ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"არასდროსაა კმაყოფილი თამაშით და უნდა, რომ მეტი გააკეთოს" - რას ჰყვება ხვიჩა კვარაცხელიას მამა

"არასდროსაა კმაყოფილი თამაშით და უნდა, რომ მეტი გააკეთოს" - რას ჰყვება ხვიჩა კვარაცხელიას მამა

საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისა და ყაზანის "რუბინის" შემტევი ნახევარმცველი, რუსეთის პრემიერლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (2019-20 წ.) ხვიჩა კვარაცხელია გულშემატკივრებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებენ მას. მისი დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2019 წლის 7 ივნისს შედგა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, გიბრალტარის წინააღმდეგ. სულ ცოტა ხნის წინ, 2020 წლის 14 ოქტომბერს კი ერთა ლიგაზე მან თავისი პირველი გოლი გაიტანა ნაკრების მაისურით, ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, რის შემდეგაც შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა და... სოციალური ქსელები კვარაცხელიას გვარმა და გახარებული გულშემატკივრების ოვაციებმა ააჭრელა...

ხვიჩას მამა, თავადაც პროფესიონალი ფეხბურთელი - ბადრი კვარაცხელია შვილის კარიერაზე გვესაუბრება. მისი აზრით, ფეხბურთელი არასდროს უნდა იყოს კმაყოფილი საკუთარი თამაშით და მუდმივად ვითარდებოდეს. ხვიჩასაც დიდ მიზნებამდე დიდი გზა აქვს გასავლელი...

ბადრი კვარაცხელია:

- სიარული დაიწყო თუ არა, ბურთი სულ თან ჰქონდა (იცინის). მე ბაქოში ვმუშაობდი და პირველად სწორედ იქ მივიყვანე ხვიჩა ფეხბურთზე, პატარების გუნდში 7-8 წლის ბავშვებთან ერთად ვარჯიშობდა, თვითონ 5-6 წლის გახლდათ. მერე უკვე იყო თბილისი: "ოლიმპიკი", "ავაზა", "დინამო" და ა.შ. ძალიან შრომისმოყვარე ბავშვი დღეში 2-3-ჯერ ვარჯიშობდა. დილით ადრე, 6 საათზე "დინამოს" ბაზაზე ვარჯიშზე მიდიოდა, 9-ზე კი - სკოლაში. 10-12 წლის ბავშვისთვის ეს იოლი არ არის.

- ალბათ, კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ ფეხბურთელობას სერიოზულად უნდა მიჰყოლოდა და ეს მისთვის სტიმულიც იყო, არა?

- კი, რა თქმა უნდა, ძალიან მოწადინებული იყო. მისი ამოცანა სწორედ ის გახლდათ, რომ ფეხბურთი ეთამაშა და ახლაც ეს მიზანი აქვს, მეტს მიაღწიოს, დიდი ფეხბურთი ითამაშოს. ვნახოთ, რა გამოგვივა.

- როგორც მამა, მისი შედეგებით კმაყოფილი ხართ? როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი, რაიმე რჩევებს თუ აძლევთ? მისი "მთავარი მწვრთნელი" ცხოვრებაში, ალბათ, ყოველთვის თქვენ იყავით...

- სიმართლე გითხრათ, ახლა მაინცდამაინც არ ვერევი. პატარა რომ იყო და მერეც, 15-16 წლის, დავსხდებოდით და ყველაფერს განვიხილავდით, რა შეცდომები ჰქონდა და რა უნდა გამოესწორებინა. ახლა უკვე გამოცდილი, პროფესიონალი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი ჰყავს, ვინც უკეთეს რჩევებს მისცემს, თუ საჭირო იქნება. მე არ მინდა, ჩავერიო. ჯობია, ერთ მწვრთნელს დაუჯეროს, შეცდომები მან გააანალიზებინოს, მიუთითოს. ხვიჩა ძალიან კმაყოფილია მასთან მუშაობით.

- თქვენი შვილის ბოლოდროინდელ თამაშებს როგორ შეაფასებთ?

- შეფასებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ საკმაოდ თვითკრიტიკულია, არასდროსაა კმაყოფილი თამაშით და უნდა, რომ მეტი გააკეთოს. წინსვლისა და პროფესიული ზრდისთვის ეს კარგია და მეც ვეთანხმები. მეტი შეუძლია, მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდეს, მეტი უნდა მოინდომოს. ფეხბურთელი თუ თავისი თამაშით კმაყოფილი იქნება, ეს მისთვის ცუდია. ხვიჩას კიდევ ბევრი აქვს სამუშაო. წამყვანი ფეხბურთელი რომ გახდება და დიდ გუნდში ითამაშებს, მაშინ ვიქნები კმაყოფილი. ჯერ ამაზე საუბარი ადრეა. გააგრძელეთ კითხვა

• ქართველი

ჯანი არ მოგაკლოს ღმერთმა, შრომისმოყვარეობა და თავმდაბლობა. კოვზით ნაგროვებ ხალხის სიყვარულს ნუ გადაყრი ნიჩბით სხვებივით. ყოვეთვის მაქსიმუმი დადე მინდორზე .ხანმოკლეა ფეხბურთელის კარიერა და სულ გახარებული ყოფილიყავი შენც და შენი ქვეყანაც შენი წარმატებული კარიერით. პ.ს. წიგნები იკითხე თავისუფალ დროს ყოველთვის გამოგადგება.

• ნიკოლოზი

ხვიჩა ბაბუ ძალიან მიყვარხარ,შენ ფეხებს ვენაცვალე,შენ გულიან თამაშს ვენაცვალე,მინდა სულ ჯამრთელი ყავდე შენ მშობლებს და მთელ საქართველოს,შენ მარტო კარგი ფეხბურთელი კიარა უკეთილშობილესი ქართველი ვაჟკაცი ხარ,ამის თქმის საფუძველს მაძლევს შენი ქველმოქმედება,მინდა,რომ დიდი ფეხბურთი ითამაშო შენ ამის ყველანაირი მონაცემები გაქვს,უფალი გიფარავდეს ყოველთვის და გიკვალავდეს გზას შენი დიდი მიზნების განხორციელებაში,მე კი ყოველთვის ვილოცებ შენი ჯანმრთელობისთვის და წარმატებებისთვის.

• ziko

შრომა, შრომა და შრომა.კავარაცხელია მალე მთელ საქართველოს გაახარებს.წარმატებები.

• მირიანი

მართლა მაგარი ბიჭი ჩანს, მაგრად მეიმედება და წარმატებები მას!

• ლადო თ

აქ დაწერეს, რომ შეიძლება კითხულობო ამ კომენტარს. ხოდა თუ კითხულობ, უნდა იცოდე რომ ჯერ არაფრისთვის მიგიღწევია, შენზე ბევრად ნიჭიერი უნახავს ფეხბურთს, რომლის გვარი დღეს აღარავის ახსოვს. ახლა ვინც გეუბნება, რომ ძალიან დიდი იმედი ხარ და შემოგკანკალებს, ძალიან მოკლე დროში დაგივიწყებენ ეს ადამიანები, ახალ "იმედს" იპოვიან და იმას დაუწყებენ თაყვანისცემას, შენ კი დაგივიწყებენ ისე რომ აღარავინ გაგიხსენებს. ვიცი კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ არც კომენტარები იკითხო და ნურც გულთან ახლოს მიიტან ამდენ ქებას. ვისაც დღეს ცამდე აყავხარ, ხვალ მათვე შეეძლებათ მიწაზე დაგანარცხონ. მჯერა, რომ ფიქრი შეგიძლია და აზროვნების უნარი გაქვს, ამიტომ მხოლოდ ვარჯიშზე და განვითარებაზე კონცენტრირდი. გააორმაგე და გაასამაგე ვარჯიში, თუ გინდა "ცას შეეხო ხელით" ;) წარმატებები

• ბექა

დავუფასებთ კიარა თან გადავყვებით და ხელის გულზე ვატარებთ თუ ივარგებს და ქვეყანას ასახელებს.რეებს წერ?

