დღეს, 15 ნოემბერს "დინამო არენაზე" საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდი სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს, შეხვედრამდე კი გულშემატკივრები ორივე მხარეს გამარჯვებას სთხოვენ, თუმცა ზოგი ფარგლებსაც სცდება...

ერთ-ერთმა გულშემტკივარმა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის "ფეისბუქ" გვერდზე გამოთქვა პროტესტი, რომ საქართველო დიდი ასოთი ეწერა, მისი თქმით, ქართველები არ ვიმსახურებთ ამას და ჩვენი ქვეყნის სახელი პატარა სიმბოლოთი უნდა დაიწეროს, რაზეც პასუხიც მიიღო:

"მესმის შენი, თუმცა ასე არ შეიძლება, ეს ჯერ ერთი, დასჯადი საქციელია და მეორეც, თუ მაგრები ვართ, საქართველოს მოედანზე უნდა ვაჯობოთ, ამგვარი მდაბიო საქციელები არ გვეკადრება."

იყო სხვა კომენტარებიც:

"არ შეიძლება ყველას პროვოცირება და მტერთა რიცხვის ზრდა. არცერთ მეზობელსა თუ არამეზობელს არ ვუყვართ, ყველა მოვიძულეთ და დავრჩით მარტო, დახმარების გარეშე.

ვერ წარმომიდენია, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი დასრულდეს. მტრებს ქვეყნის გარეთ ვეძებთ, არა და მოღალატეები ქვეყნის შიგნით გვყავს."

"ქართველებთან რა გვინდა, მაგრამ ასეთ რთულ დროს ამ მატჩში გამარჯვებას მცირე სიხარულის მოტანა მაინც შეუძლია."

"ჯერ არაფერი გვაქვს სალაპარაკო, არასდროს მოგვიგია მეზობლებისთვის, იმედია ამ აუტანელ ვითარებაში ბიჭები მაინც გაგვახარებენ!"

"ყოჩაღ ჩვენ. რომ არ მოგატყუოთ, მიკვირს, ირგვლივ ყველას გადამტერება როგორ მოვახერხეთ."

ცხადია, ამ კომენტარების მიღმა იყო საწინააღმდეგო განწყობისა და შინაარსის მქონე ტექსტებიც, თუმცა, მიგვაჩნია, რომ მტრული და ნეგატიური დამოკიდებულების გაღვივების ნაცვლად ყველამ არსებული პრობლემების მოგვარებაზე უნდა ვიფიქროთ.

საქართველოსა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. მის პირდაპირ ტრანსილაციას პირველი არხი შემოგვთავაზებს.

