სულელებივითაც იცინოდნენ. უტიტულო ბრაზილიაშიც იპრანჭებოდნენ გაწეწილი, ველური და სხარტი მულატი ბიჭები. ზიზინიო აგორავებდა საოცრად მოხდენილად. ესთეტიკას არასდროს უწერია უყურადღებობა და არც ზიზინიოს ჰქონდა იმის თქმის საბაბი, რომ მაგრად ვთამაშობ და უტიტულობის გამო არავინ მაქებსო.

ახლა სულაც შვიდ ბურთს რომ უშვებენ, მაინც იმას გაიძახიან ჩვენ ხუთჯერ მოვიგეთო. რთულია "პენტაკამპეონელებს" რაიმე არგუმენტი დაუპირისპირო, მაგრამ...

ამბობენ, ურუგვაისთან მარაკანაზე წაგებულ ფინალს ბრაზილიელთა ფსიქიკამ ვერაფერი დაუპირისპირა და ათასობით ადამიანმა იქვე, სტადიონზევე დაამთავრა სიცოცხლეო. ვინც ეგ ვერ გაბედა, გული მაინც შეუწუხდაო, თანაც არა ისე უბრალოდ და უწყინრად, როგორც ჩვენ გვიწუხდება ხოლმე ჯარისკაცის მამის ნახვისას, ყოველი წლის ცხრა მაისს.

იმასაც ამბობენ, ლეგენდები სუიციდზე გამოგონილიაო და რაღა დაგიმალოთ მეც მჯერა, რომ ათასობით ბრაზილიელს თავი არ მოუკლავს. მაგრამ იმისიც მჯერა, რომ როცა ლეგენდაში ამბობენ ათასს, ამ ათასიანი ლეგენდის საწინდარი მინიმუმ ერთი სიმართლეა. ის სიმართლე, რომ ვინმე ჟორჟემ, ანდაც ასისმა, ანდაც ლუიშმა საყვარელი გუნდის ტრაგიკული მარცხი პირადი ტრაგედიისგან ვერ გამიჯნა და სუნთქვა 1950 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან ერთად დაასრულა.

მაგარს აფრენდა ეგ ხალხი. თუ ბრაზილიელებს მაშინ ისეთი მაგარი გუნდი არ ჰყავდათ, როგორიც თუნდაც 2002 წლის მუნდიალზე, რატომ განიცდიდნენ ამ მარცხს ისე, როგორც ეროვნულ ტრაგედიას?!

იმიტომ, რომ პრეტენზიის ქონის უფლება ჰქონოდათ! სიყვარულს და ნერვებს გასცემდნენ, რათა ოდესმე ფეხბურთელი არ მოტრიალებულიყო და ეთქვა, რომ მისი გაკრიტიკების მორალური უფლება არ ჰქონდათ. რომ ნანატრი მსოფლიოს ჩემპიონობა, მხოლოდ საფეხბურთო ქვეყნებში და ფეხბურთის სიყვარულით მოდის.

ამიტომაც, ბრაზილიელი ფანების უზომო სიყვარულის, გამარჯვებისას გამოხატული სიხარულის და მარცხისას გამოთქმული თანაგრძნობის სწორი სინთეზის წყალობით იმოგზაურა ხუთმა მსოფლიოს თასმა ქრისტეს ქანდაკებამდე.

1950 წლის მოვლენებს, "მარაკანაზოს" ეძახიან. "მარაკანაზოა" ილუსტრაცია იმისა, თუ რაოდენ ღრმა, ემოციური და მტკივნეულია ფეხბურთის და ადამიანის თანაცხოვრება. "მარაკანაზო" გამოხატავს კონტურს, თუ როგორია საგულშემატკივროდ განწყობილი მასა, რომელიც გამარჯვებას იმსახურებს და რომლისთვისაც გამარჯვება ყველაფერზე მნიშვნელოვანია.

ახლა გეკითხებით... აი იმათ გეკითხებით, ჩვენი ტრაგედია რომ კარგი საღლიცინო მასალა გგონიათ და თან ბედნიერები რომ გაიძახით რა აზრი აქვს ნერვიულობას, საქართველოა, ბოლო-ბოლო მაინც წააგებდაო. კიდევ იმათ გეკითხებით, ჩემზე მეტად რომ ხართ "გაბრაზებულები" და ყოველი წარუმატებელი მატჩის შემდგომ ის ფაქტი რომ გაწუხებთ თურმე ფეხბურთი რომ ბევრი ფულით ფინანსდება...