• სერგო

მართალია დავით67, თაცს მიხედე ხვიჩა ძმაო! წადი და ფწხბურთი ითამაშე! ამ ჭაობს გასცდი. აქ აუცილებლად გაილანძღები და მუდამ ინტრიგებში იქნები. არავის ჭირდება და არც გულზე ეხატებათ შენი კი არა, საერთოდ ვინმეს წარმატება.შური და გაზულუქებული უქნარების საქილიკო გახდები. ღმერთმა შანსი მოგცა და გამოიყენე.

• 1111

ისეთი სიტყვების და მოპყრობის ღირსი ხარ აქ არამგონია გამოაქვეყნონ და ამიტომ მრავალწერტილით უნდა დაკმაყოფილდე როგორმე შენი..........

• გიორგი კაჭკაჭიშვილი

ეს რა დარიგებაა? არ გეკადრებათ!

• G.LA

ჩვენი იმედი ხაე ხვიჩა. ვიცი კითხულობ აბა ჩეკეტილმა ვირუსის გამო მეტი რა უნდა გააკეთი? გისურვე პირველ რიგში გამოჯამთელებას. შენი იმედი გვაქვს და შენ შემოგნატრით. ბევრი შრომა დაგჭირდება სანამ დიდ მიზანს მიაღწევ და მჯერა შრომას არ დააკლებ. ძალიან გულდაწყვეტილი ხარ ვიცი, თამაშები რომ გამოტოვე. მაგრად გვეცოდები შენც და ჩაკვეც. არა უშავს ყველაფერი წინ არის ჯერ მხოლოდ ახლა იწყება შენი კარიერა და კიდევ ბევრს მოასწრებ. შვილივით მიყვარხარ. ჯამთელობას და გამარჯვებას გისურვებ.

• დავით 67

ხვიჩა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ და აირჩიე რომელიმე ქვეყნის ნაკრები. საქართველოს ნაკრებში ტყუილად გაირჯები არავინ დაგიფასებს.

• ცოტნე

მისი წარმატების საიდუმლო მარტივია: დიდი ფული კი არა, დიდი ფეხბურთელობა აინტერესებს. არ მოდუნდება, არ დაკმაყოფილდება მიღწეულით, რადგან პროგრესირება კარიერის ბოლომდე შეიძლება (დიდი ფული კი, სულ რომ არ აინტერესებდეს, თავისთავად მოვა ნამდვილ პროფესიონალთან).

• gaixareeet

შენ ყოფილხარ ბიძიკო ნახევარი ნაკრები და კიდევ მეორე ნახევარი ნაკრების ბელგიაშია ...აბა თქვენამდის აგებდენ ყველასთან არ ხართ და წააგეს მაკედონიასთან აგერ სომხებთანაც აგებენ .....ერთი თხოვნა მაქვს მთელი მსოფლიოს ქართველების სახელით იშრომე რაც და არც შეგიძლია დანარჩენი ისედაც გაქვს ღმერთისგან ...მადლობა რომ თავში არ აგივარდა ჯერ ძველ ბმვ-ს არ გამოეკიდე ახლა არც ახალს მისდევ ...ცოტათი კიდევ მოითმინე და მართლაც იქნება ფერარებიც და ლამბორჯინებიც ...მთელი ქვეყნის სიყვარული და მსოფლიოს დაფსებაც ...შენ იმედზე არის ეს პატარა ქვეყანა გისურვებ მალე გამოჯანმრთელებას უტრამვობას და ძაან მაგარ კარიერას საკლუბო და სანკრებოსაც ასევე ოქროს ბურთსაც შენ ეს შეგიძლია მხოლოდ შრომა რეჟიმი და ისევ შრომა არის საჭირო ...მწარედ ჟღერს მაგრამ ხომ იცი ჯერ მწარე ჭამე ...))) მადლობა შენც და მთელ შენს ოჯახს ...ბედნერება ჯანმრთელობა და ღვთის მადლი ნუ მოგიშალოთ ღმერთმა!!!!!

• ზურაბი

როგორი ფოხბურთელებიც გვყავს, იმაზე უარესი საიტი გაქვთ!