dato
ჩვენ მტერს ასეთი მეზობელი!!!!
Givi
შენ როგორ გეტყობა რომ სომეხი ხარ: დდდდ აზერები ბევრ რამეში დაგვიდგენ გვერდში, არასოდეს უღალატიათ, 2008წელს უკრაინასთსნ ერთად მხოლოდ მაგენი გვედგენ გვერდში, და არც არასოდეზ კარგის მეტი არაფერი გაუკეთებიათ ჩვენთვის. შეადარე ეხლა
las
სომხებიც და აზერებიც ჩვენი მეზობლები არიან, კარგი და ცუდი ყველგან არის. ჯობია ჩვენს ქვეყანას მივხედოთ. ქართულ მიწებზე პრეტენზია ყველას აქვს და თუ ჩვენ არ ვივარგებთ პრეტენზიაც გაუჩნედებათ. აგერ აზერბაიჯანი ალბამენელბის მემკვიდრეებად აცხადებენ თავს და ნახევარ კახეთს ეპოტინებიან, ნუ თან ამბობენ თურქები ვართო. ასე რომ ამ დაპირისპირებაში ვინმეს მხარეს ყოფნა უბრალოდ სისულელეა. ამჟამად თუ სიმართლე გაინტერესებთ ჩვენთვის სომხეთის მარცხი არ არის კარგი. ამით კვეთრად იზრდება აზერაბიჯანის გავლენა ამიერკავკასიაში, უკვე ფიქრობენ რომ ისინი არიან კავკასიაში ლიდერები, რაც ამბიციებს გაუზრდით
მერაბი
დავწერთ თუ არ დავწერთ, წაგვიშლიან თუარა ყველამ ვიცით საქართველოს უახლესი ისტორია მაინც, ვიცით ხომ ვინაა ჩვენი მეგობარი და ვინ მტერი?!
ვაახ
"თუმცა, მიგვაჩნია, რომ მტრული და ნეგატიური დამოკიდებულების გაღვივების ნაცვლად ყველამ არსებული პრობლემების მოგვარებაზე უნდა ვიფიქროთ." ამას თუ წერ და ამის მართლა გჯერა, აბა რაღაც წერ ამ სტსატიას ვიღაცის ფბ კომენტარზე დაფუძნებით? თან ლაიქ-შეარები და ფლეიმ ომი გინდა და თან მაღალ მატერიებზე საუბრობ.
rasa
ნეტა ის ანტაგონიზმი გვქონდეს რუსების მიმართ (რომლებთაც უკლებლივ ყველა კავკასიელი ძულთ) რაც სომხების მიმართ გვაქვს
rasa
სი ბემოლიც ხარ და მარადიული ქვითინის მინუეტიც ))) ეგეთმა შოვინიზმმა და მსხვერპლის პოზიციამ ქნა რომ რეალურად მოკავშირეები (სომხების არ იყოს) არ გვყავს. ზევიდან ვუყურებთ ყველას და წმინდანები გვგონია თავი, არადა ჩვენც მიქარული გვაქვს (მათ შორის არაქართველების მიმართ აფხაზეთში. არ ვამბობ რომ იმათ ზღვა ცოდვა არ აწევთ ჩვენზე, მაგრამ უცოდველები არ ვართ არც ჩვენ. სანამ ასე შავ-თეთრად და ანგაჟირებულად შევხედავთ ჩვენს გარშემო ერებს, მანამდე ვიქნებით მარადი ომის რეჟიმში და არ ვიქნებოდი წინააღმდეგი მაგრამ არც მოკავშირეები გყვავს და ჩვენც არ ვართ დიდი მეომრები, სიმართლე რომ ითქვას.
rasa
კი, აძლევდნენ ჩვენს წინააღმდეგ ხმას და პოდლობა იყო ეგ, მაგრამ ჩვენც არ ვაღიარებთ სომხების გენოციდს თურქების მიერ (რომელიც აშკარად მოხდა, მაგრამ თურქეთი ნატოშია და არ გვაწყობს მათი გაბრაზება) - ასე რომ პოდლობას ჩვენც ვუკეთებთ
rasa
რითი ვგავართ და ისინიც მოღალატეებს და ზურგში დანის ჩამრტყმელებს გვეძახიან და ჩვენც იმათ. ქვეყნის შიგნით ეძებენ მოღალატეს და განტევების ვაცს, არადა ყველა მტრობს გარშემო, როგორც ჩვენ გვმტრობს ყველა. რომ კითხო - შვლის ნუკრები არიან (ჩვენც ეგრე გვგონია თავი), რეალურად კი იმათაც აკლიათ ჭკუა (როგორც აღმოჩნდა, მე უფრო ჭკვიანი ერი მეგონა) და ჩვენ ხომ გვაკლია
Levani
საფრანგეთოი-2010 წელი.. მაგრა მეწევინება და სიგარეტი არა მაქვს..ლაგერის შესასვლელთან გამოელაგნენ სომხები ერთი 6 კაცი მოსაწევად..სიგარეტს ხო ვერ მომაწევინებთ მეთქი..არაო,არ გვაქვსო-6 კაცი გამოვიდა მოსაწევად და არ ქონდათ თურმე სიგარეტი... ჩეჩენი ბიჭი იდგა შორიახლოს ალი,დამიძახა-მეუბნება ლევან-არასდროს მაგათ არაფერი თხოვოო..მერე ალიმ მომაწევინა თუ როგორ იყო დალშე არ მახსოვს,ეს კი დამამახსოვრდა(არც ჩეჩნებია ჩვენი ბრატები,უბრალოდ რაც იყო ის დავწერე)
სოსო
ჩემი პოსტი არაეთიკური იყო თუ, რატომ დამიბლოკეთ?
ზესტა