გამარჯვებას რომ ითხოვთ, საკმარისად გტკივათ ხოლმე?!

არა მგონია. დამარცხებულ გულშემატკივარს სიცილის და ღადაობის თავი არ აქვს. და არც იმას ამბობს, მაინც წააგებდნენო... ნაღდი ფანი წაგებას არასდროს ელოდება და ვერც ეგრე მარტივად ეგუება.

ან დამარცხების მერე იმას რომ გაიძახით ფეხბურთს ნუღარ ვაფინანსებთო... თქვენ შედეგი გინდათ თუ ფეხბურთის სრული განადგურება?!

ისე იმდენი ფული, რამდენიც თქვენი ფანტაზიების მიხედვით ფეხბურთს ხმარდება, არათუ ფეხბურთში, მთლიანად ქართულ სპორტში ან არის, ან არა.

მოკლედ, ვისაც ნაკრების ოცდაათწლიან ისტორიაში სრულად ორი თამაში არ გინახავთ და თვლით, რომ გუშნდელი მარცხით თქვენს ცხოვრებას ახალი, მოუშუშებელი ტრაგედია არ დაემატა, გაჩუმდით მაინც რა. ფანებს ნერვები გვეშლება. თქვენ არ გაქვთ მორალური უფლება, ბიჭები გააკრიტიკოთ და ქართულ ფეხბურთზე ილაპარაკოთ.

ნაკრები ჩვენთან, ფანებთან არის ანგარიშვალდებული. თქვენთან არა.

ჰოდა გუშინ ჩვენი "მარაკანაზო" იყო. უფრო სწორად "დინამანაზო" და საერთოდ არ გვეცინება.

ავტორი ცოტნე ავსაჯანიშვილი

• დინამანაზო 3

ცოტნე, ზუსტად, შენი მოწონებული "პენტაკამპეონნელები", ურუგვაისთან წაგებული ფინალის მერე, ერთი წელი ვერ ენახვებოდნენ თავიანთ გულშემატკივრებს, იმდენად დიდი იყო მათი რისხვა. ისე რომ იცოდე, დიდ საფეხბურთო ქვეყნებში, თავიანთი ნაკრების წარუმატებლობაზე, არა მარტო მწვრთნელს, არამედ ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებაზე.

• დინამანაზო 2

რას ნიშნავს ცოტნე შენი წერილის ბოლო ორი აბზაცი? აქ აღარ დავწვრილმანდები. უბრალოდ რაზე გვაყენებ შეურაცხოფას? რა ჩვენი აზრის, რაც არ უნდა მწარე იყოს, კორექტულად გამოხატვის უფლება არა გვაქვს? თუ შენგან უნდა ავიღოთ ნებართვა? და ბოლოს ფანობას რომ იბრალებ და ანგარიშვალდებულს ხდი ნაკრებს მხოლოდ შენს წინაშე, თუ ხვდები რამხელა პასუხისმგებლობას იღებ შენ ჩემო ცოტნე, ყველა იმ 100 000 ჭეშმარიტი ქართველი ქომაგის წინაშე, ვისაც მოკითხვა ნამდვილად არ ეშლებათ. (გთხოვთ არ დაბლოკოთ, მსურს რომ წაიკითხოს)

• დინამანაზო

ჩვენ ჩემო ცოტნე, არც სიცილის და არც ღადაობის ხასიათზე ვართ, და შენი არ იყოს, საკმარისზე მეტად გვტკივა..და სულ გვტკივა ქართველს, ვერ ვიშუშებთ ჭრილობებს და იცი რატომ? პროფესიონალი, ჩვენზე მზრუნველი ექიმები რომ არ გვყავს მაგიტომ. ზუსტად ეს ტკივილი მაწერინებს მე ახლა ამ წერილს, თორემ შენს აბდაუბდაზე, დროს ნამდვილად არ დავკარგავდი.