• ქომაგი

ხვიჩა და ჩაკვე ძალიან დგვაკლდა მაკედონიასთან. ისე ერთი ტენდენცია აშკარად გამოჩნდა- ჯგუფიდან ჩაკვეტაძემ გაგვიყვანა, ნახევარფინალიდან ხვიჩამ, რასაც სათანადო დაფასება არ ქონია. განსაკუთრებით სპორტული მედიის და პროფესიონალების მხრიდან. მეტნაკლებად აღნიშნავდნენ მაგრამ არა განსაკუთრებულად. ამიტომაც დავისაჯეთ ალბათ. აშკარად ეტყობა ობიექტურობის ნაკლებობა ქართულ ფეხბურთს თავისი მესვეურებიანად! მადლობა ოჯახებს ასეთი კარგი პიროვნებების აღზრდიასათვის. წარმატებები ჩაკვეს და კვარას!

• giorgi

ხვიჩა გეხვერწები როგორც საქართველოს შვილს,რომ ბევრი ივარჯიშო და გამოადგე შენს სამშობლოს. თორე ხოხედავ 37 წლის კაცმა რაც ჩაგვიტარა და როგორ გაიყვანა მაკედონია ევროპის ჩემპიონატზე! იმედია წაიკთხავ :)

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის ცნობილია

თურქებს ახალი მხოლოდ მეკარე ჰყავთ - რისი დანახვა მოუწევს სანიოლს ევროს შემდეგ

ვიმსჯელოთ ნაკრებზე შემადგებლობამდე - სად რა გვიჭირს და რას ველოდოთ

[VIDEO] ოგბაიძის გოლი და საგოლე პასი "ცვიკაუსთან"

"ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა? სამაგიეროდ, ევროპალიგის მოგებისთვის ვიბრძოლებთ" - ჟოზემ მოურინიო

ჩემპიონთა ლიგა სრულად დაკომპლექტდა

უკრაინელი თავდამსხმელი "ვილიარეალში" არ გადავა, რომელიც მიქაუტაძის შეძენას ცდილობს

"ყარაბაღი" მეორედ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე

თურქეთი მაგრად იწყებს - ლატვია შინ 20 ქულით დამარცხდა

ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში - ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს

დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში პსჟ-ს ხუთ ფეხბურთელს უხმო

ევრობასკეტი 2025. ჯიკიჩმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

იური ტაბატაძე "კადისის" ფეხბურთელი გახდა

ლიეტუვამ ევრობასკეტი მარტივი გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის ცნობილია

2020 წლის ევროპის ჩემპიონმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

პსჟ-მა მეკარე გაასხვისა და საფონოვის წასვლა თითქმის გამოირიცხა

ოფიციალური შეთავაზება გაგზავნილია - მიქაუტაძე შესაძლოა, ამავე სეზონში ჩემპიონთა ლიგასა და ცნობილ ესპანურ კლუბში ვიხილოთ

"ფიორენტინა" 24 წლის იტალიელი ფორვარდით გაძლიერდა

"ატალანტას" ახალგაზრდა ფორვარდი კარიერას თურქეთში განაგრძობს

სუდაკოვი, რომლის შეძენა "ნაპოლის" სურდა, შესაძლოა, პორტუგალიაში აღმოჩნდეს

"თითქოს პირველად ესმოდათ უკრაინის შესახებ, ომზე, რომ საერთოდ არაფერი ვთქვათ" - უკრაინელმა სამხედრომ პსჟ-ის სტადიონზე მომხდარი ინციდენტი მოჰყვა

პსჟ გამოცდილი მცველის გასხვისებას აპირებს

კვარაცხელია ბუნდესლიგაში? - დორტმუნდი ქართველი ტალანტით დაინტერესდა

კვარაცხელია, როგორც გადამწყვეტი უპირატესობა და ოსიმენი, რომელიც არავის ჰგავს

17 წლის ქართველი, გვარად კვარაცხელია, რომელიც გატანილი გოლით ყურადღების ცენტრში მოექცა[VIDEO]

ხვიჩა კვარაცხელიამ ნაკრებს მიმართა [PHOTO]

"ტორინო" კვარაცხელიასთვის იბრძოლებს - რა ეტაპზეა მოლაპარაკებები?

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა უნდა სცადოს" - დიმიტარ ბერბატოვი