არ დაიჯეროთ,რომ მაგათ რამე შეიგნეს და გაათვითცნობიერეს.ვინც ვითომ ჩვენი მოსიყვარულე გახდა,ზუსტად ეგენი უფრო სახიფათონი არიან,ისევე როგორც გვარგადაკეთებულები, უბრალოდ მაგარი მუშტი მოხვდათ და ახლა სხვანაირად ჭიკჭიკებენ.მასეთი შენიღბული მტერი ყოველთვის უფრო სახიფათოა და ჩვენს ნდობას ეგენი ვერასოდეს ვერ დაიმსახურებენ.20 საუკუნის უამრავი მაგალითი მაძლევს ამის თქმის საშუალებას. არავის არ ჭირდება მაგათი ადვოკატობა.დღეს მოედანზე უნდა გავცეთ პასუხი, ვაისმა თუ ისევ არ აურია შემადგენლობა და ტაქტიკა.
Z.g.
რაღა უნდა დაამატო, იმიტომ არ გვწირავს უფალი, რა სიტყვებია,გენაცვალეთ ყველას,ცუდი როგორ უნდა უსურვო რომელიმე ერს!გაგიმარჯოთ ქართველებო,მარცხსაც ვაჟკაცურად უნდა შეხვდე და არ უნდა გაგაბოროტოს, იქნება გამარჯვებები, თუ ერთად დგომასაც ვისწავლით!!
kavte13
2-0 ვიგეებთ
Gia
სომხეთის და საქართველოს სიძლიერეზეა კავკასიის დამოუკიდებლობა დამოკიდებული!!! სამწუხაროა რო ამას სომხეთში ვერ ხვდებიან და ერთად სიარულის მაგივრად ზურგში გვირტყამენ ყოველ ჯერზე. იმედია მალე მიხვდებიან სომეხი პოლიტიკოსები, რომ ჩვენ ერთამენეთის გარეშე გაგვიჭირდება და უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, ხალხი კი ხვდება მაგდენს.
GEORGIA
ვიღაცამ დაწერა, ერთმანეთს მაგრად ვგავართო და მერე ვიღაცამ პასუხი დაუწერა “100%”-იო... სომხებმა მოიძულეს გარშემო ყველა მეზობელი!!! თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთიც(!!!) და ჩვენს წინააღმდეგ რამდენი ომი ყოფილა, ყველგან უბრძოლიათ მტრების მხარეზე(ჩვენგან განსხვავებით), არაფერი ჩვენ მათგან არ მოგვიპარია და არ დაგვიბრალებია... და მაინც... მშვიდობა მინდა ვუსურვო ჩვენს მეზობელ ერს, რომელსაც ძალიან უჭირს დღეს და ყოველთვის ჩვენი ცუდი გაუხარდებათ...
ასეისე
ჯიგრები ხართ. ეხლა ზედმეტად ცხელია ყარაბაღის კონფლიქტი და სომხების ნაწილი რადიკალურად არის განწყობილი (თუმცა ჩვენ რა დავაშავეთ ვერ ვხვდები) მაგრან გონიერი ადამიანების ბევრნი არიან. ჩვენთაბაც არიან ცხეკი თავები და მათთანაც.
kosta
ერთი ამიხსენი, რითი ვგავართ ერთმანეთს??? სომხური ანბანის შექმნა დავიბრალეთ თუ სუჯუხი გამოვაცხადეთ ქართულ კერძად????
სააკაძე
მართალი ხარ 100%
llcl
შე სი. ბემოლო, თუ ისტორია არ იცი აფხაზეთის ომის მონწილეს მაინც არ იცნობ ვინმეს? პატივისცემა უნდა გამოხატოს და თან 50 მოწონება რომ აქვს, ფუ თქვენი, მართლაც ნაცებზე და ქოცებზე უკეთესი არ გვეკუთვნის და კი გვყავან ეს მოქალაქეთა კავშირის გაგრძელება და ვართ ბედნიერად 30 წელი
hhh
მაგრად ვგავართ ერთმანეთს, უბრალოდ ისეთ სამეზობლოში ვართ სხვებს ვერაფერს ვუშავებთ და ერთმანეთ ვკბენთ.DDD
დო მაჟორი
ჩემი პატივისცემა უნდა გამოვხატო მეზობელი სომეხი ხალხის მიმართ, რომელსაც ეხლა მძიმე პრობლემები აქვს... ქართველ ხალხს არასოდეს და არც ეხლახანს მომხდარ ყარაბაღის ომში არ მიუღია მონაწილეობა რომელიმე მხარის სასარგებლოდ. საქართველოს გავლით ამ ომის განმავლობაში არ მიმდინარეობდა იარაღის ტრანზიტი, თუმცა არ შეწყვეტილა არასამხედრო ტვირთების გატარება, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მეზობელი ორევე სახელმწიფოსათვის.
"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] კვარაცხელია 25 წლის გახდა - პსჟ-მ ქართველს იუბილე მიულოცა
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
უკრაინელთა მწვრთნელი: სამწუხაროდ, ისევ საქართველოსთან ვითამაშებთ
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
9:1. სომხეთმა სასწაული ვერ შემოგვთავაზა - პორტუგალია მუნდიალზე გავიდა
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
[VIDEO] რონალდოს გაძევება და მარცხი დუბლინში - სომხეთს შეუძლია პორტუგალია მუნდიალის გარეშე დატოვოს
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
სომხეთმა ირლანდიას სძლია - აზერბაიჯანი და უკრაინა დაზავდნენ
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
ბაირამიანი: სომხეთის ნაკრებიც გაისვრის საქართველოს და უზბეკეთის მსგავსად