• ნაღდი ქომაგი

თანაგრძნობა არ ნიშნავს უპასუხისმგებლობას. ქართული ფეხბურთი 30 წელზე მეტი, ჩაკეტილ წრეშია და ამ წრიდან ვერ გამოვიდა და ვერ განვითარდა. ფაქტი სახეზეა. ფეხბურთის თამაში დაგვავიწყდა. ნაკრები სარკეა-ქართული ფეხბურთის. საზომად მარტო ფიფას რეიტინგშიც მონიჭებული ადგილიც საკმარისია.

• ბებერი ქომაგი

ცოტნე შენ ეტყობა კარგად არ გესმის ფეხბურთი, ქართველი კაცისთვის რას ნიშნავს. ეს არ არის მარტო სპორტი, ეს ქართული სულის ამოძახილია და გთხოვ ამ სულს შენი უაზრო ნააზრევით ნუ ხუთავ. შენ ეტყობა დაკვირვებით არ წაიკითხე ან საერთო აზრი ვერ გამოიტანე, იმ უამრავი ფეხბურთის გულშემატკივარის, მართალია გაბრაზებულის, ემოციებზე დაწერილის, მაგრამ გულწფელი სტრიქონები, რასაც ქართული ფეხბურთის სიყვარული ჰქვია. ის რაც აზრი გამოითქვა და დაიწერა ჩვენი ფეხბურთის ავან-ჩავანზე, უმეტესობა სიმართლეს შეესაბამება და ძალიან გთხოვ, შენი ბრაზილიური "კარნავალით", თვალში ნაცარს ნუ გვაყრი.

• tngh

გულშემატკივრებმა უნდა შევიგნოთ, რომ საქართველოს ნაკრებში 4 წამყვანი, ზირითადის ფეხბურთელის სრულფასოვანი შეცვლა... შეუძლებელია. სამწუხაროა, მაგრამ ამის უტყუარი ფაქტია ეს თამაში.

• გულშემატკივარი

გაიხარე ცოტნე. კარგი სტატიაა. 100%-იანი ხარ.

• გელა

ერთი ქართველი ფეხბურთელი დაასახელეთ,რომელიც თამაშობს ტოპ ჩემპიონატში.

• 777

მე პირადად ვფიქრობ, რომ ნაკრებმა ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ გაუძლო!ერთი გაფიქრება ისიც ვიფიქრე,იქნებ ჯობდა რომ ეს მატჩი სკოპიეში ჩატარებულიყო.რა ვიცი აბაა...

• megreli44

ორ ყვითელზეა საუბარი

• megreli44

ორ სხვადასხვა ტურნირში აქვს მიღებული. ერთი კოსოვსთან, რომელიც შარშანდლად ითვლება და მეორე ჩვენთან წლევანდელ გათამაშებაში. პატივისცემით

• geo

სომხეთის ნაკრებმა მაკედონიას 4:0 მოუგო! ჩვენ ვერცერთი ამაში ვერ მოვიგეთ!!! გარდა ამისა სომხეთს ფრე ვეთამაშეთ!!! რათ უნდა ამდენი განხილვა და ბოდიალი!!! უბანძესი ნაკრები გვყავს!!!

• gio

ფეხბურთელი და სიგარეტი?? :)

• გიორგი

წაგებული თამაშის მერე ტირილი, ვაი-ვიში და გლოვა ახალი მიმდინარეობაა მსოლიო ფეხბურთში :)))))))

• გენა

ბატონო ცოტნე, საღლიცინო იმიტომაა ყველაფერი გამხდარი, რომ არ ვარგიხართ არაფერში ქართველები. ერთად დგომა არ შეგიძლიათ. სახელმწიფოს შენება იგივეა, რაც საკუთარი ოჯახის მეურნეობის აწყობა. გამოგივიდათ ქართველებს? არააა!! ერი, რომელიც 30 წელიწადში 3 ომს წააგებს და ნახევარ ქვეყანას გადამთიელებს წაართმევინებს, ერი არაა. ახლა შენ ფეხბურთის მოგება გინდა?

• შალვა ჯიღაური

ბატონო ცოტნე, ყველას ნაფიქრალს თქვენ ამბობთ, ქართველი უნდა იყო და უნდა გტკიოდეს, ქართველი უნდა იყო და რეალობას აღიქვამდე, ბრძოლით გამარჯვებები მოვა, ცოტა საკრალული გადახვევა გამომდის - მამა გიორგი ბასილაძე მოწამეთადან (არის ორთავე ქვეყანაში), ღმერთს განათლებული აქვს მისი უკვდავი სული, ფეხბურთის დიდი მოყვარული, მისი წამოძახილების მჯერა, და მჯერა ქართული ფეხბურთის უკვდავება, ჩვენ ბრძოლისთვის ვართ გაჩენილნი...

• megreli44

ორ სხვადასხვა ტურნირში აქვს მიღებული. ერთი კოსოვსთან, რომელიც შარშანდლად ითვლება და მეორე ჩვენთან წლევანდელ გათამაშებაში. პატივისცემით

• სოსო

რაიონიდან ვარ და ერთხელ, თბილისში მოხვედრილი,თბილისის დინამოს დუბლების თამაშზე შევედი,ცსკასთან.მახსოვს,უფროსი დათო მუჯირი,ტარიელ დურდიაძე,იაშვილი იყვნენ შემადგენლობაში.თამაშს,20-25 ათასი მაყურებელი მაინც ესწრებოდა.

• მიჩინიო

ემოციური კონიუნკტურაა, თორემ რაციონალურად რომ შეხედო ბოდიში სტატიის ავტორთან, მაგრამ რომ წერთ ჩვენო ნამდვილ ფანებს გვინდა და თქვენ არაფანებმა მოკეტეთო - იცით რამდენი დარჩით ამ ქვეყანაში ნამდვილი ფანი? P.S. რიტორიკული კითხვაა :) "ძალიან ძალიან ცოტა" არის პასუხი. და ამის ის საკითხი თუ თითზე ჩამოსათვლელი ფანისთვის ბიუჯეტმა მილიონები რატომ უნდა ხარჯის - სასწაულად რელევანტური ხდება. P.S.S. კიდევ ვიმეორებ, ემოციური კონიუნკტურის კვალობაზე თითქოს გასაგებია, მაგრამ როგორც ჟურნალისტის დაწერილი სტატიისთვის - ძალიან მიუღებელი ტონია, ტეხავს

• მალხაზი

ბატონი ცოტნე ჩემს გულში იხედებოდა! სულაც არ დაუწერია რთულად. გამგები ძალიან კარგად გაუგებს. თუმცა, ჩვენს გუნდს რომ მაგრად ეთამაშა და მეტოქისთვის "თავი შეეკლა", 1 გოლი მაინც გაეტანა, კომბინაციური და სწრაფი ფეხბურთი ეთამაშა, მოწინააღმდეგისთვის პრესინგი ეკეთებინა მისსავე ნახევარზე (თუნდაც თამაშის 70%-ის განმავლობაში) და ისე წაეგო, მართლაც მარტო ემოციებზე თუ დარჩებოდა სალაპარაკო. თუმცა, მომენტებს რომ ვერ იყენებ (კი ვქმნით მომენტებს დიდი შრომის ფასად, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში "საოცრებებს" ვაკეთებთ და ამ მომენტებს ვკარგავთ) და შენი მოწინააღმდეგე ზუსტად ისეთივე მომენტს რომ იყენებს... გაშვებული გოლის მერე ფაქტობრივად გუნდმა რომ აღარ იცის რა მოიმოქმედოს, როცა მოწინააღმდეგის მასიურ დაცვას აწყდება. არადა, რაც თავი მახსოვს, როცა ჩვენი ნაკრები გოლს იტანდა, მაშინვე ძლერდებოდა ჩვენზე პრესინგი და მოწინააღმდეგე მომენტს მომენტზე ქმნიდა (და სამწუხაროდ უმეტეს შემთხვევაში გოლებსაც გვიტანდა). ჩვენ რა გვჭირს ამისთანა, რომ როგორც კი გოლს ვუშვებთ, ფაქტობრივად ვნებდებით? (არა, ბრძოლას თითქოს ვაგრძელებთ, მაგრამ მებრძოლი გუნდის გარდა ყველაფერი ცართ ხოლმე მაგ დროს). სასწრაფოდ არის ეს პრობლემა გადასაჭრელი! წარუმატებლობამ არ უნდა გაგტეხოს, და თამაშის დროს ყველა სცენარისთვის უნდა იყო მზად, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ტაქტიკურად!

• G.LA

ბრაზილიას და მსოფლიო ფინალში წაგებას ვერ შევადრით ამ მარცხს თავისი მნიშვნელობით თუნდაც, მარა ჩვენთვის თითქმის ტოლფასიც იყო ალბათ. ჩვენ ყველანი 1991 წლიდაბ ისევ ვოცნებობთ კიდევ და გავაგრძელებთ სანამ ჩვენი ნაკრები ევროპის ან მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე არ მოხვდება. ამდენი ძირითადი ფეხბურთელების არ ყოლო ჩვენთვის კი არა გერმანიის ნაკრებისთვის შეიძლება ტრაგიკული ყოფილიყო. ბიჭებო ჯამთელობას და გამარჯვების რწმენას გისურვებთ. ჩვენ აუვცილებლად მივაღწევთ საწადელს!

• gio

ძალიან კარგად მესმის სტატიის ავტორის. და ძალიან ბევრ მიზეზს მოვიყვან თუ რატომ. და რა თქმა უნდა, აუტანელია ასეთი შაბსის განიავება. მაგრამ ნერვიულობის გარდა, აქ მთავარია ბოლომდე გავიაზროთ, რატომ იყო მაკედონია ჩვენზე უკეთესი იმ საღამოს? ჯობია კონკრეტულ მიზეზებზე ვიფიქროთ. თუნდაც იმაზე, რატომ ახერხებს საქართველოზე 3-ჯერ პატარა ქვეყნის ნაკრები პრაქტიკულად ტყოველთვის (ბოლო წლებში) თამაშების შემობრუნებას, როცა გოლებს უშვებს, და ჩვენ პირველი გოლის გაშვების მერე პრაქტიკულად გუნდი გვეშლება? რატომ ხდება, რომ საქართველოზე სამჯერ პარატა ქვეყანას სამჯერ მეტი ტოპ-ლიგებში მოთამაშე ვარსკვლავი ყავს? იქნებ საქმისადმი დამოკიდებულებაშია მიზეზი, და ზოგადად პროფესიონალიზმის დონეში? მოდით, ამაზე გავაკეთოთ აქცენტი. კონკრეტულ მიზეზებზე. რომ აღარასოდეს განვიცადოთ "დინამონაზა".

• Levani

ANტI მერე კობის რო მიადექით-კობისგან რა გინდათ?-გამჭვირვალედ გამოაქვეყნა ყველა ხარჯი-თვითონ ის კლუბები რას შვებიან იმ ფულით-ადრე რო ტიროდნენ-ბიჭებს სიგარეტის ფული არა აქვთ,როგორ ითამაშონო-ახლა ხო აქვთ სიგარეტის ფული-დანარჩენს რას უშვებიან?კობია დამნაშავე?

• დავით 67

ძალიან მომეწონა სტატია. მაგრამ ჩემი აზრით საქართველოში ფულის ჩადება არ უშველის საქმეს. ეს სპორტი ღარიბების სპორტია. ბრაზილიაში არაფერი დიდი დაფინსნსება არა აქვთ მაგრამ ყველა ფეხბურთს თამაშობს კაციც ქალიც ბავშვიც ტრანსსექსუალიც )) აქ ხალხი იმას ფიქრობს თუ ხვალ ვინ იქნება ხელისუფლებაში

• გოგა

მეგობარო, საერთოდ წარმოდგენა არ გაქვს რა მოხდა საქართველოში ფეხბურთთან მიმართებით, ფეხბურთი მოკვდა, მოკვდა აუუუ - 16-25 წლის ბიჭებს საერთოდ კიდიათ ერთ ადგილზე ქართული ფეხბურთი, შედარებით უფროსები, ასე ორმოც წლამდე ირონიულად უყურებენ და მხოლოდ კაიფობენ, 40-50 წლამდე თაობა ბავშური ემოციების ტყვეობაში იმყოფება რომლებსაც არაფერი ახსოვთ, მაგრამ იხტიბარს არ იტეხს და უბრალოდ პრეტენზია აქვს იმ დიდი გამარჯვებების თანამონაწილეობის (ზოგადად ვამბობ, თაობების 10-20% ამინდს ვერ ქმნის), მხოლოდ 55 წელს გადაცილებული თაობა დარჩა რომელიც რეალობას წარსულთან მიმართებით ერთი ერთში აღიქვამს და მათ გარდა, სხვა თაობების 10-20% ხარჯზე რის "Maracanaço," ღადაობ? ათასი და თუნდაც ათი ათასი თავგადაკული კაცი, ფეხბურთში ამინდს ვერ შექმნის, დღევანდელი ფეხბურთის პიარი რამოდებინე ასეული თავგადადებული გულშემატკივარის ღრიანცელით სტადიონის მისადგომებთან უმწეობის ნათელი გამოვლინებაა - დიდი "დინამოს" ვარჯის გისოსებიდან გაცილებით მეტი ადამიანი უყურებდა.

• Lova

მოვითხოვოთ კვარაცხელიას და შენგელიას კოვიდ ტესტი განმეორებით და ჩაერთოს გამოძიება ძაან საეჭვო ვითარებაა ორი მარჯვენა მარცხენა ფლანგელი რომლებსაც მარტო შეუძლიათ თამაშის ბედის გადაწყვეტა ოცდაცხრა კაცში რაღა მაინც და მაინც ესენი არ ვიცი ეჭვები მღრღნის

• არჩი

არ ვიცი ეს ადამიანი ჟურნალისტია თუ არა, მაგრამ ძალიან მაგარი სტატიაა - ცოტა რთული ენით დაწერილი, მაგრამ ქართული ფეხბურთის მოყვარულის და თან დიდი ტკივილით. შეიძლება ჩვენი ფეხბურთი ეხლა დგება გამარჯვების გზაზე (მიუხედავად ფინალის წაგებისა), არა გვყავს მაღალი დონის ფეხბურთელები და ორმა ახალგაზრდა ვარსკვლავმა, რომლებსაც თამაშის მოგება შეუძლიათ ვერ ითამაშეს. მაგრამ გუნდია უკვე ჩამოყალიბებული და ამაში ვაისს მადლობა ეკუთვნის. გუნდი უნდა განვითარდეს, თაობათა ცვლაც მოხდეს, მაგრამ ეს უნდა იყოს გაფრთხილებით და ღვაწლის დაფასებით. პატივისცემა გვმართებს იმ ხალხის, ვინც აქამდე თავისი მხრებით მოიტანა ქართული ფეხბურთი - ყველა თაობის და მათ შორის წასულების. შეგრძნება მაქვს, რომ პოლიტიკური მოტივი შემოიტანეს ფეხბურთში და ვინც მართლა გულშემატკივარია, ის ამას არ იზამდა.

• Valderrama

მართლა კარგი ნააზრევია, სწორი აქცენტებით. რატომ ჰგონია ხალხს რომელსაც ნაკრების თამაში ორჯერ აქვს ნანახი, რომ უფლება აქვს რადიკალური განცხადებები აკეთოს?მაგრამ ისიც მართალია რომ აქ მოკომენტარე სასტავის უმრავლესობა ამას არ მოიწონებს..

• Anti

ცოტნე მაინტერესებს შენი აზრი ერთ საკითხთან დაკავშირებით, რამდენი წელია საკლუბო ფეხბურთი ფინანსდება და წინსვლა არაფერი არ არის, სანამ დაფინანსდებოდა ჩემპიონატი, ფარერების და მისი დონის ჩემპიონატების კლუბებს თავისუფლად ვუგებდით, ახლა დაფინანსების პერიოდში ფარერების გუნდი რომ სამარცხვინოდ 6:1 მოგიგებს, ნუთუ პროტესტის გრზნობა არ გაწუხებს და კითხვა არ გიჩნდება რაში იხარჯება ეს ფული?

• Ლუკა

სიყვარული ბრმაა. კოჭებში ეტყობა ჩვენ ფეხბურთელებს უნიჭობა, უფხობა და უუნარობა ბრძოლის. ეს არ ნიშნავს არსიყვარულს. თავის მოტყუებით ასე დათრგუნული მოყვარულები ვიქნებით ფეხბურთში. უადგილო შედარება იყო ბრაზილიასთან. ჩვენ ნაკრებში ეზოში და მთის კალთაზე მობურთალი ბიჭები არ თამაშობენ, სხვას რომ შევეშვათ. არ ვიცით ფეხბურთის თამაში და საკუთარ გულს ამოფარებულები ილუზიაში ვართ. არ ვიცით იმ დონემდე რომ სანერვიულოც არაფერია, ეს მუდმივი მომქანცველი ტკივილია და არა ნერვიულობა.

• ავთო

სასიამოვნოდ გაოცებული ვარ წერილით, მაგრამ ეს ქართული სპორტული საიტების მკითხველთა უმეტესობისათვის გაუგებარი ენითაა ნაწერი. მასებს თავის მარტივ ენაზედ უნდა მიმართოთ ავსაჯანიშვილო, თორემ მათ სიავესა და რისხვას დაიმსახურებთ, უთუოდ. გასაგებლარია?

• ჯიჯი

როგორ 2 ყვითელი იქნებ ახსნა??

• Zaza

მაკედონიის ნაკრებში ითამაშა დისკვალიფიცირებულმა ფეხბურთელმა და ჟურნალისტები სად ხართ ალიოვვსკი ორი ყვითელი.დდ

• gio

კარგით რაააა... ვაი რა გვეშველება, დაჯექით ეხლა და იტირეთ, დოყლაპიებისთვის სწორედ ამისთვის მიუცია თვალები ღმერთს, გაიგეთ ხალხო და დაიმახსოვრეთ, არ გვყავს ჩვენ ნორმალური დონის ფეხბურთელები, რა ევროპაზე გასვლა, უბრალოდ არ გვყავს და ანდორა ბელორუსი ლატვიის დამარცხებით ილუზიებს ნუ შექმნით.

• ლაშა

ერთს ვიტყვი თამაში ითამაშეს პირველი ტაიმი ბიჭებმა იომეს როგორც შეეძლოთ ეგარის მონდომება მეორე ტაიმი ჩვენ ვერაფერი ღირებილი ვერ შევქმენით ფიზიკურად გვაჯობეს ვაისი მეორე თემაა ვისაც მოსწონს ეგ უნიჭიერესი ტაკტიკოსი მოწონდეს მეკი არმსურს ვაისი თარეში ნაკრებში გზას დავულოცავ და დავემშვიდობები წარმატებები მის გზაზე.

• Superman

მორიგი უდაბლესი დონის სტატია ამ საიტზე... არ გინდათ რომ ვაკანსია გამოაცხადოთ და ნორმალური, მოაზროვნე ჟურნალისტები აიყვანოთ ვინც საერთოდ მკითხველს როგორ უნდა მიმართოს ეგ მაინც იცის? ჰა აბა დამბლოკეთ გულახდილობისთვის

• სოსო

ავტორ,პათოსში გეთანხმებით,მაგრამ იმ მატჩის შემდეგ,ათასობით გულშემატკივარი გარდაიცვალაო,ეს პირველად თქვენგან მესმის.რამდენიმე ადამიანმა მოიკლა თავი,რადენიმეს გულის შეტევა დაემართა,მაგრამ გაზვიადებასაც აქვს საზღვარი.

• giorgi dashniani

ჩვენს უბედურებაში ამირან გამყრელიძეს, პაატა იმნაძეს, ფეხბურთის ფედერაციის გუნდს ვადანაშაულებ, მაგრამ ყველაზე მეტად თავად ფეხბურთელები არიან დამნაშავეები და რა თქმა უნდა მთავრობაც, ჩვენც დამნაშავეები ვართ მეგობრებო რომ ამდენის უფლებას ვაძლევთ ამათ, მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ყველანი ნეხვში ვართ და კიდევ დიდხანს ვიქნებით

• გიორგი კაჭკაჭიშვილი

ჩვენ ფეხბურთელებზე მეტად ვის ენდომებოდა ევროპაზე ასპარეზი? მესმის რომ დავმარცხდით, მაგრამ ნუ გადავუვლით ბიჭებს, გულრწფელად მეცოდებიან.ვაისი ტაქტიკოსია? მაგის მწვრთნელობა არ გაიშვა.

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია