ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დააფიქსირეთ თქვენი აზრი - რა უნდა შეიცვალოს ნაკრებში?

დააფიქსირეთ თქვენი აზრი - რა უნდა შეიცვალოს ნაკრებში?

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 12 და 15 ნოემბერს, მაკედონიასთან (0:1) და სომხეთთან (1:2) მნიშვნელოვანი და პრინციპული მატჩები დათმო.

აშკარაა, რომ ნაკრებში ცვლილებებია საჭირო, მაგალითად, ზოგ ფეხბურთელს მეტი, ზოგს ნაკლები შანსი უნდა მიეცეს და ა.შ.

ასევე დაასახელეთ მწვრთნელი, რომელსაც ნაკრებში ისურვებდით.

• ლერი

თუ შევადარებთ ნაკრების მიერ ჩატარებულ ორ გასვლით თამაშს(სომხეთთი,მაკედონია)შინ ჩატარებულ სამ თამაშთან(ბელარუსი,მაკედონია,სომხეთი),ვფიქრობ ნაკრებში არც ისე ცუდადაა საქმე.გასვლითი თამაშები,რომ ვერ მოვიგეთ უფრო მწვრთნელის შეცდომები იყო ვიდრე ფეხბურთელების.არ შეიძლება ყოველ მომდევნო თამაშში შემადგენლობა ძირეულად ცვალო.როტაციას მივესალმები და კარგია,მაგრამ იმ რაოდენობით რაც ვაისმა აკეთა წარმოუდგენელია.ის ვერ ჩამოყალიბდა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებში,რომლის ირგვლივაც გუნდი შეიკვრებოდა.მაგის ბრალია,რომ ნაკრებს შეთამაშებულობა აკლია.ფეხბურთელები უმარტივეს სიტუაციებში სწორ პასებს ვერ აკეთებენ,ერთმანეთს ვერ უგებენ.ანთუ აკეთებენ პასს,მათი 90 % უკან კეთდება.გამამწვავებელ პასებს ვერავინ აკეთებდა.მხოლოდ ინდივიდუალურად ცდილობდნენ ხიფათის შექმნას,რაც თანამედროვე ფეხბურთში წარმოუდგენელია და ის მხოლოდ მესის შეუძლია. და ბოლოს სირბილი,ფეხბურთელების აბსოლუტური უმრავლესობა კი არ დარბის,არამედ დაძუნძულებს.მოუმზადებლები არიან ფიზიკურად. მე მაინც მჯერა,რომ კარგი მწვრთნელის(სომხეთის მწვრთნელი კაპაროსიკარგი მაგალითია)ხელში ყველაფერი კარგად იქნება.

• Simartle

მწვრთნელად ვის ვისურვებდით ეს ჟურნალისტის პოზიციიდან მეტად არაკვალიფიციური ჟურნალისტის მიერ შემოთავაზებული თემააა!!!...ნაკრების მწვრთნელი ფედერაციამ უნდა შეარჩიოს და არა ხალხმა !!! მაშინ ფედერაცია რა საჭიროა ჟურნალისტო ?!? ნაკრებში პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს თითოეული თამაშის მიმართ ფეხბურთელებისგან!!! თუ არადა გუნდიდან გაუშვან!!! უპირველესად ბავშვთა ფეხბურთში ბავშვების მწვრთნელების თანამედროვე საფეხბურთო სტანდარტების შესაბამისად კვალიფიკაციის ამაღლებაა საჭირო!!! რომ ბავშვი საფეხბურთო თვალსაზრისით სწორად გაიზარდოს!!! თორემ ნაკრები იმ შედეგს მოიტანს რა დონის ფეხბურთელებიც ეყოლება!!!

• Simartle

მწვრთნელად ვის ვისურვებდით ეს ჟურნალისტის პოზიციიდან მეტად არაკვალიფიციური ჟურნალისტის მიერ შემოთავაზებული თემააა!!!...ნაკრების მწვრთნელი ფედერაციამ უნდა შეარჩიოს და არა ხალხმა !!! მაშინ ფედერაცია რა საჭიროა ჟურნალისტო ?!? ნაკრებში პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს თითოეული თამაშის მიმართ ფეხბურთელებისგან!!! თუ არადა გუნდიდან გაუშვან!!! უპირველესად ბავშვთა ფეხბურთში ბავშვების მწვრთნელების თანამედროვე საფეხბურთო სტანდარტების შესაბამისად კვალიფიკაციის ამაღლებაა საჭირო!!! რომ ბავშვი საფეხბურთო თვალსაზრისით სწორად გაიზარდოს!!! თორემ ნაკრები იმ შედეგს მოიტანს რა დონის ფეხბურთელებიც ეყოლება!!!

• levani

გუნდის ნახევარზე მეტი უნდა იყოს ნატურალიზებული უცხოელი, კლუბში კი ლეგიონერები თუნდაც იგივე დონის. როგორც ჩანს ქართველ ფეხბურთელს არ აქვს არც საკმარისი ფსიქიკა, არც პროფესიონალიზმი, რომ მსგავს (უფრო მაღალ დონეზე აღარც კი ღირს საუბარი) ამოცანებს თავი გაართვას. მთელი ცხოვრება გულისდაწყვეტის მეტი არაფერი არ მახსოვს, მხოლოდ მტკივნეული და დამამცირებელი წაგებები სომხეთთან, არარატ არმენიასთან, ფარერელებთან. მაკედონიელების სახე ნახეთ გოლის შემდეგ? აი ეგ გამოხატავდა ევროპულ ძლიერ და მებრძოლ ხასიათს. ჩვენები კიდევ დასაწყისიდანვე წამხდრები იყვნენ… ათიდან ათს წააგებენ ასე

• ჟორა

არაფრის შეცვლა შედეგს არ მოიტანს, რადგან ჩვენი ფეხბურთელების მენტალიტეტია შესაცვლელი, მათ კი შეცვლა არაფრის უნდათ. ვამბობთ უნდა მივხედოთ ბავშვთა ფეხბურთსო, კი ბატონო სწორია და ბავშვი, უფასოდ უნდა ვარჯიშობდეს ყველა სპორტსექციაში, მაგრამ ფეხბურთელი რომ გაიზარდა 17-19 წლამდე და არაფრით არ ჩამოუვარდება საზღვარგარეთელ თანატოლს, რატომაა, რომ რაც წლები ემატება მით უფრო იზრდება მისი ჩამორჩენა დასავლელ თანატოლებთან? აი ამაზე დაფიქრებაა საჭირო. რატომაა, რომ საქართველოში კალაძისა და არველაძის შემდეგ საერთაშორისო დონის ფეხბურთელი აღარ გაიზარდა? სხვათაშორის ათამდე ფეხბურთელი გვყავდა ამ ხნის განმავლობაში, რომლებიც ახალგაზრდა კალაძეს და არველაძეებს არაფრით ჩამოუვარდებოდნენ, მაგრამ მათგან საშუალოზე დაბალი კლასის ფეხბურთელი მივიღეთ. შახტარშია ერთი საშუალო დონის ქართველი ფეხბურთელი, რომელიც იმის მაგიერ ბურთზე იყოს გადაკლული, ხან ერთ ლამაზმანთან უღებენ სურათს და ხან მეორესთან, ანუ ჩვენ ბიჭებს დროსტარება და ფეხბურთის თამაში ერთდროულად უნდათ, ასეთი რამ კი დღემდე არავის მოუხერხებია, ანუ ორი ბატონის კარგი მსახური არ არასებობს, როგორებიც არსებობენ კი ხედავთ ჩვენი ფეხბურთელების მაგალითზე.

• დავით 67

ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია. გუნდი საერთოდ უნდა დაიშალოს და არა რამე შეიცვალოს.

• ოთარი

თვითონ კითხვის აზრს ვერ ვხვდები...როგორი ჭეშმარიტებაც არ უნდა დაიწეროს აქ,ნამცეცის ოდენაზეცკი ვერაფერს შევცვლით და აზრი??? თუ ესეც შოუა,ჩვენ ხომ შოუების ქვეყანაში ვცხოვრობთ?! შოუ შოუსსთვის! მეცოდება ყველა ვინც ზემოთაა მომჯდარი და ცხოველურ განცხრომაშია ხალხის და ქვეყნის ხარჯზე.რა ელით ამ საცოდავებს,რომ არ უკვირდებიან.რაც შეეხება ცვლილებას,ნათქვამია მდინარე სათავიდან იმღვრევაო.აი როცა ქვეყნოს პირველი კაცი დაოკაპიწებს ხელებს და სიყვარულით და თავდაუზოგავი მართალი შრომით ეცდება,ჩვენი ფეხბურთის განვითარებას მაშინ გვეშველება.რისი შანსიც სამწუხაროდ ძალიან მცირეა.

• თეიმურაზ

ნაკრების მწვრთნელად -- გია ცეცაძე, რატომ? გაიხსენეთ რა ფეხბურთს თამაშობდა სამტრედია, რა კომბინაციურ ფეხბურთს ათამაშებდა დინამოში დაწუნებულ არაბულსა და ზივზივაძეს, ლობჟანიძეც მისი გაზრდილია, გაიხსენეთ მისი ხელმძღვანელობით ახალგაზრდული გუნდების თამაშები, კი ბატონო, ემოციური კაცი იყო და არავის ჭკუაზე სიარული არ უნდოდა, ცდილობდა ფეხბურთელებისთვის დახმარება გაეწია, არ დაეკარგა ქართულ ფეხბურთს არაბიძე, ჭანტურია, შეიძლება ამისთვისაც გაუშვეს საბურთალოდან ერთ თვეში, განა რამეს თამაშობს ახლა საბურთალო, ის რომ ყოფილიყო, შეიძლება --- მრავალი არგუმენტის დასახელება შეიძლება, რატომ უნდა დაინიშნოს გია ცეცაძე

• ლუკა

არც არაფერი,რაცა ვართ ესა ვართ,ჯერ ჩაკვეტაძემ ათრია გუნდი,მერე კვარაცხელიამ.მწვრთნელი ქართველი გვინდა მაგ.ცხადაძე!

• თომა

კარგი ფეხბურთელები ციდან არ ცვივა, ფეხბურთი მასობრივი უნდა გახდეს. საქართველოში ფეხბურთისადმი ინტერესი განელდა, ამის მიზეზებია ფასიანი წრეები, კომპიუტერი, ქართული ფეხბურთის საქმოსნების ხელში ჩავარდნა, რომლებსაც დღესვე აინტერესებთ ფული და პერსპექტივაზე არ მუშაობენ, ქართული ფეღბურთის აღორძინებაზე იმედგაცრუება და სხვა. გარდა ამისა, გვაქვს სუსტი ინფრასტრუქტურის, მენეჯმენტის, ფეხბურთელთა ფიზიკური და ინტელექტუალური მუდმივად მოუმზადებლობის პრობლემები, არაკვალიფიციური მწვრთნელები და კიდევ ბევრი სხვა. ყველაფერ ამაზე ადრეც ბევრი დაწერილა მაგრამ რა იცვლება? ვწერთ და ვკითხულობთ, მხოლოდ ესაა.

მხოლოდ ნაკრებში არა, ფეხბურთში: ზოგადად, ერთხელ და სამუდამოდ ვინც არ უნდა იყოს ფედერაციის თუ ნაკრების ხელმძღვანელი უნდა წარმოადგინოს გეგმა სადაც დეტალურად იქნება მითითებული საქმის კეთების და შედეგების მიღების კონკრეტული ვადები!!! ამასთანავე, თუ საქმის კეთებისას დახარჯული იქნება ბიუჯეტის-ხალხის ფული და შედეგი არ იქნება მიღებული ნებისმიერ შემთხვევაში შესაბამისმა პირმა კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი. ასეთ შემთხვევაში ვნახავთ, რომ შედეგიც არ დააყოვნებს!!! სხვანაირად არაფერი გამოვა!!!

გვჭირდება სულ ცოტა საშუალო დონის ფეხბურთელები. ეს განვლილმა პერიოდმაც დაამტკიცა. ვინც არ უნდა გაწვრთნას, ამაზე უკეთეს შედეგს ამ ფეხბურთელებით ვერ მიაღწევს

• დათო ჯ.

სახელი უნდა გადავარქვათ ჩვენთან სპორტის ამ შესანიშნავ სახეობას. და მთავარი: კობიაშვილი ევროპარლამენტშიც უნდა გავტენოთ რამენაირად.

• giorgi

kacharavas alabat carsulshi shexeba qonda burtan ashkarat etyoba mara am momentshi saerto araqvs burttan

• ჰავლაბრელი ტიღუა

ნაკრებს აუცილებლად ქართველი მწვრთნელი უნდა ხელმძღვანელობდეს, ხოლო ამ მწვრთნელმა უნდა გაიგოს, რომ დასავლეთისა და ჩრდილოეთის გუნდების სათადარიგო სკამზე მჯდომი ფეხბურთელი, არაა საქართველოს პირველობაზე ძირითადშო მოთამაშე ფეხბურთელზე საიმედო. ასევე, ფეხბურთში მიღებულ კატასტრობაზე პასუხი უნდა აგოს ყობიაშვილმა თავის გუნდით.

• aburjga

ბოდიშის მოხდით კიდევ ერთ შენიშვნას გავაკეთებ... კომენტარებს გადავხედე და თვალში მეცა, რომ უმეტესობა ნაკრების მწვრთნელის და კლუბის მწვრთნელის ფუნქციებს ვერ ანსხვავებს. ნაკრების მწვრთნელი ფეხბურთელს თამაშის ანა-ბანას ვერ ასწავლის, ვერც ამპლუას გამოუცვლის, ვერც ფიზმომზადებაში შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს. ასე თუ ისე ფსიქოლოგიურად უნდა იმოქმედოს, გააძლიეროს მოთამაშის მოტივაცია, მაგრამ ის დრო რომელიც მას აქვს ფეხბურთელთან სამუშაოდ ნამდვილად ძალიან მცირეა იმისათვის, რომ ფეხბურთელიდან ფსიქიკურად გაწონასწორებული პიროვნება ჩამოაყალიბოს. ნაკრების მწვრთნელის ფუნქცია არის არსებული რესურსიდან ანუ თავიანთ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებიდან უნარების მიხედვით ჩამოაყალიბიბოს ნაკრების ბირთვი მეკარე, მცველი, საყრდენი, თავდამსხმელი 4-5 კაცი, შეარჩიოს და სანაკრებო შეჯიბრებაზე გამოიძახოს იმ დროს საუკეთესო ფორმაში მყოფი ფეხბურთელები მათი ამპლუის გათვალისწინებით, მაგალითად თუ 4 კარგი მარჯვენა მცველის გამოძახება შეუძლია და მარცხენა მცველზე ყავს მხოლოდ 1 სრულასოვანი კანდიდატი მან სარეზერვოდ მარჯვენა მცველი მაინც არ უნდა გამოიძახოს. უნდა გამოიძახოს სხვა ამპლუით მარჯვენა მცველი, შეიძლება ნაკლები შესაძლებლობების მქონე, მაგრამ მაინც მარჯვენა მცველი. კარგი მეთონე ავად თუ გახდა კალატოს არავინ გამოიძახებს მის შემცვლელად! ნაკრების მწვრთნელს უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული საფეხბურთო კონცეფცია, მაგრამ ეს კონცეფცია მან საკუთარ თავთან გუნდის მწვრთნელად მისვლისას უნდა განიხილოს იმიტომ, რომ ეს კონცეპცია შეიძლება გახდეს წარუმატებლობის მთავარი მიზეზი. მაგალითად, საქართველოს ნაკრებში მოსული მწვრთნელი თუ არის ტოტალური ფეხბურთის (მიხელსი) კონცეპტუალურად ერთგული და მცოდნე ის ვერასდროს შეძლებს ნაკრებში გამოძახებულ ქართველ ფეხბურთელებს ტოტალური ფეხბურთი წარმატებულად ათამაშოს. საქრთველოს ნაკრების მწვრთნელმა უნდა შეისწავლოს ქართული ფეხბურთის ისტორია, ნახოს მატჩები, გამოიტანოს დასკვნები, როდის, რომელი ფეხბურთის თამაშით აღწევდნენ წარმატებას ქართული კლუბები და თბილისის დინამო (ფაქტიურად საქართველოს პირველი ნაკრები, მეორე და მესამე ნაკრები ქუთაისის ტორპედო და ლანჩხუთის გურია). სხვათა შორის, საქართველოში ჩამოსული ტოპ მწვრთნელების წარუმატებლობის მიზეზი იყო სწორედ ეს ფაქტორი. კონკრეტულად, ისნი იყვნენ მაგარი ხისთავიანები - ვერ მიხვდნენ, ფიგურალურად რომ ვთქვათ, ვეფხვებისათვის არ მოეთხოვათ მგლის ხროვის წესებით ენადირათ ან პირიქით! თავი არ შეიწუხეს ქართული ფეხბურთის ისტორიის სიღრმეებში ჩასვლით. ქედმაღლურად უდგებოდნენ საკითხს, მე კუპერი ვარ!.... მე ტოპმიულერი ვარ! მე საბერძნეთი ევროპის ჩემპიონი გავხადე ეს "ტუზემცები" კი ვასწავლი მაგრამ თანამედროვე ფეხბურთს მხარს ვერ უბამენ და ა.შ. ასევე ნაკრების მწვრთნელი საქართველოში ჩამოსვლის პირველი დღიდანვე უნდა იწყებდეს ქართული ენის სწავლას, ოჯახი საქართელოში უნდა ჩამოიყვანოს და სანამ აქ არის მოსწონს თუ არა ყველა ქართული გუნდის თამაშს უნდა დააკვირდეს. დაახლოებით ისეთი კაცი უნდა იყოს მორაგბეებს რომ ჰეიგი ყავდათ! კიდევ ბევრი რამე მაქვს სათქმელი, მაგრამ სხვა დროს იყოს.უკვე ძალიან გამიგრძელდა!

• გიო

ძლიერი ფორვარდები გვინდა და ახალი სისხლი

• მერაბი

საგადასახადო წახალისება უნდა ჰქონდეთ კლუბებს, საერთოდ შეიძლება გადასახადების მოხსნა, ჯერჯერობით მაინც. ფარმ კლუბებს თუ შექმნიან უცხოური კლუბები ძალიან კარგი საქმე გაკეთდება. ლეგიონერების საკითხიც მოსაგვარებელია, ნაყარ ნუყარი ხალხის ჩამოყვანას, ჩვენი კადრები გავზარდოთ. მწყრთნელების კვალიფიკაციას ეჭვის ქვეშაა. მოკლედ, ყველაფერს კარგი მენეჯერი სჭირდება.

• davit

amat 10 qecbaiac ver ushvelit

• სტალინი

ითამაშონ სპორტის სახეობა, რომელიც 1863 წელს შექმნა ინგლისმა და არა რაიმე უცხო სპორტი ბალეტთან ასოცირებული.

• გელა

ტაქტიკა ნული, ფიზიკა ნული, თავდადება და მონდომება ნული, ტექნიკურებიო ბურთს ვერ აჩერებენ და დარტყმისას ფეხს აცილებენ, კარში იშვიათად თუ დაარტყეს-მადლობა თქვი, მოედნის ხედვა დიდი ვერაფერი, ბავშვთა ფეხბურთი სავალალო მდგომარეობაში, 6-12 წლის ბავშვს არ უნდა ყვირილი და მითითება ასე გააკეთე და ისე,მიუშვი და დააკვირდი რაშია ძლიერი, მაგრამ ასე არ ხდება

• mamuka

1.გრიგალავა,კაშია,ნავალოვსკი,ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი,კაჭარავა,გვილია,აბურჯანია-ეს ხალხი ვერაფერ სახეიროს ვერ მოუტანს ნაკრებს, ნაწილი უნდა გაუშვა, ნაწილი სარეზერვოდ გყავდეს. 2.მაქსიმალურად იმ ფეხბურთელებით უნდა დაკომპლექტდეს ნაკრები ვინც თავიანთ გუნდებში სტაბილურად თამაშობენ ძირითად შემადგენლობაში 3.მწვრთნელს რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა ენიჭება, კარგი იქნება თუ მდიდარი გამოცდილების იქნება 4.ფედერაციაში უნდა მუშაობდნენ პროფესიონალები,ვისაც სრულფასოვანი მენეჯმენტის წარმართვა შეუძლია და არა საძმო-სამეგობრო. (ძმობა ძმობად, საქმე საქმედ) 5.ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლება, ბიზნესმენების წახალისება ვინც ქართულ კლუბებში გადაწყვეტს ინვესტირებას, საგადასახადო შეღავათების დაწესება მათთვის 6.ბავშვთა ფეხბურთი- კვალიფიციური მწვრთნელების დანიშვნა ყველა ასაკობრივ გუნდებში და ერთი სისტემით მომზადება

• თემური

შევცვალოთ წესები, დავუშვათ მოწინააღმდეგეზე ორჯერ მეტი მოთამაშის გამოყვანა, ბურთის ხელში აღება, გავაუქმოთ თამაშგარე და საერთოდ ეროვნული ფეხბურთი შევქმნათ, თუ ჩვენს გარდა არავინ ითამაშებს უკეთესი იქნება, ჩვენ ვიქნებით მსოფლიოს, ევროპის, აზიის, აფრიკის და ა. შ. ჩემპიონები. კლასიკური ფეხბურთის თამაშს დავანებოთ თავი და დიდი ქართველი ფეხბურთელებით ვიამაყოთ სხვა წარსულის გმირებთან ერთად.

• alex

ნაკრებში არ ათამაშოთ ფეხბურთელები,რაც არ უნდა ტექნარი თუ ნიჭიერი იყოს, რომლებსაც უბრალოდ რომ ვთქვათ 90 წთ სირბილი არ შეუძლიათ (ხომ არსებობს რაღაც ნორმატივები) მწვრთნელი უნდა იყოს საქართველოდან, რომელიც იქნება პროფესიონალი, პრინციპული,ობიექტური ფეხბურთელების შერჩევაში ისეთი რომელსაც სხვადასხვა მაღალჩინოსნები, კოლეგები თუ ძმაკაცები ვერ გაუბედავენ თხოვნას მისი შვილის ახლობელის თუ კიდევ ვიღაცის ნაკრებში თამაშზე. საქართველოს ნაკრებში ჩემი აზრით ასეთი მწვრთნელი ერთჯერ გვყავდა ქეცბაია.

• გეგა

პირველ რიგში საკმაოდ უხეშად იგრძნობა სათამაშო დისციპლინის არ ქონა მოედანზე და სამწუხაროდ მის გარეთაც .ეს რა თქმა უნდა ძნელია უკვე ზრდასრულ ფეხბურთელს ასწავლო . დარწმუნებული ვარ ვაისის მითითებების სწორად შესრულების შემთხვევაში ეს შედეგები არ იქნებოდა ( რა თქმა უნდა ვაისს ქონდა შეცდომები მაგრამ მთლიანობაში ცუდად არ უმუშავია მას ) ნებისმიერი საშუალო დონის მწვრთნელი მშვენივრად გაუძღვება ამ დონის ნაკრებს თუ მის მითითებებს მაქსიმალურად შეასრულებენ ფეხბურთელები. მაგრამ ყველაზე მნიშვნელობანია ბავშვთა ფეხბურთის განვითარება მწვრთნელების მიდგომა ბავშვობიდან თითქოს ჯოისტიკი უჭირავთ მწვრთნელებს და ისე უძღვებიან მათ აღზრდას რაც უკვე ზრდასრულ ფეხბურთელზე აისახება ფანტაზიის არ ქონა ბურთის მიღების ინიციატივის აღების შიში და ა.შ . .... გამონაკლისები არსებობენ რა თქმა უნდა და ყველაზე მთავარი პატრიოტიზმი და ის რომ საქართველოს ნაკრების მაისური როდესაც გაცვია ეს რას ნიშნავს ზუსტად უნდა ქონდეს ყველას ჩადებული ტვინში ღრმა ბავშვობიდან თავი უნდა შეაკლა მოედანზე “ჯიგარი “ უნდა დავინახოთ რაც ამ თამაშებიდან გამომდინარე სამწუხაროდ არ ჩანდა

• აკადემია

ნაკრებიდან უნდა წავიდნენ სასწრაფოდ ლორია,კაშია,ყაზაიშვილი,გრიგალავა და კანკავაც,ესენი წაგებული მენტალიტეტის ფეხბურთელები არიან და ცუდ ზეგავლენას ახდენენ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე,,ყველაზე მთავარი სამარცხინო ოქრიაშვილს თავისი კომენტარით უნდა აეკრძალოს ნაკრებთან რამე ფორმით შეხება...

• აზრი

მწვრთნელს რა აზრი აქვს ვინ იქნება? ყველაზე მაგარი მევრთნელიც კი ვერაფერს იზავს. ქართველ კაცს სიმართლე არ უყვარს. ქეცბაია სიმართლეს ამბობდა იმ დღეს და საუბარი არ აცალეს. მარათალ კაცს გაწირავენ და თვითონ იბატონებენ. აი ასეთია ქართველი. ასე რომ რა ხალხიც ვართ ის ქვეყანა, ის ნაკრები და ფედერაციას.

• ქართველი

ვაისი წავიდა. კობიაშვილიც უნდა წავიდეს წესით. ვაისის თქმით ვიღაცა არ დებს აჯიგარს და რატომ? სომეხია? ამიტომ ასეთები უნდა გაუშვა ნაკრებიდან და აღარსდროს დაუძახო.

• rigiti

ერთი კომენტარი ძალიან მომეწონა "სანამ ცეკა ზის ლოჟაში და გულშემატკივარი გარეთ მანამ არაფერი გვეშველებაო" კალაძემ საბუთი გვქონდაო, ისიც ვერ გაიგო რატომ არ უნდა გამოჭიმულიყვნენ იქ, მორალთან ხართ მწყრალად ბატონო კახი თორემ საბუთი რომ არ გაგიჭირდებოდათ ჩვენც ვიცით.(უნახავმაო......), ეხლა საქმეზე, ფედერაცია რო გასაშვებია ორი აზრი არ არსებობს, ვერ წარმომიდგენია რა არგუმენტი უნდა გააჩნდეთ, რომ ადგილებზე დარჩნენ, ვაისს შეაწმინდეს ხელები და მორჩა???? ეგ არის პასუხისმგებლობა? პრემოები და დანამატებიც უნდა დაუბრუნონ ბიუჯეტს თუ ნამუსი აქვთ, მაგრამ აქაც "ბატონი" კახა დაკრიშავს, საძმოს გაჭირვებაში ხო არ მიატოვებს. კობიაშვილის მიკვირს, საქართველოს მასშტაბით ძალიან კარგი ფეხბურთელი იყავი, პირდაპირ პრეზიდენტად რომ მოგვევლინე, რა მენეჯერული თვისებები გქონდა ამისთანა, მარა კალაძეს ესე უნდოდა და..., თანაც ბიუჯეტიც ტკბილია, ეხლა ალათ ამ ნიჭს პარლამენტიდან მოგვაშველებ!! თუ მაინც და მაინც ფეხბურთში გინდათ დარჩენა გახსენით საფეხბურთო სკოლები, აკადემიები, უფრო ბობოლებმა იყიდეთ კლუბები, რომ გვიკიჟინებთ ბიზნესმა ფული უნდა ჩადოსო, ბიზნესებიც ამათ აქვთ და ფულიც, ეს ძმაკაცი ფეხბურთელებიც იქ დაასაქმეთ, დარწმუნებული ვარ იქ უფრო დიდ სამსახურს გაუწევენ ქართულ ფეხბურთს და კერძო სექტორში პასუხისმგებლობაც გაცილებით დიდი ექნებათ, მარა რისკი დიდია არა?? ენერგეტიკა და მშენებლობა უფრო მშვიდი ბიზნესია + ბიუჯეტიც ძალიან მიმზიდველია!!!!!!!! რა "გვეშველება"? ყველამ თავისი საქმე აკეთოს და თავის ჩასვრილ საქმეზე პასუხისმგებლობის აღება მოეთხოვოს! (გაგრძელება იქნება ლატვიასთან თამაშის შემდეგ)

• zaza

საქართველოს ნაკრებში უნდა შეიცვალოს ფედერაცია სრულად...ეს აქსიომად მიმაჩნია!!! მწვრთნელს კი ვინც არ უნდა იყოს, უნდა მიეცეს სრული თავისუფლება შემადგენლობის შერჩევისა და დაყენების!

• ჩორნა

უმჯობესია და მარტივი მოქალაწეობა შეიცვალო!! (ბოლო ბოლო სქეს იცვლის ხალხი)

• ვერ გავიგე

ვერ გავიგე რას ამბობს ეს კაცი? თვითონ არ იყო ნაკრების მთავარი მწვრთნელი? მასზე არ იყო ვის მოიყვანდა და წაიყვანდა? თუ 5 წელი თავზე ეჯდნენ და შემადგენლობას ტენიდნენ და მის კანდიდატებს ბლოკავდნენ? ახლა ამოიღო ხმა? წასვლის წინ? ვისხდეთ ახლა და ვიძახოთ, "ვისი ბრალია?!", "ვისი ბრალია?", "ჰო ვისი ბრალია" და ვიყოთ ასე.

• გიორგი კ

ამ თეთრი ფორმით რო თამაშობენ სახლში,მადრიდის რეალია თვ კაპიტულაციას აცხადებენ თავიდანვე?)))

• თემო

ცუდადაა საქმე როცა სპორტული საიტი ქომაგებს ეკითხება რა უნდა შეიცვალოს ნაკრებში :D მეოცნებე კობის კითხეთ ეგ

• ქუთაისი

ფედერაცია უნდა შეიცვალოს და ამ ნაკრებიდან მაქსიმუმ 8 ფეხბურთელი უნდა დარჩეს დანარჩენები სახლში უნდა წავიდნენ..მწვრთნელი ქართველი ნაღდად არ უნდა იყოს

• Mdaaa

რა უნდა შეიცვალოს ნაკრებში და ფედერაცია ...აბა მწვრთნელს გაუსწრია უკვე და...

სპორტის სახეობა უნდა შეიცვალოს, ვათამაშოთ ნარდი ან დომინო

• M.G

მწვრთნელს რაც შეეხება შოთა არველაძე საუკეთესო ვარიანტი იქნება. ნაკრების შემადგენლობა: ლორია, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, ხარაიშვილი, ზივზივაძე, ოქრიაშვილი, ნინუა, კიტეიშვილი, შენგელია, კანკავა, კვევესკირი, ყაზაიშვილი, კაკაბაძე, კოხრეიძე, პაპუნაშვილი, ხოჭოლავა, ლოჩოშვილი, ლობჟანიძე...

• მანჩო

სანამ ტოტალიზატორები იარსებებენ, ამაოა ყოველგვარი მცდელობა ქართული ფეხბურთის აღორძინების! მე ასე მიმაჩნია! აღარ შეიძლება ამდენი მაიმუნობა!

• გიორგი

მარტივად - ლევან კობიაშვილი! 300 მლნ ლარი დახარჯული გადასახადებიდან ანუ ყველას ჯიბიდან და ეს რეზულტატი?? ცალსახად ყველაზე მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს ფედერაციის პრეზიდენტს. თან, ის რაც ვაისს წამოსცდა, რომ ვიღაც ფეხბურთელები უნდა წავიდნენო ამტკიცებს იმ მოსაზრებას, რომ ვაისს ფედერაცია ურჩევდა ფეხბურთელებს. პ.ს. ფედერაციაშIი კორუფციას ვინც ამართლებს რაღაც მოტივით, არ დაგვავიწყდეს, რომ კორუმპირებულმა აზერბაიჯანმა ომი მოიგო. ჩვენ რა მოვიგეთ? :)

• Kkkk

გერბი და ჰიმნი.დანარჩენი შესაცვლელია ყველაფერი.

• batumi

გარედან ჩარევა მწვრთნელის საქმეებში

• გივი

პირველ რიგში, ნაკრებში ცვლილებაზე ბევრად მნიშვნელოვანი, ფეხბურთის განვითარების, განვითარების და არა შენახვის სტრატეგიაა გასაწერი სახელმწიფო დონეზე. რაც შეეხება ნაკრებს, მწვრთნელად ალბათ ამ ეტაპზე ისევ ქართველი ჯობია და აქ დიდი არჩევანი არ გვაქვს, შოთა ან ცხადაძე.. გუნდი უნდა გადახალისდეს და შედარებით გაახალგაზრდავდეს. მოტივირებული, პროფესიონალი და პერსპექტიული (ეს ეხლა სასაცილოდ ჟღერს მაგრამ შეიძლება ნახვა :)) ბიჭების გარშემო უნდა აეწყოს. მე გუნდს ესე ვხედავ: მეკარეები : ლორია, მაკარიძე, მამარდაშვილი. დაცვა: კვირკველია, ხოჭოლავა, დვალი, ლოჩოშვილი, კაკაბაძე, ლაკვეხელიანი. ნახევარდაცვა: კანკავა, კვეკვესკირი, ნინუა, აბურჯანია, კიტე, ჩაკვე. ფლანგები: კვარა, შენგელია, საბა ლობჟანიძე და ზურიკო; ცენტრი: აქ გვიჭირს :), იქნებ მიქაუტაძე, გულიაშვილი (საბურთალოდან), კაჭარავა.

• თემო

დამსახურებით კი არ უნდა გამოიძახონ ფეხბურთელი არამედ თუ როგორ ფორმაშია ის ამა თუ იმ სიტუაციაში.. ახლა გამოძახებული ფეხბურთელების ნაწილის თამაში საქართველოს ჩემპიონატის დონესაც კი არ აკმაყოფილებს

• ქომაგი

სანამ ცეკა იჯდება ლოჟაში და ნამდვილი ქომაგი გარეთ იტირებს არაფერი გვეშველებააააა

• gg

ესეთ თამაშში გამარჯვებული ერთი გამოდის და ეს ჩვენ არ ვიყავით, აქმდე ჯგუფის მოგება კი არა ბოლოს წინაზე არ გასვლა სასიხარულო იყო მაგრამ რაც უნდა შეიცვალოს ესაა ფეხბურთელების მენტალიტეტი სამწუხაროდ არ იციან ბრძოლა სტრესულ სიტუაციაში აზროვნება და ქმედება გაშვებული გოლის შემდგომ ცხვრებივით იბნევიან ამას ძალიან ძლიერი მწვრთნელი ჭირდება რომელის ძალიან დიდი ფსიქოლოგიც იქნება და ყველა ფეხბურთელში საკუთარი რწმენის გამყარებას შეუწყობს ხელს

• Just Supporter

კობიაშვილს და იაშვილს მართებს, რომ გერმანიაში აწიონ კონტაქტები და ვინმე საინტერესო მწვრთნელი ჩამოიყვანონ. ცხადაძის ან ქეცბაიას დაბრუნება, უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. არველაძესი, როგორც მწვრთნელის, ჯერ არ მჯერა... ქართველებიდან საინტერესო ვარიანტი, მხოლოდ ჭიაბრიშვილი მიმაჩნია, მაგრამ რამდენად შეძლებს ის ავტორიტეტის მოპოვებას ნაკრებში, რთულად სათქმელია. ფეხბურთელებიდან კიდე დრო არის შეწყდეს სახელების გამოძახება და დავეყრდნოთ ისეთ ფეხბურთელებს, ვისაც პრაქტიკა აქვთ.

• ვაისი

პოჩეტინოა უმუშევარი და ტუ წამოვა ჩვენნაირ ,,პროფესიონალ'' ფეხბურთელებთან. მაგ დონის მწვრთნელს ფებურთელებიც მასეთი უნდა ყავდეს. პასს რო ვერ გააკეთებენ და სტანდარტს ვერ გაათამაშებენ შეიძლება ინფაქტი მიიღოს კაცმა

• gori

ტატუ კი არ უნდა იკეთო მთელ ტანზე და საყურე კი არ უნდა იკეთო, უნდა ითამაშო, იბრძოლო, გაიმარჯვო. ზნეობა დაკარგული კაცი არაფერში არ ვარგა, მოდელად შეიძლება ივარგოს ან ............

• ესეა ეს

სულ მოკლედ, ნამუსი უნდა გქონდეთ. პრანჭვა-გრეხვას და მოდელობას თავი უნდა დაანებოთ და უნდა -- იბრძოლოთ

• რტ

ცხადაძე.

• mmm

ადრე რაგბიში ესე იყო, ვინც ვერ ქაჩავდა თამაშით, ძალითაც რომ შეეტენათ ვინმე, გუნდი გარიყავდა და აიძულებდა არ გასულიყო მოედანზე. ზოგადად ნამუსი უნდა გქონდეს კაცს და ქვეყანა თუ არ გიყვარს არ უნდა გეზიზღებოდეს მაინც. მოკლედ უტიფარი არ უნდა იყოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო

• kaxa

ფედერაციას ბოლომდე უნდა მოეკითხოს 300 მილიონი, ძალიან კარგი მწვრთნელი გვინდა ფეხბურთსა და რაგბიში, ერც ერთი ძველი ფეხბურთელი არასდროს არ უნდა დაბრუნდეს ნაკრებში და რაც ყველაზე მთავარია, უნდა ჩაუტარდეთ გაკვეთილები თუ რა არის პატრიოტიზმი და ღირსება. ღ ი რ ს ე ბ ა................................

• მწრთვნელი

ჭიაბრიშვილი დანიშნეთ ნაკრების მწვრთნელად და ის ათამაშებს ახალ,პრაგმატულ ფეხბურთს! ნაყარ-ნუყარ მოთამაშეებს ნაკრებს არ გააკარებს და შედეგსაც მალევე დადებს! განათლებული ახალგაზრდა ადამიანია და რაც მთავარია ნამდვილი ქართველია!

• გურამ დელიბაშიჩი

ცხადაძეა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი. საუკეთესო ვარიანტი კი ჩეზარე პრანდელი იქნება ჩემი აზრით. უნდა წავიდეს ფეხბურთელების 90 % და შანსი მიეცეთ ახალგაზრდებს.

• gia

Pპირველ რიგსი უნდა დავაწყვილოტ Kვირკველია და ხოცოლავა Mალიმაც რა დაასავა Aსეტი სხვას რო Aრ დაუსავებია რო Mოკვეტეს ეგრევე ნახევარდაცვა Kანკავა და ვისაც დისიპლინა აქ და არა Iსეტები ატიანს რო დაირტყავენ ძურგზე და ერტ პასს ვერ გააკეტებენ და კიდე ვინც იმსახურებს იმან იტამასოს და ტავის ადგილზე ასე ჯობია საერტო საქმისტვის წინ რაც შეეხება არ გვყავს ტავდამსხმელი Gამტანი და დავაბრუნოტ Aრველაზე

• ქართველი

ნაკრების ტრენერი -კახა ცხადაძე ან შოთა არველაძე, ფეხბურთელები გვყავს კარგები, ოღონდ ფსიქოლოგი აუყვანეთ და თვითშეფასება აუმაღლეთ, ასევე პატრიოტიზმის გრძნობა და პასუხისმგებლობა, რომ ისინი არიან ქართველი ერის სახე კონკრეტულ საქმიანობაში და მათი შედეგების მიხედვით ყალიბდება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი და ავტორიტეტი. მაგარი ბიჭები გვყავს, ხელშეწყობა ჭირდებათ და მოხედეთ. მთავრობააა შენ გეხება ეს პირველ რიგში.

• ლაზი

ქეცბაია კარგია ნაკრებისთვის, მას კარგად ესმის ფეხბურთი, რომ გაუშვეს მაშინაც კი სიმართლეს იძახდა და ბევრს ეს აღიზიანებდა. ფული უნდა ჩაიდოს საქართველოს ჩემპიონატში რომ დონე ამაღლდეს, ნიჭს და ტალანტს დახმარება უნდა ისე მარტო ვერ გაქაჩავს, როცა ჩემპიონატის დონე ამაღლდება, ფეხბურთელებიც არ გვექნება საძებნი და თითო ორის დაკლება არ დაეტყობა გუნდებს გადამწყვეტ თამაშებში..ფული, ფული და ფულია საჭირო და სწორი დაგეგმვა. მორჩა!

• Papuna

იცი რა მაინტერესებს დინამომ ვიღაც კლაკსვიკთან თუ ვერც დავიმახსოვრე სახელი იმათთან რო წააგო ჩვენმა მერმა ბატონმა კახიმ იმხელა რეჩი დაარტყა ფიფიაზე არაკომპეტენტური მენეჯერიაო (უბრალოდ ფაქტს ვიხსენებ) საერთოდ კერძო კლუბის მენეჯმენტს განიხილავდა და ფედერაციაზე რატომღაც სიტყვას არ ძრავს მემგონი აქ უფრო სწორი იქნებოდა ბატონო კახი თქვენი კრიტიკა მიკერძოებული და სუბიექტური რო არ ბრძანდებოდეთ. აზზე არ ხართ ყველაფერში ჩაისვარეთ

• ირაკლი

პირველ რიგში ფედერაცია უნდა შეიცვალოს რომ ეს ჩაწყობევი გაქრეს და მართლა კარგ ფეხბურთელებს მიეცეთ საშუალება თამაშის და არა ჯირაურის ნაირებს. და ჩვენ გვინდა ისეთი მწვრთნელი რომელიც გუნდში დისციპლინას დაამყარებს ახალ რამეებს ასწავლის. უცხოელი ისევ გერმანელი,ესპანელი და ა.შ ქეცბაიას და ცხადაძეს დრო გავიდა ისინი ნაკრებს ახალს ვერაფერს ვერ ასწავლიან.

• გია

ფედერაცია¡¡¡

• ddgfdf

მე ვფიქრობ ძალიან ბევრი დასაჭერია.მათ შორის დაუშვილი , გვილია და კიდევ ბევრი

• დათო

ყველაზე კარგი ვარიანტია გერმანელი სპეციალისტი ჩამოვიყვანოთ, რათოომ? იმიტომ რომ დისციპლინა აკლია ჩვენს ნაკრებს, მინდორზე დზველ ბიჩობა არარის საჩირო..... ვაისი არარის ცუდი მწვრთნელი, მაგრამ ჰუმანური პიროვნებაა, და ყველაფერს უთმობდა ფეხბურთელებს, და ზოგიერთს თავში აუვარდა. ამიტომ, საჭიროა ისეთი მწვრთნელი იყოს ჩვენს ნაკრებში, რომელსაც ექნება დისციპლინა, და ფეხბურთელების ახირებებს რომ ვერ მოუსმენს, და მაშინ კი აუცილებლად გვექნება შედეგი!

• KA

მწვრთნელი გვინდა ქეცბაია ან მაგის ნაირი რომ გაწმინდოს გუნდი უპასუხისმგებლო ფეხბურთელებისგან და არაფერი არ აპატიოს რასაც ზედმეტად გაბედავენ. უნდა ვათანაშოთ ახალგაზრდა ფეხბურთელები რომლებიც მთელს ჯიგარს ჩადებენ ყველა თამაშში. სჯობს უნიჭომ და მონდომებულმა,მშრომელბა,პატრიოტმა ითამაშოს ვიდრე უჯიგრო უპასუხოსმგებლო ფეხბურთელებმა. რაც შეეხება ფედერაცის კობიაშვილმა ან პოლიტიკას მიხედოს ან ფეხბურთს, ეს ორ ფრონტზე ბრძოლა არ გვჭირდება! აირXიოს ერთი!

• butxa

კობიაშვილი ჩამოყალიბდეს პოლიტიკა ან ფეხბურთი.ვაკო კაზაიშვილი არაფრის მომცემი ფეხბურთელი.ხოჭოლავა თამაშობს ფიფქიასავით,არც კაშიაა არაფერი.სჰორეული პასები იცის მაგრამ დირკაა ხანდახან,ცხადაძე უნდა მოვიდეს ან ქეცბა მაგრამ არცერთან გაქვთ კარგი ურთიერთობა დგევანდელ ფეხბურთის ზემდგომებს,პოლიტიკა და ფეხბურთი სანამ იქნება აზელილი ერთმანეთში არაფერი გვეშველება,ა პოლიტიკური პრეზიდენტი უნდ მოვიდეს.ესაა ჩემი აზრი იქნებ ვცდები არვიცი

• Levani

Mokled rac ar unda vqnat mtavari mainc is bichebia vinc unda itamashon..sinamdvileshi arc qecba ushlida shetevas da arc aravin ushlida xels vinmes-faqtia kai fexburtelebi ara gvyavs.. Vinc ginda ijdes federaciashi da trenerad bolos mainc mindorze unda daidos yvelaferi... Saertod nakrebis shedegi federaciis brali da kompetencia ar aris.. Federaciis saqmea turnirebis chatareba mtel qveyanashi-yvela asakshi da regionshi bavshvebs asparezze gamosvlis sashualeba ro hqondet(me ro viyavi 14-15wlis mesxis tasi iyo,14 tamashi iyo weliwadshi da morcha,nu mere finaluri iyo lagodexshi 1kvira mgoni-iq me ar mitamashia) am turnirebze msajebis mivlena da a.sh.. Nakrebis shedegit kide federacia tavs ar unda iwonebdes-imito ro rasac federacia dgdes gaaketebs shedegi 20 wlis mere iqneba da ase rom dgevandeli arc warmateba da arc warumatebloba magati brali araa

• miro

5-6 ფეხბურთელი ამ შემადგენლობიდან ნაკრებში აღარ უნდა გამოიძახონ. მაქსიმალურად ახაგაზრდულ ნაკრებებში გამორჩეულ ფეხბურთელებს შანსი უნდა მისცენ. არ უნდა არსებობდეს ფეხბურთელი,რომელსაც გარანტირებული ექნება ნაკრებში ადგილი. მიქაუტაძის საკითხი უნდა მოგვარდეს აუცილებლად, რადგან ფორვარდი გვჭირდება ძალიან.

• ყური მიგდე

ფედერაცია შინ.. მორჩეს ყვარყვარეობა და პოლიტიკური ნიშნით პრეზიდენტების დანიშვნა.. კობიაშვილო, მთლად ნუ შეგვაზიზღებ თავს, საყვარელი ფეხბურთელი იყავი.. ცხადაძეს გაგდებისთვის და ამ აფერისტის მოყვანისთვის პასუხი მაინც უნდა აგო

• beqa

ფედერაცია უნდა გადადგეს მათმა გზამ წარმატება არ მოიტანა. სხვას მიეცეს საქმის გაკეთება ელემენტარული წარმატება არ გვქონია რაც მოსულები არიან. გადადგეს ფედერაცია!!!! ახალი ხედვებით ახალი სისხლია საჭირო !

• KQ

უნდა შეირჩეს ისეთი მწვრთნელი, თუ ქართველი პროფესიონალი იქნება უკეთესია, ვისაც კარგად ესმის ქართველის მენტალობა და ე.წ. გაფართოებულ შემადგენლობაში უნდა დასახელდნენ ის ბიჭები (თითოეულ პოზიციაზე 2-3 კანდიდატი, განსაკუთრებით საყურადღებოა "პლეიმეკერის" პოზიცია) ვინც პოტენციურად შეძლებს იმ მძიმე ტვირთის ტარებას, რასაც შენი ქვეყნის ნაკრებში გარჯა ჰქვია და ხოლო მათგან მინდორზე გამოიყვანს იმ ფეხბურთელს, ვინც კონკრეტული თამაშისათვის იქნება მზად და არა ნაცნობობით ან "ლუბიმჩიკობით". გუნდი მხოლოდ ლეგიონერებით არ უნდა კომპლექტდებოდეს, შიდა ჩემპიონატიდან განა არ მოიძებნება 1-2 ისეთი ფეხბურთელი, ვისაც სურს პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბება და ნაკრებში (ასევე საკუთარ კლუბში თამაშის სტაბილურობა და მოტივაცია გაეზრდება) თავს არ დაზოგავს, რომ მომავალში შეამჩნიონ და უკეთესი, თუნდაც უცხოური ძლიერი კლუბის ძირითადში დაიმკვიდროს ადგილი, რაც ადვილი არ არის და ნიჭთან ერთად თავდაუზოგავი შრომა ჭირდება. ფედერაციაც, ხომ არ დაფიქრდებოდა, მაგ. კალათბურთის მსგავსად, ვინმე ახალგაზრდა, მაგრამ პროფესიონალი უნარების მქონე ნატურალიზებული ფეხბურთელის ჩართულობაზე, რაც გუნდში კონკურენციას ერთი-ორად გაზრდის და ვფიქრობ, ნაკრების თამაში შედეგსაც გამოიღებს.... პ.ს. ხომ არ დადგა დრო ქართველმა ფეხბურთელებმა, ვისაც ნიჭიც აქვთ, განვითარების სურვილიც და პროფესიონალიზმზე დებს თავს, უკეთესი აგენტები აიყვანონ და მათ თავიანთი პირობები დაუყენონ, და არა ისე, როგორც დღემდეა, როცა აგენტები უყენებენ თავიანთ პირობებს და ნიჭიერ, ახალგაზრდა ფეხბურთელებს უცხოურ "ჭ" კლასის გუნდებში ათამაშებენ მომავლის იმედად და მათგან საბოლოოდ დახუფულ კონსერვის ქილას ვიღებთ.

• დავითიაანი

შესაცოდია ყველა ის გულშემატკივარი, ვინც ათეული წლებია ფეხბურთით ცხოვრობს - ბოლო სამ დღეში საშინელი სტრესი მიიღო ყველამ....წაგება დღეს ვის უკვირს? მაგრამ იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, როგორ წააგებ და ვისთან? სამწუხაროა, რომ მომავალ, ნიჭიერ, პერსპექტიულ ბავშვებს (ფეხბურთელებს) ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით, ვუნგრევთ ფსიქიკას და მომავალს....სან-მარინო, რომ სან-მარინოა, იმანაც კი არ წააგო ზედიზედ ორი თამაში....არავის აქვს უფლება, გაბედოს და საქართველოს ჰიმნი და დროშა ასე დაამცირებინოს....ვფიქრობ, ვარჯიშებთან ერთად ფსიქოლოგების, ისტორიკოსების ჩართვაა საჭირო...პერიოდულად და განსაკუთრებით თამაშის წინ წაუკითხეთ (აყურებინეთ): ბახტრიონის ომის გმირებზე, გიორგი სააკაძეზე, ცოტნე დადიანზე, ასიათას მოწამეზე, დიდგორისა და ასპინძის ბრძოლებზე.... ქართული ფეხბურთი ეს არის ეროვნული საქმე (სიამაყე), ეროვნულ საქმეს კი სჭირდება ეროვნული კაცი. ამიტომ, საქართველოს ნაკრების მომავალი მწვრთნელი მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს ქართველი, რომელიც მენტალური, ემოციური, ფსქოლოგიური და გენეტიკური ფაქტორების გათვალისწინებით კარგად იცნობს ქართველ ფეხბურთელებს და ამავე დროს სამართლიანად და ობიექტურად გამოიყენებს ქართული ფეხბურთის დღევანდელ რესურსებს....

• niko

თევზი თავიდან ყარს - უნდა შეიცვალოს პოლიტიკოსების თუ არქიფოების მიერ ფედერაციის ხლმძღვანელობის დანიშვნა. ვინც ცხადაძე გაუშვა იმას პასუხი უნდა მოეკითხოს. ფახბურთელების მიერ ნაკრებისადმი მიდგომა და იმის შეგნება რომ ქვეყნისთვის ომში მიდიან და არა სამარიაჟოთ. პროფესიონალიზმის არსის გაგება.

• გოგა

არ აქვს უფლება ამხელა იმედგაცრუების მერე ფედერაციის ხელმძღვანელობას იყოს სათავეში, ვერც საკლუბო და ვერც სანაკრებო ფეხბურთში ვერანაირი წარმატება ვერ მიაღწიეს ამ წლების განმავლობაში, სავარაუდოდ არ გადადგებიან, ტაფლიან თითს ვინ არ გაილოკავს?

• მალხაზი

ნაკრები ინსტრუმენტია.ინსტრუმენტს თუ პროფესიონალი იყენებს,ის დიდხანს და ეფექტურად მუშაობს,.არაპროფესიონალის ხელში ასე არ ხდება. ნაკრებთან რა გინდათ.თევზი თავიდან ყროლდებაო,ნათქვამია. სფფ-დან უნდა დაიწყოს ცვლილებები!

• Zaza

დდ ჯერ ფეხბურთელები გვინდა კლასიანი და მწვრთნელი მერე ვარჩიოთ თორე მაყუთის ფლანგვის მეტი რა მოგვიტანა ამან თამაშს 90%ით იგებს ფეხბურთელის კლასი მიტოა დიდი გუნდები ჯერ მაგარ იგროკებს ყიდულობენ და ბოლოს სახელიან მწვრთნელს მაგ მოგყავს ვიღაც და რას თხოვ ამ კონტინგეტით თუ არაფელს ან ერთი თამაშის მოგებას 6 დან ეგრე ყველა მოვა ფულსაც იშოვის და ორი წლისმერე დაგიქნევს ხელს და წავა ისე ფედერაციის პრეზიდენტობა სარფიანი საქმე გახდა ბოლო15 წელიწადია პასუხისმგებლობა ნული ფული კი მოდის ჩანჩქერივით ჩვენ პირობაზე და წააგებენ თუ მოიგებენ ფული არი მომკითხავი კიდე არავინ.ცხოვრების წესი ჩამოყალიბდა სამწუხაროდ ეგეთი სსრკ დაიშალა და საკლუბო კოეფიციენტის გარეშე დავრჩით უკრაინამ ბელარუსმა და რუსეთმა გაიყვეს უეფაში დავრჩით უპატრონოდ საფეხბურთო მეურნეობა მიწასთან გავასწორეთ და დავრჩით ინერციის ამარა იმანაც ერთი 8 წელი გვასუდგმულა და მორჩა მარა 20წ ქომაგს ეგ უნდა აუხსნა და გააგებიო თუ რამხელა თვითდაზიანება მიიყენა ქართულმა ფეხბურთმა მაგრა მიტყდება რო ვუყურებ რა დღეშია ჩვენი ფეხბურთი დღეს სამწუხაროდ ქართული მარტო სახელები და გვარები თუა ალბათ ჩვენ ნაკრებში სტილი კლასი ჯიგარი კი არა

• გიგა

ფედერაცია უნდა გადადგეს

• ziko

პირველ რიგში გუნდში ასაკოვანი ფეხბურთელებს მადლობა და ისინი ახალგაზრდებმა უნდა ჩაანაცვლონ, გუნდი უნდა გაახალგაზრდავდეს 4-5 გამოცდილი კი უნდა დარჩეს გუნდში,ეს რაც უფრო მალე მოხდება მით უკეთესი. ერთი მინდა ვთქვა ზოგიერთ ფეხბურთელს გარედანაც ეტყობა ვარჯიშია თუ თამაში თავი ისე უკავიათ, ყველას არ ეხება ეს კიდევ ვამბობ,რო გეგონება თავიანთი კლუბებიდან კი არა ლივერპულიდან ან ბარსელონადან ჩამოვიდნენ ნაკრებში, ან რეალში ირიცხებოდეს, ისეთი ქედმაღლურად უკავიათ თავები არადა საშუალოზე დაბალი დონის კლუბებში თამაშობენ ის ზოგიერთები,რომ ვთქვათ ყაზახურ ტობოლში და ქაისარში თამაშობ შე კაიკაცო რას იყურები ზემოდან გაქ კი ამის საფუძველი, ვფიქრობ პროფესიონალიზმი აკლიათ ზოგს რომელიც ბავშვობიდან უნდა ისწავლებოდეს,იყო ფეხბურთელი რომელიც მაკედონიასთან ფინალამდე სოციალურ ქსელებზე ლაპარაკობდა და არა თამაშზე იყო კონცეტრირებული,აი ასეთი გაფანტული გონებით საერთოდ არ უნდა იზახებდე ასეთ ფეხბურთელებს ნაკრებში, კანკავას არ ვგულისხმობ ის სადაც არ უნდა იყოს ყველგან სულს დაგულს დებს თამაშში ნამდვილი პროფესიონალია.მწვრთნელი ვაისი კი აშკარად ვერ აღმოჩნდა კარგი მოტივატორი და კარგი ფსიქოლოგი, რომელიც სწორად შეარჩევდა ძირითადად შემადგენლობას,სომხეთან თამაშშიც გამოჩნდა მისი შეცდომები როდესაც აქტიური საბა ლობჟანიზე და დავითაშვილი იმდროს გაიყვანა როდესაც ზუსტად ასეთი ფეხბურთელების ყოფნა იყო საჭირო მოედანზე, ამათ უნდა დამატებოდა მაგალითად გვილიას ნაცვლად ყაზაისვილი და ამ თამაშშს მინიმუმ არ წავაგებდით,კიდევ ერთი რას ერჩის ვაისი ტაბიძეს ხო შეიძლებოდა მისი გამოყენება 200 კილოიან გრიგალავას ნაცვლად, მიმაჩნია რო ტაბიძე საკმაოდ ხისტი და ჭკვიანი მცველია ნაკრებს ის აუცილებლად გამოადგებოდა ამ 2 თამაშში.მწვრთნელად კი ქართველია ახლა საჭირო და ასეთი ცხადაძეა ახლა, რომელიც ნაკრებს სულ სხვა დონეზე აიყვანს რადგან კარგად იცნობს თითეულის შესაძლებლობებს,ვაისს კი ბოლოს აშკარად გაექცა სადავეები ხელიდან მოკლედ რო ვთქვათ აიჭრა.ცხადაძე მჭვრთნელად.

• rauli

ფედერაცია უნდა შეიცვალოს აუცილებლად... შორიდანაც კი ჩანს რომ ვერ უმკლავდება არსებულ პრობლემებს..

• გიზოგ

და კიდევ უნდა შევიცვალოთ გულშმატკივარი, კლავიატურისა და ტელევიზორების გულშემატკივრობიდან უნდა გადავითეთ უშუალოდ მოედანზე ტრიბუნებიდან გულშემატკივრობაზე.

• გიორგი კ

მწვრთნელი აუცილებლად ქართველი!ცოტა ფსოქოლოგიც რო შეძლოს დამუხტოს ფეხბურთელები და განაწყოს თამაშებისთვის.აშკარად ფსიქოლოგიურად აგებენ თამაშებს.ვინაა ეგეთი ქართველი მწვრთნელი?!გეგუჩაძე!!!

• გიზოგ

დიახ ბატონო,მენტალიტეტია კარგისკენ შესაცვლელი.

• როკო

ეს რომ ასე დამთავრდებოდა ეჭვი არავის ეპარებოდა, ვისაც ფეხბურთის რამე გაეგება ხედავდა რომ გუნდი, რომელსაც 5 წლის განმავლობაში ხელწერა, სტილი ვერ ჩამოუყალიბდა და ქაოტურ უსისტემო "ფეხბურთს" თამაშობს, პერსპექტივა არა აქვს და ყოველთვის შემთხვევითი გამართლების იმედზე. აქამდე მისვლაც ორი ნიჭიერი ტალანტის სუფთა ინდივიდუალური ოსტატობის დამსახურებაა, ვიდრე გუნდური თამაშისა (სად არის გუნდური თამაში, როცა ერთ გააზრებულ კომბინაციას ვერ გაათამაშებ მთელი თამაშების მანძილზე). ვაისის მუშაობის საწყის ეტაპზევე ჩანდა, რომ ნაკრებს პერსპექტივა არ ჰქონდა, 5 წლის მანძილზე ვერ გამოჩნდა რა სათამაშო სტილი და ხელწერა ჰქონდა ნაკრებს, ვინ სად იდგა და რა უნდა გაეკეთებინა, თითქმის ყველა თამაში ქაოტური და ინდივიდუალური ქმედებების ფონზე მიმდინარეობდა. ამაში ყველაზე ნაკლებად ფეხბურთელები არიან დამნაშავენი, გავიხსენოთ, ქეცბაიას დაწუნებული ფეხბურთელებისაგან სულ მოკლე ხანში ცხადაძემ როგორ აათამაშა გუნდი (შედეგები ჯერ არ იყო, მაგრამ გუნდის ხელწერა მოკლე ხანში ჩამოყალიბდა და ნაკრები ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად სანახაობრივ, გააზრებულ და გუნდურ თამაშს აჩვენებდა) იმ გუნდს კარგი პერსპექტივა ჰქონდა, მაგრამ კობიაშვილისა და მაშინდელი ფედერაციის მესვეურების ცნობილი უკანონო ქმედებების შედეგად გულ შემატკივრების პროტესტის მიუხედავად ცხადაძე ნაკრებიდან გაუშვეს. მაშინ კობიაშვილი ხალხს შეპირდა რომ უკეთეს მწვრთნელს მოიყვანდა და ნაკრები კარგ შედეგებს დადებდა. ფედერაციამ პასუხი უნდა აგოს ამდენ დაკარგულ დროზე, გულშემატკივრებისათვის ნერვების დაწყვეტაზე და მწვრთნელების ხელფასში უაზროდ გადაყრილ მილიონებზე. უნდა დავაბრუნოთ ცხადაძე ახლავე და მივცეთ მუშაობის საშუალება. ცალკე სპორტულ ჟურნალისტებზე და ფეხბურთის სპეციალისტებზე. თუ ფეხბურთში ერკვევით და ქვეყანა გიყვართ, უნდა პირუთვნელად გააანალიზოთ თამაშები პროფესიულ დონეზე, გასაკრიტიკებელი გააკრიტიკოთ მკაცრად, მაგრამ სამართლიანად. ჩვენთან მე ასეთ სპეციალისტებს ვერ ვხედავ და ამიტომ ვართ ჭაობში (სხვათა შორის ეს მარტო ფეხბურთს არ ეხება)

• Levani

Lukas-ar davizare da wavikitxe sheni komentari da getanxmebi-erti korektivit,cxadadzes nu afetishebt,araferi mwvrtneli araa..mashin-im dros qecbaias mere kargad imoqmeda bichebze ibiomata ro moshordat..nu kacia da gemocneba,me lichnad araferi treneri ar mgonia eg-18 welia treneria da yazaxetis turis simbolurs ver gacda.. Mtavroba kide mgonia ro magari chaj...li iyo-kovidis ase katastrofuli matebit-sxdomaze albat epidemiologebma da ekonomistebma daudes win is shavbneli momavali krizisi rac qveyanas elodeba-aqet es asharashka nacebis aqciebi-rac ufro zrdis koronas safrtxes da me vfiqrob veravin gabeda am situaciashi erqva mayurebeli mainc davushvat distanciit da kontrolito..verc mtavrobidan,verc kobim,verc veravin-imito gamoagzavnes is qali fexburti bobslei ro gonia da chveni isedac gachirvebuli nakeebi kide 30-40%it sheasustes. ... Bolos erti gulis mosafxanadac vityvi- Tu saertod chatarda es evro2020 iseti balagani iqneba meti ro ar sheidzleba.. Ukraina da makedonia buqarestshi ro tamashoben evropis chempionatad ver agviqvam.. Jer iyo da platinis dros daiwyes si..bebi 6 jgufis sheqmnit-tu maincdamainc 8 jgufi gaeketabiat da 1/8 finalebit gaeshvat..magari debilobaa 6 jgufi da sauketeso 3 adgilosnebi.. Mere kide maoflio tu evropa-kai mashin gamodis roca safexburto qveyanashi tardeba-rusetshi,ashshsi,koreashi da a.sh. sul bandzi chempebia da ase sxvadasxva qveyanaze ganawileba vvbshe ar asworebs-atmosfero ar aris da vabshe bandzi chempi iqneba,ra gvindoda mand

• Tiberius

რა რაუნდა შეიცვალოს ყველაფერი თვალ ნათელია ხალხს რო ნაკრების ფეხბურთელები მსოფლიო მეგა ვარსკვლავები ეგონათ გამოჩნდა მწარე რეალობა რასაც ადრეც ვაპელირებდი გვყავს ევროლული საშუალო დანის 2 ფეხბურთელი ამ ეტაპზე კვარაცხელია ჩაკვეტაძე (ბოლო პერიოდში ტრამ: გამო რეგრესს განიცდის) შეილება ამგენთან ახლოს ნინუა, ზივზივაძე, ს. ლობჟანიძე. დანარჩენი სამოყვარულო დონე და შედეგიც სახეზეა. კვალიფიციური ფეხბურთეკების ჯრიტიკული დეფუციტი. ნახევრად პროფესიონალი მწვრთნელი ნახევრად პროფესიონალური ჩემპიონატი უფრო დაბალი დონის მენეჯერები ფედერაციის სათავეებში შედეგი სრულიად სამართლიანია სადა დაფრინავთ ხალხო თავის მოტყუება თუ თქვენ ეგოს ამით აკმაყოფილებთ რეალობა საპირისპიროს გვიჩვენებს თანაც ძალიან მწარეს.

• გიზოგ

მომეწონა, ეს მართლა გულშემატკივრის ნააზრევია. მადლობა ბატონო ლუკა.

• Givi

Unda sheicvalos es uqnara da upasuxismgeblo fexburtelebi, vaisi tu darcheba kargia tu arada qedzbaia unda movides.

• Giorgi

Ra sheizleba rom eshvelos qartul pexburts? Me ar mgonia rom ikos szori laparaki imase, rom Saqartvelos Nakrebis zarumatebloba an mzvrtnelis shezvlit gamoszordeba an kidev romelime posiziase pexburtelis naturalisaziit. Kvelam, vinz pexburtshi zota mainz aris chaxeduli xom chemse atjer uket izis ra aris namdvili problema?! Megobrebo movrchet chveni tavis motkuebas. Rat und imas didi mtkizeba rom saklubo pexburtis ar arsebobis pirobebshi (diax ar arsebobis) veranaire Nakrebi verapers ver miagzevs. Szorea temur qezbaia: saqartvelos chempionati agar zarmoadgens propesional sporzmenta shejibrebas (es sauketeso shemtxvevashi germanuli mesame – meotxe samokvarulo ligis donea).  Didi bodishi magram ukve 30 zelizadia gvakvs dro da chven ver movaxerxet erovnuli chemopinatis tamashebse xalxis mizidva. Veranairi kerzo kompania iq puls ver daabandems sadaz mogeba perspektivashiz ki arasodes ar iqneba mosalodneli. Amitom und mixvdes kvela rom fexburtis pederazia am problemas wer moagvarebs. Aravis ar ainteresebs tamashi Tbilisis Dinamosa da Vit Gorgias shoris (es ubralod magalitistvis dasaxelebuli gundebia, tore nebismiere sxva tamashis dasaxelebaz sheizleboda). An ki davpikrdet da vtkat gulaxdilat: aqvs dgevandel saqartvelos tavisi ekonomikit 10 propesiuli sapexburto gundis shenaxvis sashvaleba? Me vgulisxmob propesiul Gunds, romlis saxelpaso fondiz sul minimum 25 – 30 Mio. Dollari und aikos. Tan im Shemtxvevshi rom shen am puls versaodes ver amoigeb. Komerziuli interesi iqneba mxolod mashin , rodesaz tamashi makurebels daantuiresebs, televizia masshi puls gadaixdis, da maisurebis da atributikis gakidva gaxdeba shesazlebeli.  Es kvelaper aris saqartvelos chempionatshi sheuzlebeli (kovel shemtxvevashi 30 zeli vzadet da araperi ar gamogvivida).  Ra Vknat? Ra aris gamsavali? Me ar var propesionali (magram zalian tavgadadebuli mokvarulis azriz unda ikos saintereso

• ა

გავაუქმოთ საერთოდ ფეხბურთი , ყველა დაისვენებს

• ზეზვა

ფედერაცია

• Irakli Apkhaidze

შესაცვლელია პირველ რიგში ბიუჯეტის განკარგვის და განაწილების სისტემა. ის 200 მლნ არამც და არამც არ უნდა მოხმარდეს კლუბში ხელფასების გასტუმრებას, დიახ უნდა გადანაწილდეს ყველა კლუბზე და მუნიციპალიტეტზე თანაბრად, მაგრამ დაემთმოს ბავშვთა ფეხბურთს, ბაზების და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დამაქსიმუმ საწვრთნელ შეკრებას კლუბებისთვის. მოსაყვანია კვალიფიციური მკაცრი დისციპლინის მოყვარული უცხოელი სპეციალისტი, მსგავსს საქართველოში ვერ ვხედავ, შედარებით მიახლოებული ვარიანტი იყო ქეცბაია, რომელიც აღარ მობრუნდება უკან. შოთას მოსვლა არ უნდა ჯერ... ბიზნესმენების წახალისება (რიგი გადასახადების შემცირება, ფართის გადაცემა სიმბოლურ ფასში და ა.შ.) ვინც ჩადებს საკუთარ კაპიტალს ფებურთში... ნაკრების სომხებთან წაგება, მით უმეტეს მეორე შემადგენლობით და ფსიქოლოგიურად ცუდ მდგომარეობაში, ტრაგედია არ არის, მაკედონიის თამაშის მერე...

• მირიანი

არასწორი კითხვაა! იკითხეთ რა უნდა შეიცვალოს ქართულ ფეხბურთში! პასუხია ფედერაციის მმართველები! მენეჯერები უნდა მოვიდნენ მართვაში!

• გოჩა

ბიჭებს,რომ შეუძლიათ უკეთ თამაში ფაქტია,პოლიტიკაც არ მაინტერესებს,ფედერაციაში არის პრობლემა ზოგადად სისტემა არ არის აწყობილი და უსისტემო მართვა ასეთ შედეგამდე მიგვიყვანს.

• ზურა

გსთანხმები . ოღონდ 120 წუთი

• იბერია

ერთი წიგნი მაინც უნდა ჰქონდეს წაკითხული ფედერაციაში მომუშავე კაცს ისევე როგორც მწვრთნელს ყველა დონეს ეხება ეს. ერთი წიგნი. უინტელექტო და გაუნათლებელი კაცი არ უნდა იყოს რამის უფროსი.

• ლუკა

გამარჯობა, საკითხი ძალიან კომპლექსურია, თუმცა ვეცდები სიღრმეებში ჩასვლის (ბავშვთა ფეხბურთი, სახელმწიფოსგან დაფინანსება და ა.შ) გარეშე მოგახსენოთ ჩემი როგორც ფეხბურთის რიგითი გულშემატკივრის აზრი. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ 2015 წლის შემდგომ, როცა ნაკრებში კახა ცხადაძე მოვიდა, გუნდის თამაში რადიკალურად შეიცვალა და ნამდვილად დაეტყო ახალი მწვრთნელის ხელი, გუნდი მთელი 90 წუთი აღარ იყო დაცვაში და დაიწყო ბურთის კონტროლი, რამდენიმე თამაშში იყო ძალიან კარგი კომბინაციური ფეხბურთიც, ვფიქრობ ვაისმა ეს გეზი გააგრძელა და რეალურად მისი ხელმძღვანელობის დროს დავრწმუნდი, რომ ნაკრებმა ისწავლა ბურთის დაჭერა და კონტროლი. შემიძლია გავიხსენო არაერთი შეხვედრა როცა დიდი სიამოვნება მივიღე ჩვენების თამაშით (პასების სიზუსტე, გააზრებული კომბინაციები და ა.შ), ამასთან ვფიქრობ რომ გუნდი მეტად სტაბილური გახდა, ვიდრე მანამდე იყო (სტაბილურობაში ვგულისხმოდ შედარებით ადეკვატურ შედეგებს). პირადად მე ამისთვის ვაისის მადლობელი ვარ. ვფიქრობ, რომ მის სამუშაოს დაფასება სჭირდება და ,,გაგდება/გაშვება’’ ამ ფორმილირებას მისი სამუშაოს დასრულებასთან დაკავშირებით უნდა მოვერიდოთ. თუმცა რა თქმა უნდა ვთანხმდებით - მან ნაკრებში თავი ამოწურა. ამას თავადაც ამბობს. ეს ზოგადად. **რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას. ვფიქრობ, რომ შედარებით დომინანტურმა ფეხბურთმა, ერთა ლიგის ,,დ’’ დივიზიონის ადვილმა შეხვედრებმა და შედეგებმა, ასპარეზზე გიორგი ჩაკვეტაძის და ხვიჩა კვარაცხელიას გამოჩენამ ფეხბურთის გულშემატკივრები მოგვწყვიტა რეალობას, ამას დაემატა თითქმის 2 წლიანი ,,ფინალების’’ მოლოდინი და გამოვიდა რომ ჩვენ შევიქმენით განწყობა, სადაც ნაკრები აუცილებალდ გავიდოდა როგორც ევროპაზე, ასევე გადავიდოდა ,,ბ’’ დივიზიონში და მსოფლიოზე მოხვედრის შანსი ექნებოდა. ამის მეც მჯეროდა, თუმცა როგორც ჩანს ეს იყო მხოლოდ იმ სახის სცენარი და ის სასურველი მოლოდინი რომელსაც გარკვეულმა სიტუაციებმა შეუწყო ხელი და ჩვენ არასწორი განწყობა შეგვიქმნა. (თუ უზნაძეს დავესესხებით განწყობა სწორედაც რომ არის ერთგვარი მოლოდინის რეჟიმი, რომელსაც გარკვეული სიტუაციები კვებავენ) **ვფიქრობ, ნაკრების რეალური ძალა ჩანდა შესარჩევის (და არა ერთა ლიგი) თამაშებში სადაც ვაგებდით ან ვერ ვიგებდით. ამ თამაშებზე ყველა თანხმდებოდა რომ აქცენტს დიდად არ ვაკეთებდით (ერთა ლიგის გამო) და რატომღაც დიდად არც ვნერვიულობდით, ზემოთ ნახსენები მოლოდინის გამო. ** დიდი პატივისცემის მიუხედავად ვფიქრობ, რომ ოქრიაშვილი, ანანიძე, ყაზაიშვილი, მჭედლიძე და ა.შ დაკარგული თაობის წარმომადგენლები არიან, უდიდესი ნიჭის მიუხედავად მათ ვერ შეძლეს იმ ფეხბურთის თამაში რასაც გულშემატკივარი ელოდა და რასაც საკუთარი თავისთვის ისურვებდნენ. რატომ მოხდა ეს უკვე სხვა სალაპარაკო თემაა თუმცა ფაქტია, რომ ნაკრების მომავალი მათზე ვერ აეგება. ეს ხალხი ამ ასაკში ვეღარ შეიცვლება, იმაზე მეტს ვეღარ გააკეთებენ რაც აქამდე ვერ შეძლეს. შეიძლება რაღაც დააკლეს, შეიძლება ,,თავს ზემოთ ძალა არაა’’ თუმცა ჩემდა და ალბათ ყველას სამწუხაროდ მათგან მეტს არ/ვერ ველოდები. მგონია ვაისმა გუშინ, თავის პრესკონფერენციაზე, ისინიც იგულისხმა. ** ერთადერთი მიზეზი რატომაც გამეხარდა პლეიოფების გადატანა (ბელარუსი და მაკედონიასთან თამაში) მეგონა გიორგი ჩაკვეტაძე მოასწრებდა გამოჯანმრთელებას. მარტო ის არ არის, რომ მის გარეშე გაგვიჭირდებოდა, ვფიქრობდი ის ადამიანი ვინც უდიდესი წვლილი შეიტანა ამ გზის გავლაში იმსახურებდა იმ შესაძლებლობას, რომ საქმე ბოლომდე მიეყვანა. მაშინ ალბათ ვერც წარმოვიდგენდით, რომ პანდემია ამ სახეს მიიღებდა და ამ თამაშებს მაყურებლის გარეშე ჩავატარებდით, ასევე ვერ წარმოვიდგენდი, რომ გამოჩნდებოდა კიდევ ერთი ბიჭი რომელიც იგივე ცეცხლს დაანთებდა რაც მანამდე გიომ. (რა თქმა უნდა კვარას ვგულისხმობ) თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა ჩაკვე მეორეჯერ გაიტრამვა, კვარას ვირუსი შეეყარა. დავრჩით იმ გუნდის იმედად რომელზეც ზემოთა აბზაცსში ვისაუბრე. მიუხედავად ყველაფრისა ამ გუნდს ნამდვილად შეეძლო როგორც მაკედონიის ასევე სომხეთის დამარცხება, მაგრამ ამას დაემატა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ჩემი აზრით გადამწყვეტი გახდა ამ 2 მარცხში. 1. თამაშის წინა დღეს გავიგეთ, რომ ვერ ითამაშებდა კვარაცხელია და შენგელია. იმ ფონზე, როცა შეტევაში ტაქტიკურად გვიჭირს და ბოლოს როდის გავიტანეთ გუნდური გოლი რთული გასახსენებელია. როცა ჩვენ გუნდში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ისეთ ინდივიდუალისტ მოთამაშეს რომელსაც სივრცის ათვისება, კაცის მოტყუება და დარტყმა შეუძლია, ალბათ მარტივი წარმოსადგენია როგორ განიცდიდა ნაკრების თითოეული წევრი ამ ამბავს. ამას დაემატა ინტერნეტ სივრცეში გარკვეული გულშემატკივრების დაუფიქრებელი განცხადებები, რომლებმაც უიმედო სურათი დახატეს და იმის გათალისწინებით, რომ ნაკრების ფეხბურთელებამდე მსგავსი შეტყყობინებები აღწევს, ვფიქრობ ისინი უარესი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ. 2. პირველ პუნქტში როგორც ვთქვი ტაქტიკური შეტევები გვიჭირს. არ გვყავს კვარა, თუმცა გვყავს მაღალი ცენტრ ფორვარდები, რომლებამდეც ბურთი ფლენგებიდან უნდა მივიდეს, ჩაწოდებით. სომხებთან პირველ თამაშში შესანიშნავად ითამაშა ლევან შენგელიამ და ზოგადად ის ალბათ ერთერთი საუკეთესო მომწოდებელია, რაც მთავარია აქვს ზუსტი პასი. სამწუხაროთ კვარასთან ერთად ისიც დაინფიცირდა და ამ კომპონენტში დავრჩით კაკაბაძის იმედად, რომელიც სტაბილური, კარგი მცველია (საკმაოდ ტექნიკურიც) თუმცა მე პირადად ვერ ვიხსენებ მის ზუსტ ჩაწოდებას. არადა ყველაზე ხშირად სწორედ ის აწვდის. 3. მინდა იცოდეთ, რომ ამ პუნქტს ვწერ ყოველგვარი პოლიტიკური კუთვნილების გარეშე. დინამო არენა ნაკრების სახლია, თუმცა ამ სახლში აურას, რაც გაგრძნობინებს რომ მართლა სახლში ხარ ქმნის გულშემატკივარი. ეს დიდი უპირატესობა კენჭისყრის შედეგად მივიღეთ. შექმნილი სიტუაციისდა მიუხედავად უეფამ 30% შეუშვითო. მთავრობამ ძალიან ზედაპირული და ცივი პასუხი გასცა ამ ყველაფერს. ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა ყველას, რომ რეალურად არც განხილულა მაყურებლის დასწების საკითხი საფუძვლიანად. არგუმენტებზე კი საუბარი ზედმეტია. ნებისმიერი საკანონმდებლო ნორმა თუ შეზღუდვა ემსახურება კონკრეტულ მიზანს. ამ შემთხვევაში ყველამ ვიცით რომ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების მიზანია ვირუსის გავრცელების პრევენცია და ამ კუთხით საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება. იმ მოქალაქეების, რომლებიც აგერ უკვე 2 კვირაა საარჩევნო პერიპეტიებში არიან ჩართულნი. იმ ხალხმრავალი შეკრებების შემხედვარე ყველას გვეუფლება განცდა, რომ თუ იქაც შენი მოქალაქეები არიან და აქაც, მაშნ ყველა და ყველგან ერთნაირად უნდა დავიცვათ, თუ არადა ჩვენ ვეჯახებით ორმაგ სტანდარტს. (სტადიონზე 30%-ის განთავსების და შეშვების ორგანიზება შეიძლებოდა და ამ პროცესში ბევრად მეტი უსაფრთხოება იქნებოდა ვიდრე მრავალათასკაციან აქციებზე რომლებსაც ვხედავთ ქვეყანაში) თუმცა მე პირადად ესეთი განცდა მეუფლება, რომ დაიკიდეს, ეს საკითხი გადააყოლეს არჩევნებს, ზედმეტად არ შეწუხდნენ და ეს ყველაფერი უფრო მტკივნეულია, როცა იცი საფეხბურთო სამყაროდან მთავრობაში არიან ,,წარმომადგენლები’’ რომლებსაც სიტყვა ნამდვილად ეთქმით. ამას დაემატა მეორე, მთავრობამ არ დაუშვა გამონაკლისი თამაშის დამთავრების შემდგომ იმ სავარაუდო ზეიმზე რაც ჩვენს რწმენაში უნდა ყოფილიყო. ნამდვილად არ ვიცი რა მოხდებოდა რომ მოგვეგო (მე მაინც მგონია ხალხი გამოვიდოდა და არც არავის არ დააჯარიმებდნენ) თუმცა ამ საკითხის ღიად დატოვების გამო ნაკრებს მოვუწყვეთ ისეთი დახვედრა რაც, ჩემი აზრით, თამაშის დამთავრებისას უფრო ლოგიკური და ადეკვატური იქნებოდა. (მე რაც მინახავს ასე გამარჯვებულ გუნდს ხვდებიან ხოლმე). რა თქმა უნდა გუნდისთვის უნდა გვეგრძნობინებინა, რომ მიუხედავად ყველაფრისა მათ გვერდით ვიყავით, თუმცა ვფიქრობ ამ სახის დახვედრამ მოთამაშეებზე კარგად არ იმოქმედა და გარკვეულწილად ემოციურად გადაწვა ისინი. ესეც გამოიწვია მთავრობის მხრიდან ამ საკითხზე სიჩუმემ. სიჩუმეზე კიდევ გამახსენდა, რომ თამაშამდე მაკედონიელებს ქვეყნის პრეზიდენტმა დაურეკა და ეს კადრები ქართულ სპორტულ საიტებზეც გავრცელდა. ჩვენთან??? ** მოკლედ რაცაა და როგორცაა მგონია რომ ამ თამაშს არავინ დახვდა მზად არც გუნდი არც ქვეყანა და არც გულშემატკივარი. კორონამ ამ ყველაფერს გვირგვინი დაადგა და საბოლოოდ დავმარცხდით ყველაზე მნიშვნელოან თამაშში. ** შემდგომ რა იქნება არ ვიცი, რა უნდა შეიცვალოს მაგასაც ვერ ვიტყვი, თუმცა ყველაფრის მიუხედავად მე ქართული ფეხბურთის მომავლის მჯერა, საქართველოს ნაკრების მჯერა. კვარასი, ჩაკვესი და კიდევ უამრავი ნიჭიერი ბიჭის მჯერა, რომ მათი ტალანტი ისე არ ჩაიკარგება როგორც ოქრის, ანანიძის და ა.შ თუმცა ამათიც მჯერა  იქნება გაეხსნათ ამ ასაკში მეორე სუნქთვა.

• Rigiti qartveli

იცით რისი ბრალია? ფეხბურთელს რო შეატყობ რომ არ აქვს ჟილკა თამაშის დროს და დასეირნობს ის აღარ უნდა გამოიძახო სულ რო ჩაკვეტაძე იყოს. მირჩევნია ლოკოს ან სხვა გუნდიდან ავარჩიოთ 11ფეხბურთელი ვიდრე ასეთი გაზულუქებული და გამარიაჟებული ფეხბურთელი ნაკრებში ჩამოიყვანო. უკვე ამდენი წაგებით თავმოყვარეობაც შელახული აქვთ მუმუს ფეხბურთი ნაკრებში მე არ მინახია და უცხოეთში თავის ჯიბისთვის თამაშობდა ჩვენ რა. კირკიტაძე რატო არ გამოიძახა ხო იძახის მარცხნივ უნდა ყველას თამაშიო კიკრიტაძე მარჯვენაა სწრაფი დაუღალავი მოთამაშეა სწრაფი ტექნიკური მასაც მეტი სტიმული მიეცემოდა... გადააკვდა ამ ყაზაიშვილ კაშია პაპუნაშვილებს. ჯერ გუნდში უნდა გეთქმოდეს სიტყვა და მერე უნდა იყოს ნაკრებში.... ამ ნაკრებიდან ლორია.კაკაბაძე.კვირკველია.ხოჭოლავა.კვარა.ჩაკვე.საბა.შენგელია. არიან დასატოვი დანარჩენი ისეთ რეზერვში უნდა გადააგდო ოცნებად ქონდეთ ნაკრებში მოხვედრა! კუთხურის მომწოდებელი ამათ არ ყავთ ჯარიმის დამრტყმელი ამათ არ ყავთ. ნინუას დარტყმული 10დან 7 ისეთი მიდის კარებში ორი მეკარე უნდა რო აიღოს. ბუდუს დაუძახონ კირკიტაძე გამოიძახონ მაგრამ მაფიაა აქ ძაან მაგარი

• ზვიად

დააბრუნეთ თემურ ქეცბაია და მსგავსი სულისკვეთების ფეხბურთელები ათამაშეთ ნაკრებში.

• ზვიად

მწვრთნელის შეცვლით პრობლემას არ ეშველება. მთავარია თითოეულმა ფეხბურთელმა ბოლობმდე შეიგნოს, რომ საქართველოს სახელით იბრძვის მოედან, ანუ კი არ თამაშობს იბრძვის. ასევე მიმაჩნია, რომ თემურ ქეცბაიას მსგავსი სულისკვეთების ადამიანები უნდა იყვნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში. მწვრთნელი არ თამაშობს ფეხბურთს.

• Levani

Ertic aris-problemas zemot edzebt arada qvemotaa-ezoshi.. 20-25-30 wlis win(daje 91-94wlebshic omis gamoklebit) ubnebis stadionebi gadachedili iyo ubnis igrokebit..ubanshi tu gatamashebdnen 13-14wlis bichs es imxela gamocdileba da klasi iyo rasac ver miigebdi fexburtis seqciaze.iq ki,ratqmaunda standartul stadionze tamashi da varjishi aucilebelia-magram safexburto seqciebs ubnebi amaragebda klassni bichebit. Axla kide ufrosebi visac fexburti uyvars totalizatorebma sheiwova,an finansuri gasachiris gamo sul ara aqvt tavi da dro ubanshi satamashod..umcrosebi videotamashebma chaitria da sxva gasartobebma.igroki rasac qvia motamashe xdeba ubanshi-iq tavis xoshze tamashobs da klasi ase iwevs..aba es tu ar iqna-gavxsnat safexburto skolebi da vatarot bavshvebi rogorx musilaze dayavt..ki masec gamochndeba zogjer chakve da xvichasnaeri,magram adre ro iyo bumi varskvlavebis ise ar iqneba..igive arveladzeebma,qinqim,nemsadzem da sxvebma tamashi ubanshi iswavles..ufro adrindel taobaze ara maqvs laparaki...ai magat shemdeg kide dzalian cota nichieri fexburteli modis..safexburto skola ver gaxdeba ufaso-norvegia da shveicaria ara vart-ubral tu vinme nichieri gaichita 13-14-15wlis bichi ar daikargeba-amdeni akademiebia(ufaso)amdeni agentia da ravici..aba vidzaxot-ufaso fexburti bavshvebs,miwa glexebs da a.sh.

• Zura

მხოლოდ მენტალიტეტია შესაცვლელი და მიდგომა საქმისადმი. ეს ეხება როგორც ფედერაციას ისე ფეხბურთელებს... ნაკრების კადრი უნდა ირჩეოდეს იმ ფეხბურთელებისგან ვისაც ნამდვილად სურთ და იწვიან თავის ქვეყნის სიყვარულში. თითზე ჩამოსათვლელი ფეხბურთელია რომელიც ნაკრებში ბოლომდე იხარჯება.

• იოდა

1 უნდა შეწყდეს კლუბების მიმართ პირდაპირი სახელმწიფო დაფინანსება. ეს ფული უნდა დაიხარჯოს ორი სახით: პირველი, უნდა გაკეთდეს რამდენიმე ბავშვთა საფეხბურთო ბაზა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ორი აღმოსავლეთ საქართველოში, ორიც დასავლეთში. 11-16 წლამდე ბავშვებისათვის. ამ ბაზებზე ბავშვები იცხოვრებენ, ივარჯიშებენ, ისწავლიან და ყველანაირი ყურადღების ქვეშ იქნებიან. ინტერნატივით უნდა იყოს ანუ. და სრულიად უფასო. ოჯახებსა და ქუჩაში არსებული გარემო ხშირ შემთხვევაში ძალიან უარყოფითად მათზე. 2. ფულის მეორე ნაწილით უნდა დაწესდეს დიდი ჯილდოები ჩემპიონატის გამარჯვებულებზე, პრიზიორებზე და ა.შ. რომ მოტივაცია მიეცეს ბიზნესმენებს ჩადონ ფული და სწორად წარმართონ საქმე. პლიუს სხვა ტიპის შეღავათებიც. დანარჩენი უკვე მეორეხარისხოვანია მწვრთნელი ვინ იქნება, ვინ ჩამოვა ვინ არა და ასე შემდეგ.

• გიორგი

1. გადაიხედოს ეროვნულ ჩემპიონატში გუნდების დაფინანსების წესი; კერძოდ გარდა შედეგისა განისაზღვროს მთელი რიგი კრიტერიუმები (მაგ: 21 წლამდე ფეხბურთელების რაოდებობა გუნდში; საკუთარი საფეხბურთო სკოლებიდან წამოსულების რაოდენობა; ტალანტი ლეგიონერების რაოდენობა). ასევე უნდა დაწესდეს კრიტერიუმები ინდივიდუალური სტატისტიკისთვის (მაგ. საშუალოდ დაფარული დისტანცია; სწორი პასები, მოგებული ორთაბრძოლა და ასე შემდეგ). ამ ყველაფრის მიზანი უნდა იყოს, რომ დაფინანსება მიზანმიმართულად წავიდეს ახლგაზრდა ტალანტებზე, რათა შემცირდეს უკონტროლო გადინება მეორე ხარისხოვან ჩემპიონატებში და ამასთAნ საშუალება გვქონდეს ხარისხიანი ლეგიონერების მოწვევის; 2. იგივე დაფინანსების წესით უნდა დაწესდეს კრიტერიუმები კლუბების მენეჯმენტისთვის. მაგალითად ინფრასტრუწტურა, მენეჯმენტის ხარისხი და ასე შემდეგ. 3. არსებული სტადიონების (ვგულისხმობ სკოლებთან, უბნებში, სოფლებშI და ასე შემდეგ) მოწესრიგება (ბალახს საფარი და გასახდელები) და გადაცემა სკოლებზე, საფეხბურთო სკოლებზე და ასე შემდეგ. 4. საფეხბურთო სკოლების სუბსიდირება, მკაცრი კრიტერიუმების მიხედვით (მწვრთელი, ინფრსტრუქტურა და ასე შემდეგ). უნდა დავსახოთ კონკრეტული ციფრები 10 წლიან ჭრილში და თანმიმდევრულად ვიმოქმედოთ. სხვაგვარად, გინდა ცხადაძე და გინდაც კლოპი მოვიყვანოთ არაფერი გამოვა.

• გულშემატკივარი

რაც ეროვნული გუნდში ხდება არის პირდაპირი ანარკლი იმისა, რაც ხდება ეროვნულ ჩემპიონატში. მცირე გამონაკლისის გარდა, ფეხბურთელებში არ იგრძნობა, რომ თავგანწირვით თამაშობენ. არაფერი შეიცვლება იქამდე სანამ ქართული ფეხბურთის სათავეში არ მოვლენ პროფესიონალები, საქმის მცოდნე გულანთებული ხალხი, რომელიც თავის ჯიბის გასქელებაზე არ იფიქრებს. უნდა გაიწეროს კონკრეტული განვითარების მრავალწლიანი, მომავალ შედეგზე ორიენტირებული გეგმა, როგორც ეს გააკეთეს გერმანელებმა, ავსტრიელებმა, ბელგიელებმა და სულ ბოლოს ჰოლანდიელებმა. ბავშვთა ფეხბურთის სწორი განვითარება, მწვრთნელების გადამზადება და ლიცენზირება, ყველა კლუბის გასხვისება კერძო სექტორში და სხვა უამრავი რეფორმა რაც მომავალში შედეგს მოიტანს. წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივად ვიქნებით წლიდან წლამდე რაღაცის და ვიღაცის გამონათების იმედად და საბოლოოდ მაინც სრული ფიასკო, კატასტროფა და მორიგი იმედგაცრუება.

• 911

მართლა ვერ ვხვდები ამ სტატიის აზრს.ანდა ჩვენს კომენტარების მნიშვნელობას! მაგრამ მე კითხვას სხვანაირად დავსვავ! რა არუნდა შეიცვალოს საქართველოს ნაკრებში?!

• დანტე

პირველ რიგში ქართული ფეხბურთი უნდა გამოვტაცოთ ხელიდან გაუნათლებელ, უწიგნურ,უნიათო კალაძე-კობიაშვილის საძმო-შპანას.

• რამაზი

უნდა განისაზღვროს პირველ რიგში რა გვინდა. შედგეს რეალისტური სტრატეგიული გეგმა (ჯგუფიდან გასვლა), რომელიც შედეგიც დადგება დაახლოებით 10-15 წელიწადში. ამის მიხედვით უნდა გაიწეროს შემდეგ მოკლე და შუავადიან პერიოდში გადასადგამი ნაბიჯები. უცებ მალე და ბევრი არაფერი არ გამოვა.

• Irakli

რამდენადაც ყველაფერი მაინც შედეგით განისაზღვრება ვფიქრობ პირველ რიგში ამ ფაქტორს უნდა მიექცეს ყურადღება. აქედენა გამომდინარე უპირველეს ყოვლისა ფედერაციამ უნდა აიღოს პასუხისმეგბლობა არასწორად შერჩეულ მწვრთნელზე; ამ ეტაპზე გვჭირდება ქართველი მწვრთნელი, ცხადაძე!იქნებოდა იდეალური და თუ ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ვეღარ ალაგებს თავის მიერ უმიზეზოდ გაფუჭებულ ურთიერთობას მასთან, მაშინ სჯობს თვითონ ფედერაციის ხელმძღვანელობა გადადგეს. ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე ისედაც არ იქნებოდა ეს ურიგო!

• თაზო

ცრუ ცხრიანით უნდა ათამაშოს ახალმა მწვრთნელმა (ჭიაბრიშვილი ოპტიმალური ვარიანტია) ნაკრები ცენტრალური ფორვარდის გარეშე (არცერთს არ აქვს საგოლე ალღო და თადარიგში უნდა იყვნენ რამოდენიმე), და განაპირა 2 მცველი უნდა მოიძიოს (არცერთი არ ვარგა არაფრად, ელემენტარულად ბურთს ვერ აგდებენ საჯარიმოში, პასის გაკეთებას ხომ საერთოდ ჯვარი წერია), თუნდაც ნატურალიზირებული და ზოგიერთმა უნდა დაამთავრონ სანაკრებო კარიერა თორემ ისე არაფერი გვეშველება.

• Giorgi

Ra sheizleba rom eshvelos qartul pexburts? Me ar mgonia rom ikos szori laparaki imase, rom Saqartvelos Nakrebis zarumatebloba an mzvrtnelis shezvlit gamoszordeba an kidev romelime posiziase pexburtelis naturalisaziit. Kvelam, vinz pexburtshi zota mainz aris chaxeduli xom chemse atjer uket izis ra aris namdvili problema?! Megobrebo movrchet chveni tavis motkuebas. Rat und imas didi mtkizeba rom saklubo pexburtis ar arsebobis pirobebshi (diax ar arsebobis) veranaire Nakrebi verapers ver miagzevs. Szorea temur qezbaia: saqartvelos chempionati agar zarmoadgens propesional sporzmenta shejibrebas (es sauketeso shemtxvevashi germanuli mesame – meotxe samokvarulo ligis donea).  Didi bodishi magram ukve 30 zelizadia gvakvs dro da chven ver movaxerxet erovnuli chemopinatis tamashebse xalxis mizidva. Veranairi kerzo kompania iq puls ver daabandems sadaz mogeba perspektivashiz ki arasodes ar iqneba mosalodneli. Amitom und mixvdes kvela rom fexburtis pederazia am problemas wer moagvarebs. Aravis ar ainteresebs tamashi Tbilisis Dinamosa da Vit Gorgias shoris (es ubralod magalitistvis dasaxelebuli gundebia, tore nebismiere sxva tamashis dasaxelebaz sheizleboda). An ki davpikrdet da vtkat gulaxdilat: aqvs dgevandel saqartvelos tavisi ekonomikit 10 propesiuli sapexburto gundis shenaxvis sashvaleba? Me vgulisxmob propesiul Gunds, romlis saxelpaso fondiz sul minimum 25 – 30 Mio. Dollari und aikos. Tan im Shemtxvevshi rom shen am puls versaodes ver amoigeb. Komerziuli interesi iqneba mxolod mashin , rodesaz tamashi makurebels daantuiresebs, televizia masshi puls gadaixdis, da maisurebis da atributikis gakidva gaxdeba shesazlebeli.  Es kvelaper aris saqartvelos chempionatshi sheuzlebeli (kovel shemtxvevashi 30 zeli vzadet da araperi ar gamogvivida).  Ra Vknat? Ra aris gamsavali? Me ar var propesionali (magram zalian tavgadadebuli mokvarulis azriz unda ikos saintereso

• ირაკლი

ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომა. ძველი ბიჭებიდან და კორუფციიდან სპორტი გაწმენდა.. საბავშვი ფეხბურთში ინვესტირება. მწვრთნელების გადამზადება... და მოთბინებაა......

• anti

ჭიაბრიშვილი კარგი ვარიანტი იქნებოდა ნაკრებში, რადგან ნაკრებს ახალი სისხლი ჭირდება და ჭიაბრიშვილს ნამუშევარი აქვს ჩვენს მომავალ თაობებთან, საბურთალოში და ლოკომოტივში, იცის ვის რა პოტენციალი აქვს. ნაკრებიდან რამოდენიმე ფეხბურთელი გასაშვებია, ნაკრებში უნდა იყვნენ ფეხბურთელები, მაგალითად: 1)მამარდაშვილი - რომელმაც ევროპის ლიგაზე თავი კარგად წარმოაჩინა და მინიმუმ მესამე მეკარეობას იმსახურებს ნაკრებში 2)ბუდუ ზივზივაძე - რომელიც უნგრეთის საშუალო დონის ჩემპიონატში კარგად ასპარეზობს (მგონი უნგრეთის ჩემპიონატი ყაზახეთისას ჯობია). 3) ნინუა - თუ ვერაფერს გააკეთებს სტადიონზე ჯარიმის დარტყმა მაინც იცის და ეგეთი ფეხბურთელი უნდა იყოს ნაკრებში მაკედონიასთან საბა ლობჯანიძემ რატო არ ითამაშა ვერ ვხვდები, გუშინაც ნახეთ რამდენს დარბოდა და რა სისწრაფე აქვს, აღარ არის ის ფეხბურთი ადგილზე რომ ატყუო, სწრაფი ფეხბურთელები გვჭირდება რომლებიც სწრაფად გადაიტანენ ბურთს მოწინააღმდეგის მოედანზე. ეს არის თანამედროვე ფეხბურთი. რასაც ჩვენი ფეხბურთელები აკეთებენ ამას უძახიან ბურთის ტანჯვას.

• ლაშა

ფეხბურთი ლამაზი სანახაობაა და მეტი არაფერი, ამიტომ ფეხბურთელებმაც სიამოვნებაა უნდა მიიღონ თამაშით, საკუთარი გულშემატკივარიც უნდა ასიამოვნონ და მოწინააღდეგისას, დასასტრესი და გასაგიჟებელი აქ არაფერია. მოთამაშე თუ ფორმაში არაა, უნდა შეეძლოს ამის აღიარება და ნაკრებში ადგილი სხვას დაუთმოს (ასე მოიქცა ერთ დროს კანკავა). ვაისმა შანსი მეტ-ნაკლებად ყველას მისცა და რაცა ვართ, ესა ვართ. ჩვენი ბიჭებიდან ალბათ მხოლოდ ხარაიშვილი დაიჩაქრა, სხვებზე ამას ვერ ვიტყოდი. ახალი მწვრთნელი უნდა იყოს ქართველი და მიუკერძოებელი, მე პირადად ვასილ მაისურაძეს ვისურვებდი.

• გია

სახელმწიფო აღარ უნდა ეხმარებოდეს ფეხბურთს, მხოლოდ კერძო კლუბები უნდა არსებობდნენ და გაიწმინდება სიტუაცია. სხვა გზას ვერ ვხედავ

გამიგია მეც ეს ამბები, მაგრამ ყველა მხოლოდ შინაურ წრეში ლაპარაკობს ამაზე.

• gio

ასეთი კრახის შემდეგ აუცილებლად შესაცვლელია ფედერაციის ხელმძღვანელობა, მაგრამ მაინც არავინ შეცვლის. გადახედეთ ვინ არის საქართველოში ყველაზე წარმატებული მწვრთნელი თავისი შედეგებით და დანიშნონ. ფეხბურთელები კიდევ უმრავლესობა შესაცვლელია.

• iakob_loladze

ბევრჯერ გამიგია-ბევრ მწვთნელს უთქვამს გუნდში რო გათამაშო ამდენი და ამდენი უნდა გადაიხადოო,რაც არ უნდა კარგი და ნიჭიერი ბავშვი იყოს ზოგ ზოგიერთები მაინც ფულს ითხოვენ,მერე უფულო ბავშვს გული უცრუვდება და ანებებს თავს და ფულის გადამხდელები კი თამაშობენ.ყველგან იმედია ესე არ არის

• გეგი

ფეხბურთისადმი დამოკიდებულება და ის რომ ფიზუკურად უნდა იყვნენ მაქსიმალურად მომზადებულებიიი,რაც დღეს ეზარებათ ამათ!გაიგეთ ხალხო გაიგეეთ ესაა დღევანდელი ფეხბურთი,ფიზიკურად თუ ვერ ხარ მომზადებული და პრესინგს ვერ თამაშობ,თუ ვერ დარბიხარ 90 წუთი და თუ იღლები და დასეირნობ ვერაფერს შედეგს მივაღწევთ!პირველ ადგილას უნდა იყოს ფიზიკური მომზადება და მერე სხვა დანარჩენი.გინდა გაიგეთ გინდა არა და თუ არ გაიგებთ კიდევ და აგერ აჰა თქვენ და ეს ნაკრები და რამდენი მწვთნელი უნდა გამოიცვალოთ რამდენი გამოიცვალეთ რომ ამას ბოლოს და ბოლოს მიხვდეთ და აღიაროთ ეს!

• roma bejanidze

11 კაცის ნატურალიზება გინდა? მაშინ კი ბატონო. შესაცვლელია ფედერაცია

• გიორგი

ფედერაციის ცვლილება, საუკეთესო მწვრთნელი, მაღალი ანაზღაურება საუკეთესო პირობები. ვერ შეცვლის რეალობას, რადგან მიზნის მისახცევად აუცილებელია: 1. ბავშთა აკადემიების ჩამოყალიბება და ევროპული გამოცდილების გამოყენება 2. ფეხბურთელის სწორად გაზრდა ფიზიკურად, გონებრივად, მენტალურად. 3. შიდა ჩემპიონატი ხელშეწყობა, კლუბების მხარდაჭერა, ფინასური სახსრების მოძიება, პოპულარიზაცია. სტადიონებზე მაყურებლის დაბრუნება. 4. ძლიერი სურვილი მიზნის მიღწევის, როგორც ფეხბურთელის ასევე ფედერაციის. 5. კარგი კვალიფიციური მწვრთნელების გუნდი, რომელიც სწორად იმუშავებს ფეხბურთელების ფსიქოლოგიაზე, ფიზიკურ მომზადებაზე, დამუშავებს კონკრეტული სქემებს. 6. სწორი ანალიზზე დამყარებული შერჩევა ფეხბურთელების და ჩამოყალიბება მათი გუნდურობის აღქმის. 7. ჩაურევლობა მწვრთნელის გადაცყვეტილებებში 8. პოლიტიკის და სპორტის გამიჯვნა. დამოუკიდებლად მუშაობის გარანტია. 9. სპორტული ჟურნალისტიკის განვითარება სწორი ცოდნაზე დამყარებული კომპეტენრური ანალიზი. 10. სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, პოპულარიზაცია, პროპაგანდა სპროტის.

• ზვიად

განათლება,განათლება და მხოლოდ განათლება და ეს უნდა დაიწყოს ბავშთა ფეხბურთიდან,ფსიქოლოგი უნდა მუშაობდეს ბავშვებთან კვირაში სამი საათი მაინც,უნდა ჩაუნერგოს ბაVშვებს რომ მარტო ფული და ბე-ემ ვე ს,გარდა არის სამშობლოს სიყვარული,რომ შენს უკან არის სამ მილიონადე გულშემატკივარი,რომ თუ არ იხარჯები ბოლომდე გულს ტკენ იმ გულშემატკივარს,თვეში ერთხელ უნდა უჩვენო თბილისი 1981 წლის 13 მაისს,თუ რას ნიშნავს 13.05.1981 ქართველი გულშემატკივარისთვის.ამიტომ უნდა გადამზადნენ მწვრთნელები და მომზადნენ ფსიქოლოგები.ამ პათოსით აღზრდილი ბავშვების 10% საკმარისია,რომ კარგი ნაკრები გვყავდეს მომავალში!

• რაგბის ფანი

1. კლუბში უთამაშებელ ფეხბურთელს არაფერი ესაქმება ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში. ზოგი 20 წუთს თამაშობს კარგად, შეიყვანეთ 70-ე წუთზე. 2. IQ და ზოგადი უნარების ტესტები შემოიღეთ. 3. ჩატარდეს სამოყვარულო ფეხბურთის ჩემპიონატები, ჩაერთოს მოსახლეობის +50% (ამოვიდა ყელში ღვინის სმის და გინების ჩემპიონატები). 4. ნაკრები უნდა იყოს პირამიდის წვერი და არა ალვის ხის წვერი.

• მართალი

მეც მაგაზე ვგიჟდები. ერთადერთი ცხადაძის დროს მომწონდა პასები კომბინაციები და გუნდური თამაში და მიკვირდა როგორ შეძლოთქო და შეგვძლებია თურმეთქო და უცებ ბოღმის და ფულის შოვნის გამო გაუშვეს და რატომ არავინ არ ამოიღეთ ხმა?? თქვენც ხო ხედავდით ამას?

• ზაზა

უნდა მადლობა გადაუხადოთ კაშიას ოქრიაშვილს გვილიას გრიგალავას და გაუშვათ ნაკრებიდან ახალი გუნდი უნდა აეწხოს კვარაიაზე შენგელიაზე დავითაშვილზე ჩაკვეტაძეზე კიტეიშვილზე მოკლეთ კარგი ახალგაზდები კვავს და ეს უნდა გამოვიყენით ცსკაში კარგი ბიჭია მარადიშვილი ვინმემ ცადა მასთან დალაპარაკება თუ ფედერაცია დაკავებულია არჩევნებით

• მართალი

ფერერაციის უფროსობა უნდა შეიცვალოს და სულ არაა მთავარი რომ ფეხბურთიდან იყოს. ნებისმიერი შეიძლება იყოს ოღონდ სამართლიანი და პატრიოტი და კარგი მენეჯერი. და ფეხბურთის უფროსების თავდადებას რომ დაინახავს ფეხბურთელი მერე თვითონაც ყველაფერს დადებს მოედანზე და მანამდე კი გვარდიოლაც რომ ჩამოვიყვანოთ მოედანზე შემსრულებელმა თუ ყველაფერი არ დადო არაფერი გამოვა

• აააი

ნეპოტიზმი სანამ არ დამთავრდება, სანამ ფედერაციას არ ეყოლება პროფესიონალი სტაფი, სანამ არ მოვა კარგი მწვრთნელი, რომელიც დამსახურების მიხედვით შეარჩევს შემადგენლობას და არა ძმაკაცობით და ასე შემდეგ, ამ დღეში ვიქნებით ყოველთვის. ნახეთ რა ქნეს? დავითაშვილი და ლობჟანიძე ჩასვეს სასტავში, ასევე მაკარიძე, რადგან ხალხის მოთხოვნა იყო, მაგრამ სამაგიეროდ მცველები არ დააყენეს, მარტო ხოჭოლავა და გრიგალავა რას იზამდა? ასევე კანკავა და გვილია რა ჯანდაბად უნდოდა? მარტო აბუ რას იზამდა? ისიც უთამაშებელი. ანუ ვინც თამაში უნდა გააკონტროლოს და შეაკავშიროს, ის ფეხბურთელები არაა ნაკრებში, აი აქ გამოჩნდა კიტეიშვილის როლი და მას რატომღაც უკანა პლანზე აყენებენ. ჯერ ერთი ვაისი არ იწვევს ბევრ ისეთ ფეხბურთელს, რომლებიც, რომ გვყოლოდა, აუცილებლად წაგვადგებოდა. რატომ არ გამოიცადა მჭედლიშვილი და ლაკვეხელიანი? სადაა ლოჩოშვილი? სადაა პარუნაშვილი, რომელიც სტაბილურად თამაშობს მის გუნდში? მასე გააფუჭეს ებრალიძე თავის დროზე, მასე აფუჭებენ არაბიძეს. რა უნდა მოქოქილიყო ხოჭოლავა, რომელიც მარტო თამაშობდა გრიგალავასთან ერთად დაცვაში? რატომ არაა ნაკრებში ნინუა? სადაა ჭანტურიშვილი? რომელიც ვარსკვლავებს არ კრეფს, მაგრამ ეხლა მოედნის ცენტრში, საყრდენ ზონაში გამოდგებოდა? ოქრის და ყაზაიშვილს შეტევაში რომ ათამაშებს, ხომ ხედავს რომ არააქვთ სისწრაფე, დახიე ყკან და ჩასვი საყრდენებად, ბურთთან კარგად არიან და პასებსაც გააკეთებენ, თუ ვერც ეს ვერ შეძლეს, გაუშვით ნაკრებიდან და მორჩა, ჯვარი ხომ არა გაქვთ დაწერილი, კანკავაც , კვერკველიაც, კაშიაც და ლორიაც გასაშვებია, ეგენი, ყოველთვის აგებენ გადამწყვეტ მატჩებს. გინდათ მითხრათ, რომ ც ჯგუფის დონე ვართ? არა ბატონებო, ბჯგუფსაც ვიმსახურებთ და ა ჯგუფშიც მოვერგებით, ოღონდ არა ამ ფედერაციის და მწვრთნელის ხელში. მერე კიდევ, ძალიან ბევრი ქართველი თამაშობს უცხო ქვეყნის პასპორტით, უკრაინაში, რუსეთში, ევროპაშიც, მათი მოძიება და მოყვანა ფედერაციის საქმეა, 2-3 მოთამაშეც რომ მოვიდეს, დიდი საქმეა. მოკლედ ყველაფერი შესაცვლელია მეგობრებო, ყველაფერი. საწყენი ისაა, რომ რესურსი გვაქვს და საქმისადმი, პირდაპირ ვიტყვი, ფედერაციის უნიათობის და საქმისად დანაშაულებრივი მიდგომის გამო, დღეს ნაკრები არა გვყავს. ესაა თაღლითობა, ათამაშო მაკარიძე, ხოჭოლავა და ლობჟანიძე-დავითაშვილი, და დაუყენო ის ნახირი, რომელიც დააყენეს და მერე თქვა, რომ ა ბატონო ვათამაშე და ვერაფერი ვერ ქნაო. ერთხელ დააყენეს ლობჟანიძე ფორვარდის პოზიციაზე და მაშინ გამოჩნდა, რომ იგი ამ ადგილისტვისაა გაჩენილი, თუმცა არ გაუტანია, მომენტები ჰქონდა მარა ღელავდა, ჰოდა, როგორც კი ნახეს, რომ თუ კიდევ ათამაშებდნენ ცენტრფორვარდად, მერე სხვებს, პროტეჟეებს, ვეღარ ათამაშებდნენ, და ვსიო, ის აღარ გამოჩენილა. ესაა დანაშაული და მავნებლობა. აი, რა უნდა შეიცვალოს. ნუ დამიბლოკავთ, ვიცი მწარე წერილია, მაგრამ იქნებ წაგადგეთ რამეში

• 912

გააუქმეთ!!!

• გამოსავალი

სახელმწიფომ უნდა გაათავისუფლოს კლუბები საბიუჯეტო გადასახადებისგან. ამით მოხდება ინვესტირება ფეხბურთში და მისი განვითარება. ძლიერი საკლუბო ფეხბურთის გარეშე მარტო ნაკრები ვერ იქნება

• buba

რამდენიმე კარგი ნატურალიზირებული ფეხბურთელი უნდა მოივიდეს ნაკრებში და ამის მერე შემადგენლობა გადახალისდეს.

• მთიელი

აბსოლიტურად გეთანხმები, ეს კიდევ 1 კი არა მეტი წლის წინ ჩანდა... და გეთანხმები იმაშიც, რომ დროულად რომ შეეცვლათ, ალბათ ორივე წაგებულ თამაშსაც მოვიგებდით გამართული ტაქტიკით და ასე ვთქვათ "გადახალისებული" მოთამაშეებით... ჯერ იყო გიორგიმ მოიყვანა ნაკრები აქამდე, მერე კვარამ და ვაისმა.... ისე, როგორც პიროვნება, აუგს ვერ იტყვი

• დათო

ფეხბურთს უნდა დაანებონ თავი.

• გულგატეხილი

არ ვიცი შეიძლება ვინმეს აქვს დაწერილი ბევრი კომენტარია უკვე მაგრამ ჩემი აზრით, როდესაც ფეხბურთელებს არ აქვთ საუკეთესო ფიზიკური მომზადება და სისწრაფე ძალიან რთულია რაიმეს დღეს მიარწიო. როგორც გერმანიის ნაკრებშია წესი, ნორმატივები ჩასაბარებელი რომ მოხვდე ნაკრებში ისეთი უნდა დააწესო საქართველოს ნაკრებში, ვინც ვერ ჩააბარებს ავტომატიურად ნაკრებს გარეთ დარჩება გამოძახების მიუხედავად. ყველას ექნება სურვილი რომ იმ ნორმატივი დაძლიოს. ამით კი მივიღებთ მომზადებულ ფეხბურთელებს მინიმუმ ფიზიკურად მაინც. ბოდიში თუ ვინმე შევაწუხე ჩემი კომენტარით...

• XXX

ჩემი აზრით ყველა უნდა გაუშვან კვარაცხელიას გარდა და დააკომპლექტონ კვარცხელიას ტოლა ბიჭებით.

• გიორგი დაშნიანი

არასოდეს გვყოლია იტალიელი და ესპანელი მწვრთნელი, ვფიქრობ კარგი იქნება იტალიელი ან ესპანელი იმიტომ რომ კარგი ტაქტიკოსები არიან, ფედერაციიდან უნდა წავიდნენ კობიაშვილის გუნდი,პირადად მე ფეფეტაციაშიც უცხოელებს მოვიწვევდი პრეზიდენტიანად თუ არადა გელა კეტაშვილს ავირჩევდი პრეზიდენტად ან კახი გიგიჩაიშვილს ან ვინმე ჭკვიან და პატიოსან ადამიანს

• Io

პირველ რიგში შესაცვლელია მთლიანად ფედერაციის მენეჯმენტი

• დავითი

ვხვდები რომ იხუმრეთ, რასაკვირველია. ისე კი ეგ ფრაზა გვღუპავს ყველაფერში ბოლო ოცდაათი წელია :) )))))))))))

• დავითი

უპირველეს ყოვლისა რაც უნდა შეიცვალოს ქართულ ფეხბურთში - ფეხბურთის ფედერაციის პოლიტიზირებული გენერალიტეტია. ვაისი არ არის ცუდი მწვრთნელი და მან, ეჭვი არ მეპარება, ყველაფერი გააკეთა თავისი შესაძლებლობის ფარგლებში. მაგრამ ცხადაძის მოხსნა პოლიტიკურად მოტივირებული სისულელე იყო, რომლის შედეგად თამაშის იმ დონეს, რომელიც საქართველოს ნაკრებმა აჩვენა ცხადაძის მწვრთნელობის დროს შოტლანდიასთან და გერმანიასთან მატჩებში, ვეღარ მივაღწიეთ და ერთა თასზე აშკარად დაბალი დონის გუნდებთან ნაჩვენები რამოდენიმე კარგი თამაში ამას, ალბათ დამეთანხმებით, ვერ გადაფარავს. მოდით მოვიქცეთ ისე, როგორც ჭკვიანი ხალხი იქცევა: ნუ შევქმნით ამ წაგებებისგან ტრაგედიას და ვიფიქროთ წინსვლაზე. თუმცა ჩემის აზრით, ვიმეორებ - ფედერაციის ხელმძღვანელობის შეცვლის გარეშე არაფერი გამოვა, რადგან ისინი თავად ვერასდროს შეიცვლებიან.

რით ვერ ვისწავლეთ სტანდარტულების გამოყენება, კუთხურის , საჯარიმოს ან თუნდაც აუტის ხეირიანად მოწოდება ?! ეს ბურთის გაჩერება კონტრშეტევის დროს ხომ საერთოდ პარადოქსია ! ხომ არსებობს წინასწარ შეთამაშებული კომბინაციები ამა თუ იმ საჭიროებისთვის ? როცა მეტოქე პრესინგს გეთამაშება რატომ ხდები უსუსური და ვერაფერს ვეღარ აკეთებ ? რატომ ? სად არის აქ მწვრთნელის ტაქტიკური მონახაზი, ყველა თამაშისთვის ორგინალური ? მაკედონიასთან აგებ და დარჩენილ წამებში რომ ცვლი მოთამაშეს რა დრო გაგყავს ? სად იყავი მანამდე? შთაბეჭდილება რჩება თითქოს მეტოქესთან გარიგებაში ხარ და მატჩების უაზრო ტაქტიკური მონახაზიც ამის ეჭვს აჩენს, არაფერია გამორიცხული ! თან იმ ქვეყანაში სადაც საკუთარ კარში აშკარად, გააზრებული ორი ბურთის გამტანი ლამის არის პრეზიდენტი გახდეს, ხოლო სიმართლის მთქმელს შეუკაზმავი ცხენიც სანატრელი აქვს

• ოტტო

აი კომენტარებშიც კი ჩანს რომ, ისევ ილუზიებშია უმრავლესობა. თვითოეული ფეხბურთელი როდესაც თავის კლუბში მოემზადება საუკეთესოდ, არ იზარმაცებს, რეჟიმს არ დაარღვევს, მწვრთნელს არ დააბრალებს უთამაშებლობას და საკუთარ თავში იპოვის მიზეზს და გამოასწორებს, თავში არ აუვარდება და "ბეენვეს" ყიდვის მერე არ დაიკიდებს თავის საქმეს, შეკრებაზე მყოფი ღამით შარდენზე არ დაიწყებს ბოდიალს და კიდევ ბევრი რამ...მერე მწვრთნელზეც შეიძლება ვისაუბროთ.

• lm

მინიმუმ 20 წლიანი პროგრამა გვჭირდება რომ მომავალში მართლა რამეს მივაღწიოთ. შენება საძირკვლიდან იწყება ყოველთვის. ფედერაცია უნდა ვაიძულოთ რომ რეგიონებში ბავშვთა ინფრასტრუქტურა მოაწესრიგოს და ტრენერები გადაამზადოს. ქუთაისში ბავშვებისთვის სტადიონი არაა ვინ უნდა გაიზარდოს არ ყოფნის მარტო თბილისი და დინამო-საბურთალოს აკადემია ხომ ვხედავთ. მანამდე კი ნატურალიზება უნდა მოხდეს იმ პოზიციებზე სადაც გვიჭირს თავდამსხმელი, ფლანგის მცველები და ა.შ.

• givi

ამათ გარდა ნაკრებში არუნდა იყოს ამ ეტაპზე ამ ფეხბურთელების მეტი არავინ გამოძახებული ამათ გარდა ყველა გასაშვებია ლორია მაკარიძე კაშია კაკაბაძე ხოჭოლავა ტაბიძე დვალი კვირკველია ნიკა მალი კანკავა კვეკვესკირი ჩაკვეტაძე კვარაცხელია ოქრიაშვილი ყაზაიშვილი ზურიკო დავითაშვილი ლევან შენგელია ნინუა ანანიძე ჟორჟ მიქაუტაძე ლევან მჭედლიძე გიორგი კოხრეიძე გიორგი არაბიძე

• Status quo

ნაკრებში რომ რაიმე შეიცვალოს, ჯერ ფედერაციის შემადგენლობა უნდა შეიცვალოს მთლიანად. შემდეგ ქართველი მწვრთნელი გვინდა და ახალი ფეხბურთელები.

• gio

მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს....

• ასეა ჩემო ტასია !

რით ვერ ვისწავლეთ სტანდარტულების გამოყენება, კუთხურის , საჯარიმოს ან თუნდაც აუტის ხეირიანად მოწოდება ?! ეს ბურთის გაჩერება კონტრშეტევის დროს ხომ საერთოდ პარადოქსია ! ხომ არსებობს წინასწარ შეთამაშებული კომბინაციები ამა თუ იმ საჭიროებისთვის ? როცა მეტოქე პრესინგს გეთამაშება რატომ ხდები უსუსური და ვერაფერს ვეღარ აკეთებ ? რატომ ? სად არის აქ მწვრთნელის ტაქტიკური მონახაზი, ყველა თამაშისთვის ორგინალური ? მაკედონიასთან აგებ და დარჩენილ წამებში რომ ცვლი მოთამაშეს რა დრო გაგყავს ? სად იყავი მანამდე? შთაბეჭდილება რჩება თითქოს მეტოქესთან გარიგებაში ხარ და მატჩების უაზრო ტაქტიკური მონახაზიც ამის ეჭვს აჩენს, არაფერია გამორიცხული ! თან იმ ქვეყანაში სადაც საკუთარ კარში აშკარად, გააზრებული ორი ბურთის გამტანი ლამის არის პრეზიდენტი გახდეს, ხოლო სიმართლის მთქმელს შეუკაზმავი ცხენიც სანატრელი აქვს

• ბეღურა

მე არ დავიწყებ არც ვაისზე ცუდ ლაპარაკს არც ფეხბურთელებზე რაც შეძლეს შეძლენ, ჩემს კომენტარებს თუ კითხულობთ არაერთჯერ მითქვამს ნუ მოიწყენს ჩაკვეტაძე, კოტეიშვილი საქართველოს დღეს ყავს ტოპ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია აი ეს არის სამაგალითო ფეხბურთელი, შეუძლია უშიშრად ითამაშოს ნებისმიერი ნაკრებისა თუ ფეხბურთელების წინააღმდეგ გინდ ეს იყოს ანდორა გინდ გერმანია გინდ ესპანეთი აი ამ ბიჭის ირგვლივ უნდა აშენდეს ნაკრები ოღონდ თითოეული ფეხბურთელი უნდა იყოს ხვიჩასავეით მონდომებული თავდაჯერებული უშიშარი თავდადებული სხვანაირად არ მოვა შედეგი რუბინის პრეზიდენტმაც კი ხვიჩას უწოდა გმირი ეს არის სიმართლე და მე კიდევ ერთხელ ვთხოვ ექიმებს იქნებ ხვიჩამ ესტონეთან ითამაშოს

• ასეა ჩემო ტასია !

რით ვერ ვისწავლეთ სტანდარტულების გამოყენება, კუთხურის , საჯარიმოს ან თუნდაც აუტის ხეირიანად მოწოდება ?! ეს ბურთის გაჩერება კონტრშეტევის დროს ხომ საერთოდ პარადოქსია ! ხომ არსებობს წინასწარ შეთამაშებული კომბინაციები ამა თუ იმ საჭიროებისთვის ? როცა მეტოქე პრესინგს გეთამაშება რატომ ხდები უსუსური და ვერაფერს ვეღარ აკეთებ ? რატომ ? სად არის აქ მწვრთნელის ტაქტიკური მონახაზი, ყველა თამაშისთვის ორგინალური ? მაკედონიასთან აგებ და დარჩენილ წამებში რომ ცვლი მოთამაშეს რა დრო გაგყავს ? სად იყავი მანამდე? შთაბეჭდილება რჩება თითქოს მეტოქესთან გარიგებაში ხარ და მატჩების უაზრო ტაქტიკური მონახაზიც ამის ეჭვს აჩენს, არაფერია გამორიცხული ! თან იმ ქვეყანაში სადაც საკუთარ კარში აშკარად, გააზრებული ორი ბურთის გამტანი ლამის არის პრეზიდენტი გახდეს, ხოლო სიმართლის მთქმელს შეუკაზმავი ცხენიც სანატრელი აქვს

• fff

მეფე ოტოს, ანუ ოტო რეჰაგელს(ჯვარი სწერია ხო ცოცხალიაD?) მოვიყვანდი მწვრთნელად.

• Tb

პირველრიგში პოლიტიკა და სპორტი უნდა გავმიჯნოდ, ბნელი წარსულის ხალხი მოვაშოროდ ფედერაციას რაცარუნდა წარმატებული ფეხბურთელი ყოფილიყოს წარსულში განათლებისგარეშე პრეზიდენტი არუნდა ავირჩიოთ. ყველა გუნდის ფანკლუბი უნდა გაერთიანდეს და ყველა არასწორ საქციელზე რეაქცია უნდა იყოს მკაცრი. კლუბებიდან უნდა მოვაშოროდ არაპროფესიონალი ბიუჯეტისმჭამელები. ნელნელა ყველა კლუბისთვის უნდა ვნახოთ კერძო ინვესტორი. (ჩაჩავას მსგავსი არა). ვისაც კერძო ინვესტორი არეყოლება უმაგლესში არუნდა ითამაშოს. ფონდმა უნდა გააკეთოს ყველა რეგიონში აკადემია, 10წლიდან ბაზაზე უნდა ცხოვრობნენ ბავშვები და ყველა პირობა უნდა შეუქმნათ პროფესიონალებათ ჩამოყალიბებაში. ჩემპიონატის წესდებაში უნდა იყოს ჩაწერილი რო გუნდი ვალდებულია მინიმუმ 1 18წლამდე ფეხბურთელი ყავდეს მოედანზე და მინიმუმ 3 21წლამდე.ბევრი რამაა კიდევ რაც იქნება გარანტი ჩვენი ფეხბურთის განვითარების, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არი კაცი არჩანს ისეთი ვინც არ ყველაფერს ჩაიბარებს და საზოგადოების ნდობა ექნება. სანამ ფონდის ხელმძღვანელს 38000ლარი ექნება თვეში ხელფასი და მეოთხე ლიგის მთელ გუნდს 49000ლარი ერთ წელში მანამდე არაფერი გვეშველება

• ზურა

ჯიგარი ხარ ამათ უნდა დაურიგო მილიარდები რომ გადაიხვეწონ სადმე ან ერთი საკრუიზო ლაინერით წავიდნენ და 40 წელი დაიკარგონ ჯერ აღმოუჩენელ ოკეანეში. მერე იქნებ გვეშველოს რამე . კობი ნაკერზე რო გაირღვეს ვერაფერს გააკეთებს მარტივი მიზეზის გამო- არ იცის. კალას აღარაფერი შერჩა წმინდა . რამეს იტყვი და ეგრევე ნაციონალი ხდები "ტოოო" .

• qutaiseli

მოდი ყველა ჯოხს ვაისზე ნუ გადავტეხავთ გასაგებია და დავინახეთ რო ვაისს არ შეუძლია თამაში გარდატეხვის შეტანა გასაგებია და ყველამ დავინახეთ რო თამაშს ვერ ვერ აკონტროლებს და გასაგებია წავა ვაისი მარა პრობლემები იგივი დარჩება აგერ ნახავთ ვიცარუნდა მოვიდეს არ გამოუვა ამგენისგან არაფერი ნუ შეუძლებელია ყ..... გან სალამურის გამოყვანა ჩვენ გვყავს ძაან დაბალი დონის ფეღბურთელები ვაისის რა ბრალია რო 3 პასს ვერ აკეტებენ წინ გადამბულათ ვაისის ბრალია რო ვერ დარბიან მინდორზე სწრაფატ აზროვნება რო არ შეუძლიათ მინდორზე ჩვენ გვყავს საშვალოზე დაბალი დონია ფეხბურთელები მოყვარულებზე ოდნავ მახლა დგიან ერთი სიტყვი ფარჩაკები არიან რა,,,,,, ხო ნახეთ როგრც კი მეტოქე პატარა პრესინგს გვეთამაშებიან ეგრევე პანიკაში ვარდებიან და წინ იგერიებენ ერთი შეხებით ამათმა თამაში არიცია ვაისი რა შვაშია..... მოკლედ გამოსავალს ერთში ვხედავ პატარებში უნდა ჩამივიყვანოთ უცხოური ტრეინერები ან ჩვენები მივავლინოთ წამყვან ევროპულ აკადემიებში და უნდა ნახონ როგორ ზდიან პატარებს რო ასწავლიან ასროვნებას უბურტოდ მოედანზე რაც ცვენი ნაკრების ფეხბურთელებს 99 % არ იცის და მერე რამე შეიძლება გვეშველოს თორე ესენი არაფრის მაქნისები არ არიან და კიდე სანამ ეგეთი პიჟონები გვეყოლება გუნდში ტატუ უფრო მეტი რო აქვთ გაკეთებული და სარკესტან რო ატარებენ უმეტეს დროსს იმედია კვარა არა ეგეთი

• თეოფა

კალაძის ფეხბურთელობის დროს თვითოთ მოეწონებოდა თამაშის დროს მხოლოდ ნაციონალები რო მჯდარიყვნენ სტადიონზე,არაფროფესიონალების,უპასუხისმგებლო,უგუნურების ხელშია ფეხბურთი.ხალხი უნდა გამოფხიზლდეს სხვა გზას ვერ ვხედავ!

• ზურა

კახაიემ და ლევანიემ დაასვეს ბოლო ჯვარი ფეხბურთს. ისტორიაში სამარცხვინო სახელებით ჩაიწერებიან.ასევე მათი დამქაშები აღარ მინდა მაგათი ხსენებაც კი.

• გაკვირვებული ვარ კომენტარებით

ქვეყანაში უნდა შეიცვალოს სიტუაცია პატივცემულო საზოგადოება, მარტო ფეხბურთს ცალკე აღებულს არაფერი ეშველება!

• ზურა

ისე კაჭარავაზე და გვილიაზე მაგრად ვხალისობ იმენნა მაგრად წვალობენ ტიპები. მაგარი ქართული სიტყვაა : ჯახირობენ. ალბათ მარტო მე კი არა ყველა კაიფობს კაჭარავას მცველსაც ისეთ პონტში უყენებენ ყავთ კაცი და მაგიტომ.

• buxrika

ყაზაიშვილი ,კაშია ,ოქრიაშვილი ,გვილია ,არ უნდა გამოიძახო ნაკრებში

• beqa

როგორც ფლანგის მცველების ნატურალიზებას ისე ცენტრ ფორვარდის + ტაკტიკურად განსწავლულ მწვრთნელს ვნახავდი :))) კლუბებს სანამ ბიზნეს ჯგუფი არიყიდის ასე ვიქნებით წრეზე

• პელიდი

თუ უცხოელი მწვრთნელია მოსაყვნი ისევ გერმანელი ჯობია, თან ახლა გერმანელთა სამწვრთნელო ცეხი ფეხბურთის ავანგარდში იმყოფებიან. თუმცა ასეთ შემთხვევაში მხოლოდ მწვრთნელობა და ეროვნულ ნაკრებზე კონცენტრაცია არ ივარგებს, მთელი საფეხბურთო მენეჯმენტი უნდა ჩაებაროს მას, დაწყებული აკადემიებიდან დამთავრებული ნაკრებამდე. ვიღაც იტყვის ტოპმიულერმა რა გააკეთაო, ტომპიულერი ძველი ტიპის ფიგურა იყო გერმანულ ფეხბურთში, დღეს ბევრად შეცვლილია სიტუაცია. რალფ რაგნიკმა რაც გააკეთა "რედ ბულში" , ეგეთი ვიღაცა უნდა მოვიყვანოთ. ცოტა ძვირი კი დაჯდება.

• ლაშა

მეც ვიტყვი ჩემ აზრს თუ რა უნდა შეიცვალის პირველ რიგში უნდა გაებიჯნოს ყველა უს ადამიანები ვუსაც პოლიტიკაში ყიფს ცხვირს ფეხბურთუ სპორტია და არა პოლიტიკა მივცეთ თავისუფლება ვინც ჩაიბარებს ნაკრებს ყველაფრის მეორე უნდა მიეხედის ბავშვთა ფიზიკას მეითხე გვჭირდება თავდასხმის მწვრთნელი ცალკე კვალიფუციური და დანარჩენი ნუ იბუქებიან ამას ვიზამ და იმასსო ჯერ ბურთის გაგირება ისწავლეთ მთავარი მოინდომეთ სამმაგად იშრიმეთ და შედეგიც მოვა.

• ჯაბა

ალბათ უპირველესად მენტალობის.ბოღმა,შური და უმეცრება, რასაც ემატება თვითკმაყოფილება და სიზარმაცე. ეს ყველა დონეზე უნდა განხორციელდეს დაწყებული სფფ. დან გულშ.დამთავრებული. პოლიტიკიდან აქ ისევე როგორც ბევრ ქვეყნებში, როგორც მსხვილი ბიზნესი ვერ განთავისუფლდება, ზოგან რელიგიის დონეზეა და რა მერე. აი ბრაზილია,იტალია. ეს ხელის შემწყობი ფაქტორებია, ჩვენთან კი ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზთა გამო პირიქით.

• gogia

პენსიონერებს პენსია გაუნახევროთ,მოუხსნათ ხალხს ყველანაირი შემწეობა და დახმარება( მაგისთანა თუ არსებობს),აქედან გამოზოგილ თანხას დაუმატოთ ეროვნული ბანკის რეზერვი(ესენი ლარის კურსს მაინც ვერაფერს შველია) და ამის ხარჯზე ფედერაციას და სპორტის სამინისტროს გაუზარდოთ ხელფასები,რომ მაღალი მოტივაცია გაუჩინოთ იქ დასაქმებულ ადამიანებს,მერე ესენი ამაღლებული მოტივაციით მიხედავენ ქართულ ფეხბურთ.სხვა გამოსავალი არ არსებობს,სხვანაირად მკვდარი ქართული ფეხბურთის საფლავიც დაგვეკარგება

• ქართველი ქომაგი

მწვრთნელი! სამწუხაროდ, 1 წლის წინ რომ გაეანალიზებინათ ვასის მუშაობა და მოეყვანათ ნორმალური მწვრთნელი, დღეს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში ვიქნებოდით და B ლიგაშიც ადგილი გვექნებოდა დაბევებული. ვისაც ოდნავ მაინც ესმის ფეხბურთი, შეამჩნევდა, რომ ვაისი სრული კატასტროფა იყო (როგორც მწვრთნელი, თორემ როგორც ადამიანი - შესანიშნავი პიროვნებაა, განიცდის კიდეც და პასუხისმგებლობასაც გრძნობს)

• ემიგრანტი ქაქუცა

სიდამონიძე კი არა დობორჯგინიძე კიდევ,გიორგი მიქაუტქაძეა ის ბავშვი!!!

• dinamo

ყველაფერი!!! ფედერაცია, მწვრთნელი, შემადგენლობა

• Hit em up

უახლოესი პერსპექტივა ისევ ცრუ მოლოდინი იქნება და თავს ნუ მოვიტყუებთ ვინმე რომ გვიშველის. სისტემა და სტრატეგია უნდა დაიწეროს რა გვინდა კონკრეტულად და რას ვეძებთ ფეზბურთში?! ბავშთა ფეხბურთში უნდა იქნეს ყველა რესურსი მობილიზებული და შემდეგ დაველოდოთ შედეგს. მზგავსი გზა ბევრმა ქვეყანამ გაიარა და შედეგი აქვთ. უამრავი ქვეყნის მაგალითის გადმოღება და სპეციალისტების მოწვევა შეიძლება ვისაც აქვს გამოცდილება მზგავს სიტუაციაში. თორემ მწვრთნელის დანიშვნა-გადაყენებით იგივე ორმოში ვიქნებით.

• Master

სისტემურად უნდა შეიცვალოს ფეხბურთი,ბავშვთა ფეხბურთიდან.ბავშვთა მწვრთნელები უნდა გადამზადდნენ,სხვა მენტალობით უნდა გაიზარდნენ ფეხბურთელები და აუცილებელია ფიზმომზადების მწვრთნელთა სპეციალური მომზადება,საქართველოში ფაქტიურად არ გვყავს ფიზმომზადების სპეციალისტები,ფსიქოლოგებზე საუბარიც ზედმეტია.აყცილებელია ბიზნესი დაინტერესდეს ფეხბურთით,თორემ ისე არაფერი გამოვა.ბევრ ქვეყანაში ლატარიების გამთამაშებლები ვალდებულნი არიან სპორტი დაასპონსორონ,ჩვენთანაც რო დაავალდებულონ არ იქნება ცუდი.20 წელია გავიძახით ბავშვთა ფეხბურთს უნდა მიეხედოსო,მაგრამ პატრონი არაა.რაც შეეხება მწვრთნელს,დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მწვრთნელი,ის ვერაფერს გააწყობს თუ სისტემა არაა გამართული და ფეხბურთელები არ არიან სწორად აღზრდილები მენტალურად და ფიზიკურად.ნიჭი კი გვაქვს ფეხბურთში,მაგრამ ვერ ვიყენებთ.სად მოღვაწეობენ საუკეთესო ქართველი მწვრთნელები?ყაზახეთი,უზბეკეთი და კვიპროსი.რომელია ამათგან საფეხბურთო ქვეყანა?არველაძემ თურქეთიდან დაიწყო,ვერ გაქაჩა,მერე ისრაელი,ახლა კი უზბეკეთი.მაგარი რომ იყოს უზბეკეთში არავინ გაუშვებდა.ვფიქრობ მწვრთნელად ახალგაზრდა ხორვატი ან სერბი სპეციალისტი გამოგვადგება.ამ ხალხს აქვს მწვრთნელობის ნიჭი და მენტალურადაც ახლოს არიან ჩვენთან,თან დიდ ხელფასსაც არ მოითხოვენ.

• სააკაძე

აზრი არ აქვს ჩვენს მსჯელობას, კალაძე ვისაც შეარჩევს ის იქნება მწვრთნელი.

• ზურა

მარტივად შეიძლება ლობანოვსკის მსგავსი მწვრთნელი ოღონდ არაქართველი. ვინც ცხენებივით არბენინებს ყველას 120 წუთი, კარში დარტყმებზე ავარჯიშებს ძალიან ბევრს ჩაჯმა.დე. და უკან პასს აუკრძალავს . აი ესაა გამოსავალი სხვა არაფერი. და კიდევ ერთი ფსიქოლოგი ეგეც უცხოელი რომ შეაგონოს ფეხბურთელებს რომ ფეხბურთის თამაში მანდრაჟით არ შეიძლება და პროფესიონალმა ყველანაირ წნეხს უნდა გაუძლოს.

• Vasili

რა უნდა შეიცვალოს და პირველ რიგში ეს ფედერაცია უნდა წავიდეს სასწრაფოდ!! მაგრამ ვინ უნდა მოვიდეს ეგ უკვე აღარ ვიცი! სანამ ესენი იქნებიან აზრი არა აქ არაფერს მინიმუმ კიდე ერთი 10 წელი! ცხადაძე ისე ცუდად გაუშვეს ნაკრებიდან მაგის მობრუნება სანამ კობიაშვილია მანდ ეგ ამბავი არ მოხდება! მოძებნიან ვინმე ჭ კლასის მწვრთნელს და ჩამოათრევენ, მერე ისევ დაიწყება თავიდან , ისიც დამარცხებული წავა! ნაკრებში აღარ უნდა გამოიძახო ბევრი, მაგალითად, აბურჯანია , გვილია, გრიგალავა, კვეკვესკირი, დავითაშვილი, ყაზაიშვილი, კაშია, ჯიღაური, კაჭარავა პაპუნაშვილი, ლოვბჯაჯიძე, ქვილითაია, და კიდე სხვები, აბსოლიტურად უნდა გადაკეთდეს, ესენი არიან დამარცხებული ფსიქოლოგიის ხალხი, ანუ გადამწყვეტ მომენტში კიდე იგივეს იზამენ, მოყვარულები არიან, არაპროფესიონალები, აშკარად გამოჩნდა რო იმ ჯგუფურზე ჩაკვეტაძე რომ არ გვყოლოდა იმ ჯგუფიდან ვერ გავიდოდით, და ეს კვარაცხელია რომ არ ყოფილიყო ვერ იმ ბელარუსიას მოვუგებდით! სხვა ფეხბურთელები უბრალოდ ცხვრები არიან !!!

• 11

რედაქციას! ჩაატარეთ გამოკითხვა უნდა შეიცვალოს თუ არა ფედერაციის ხელმძღვანელობა და გააცანით შედეგები არაკაც კობიაშვილს!!!

• არჩი

საერთოდ ვერ ვხვდები, რედაქციას რა აზრი აქვს ჩადებული ამ შეკითხვაში. კომენტარებიდან ჩანს, რომ ყველამ იცის რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ ფედერაციის ხელმძღვანელები არ აკეთებენ თურმე. ყველაფრის თავი და თავი არის ის, რომ გაჭირვებული ქვეყანა ვართ. არასწორად ვითარდება ბავშვთა ფეხბურთი, არ გვივარგა ჩემპიონატი, არ გვყავს ტალანტები საკმარისი რაოდენობით - რომ ითქვას თაობა მოდისო. თითო-ოროლა ტალანტის კარიერა იღუპება ტრამვების გამო - ყენია, ჭანტურია, მჭედლიძე, ანანიძე, არაბიძე და მგონი უკვე ჩაკვეტაძეც. ჩვენი ფეხბურთელების უმრავლესობა საშუალო დონის არიან და საშუალო გუნდებში თამაშობენ და უმრავლესობა იქაც სათადარიგოა. საკავშირო ჩემპიონატის დროს დინამოსაც ქონდა ჩავარდნების პერიოდი, მაგალითად სამოცდაათიან წლებში, მაგრამ თერთმეტი კარგი ფეხბურთელი ყოველთვის გვყავდა და ყიფიანის თაობაში რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი ნაკრების შანსი, ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშებდნენ. ახალგაზრდებიდან კვარაცხელია-ჩაკვეტაძის და შეიძლება დავითაშვილის გარდა ვი გვყავს? ნინუა საბერძნეთში სათადარიგია და ასე ვერ გაიზრდება. მიქაუთაძის ჩამოყვანას შევძლებთ? ვაისი და ცხადაძე ან არველაძე ხომ არ ითამაშებენ ფეხბურთელების გარეშე? არ გაგვიმართლა ბოლო თამაშებში - ჩაკვეტაძე და კვარაცხელია არ გვყავდა. ვფიქრობ, მაკედონიას ჩვენზე კარგი ფეხბურთელები ყავს, მაგრამ თავისი საუკეთესო თამაში რომ ეთამაშათ, მოუგებდნენ ჩვენები. სომხებს ხუთიდან სამ თამაშს მაინც მოვუგებთ, მაგრამ რეალურად ძალიან დაბლა ვართ - ძლიერ და კარგ გუნდებთან შანსი ჯერ-ჯერობით არ გვაქვს.

• ემირ

აუ რას ფილოსოფოსობთ , რა უნდა შეიცვალოს და ფეხბურთელები , მაგრამ არარის და რა გინდა გააკეთო. ბურთს ვერ იმაგრებენ ერთ ფეხბურთელს ვერ ატყუებენ , ვინც თამაშს ქმნიდა და აქამდე მოგვიტანა არც ერთი იყო და არც მეორე ( ჩაკვეტაძე კვარაცხელია) ვინც გვყავდა ის არცერთი არაა შემქმნელი რამოდენიმე პასი და მორჩა ინდივიდვუალურად ვერცერთი ამწვავებს , არც სისწრაფე აქვთ არც დარტყმა, იძახეთ ახლა ვაისი რა ქნას ვაისმა , შეცვლებს არ აკეთებსო , შეცვალა მთლიანად გუნდი ვინ რა გააკეთა. ტოპ ლიგის ერთი ფეხბურთელი არ გვყავს . გადახედეთ მაკედონიას 50% ტოპ ლიგებში თამაშობენ . მოგიგებს რას იზამს აბა. ერთალიგა ჩაკვეტაძემ მოგვაგებინა , და ეს ბოლო თამაშები თუ რამე მოხდა კვარაცხელიამ , დანარჩენი ჩვეულებრივი საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელებია და რაც არიან ის შედეგი გვაქვს .

• ასეა ჩემო ტასია !

თავს ვერ გადაახტები, მწვრთნელი აჰყვა გულშემატკივარს და შეეცადა შემტევი ფეხბურთი ეთამაშებინს გუნდისთს რომელსაც ამის პოტენციალი არ გააჩნია ჩაკვეტაძის და კვარაცხელიას გარეშე! (კიდევ ოქრიას თუ გაუვარდება ყარაულის თოფივით) სხვა არავინ ასეთი რომ არ გყავს უნდა დაეტიო შენს ადგილზე და ითამაშო ის რაც შეგიძლია . ყრუ დაცვა , კარტენაჩიო თუ სხვა რამ. ამბიცია კარგია მაგრამ რეალობაა სხვა , ნავალოვსკი რომ თავდასხმაში წავა ეს ისეა ძაღლი შინ არ ვარგოდაო და გარე გარე დადიოდაო.. მწვრთნელის ბრალია დიდწილად ეს წაგებული თამაშები.

• გიორგი

1 მწვრთნელად უნდა მოვიდეს კახა ცხადაძე გუნდს ჭირდება ქართველი მწვრთნელიიი რომლიც ამ ნაკრებს ახლა სულს მისცემსს ვაისმა ამოწურა შესაძლებლობები მაქიმუმიც კი გააკეთაა მეორე უნდა გადახალსდეს შემადგელობააა და დროა ნინუას ზივზივაძეს და ხარიშვილის მეცეს უფრო მეტი შანსი ასევე ნიკოლოზ მალის და ლოჩოშვილს ახალგზრდული ნაკრებიდან უნდა ამოწიოს რმოდენიმე ფეხბურთელმა რათა სწორად განვთარდნენნ მგონია რომ ვაკოს ეპოქა დასრულდა ნაკრებში იმიტომ რომ ის აღარ არის პრდქტიული და გუნდისთვისაც ძალა დაკარგააა გამცდილებასა და ახალგზრდებიოს ნაზავი უნდა იყოს ნაკრებშიი რომ განვთარდეთ ასევე რაც არუნდა რთული ჯგუფში აღმოვჩნდეთ შესარჩევზე მიზანიი უნდა იყოს 2 ადგგილზე გასვლა იმიტომ რომ ამ მიზნის გარეშე და მოტვაცის გარეშე ვერავინ ითამაშებს ეს არის მოტვაცია რომ ტამაშზე რო გადიხარ ყველსთან მოგება უნდა გსურდესს თუ ფედერაცია გადწყვეტს რომ ისევ უცხოელი მწვრთნელი უნდა მოყვანოსს ჯობია რომ კარგი კვალიფიკაცის იყოს და სასრველია რომ ახალგზრდებთან და ტალნტებთან თავის ხელ წერა ჰქონდეს მაგლითად როგირც არის კლოპიიი ნაგელსამნი და ასე შემდეგ სტილი აუცლებლად უნდა იყოს გუნდის შემტევიი ისევ და არავითარი დაცვიდან თამში მსგავის მწვრთნელები არ გვჭირდებააა შეტევაში გვაქვს პოტენციალი უბრალოდ კომბაციური ფეხბურთი აკლია გუნდსს ეს უნდა შესძინოს ახალმა მწვრთნელმა მეტი კომბნაციაა მეტი მცდელობა კარსი დარტყვის და როცა დასრტტყმელიაა მეორე და მესამე შეხება აღარ უნდა ბურთს ეს უნდა დახვეწოს განვთარდესსს აუცლებლად მაგრამ ამ დროსთვის ყვლეაზე კარგი ვარიანტი ცხადაძე არის ვფქრობ რომ ფედერაციამმ დიდი შეცდომა დაუშვა როცა ნაკრებიდან გააგდო ეს უსმარტლობა იყოო ფედერციამ ბოდიში უნდა მოხადოსს და დააბრუნოს ეს კაცი ნარკებში ჩვენ გვახსოვს მისი თამაში შოტლანდიასთან როცა მოგვაგებინა და მისმა ნაკრებმა მაგდროს ცუდი შთაბჭდილება არ დატოვა მისი მიდგომაც გვახსოვს ერვნული ლიგის საკეტესო ფეხბურთელებს კრიბავდა და ავარჯიშებდა და მათაგან საუკეტესოს ეძახოდა ნაკრებში მგონი ეს მიდგომა გამრთლებული იყოოო და ისევ უნდა დაბრუნდესს ეს მიდგომა რადგან მიცეთ შანსი სხვსაც თავის გამოჩენისსს

• ასეა ჩემო ტასია !

თავს ვერ გადაახტები, მწვრთნელი აჰყვა გულშემატკივარს და შეეცადა შემტევი ფეხბურთი ეთამაშებინს გუნდისთს რომელსაც ამის პოტენციალი არ გააჩნია ჩაკვეტაძის და კვარაცხელიას გარეშე! (კიდევ ოქრიას თუ გაუვარდება ყარაულის თოფივით) სხვა არავინ ასეთი რომ არ გყავს უნდა დაეტიო შენს ადგილზე და ითამაშო ის რაც შეგიძლია . ყრუ დაცვა , კარტენაჩიო თუ სხვა რამ. ამბიცია კარგია მაგრამ რეალობაა სხვა , ნავალოვსკი რომ თავდასხმაში წავა ეს ისეა ძაღლი შინ არ ვარგოდაო და გარე გარე დადიოდაო.. მწვრთნელის ბრალია დიდწილად ეს წაგებული თამაშები.

• ოტტო

რა მნიშვნელობა აქვს მწვრთნელს? ნებისმიერი საშუალო დონის სპეციალისტი იმუშავებს კარგად, მაგრამ მოდი ჯერ საზოგადოება შევთანხმდეთ რა ჩაითვლება წარმატებად? ჩემი აზრია და არავის არ ვახვევ თავზე რომ, ქვეყანა არ არის მზად ჯერ დიდი წარმატებისთვის. არაპროფესიონალიზმია ყველა სფეროში. ამიტომ, არ უნდა გვქონდეს მოლოდინი დიდ ტურნირზე გასვლის. კი ბატონო, უნდა ვეცადოთ, უნდა ვიბრძოლოთ ამისთვის მაგრამ, მოლოდინები არ უნდა შევიქმნათ და ილუზიებში არ ვიცხოვროთ. კიდევ ბევრი რამის თქმა მინდა მაგრამ...უმრავლესობა მაინც ვერ გაიგებს. ჩვენთან ხომ გულშემატკივარიც არაპროფესიონალია.

• ჟორა

რისი თქმა შეიძლება! უფრო რისკიანი მწვრთნელი გვჩირდება, ოღონდ აუცილებლად უნდა უვარდეს შეტევაში თამაში. კარგი იქნება თუ საქართველოს ფედერაციაში ნაცნობიც კი არ ეყოლება!და კიდევ ფედერაციისა და ნაკრების ფეხბურთელების 80 პროცენტით გამოცვლაა აუცილებელი, თან პოლიტიკიდან და პოლიტიკოსებიდან ძალიან შორს გაწევა მთლიანად ქართული ფეხბურთის!!!!

• ირაკლა

ცხადაძე ნაკრებში მალე

• გოგა

რო იძახდა ქეცბა სი.... ეგენიო არ გვჯეროდა.. ნაკრების დღევანდელი შემადგენლობიდან 80% გასაშვებია ნაკრებიდან და ახალგაზრდებს უნდა მიეცეთ შანცი, მწვრთნელად ქეცბაიას დევდარიანს

• ემიგრანტი

1) ფედერაცია უნდა შეიცვალოს 2) ხალხმა უნდა აირჩიოს ფედერაციის პრეზიდენტი 3) ბავშვთა მწვრთნელები უნდა გადამზადდნენ საზღვარგარეთ. 4) ბავშვთა აკადემიებს მიეხედოს, უფასო გახდეს ფეხბურთზწ ბავშვების სიარული და ავარჯიშონ კვალიფიციურმა გადამზადებულმა მწვრთნელებმა. პს მე პირადად საკმაოდ კარგად ვთამაშობდი ფეხბურთს, მაგრამ 10 წლის ბავშვს რომ 15-16 წლისწბთან ათამაშებ კარგად თამაშობსო და ყოველ განრაზებაზე 12 ლილომეტრს არბენინებ მაგიტომაც მომამტვრიეს ორივე ფეხი დღემდე მტკივა დატვირთვების დროს. რას იზამ პროფესიით მეთევზე იყო ჩემი ტრენერი (((

• David

Gasaketebeli imdena dagrovda 1990 clidan ro, ar vici rit davicyo. 1.rac mtavaria mentaliletia shesacvleli 2.psiqologebi gvchirdeba pexburtshi, an mcvrtneli romelmac icis psiqologia. 3.sheiqmnas bisnes gegma, sadac dasaxuli iqneba 5 cliani mizani, da yopili 1 cclian miznebad. (daaxlobebit) 4.vaishalos es ususuri nakrebi(garda3-4 pexburteli) 5.puli chaidos mxolid bavshvta pexburtshi. 6.puli chaidos bavshvta mcvtnelebshi, miecet konkretuli gegma da mizani 7.shecydes umaglesi ligis dapinansebaze da puli moxmardes 5 da 6 punkts. 8.da morchit pulis moparvas da korubcias,da shevignot rom ertxel vcxovrob am dedamicaze da sityvebi qmedebebi varchiot. Tu rame gamomrcha daamatet, tumca umedi maqvs dakarguli ukve rom yvela chvens azrs vinme moismens.

• გიორგი

ფედერაციის ხელმძღვანელობა უნდა გადადგეს და ფინანსური აუდიტი უნდა ჩატარდეს.მერე შეიძლება ნაკრებს და ფეხბურთსაც მიეხედოს! უბრალოდ გული მწყდება ასეთი გაუნათლებლები, პრიმიტიულად მოაზროვნეეები და მოშავო გაგების ვითომ ყოფილი ვარსკვლავები, როგორ უნდა მართავდნენ ფეხბურთს? გაიხედეთ ირგვლივ და ევროპისკენ რა ხდება? ვინაა ეს დილეტანტები? დაგვემხო ფეხბურთი დედაბუდიანად!

• გიორგი

მხოლოდ შოთა არველაძე მისი პატრიოტიზმი და ქართული ჯიგარი თუ გაუღვიძებს ამ მკვდრებს რამე თავმოყვარეობას ასევე მას დიდი ავტორიტეტი აქვს ახალგაზრდა ფეხბურთელებში და არ იქნება მიკერძოებული

• Shota

ყველაფერი უნდა შეიცვალოს!!!

• Levani

Sidamonidzes zaalishvili da berdzenishvili chamoiyvanen..nu shechamet tbini am cxadadzeti..magas jer kidev tbilisis lokomotivis treneri ro gaxda 18 wlis win maqedan vakvirdebi da aravisze cudi treneri ar aris.am 18 welshi ras miagwia vabshe,qecbam ch.lze mainc gaifafxura,arveladzes kai gundebshi mainc umushavia,cxadadze kide chexradzestan ertad marto or kapiks shoulobs da egaa-gmertma milionebi misces imasac da chvenc

• კობა

ნაკრებში და ზოგადად ქართულ ფეხბურთში ძალიან ბევრი რამაა შესაცვლელი, შესაბამისად პირველ რიგში ფედერაციის მენეჯმენტი უნდა შეიცვალოს რომელმაც ფაქტია უკვე რომ წინსვლა ვერ შეძლო, შედეგი ვერ დადო ვერც სანაკრებო, ვერც საკლუბო დონეზე და ტყუილად დაფლანგა ხალხის კუთვნილი უამრავი მილიონი!!!

• მაინც არაფერი შეიცვლება

1. ფეხბურთის ფედერაცია იქცა ძველი ფეხბურთელების თავშესაფრად, რომლებსაც არც თავისი კარიერის ზენიტში არ გაუკეთებია არაფერი და არც ახლა აკეთბენ, გარდა ხელფასის აღებისა. უნდა შეიცვალოს ფედერაციის ხელმძღვანელობა და მოვიდეს სხვა. ისედაც უნდა მიდიოდნენ ნამუსი რო ქონდეთ. 2. უნდა მოვიდეს მწვრთნელი, რომელიც შედეგზე იქნება ორიენტირებული, იქნება გამოცდილი, არ მოექცევა ფეხბურთის ფედერაციის გავლენის ქვეშ და იტყვის სიმართლეს. 3. თუ რომელიმე ფეხბურთელი უარს აცხადებს ნაკრებში თამაშზე ან ხათრით ჩამოდის და წუწუნებს ნუ გამოვიძახებთ ეგეთ ფეხბურთელებს და გავასაჯაროოთ ეს ინფორმაცია ხალხმაც რო იცოდეს ვინ ვინ არის. ჩემი აზრით ვაისი იყო მოქცეული ფეხბურთის ფედერაციის გავლენის ქვეშ. ბოლო პრესკონფერენციაზე თქვა ზოგი არ იხარჯება ბოლომდეო და თქვი ვინაა ესეთი შე დალოცვილო რატო არ იძახი ბოლომდე? ზივზივაძეზე უნდა მიმეცა შანსიო და მართალი იყო ეტყობა არ ევასება ვიღაცას ზივზივაძე ფედერაციაში და ბლოკავენ, თორე რატო არ მიეცა შანსი როცა ამ პოზიციაზე ნორმალური არავინ გვყავს? და ბოლოს ბიჭებო უყურეთ თქვეს თამაშს სომხეთის წინააღმდეგ და მიხვდებით რას განვიცდით ჩვენ როცა ამ საზიზღარ თამაშს ვუყურებთ, ბურთი ვერ გააჩერა, პასი ვერ გააკეთა, ტექნიკური წუნი, ვერ დაარტყა, ბურთი ვერ გაისწორა, 10 ჩაწოდებულუ კუთხურიდან ახლოსაც არ იყო ჩვენი ფეხბურთელი ბურთთან თავის მოგებას და გოლი ხო საერთოდ როდის გავიტანეთ კუთხურიდან ბოლოს? მოკლედ ჩამონათვალი დიდია

• gio gio

უნდა დაინიშნოს ისეთი მწმრვთნელი რომელიც მოიძიებს და შეისწავლის თითოეულ ქართვ ფეხბურთელს ფედერაციის თანადგომით და დახმარებით,არსებულ რესურს გამოიყენებს ნაყოფიანად,ათამაშებს საჭიროებისამებრ შესაბამისი ტაქტიკიტ,

• ჩორნა

ცხადაძეს ბოდიში უნდა მოუხადოს ფედერაციამ და დაბრუნდება, რათკმაუნდა ეგ ზღაპარია. ვაისის დახასიათებით გეგუჩაძეზეა საუბარი. თავს დავდებ ცხადაძე რომ გაუშვეს გეგუჩას დაყენებას აპირებდენ არ გამოუვიდათ ახალგაზდურში გაუშვეს იმიტომაც ჩაააგდო გეგუჩაძემ, უბრალოდ ვაისი არ ეგონათ ამდენს თუ გაკაჩავდა გეგუჩა ამ დროს დინამოში ფლანგებს ამზადებს რომ ნაკრებს ჭირდება, მოკლედ მოთელვა გამოუვიდა. ნანახი მაგ ეგ ფილმი!! პატრიოტი მწვრთნელი გვჭირდება რისკიანი და კარგი მოტივატორი..

• gio gio

უნდა დაინიშნოს ისეთი მწმრვთნელი რომელიც მოიძიებს და შეისწავლის თითოეულ ქართვ ფეხბურთელს ფედერაციის თანადგომით და დახმარებით,არსებულ რესურს გამოიყენებს ნაყოფიანად,ათამაშებს საჭიროებისამებრ შესაბამისი ტაქტიკიტ,

• თემო

ლორია,კაშია, ყაზაიშვილი, გრიგალავა, გვილია, ქვილითაია, კაჭარავა, ნაკრებში საერთოდ არ უნდა თამაშობდნენ, ახალგაზრდებზე უნდა დავაფუძნოდ ნაკრები; უნდა გამოიძახონ ვინც სისტემატურად თამაშობს კლუბში, ბუდუ, ხარაიშვილი, ნინუა რომელიც ჯარიმებს პენალტივით ურტყავს, ხარაიშველზე ტიტულოვან კლუბში, რომელი თამაშობს მითხარით?! ნუ ამათ დავუმატოთ ჩვენი მარგალიტები და ნორმალური სტრატეგი მწვრთნელი, მივიღებთ საშუალო ევროპულ გუნდს, რომლებიც მაქსიმალურად დაიხარჯებიან ქვეყნისთვის და ხალხისთვის...

• ლექსო

პირველ რიგში ფედერაცია ულაპარაკოდ. ვინმე რომ გადადგება მაგის ილუზია არ მაქვს.

• ალიკა

მწვრთნელი და ფეხბურთელები :)

• sormona

მომხდარზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ფედერაციამ, ახალი ხალხი მოვიდეს სუფთა და გამჭირვალე არჩევნებით, ამ ახალმა ხალმა ხელმძღვანელობამ უნდა მოიწვიოს ახალი მწვრთნელი და დაალაგოს საქმე

• გია

საფეხბურთო პოლიტიკაა შესაცვლელი, ბავშვთა ფეხბურთს უნდა მიექცეს ყურადღება.

• L.J.

პირველ რიგში მევრთნელი და დღეს ცხადაძეზე კარგ ვარიანტს ვერ ვხედავ თან ბაჩანამაც დაასრულა კარიერა თუ არ ვცდები ეს მინუსი აღარ ექნება :))

• ტონი

ფედერაცია

• თემური

და ვინმე გაითვალისწინებს ჩვენს აზრს?მენტალიტეტი აი რა უნდა შეიცვალს.გასაგებია რომ აგებ მაგრამ სად მიდიხარ 3დღეში მეორე გადამწყვეტი თამაში გაქ.მითხარით ვინმემ რატო გაანთავისუფლეს გუშინდელ თამაშში ოქრიაშვილი?ვაისს ბევრს ნუ დავაბრალებთ ამათ უნდათ როგორც მოეხოშებათ ისე მიქცნენ.ამ ჯგფიდან გამსვლელები რომ არ იყვნენ მაგ უკვე მაკედობიასთან ფრე რომ ვითამაშეთ იქ ეტყობოდა.ამ ფედერაციაში კიდე საძმო ზის თუ რა უბედურებაა საქმეს რომ გვირჩევენ.ჩალით დახურულ ქვეყანაში ვართ რა.ფროფესორები და ლექტორები ტაქსაობენ და ფეხბურთელი დეპუტატიც არის და პრეზიდენტიც

• ემიგრანტი ქაქუცა

მმართველი ხალხი უნდა შეიცვალოს ქვეყანაში!!! არავინ არ თქვას სპორტი პოლიტიკა არ არისო,გაიხსენეთ 1980 და 1984 წლების ოლიმპიადები,რეები იჩალიჩეს ჯერ საბჭოთა კავშირმა ,მერე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა!!! მითუმეტეს ჩვენს პატარა ქვეყანაში,სპორტი მართლაც რომ პოლიტიკაა!!! მთავარი მიზეზი ჩემი აზრით არაპროფესიონალების სიმრავლეა ფედერაციაშიც და ნაკრებშიც,მანამ სანამ "ნაცნობობა" არ მოიშლება ქვეყანაში,არაფერი არ ეშველება ქვეყანას და მაშასადამე სპორტსაც.

• Gaguuu

ყველა და ყველაფერი მოხტუნავე ფედერააციის პრეზიდენტიდან უნდა დაიწყონ ან აირჩიოს ან პოლიტიკა ან ფეხბურთი მეორე კახა ცხადაძე დანიშნონ მწვრთნელად ნაცნობობით და კაი ბიჭობით არ გამოიძახონ ნაკრებში ხალხი და მიხედონ საქმეს როგორც რიგი და წესია

• Luka

Wverebi gaiparson,tamashit ar vargian da pakistanis nakrebs maints nu daemsgavsebian

• გიო

რა უნდა შეუცვალოს და მიდგომა! არანაირი პროტექცია და ჩაწყობა! კარი გაუღეთ ღირსეულ ბიჭებს და არა ძმაკაცოვიჩებს. ვატო არველაძისნაირ და დავითაშვილისნაირ ჩამოუყალიბებელ ფეხბურთელებს!

• შაქრო პაპა

გრიგალავა უნდა იყოს ყოველთვის ძირითაში. ერთი სიამოვნებაა იმის ყურება, როგორ დაგოგმანობს მინდორზე. ეგეთი მონარნარე ფეხბურთელი ჯერ არ გვყოლია. სანამ ეგ 180 გრადუსით შემოტრიალდება თამაშიც მთავრდება))))))

• ალეკო

ჯერ ერთი მაღალი დონის მწვრთნელი გვჭირდება, მეორეც მთლიანად მიდგომა უნდა შეიცვალოს ქართული ფეხბურთის მიმართ, რა და როგორ სპეციალისტებმა უკეთ იციან

• დავითი

კახა ცხადაძე უნდა მოიწვიონ... კარგად დაემთხვა, კლუბიდან მოდის :)

• dato

ახალაზრდებს უნდა მიეცეთ შანსი. 21 წლამდელებიდან უნდა წამოვწიოთ ბიჭები. და უნდა გავზარდოთ. თქვენ კი ჟურნალისტება მაქსიმალურად უნდა შეიკავოთ თავი, ვინმეს რეკლამირებისგან. თავი დიდი ვინმე გონიათ რომ ჩამოდიან, საკუთარი კეთილდღეობისთვის გამოდიან მოედანზე და ნაკრები და თამაში არ აინტერესებთ.

• las

ცხადაძე უნდა დაბრუნეს. მაგრამ მეეჭვება ეს ფედერაციის წურბელები არ მიცემენ მუშაობი სსაშუალებას

• გულშემატკივარი

საქართველოს ჩემპიონატი! ორი სამი გუნდი უნდა გაკეთდეს ისეთი რომელიც ევროპაში ითამაშებს რეგულარულად, ადგილობრივი ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული და 5-6 ნორმალური ლეგიონერით ამ გუნდებს და რაღა თქმა უნდა ეროვნულ ნაკრებს ნორმალური ევროპელი მწვრთნელები უნდა ყავდეს თანამედროვე ხედვებით (სამწუხაროდ ქართულ მწვრთნელებს არ გააჩნიათ თანამედროვე უნარ-ჩვევები) მწვრთნელები უმჯობესი იქნება გერმანელი ან ესპანელები ჩემის აზრით ჩვენ სტილს მაგათი სტილი უფრო ეწყობა.ეს ყველაფერი სასწრაფოდ პირველ რიგში უნდა გაკეთდეს აი მერე კი დანარჩენი გუნდებიც ამ წესრიგით უნდა გაკეთდეს შესაბამისად ბავშვთა და ასაკობრივი გუნდებიც, თორე მთელი 30 წელია ერთ წრეზე დავდივართ და სიღრმისეულ ცვლილებეს არავინ აკეთებს,გადახედეთ მაგალითად ფიფიას კომენტარებს ყოველ წელს და ყველაფერი ცხადი იქნება,როგორ"იმუქრება საუკეთესო ლეგიონერებით"მაგრამ შედეგი ყოველ წელს უარესია..

• ზაზა

1. კაი მწვრთნელი - მაისურაძე, ცხადაძე ან არველაძე, თუ უცხოელი იქნება, კარგი იყოს უნდა და არა ვაისისნაირი უსახელო და უნიჭო. 2. ამის შემდეგ ბოდიში მოიხადონ ცხადაძის არაკაცური გაგდებისთვის და დაკარგული 5 წლისთვის, პასუხსაც თუ აგებინებენ ამის ჩამდენებს , კარგი იქნება, მახსოვს ვიღაც ტარიელი ფიგურირებდა ამ საქმეში სხვა ბობოლრბთან ერთად. 3. იმ პოზიციებზე , რომლებზეც ვერ ვყალიბდებით , ნატურალიზებული ფეხბურთელები გვჭირდება და ამ კუთხით სამუშაოა მაგალითად სამხრეთ ამერიკაში (ბრაზილია ყველაზე კაი ვარიანტი იქნება ჩემი აზრით). 4. ბელგიიდან ის ბიჭია ჩამოსაყვანი სიდამონიძე და ესეთი ნიჭიერი ბიჭებია საძებნელი. 5. ჩვენი ქართული კლუბებიდან რამდენიმე უკრაინის ჩემპიონატშია ჩასართავი, თუ ბიზნესმენი ვინმე არ გამოჩნდება , სახელმწიფომ უნდა აიღოს ეს საქმე, და მერე აუცილებლად გამოჩნდებიან და გამართულ ბიზნესზე ვინ იტყვის უარს. ეს საქმე სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს და ესეთი პრეცედენტები არი მსოფლიოში. ეს 5 პუნქტია მთავარი პუნქტია პირველ რიგში შესასრულებელი!

• buba

ან მეორე ვარიანტია, ბოსტნად გადაკეთების ნაცვლად პირდაპირ კორპუსების ჩადგმა...

• პაატა

ძირფესვიად უნდა შეიცვალოს ფეხბურთის ფედერაციის მაფიოზები,და არამარტო ფეხბურთის ფედერაციაში!

• Levani

ექიმებს არ სცალიათ ახლა მაგისთვის,მაგრამ იქნებ გამოიკვლიონ როდესმე -რატო იღებენ ჩვენი ფეხბურთელები ტრავმებს ასე ხშირად.. მაგალითად დღეს უნდა გვყოლოდა ძალიან მაგარი მარცხენა მცველი ხარაბაძე-საკმაოდ ახალგაზრდა ძირითადს თამაშობდა ციურიხში და უცებ გაქრა რადარებიდან. მე ხელოვნური მინდვრების ბრალი მგონია ეს ყველაფერი,ევროპაშიც აქვთ,ბაზ-არ არი,ოღონდ იქ იყენებენ თოვლიან ამინდში და თან ევროპელი ბავშვს თავის დროზე აქვს სახლში საუზმე,სადილი თუ ვახშამი..ჩვენთან ბავშვები დილიდან გარეთ არიან,ზოგი ფენოვანს ჭამს და მთელი დღე იმით არის,ზოგს იმის ფულიც არა აქვს და მერე ეს გამოსუსტებული ბავშვები კიდე დიდ დროს ატარებენ ხელოვნურ სტადიონებზე. არ ვიცი,ექსპერტი არა ვარ-იმიტომაც დავწერე,მედიკოსებმა უნდა გამოკვლევა ჩაატარონ.. არაელასტიური და ხისტი გენეტიკა რო გვქონდეს არ გვეყოლებოდა მაშინ ტალახაძე,თუნდაც რეგბისტები თუ მოჭიდავეები.. ახლა სხვა ტრენერმა რო ააწყოს გალაქტიკო- ხვიჩა,ჩაკვე,იქეთ ნინუა რო მოჯდეს პაოკის სასტავში,წინ მიქაუტაძე და სხვა კაი ბიჭებიც შეიძლება გამოჩნდნენ,მაგრამ თუ მნიშვნელოვანი თამაშების წინ ყველა ლიდერი გამოაკლდა ეს შრომაც წყალში ჩაიყრება.. ნუ არ ვიცი,ფაქტია რო გამოსაკვლევია ეს საქმე. ისე ორგანიზმი რო გაძლიერდეს და საერთოდ ძლიერი იყოს-თუ გინდა სპორტზეც არ იყოს ლაპარაკი-ვისაც სახლში ბავშვები გყავთ-ყოველწელს 2-3 კვირით მაღალმთიან კურორტზე დასვენებაა მაგისთვის კაი-ფილტვებს აძლიერებს.. ძველი დინამოს მომზადებაზე ვკითხულობდი ადრე და ეწერა-აუცილებელია სეზონის წინ 2 კვირიანი შეკრება მაღალმთიან კურორტზე და 1 კვირა ზღვაზეო.. აბა აქ ფიზიკური მომზადება ბევრს მარტო ის გონია რო ტრენერმა 30 წრე უნდა დაარტყმევინოს ყოველ ვარჯიშზე და მარათონელი გახადოს..

• იბერია

ნაკრები არა ძმაო ცუდი კითხვაა .. ფეხბურთში ფეხბურთში რა უნდა შეიცვალოს და ზოგადად ცხოვრებაში რა უნდა შევცვალოთ ეგაა საქმე. ნაკრები არის პირამიდის ბოლო ზედა ლოდი. მაქედან რომ ვიწყებთ იმიტომ ინგრევა ყველაფერი ხუხულასავით

• გიორგი

ნაკრები უნდა გადახალისდეს მთლიანად - საჭიროა გრძელვადიანი გეგმის შედგენა და ამ გეგმის ეტაპობრივი განხორციელება. ერთ თამაშზე არ უნდა ავაგოთ ქართული ფეხბურთის მომავალი. პირველ რიგში, საწიროა მწვრთნელი, რომელიც სასურველია, იყოს საქართველოდან, ვისაც ერთი თამაშის წაგების მერე გინებას არ დავუწყებთ და არ გავაგდებთ. მან უნდა დადოს ნაკრების განვითარების გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების განვითარების საკითხებიც. კონკრეტულად ფეხბურთელებს რაც შეეხება, ბევრი ფეხბურთელი ძველი დამსახურების გამო მოხვდა მოედანზე მაკედონიასთან მატჩში - ეს არის დამღუპველი. მოედანზე უნდა გავიდნენ იმ თამაშისთვის საუკეთესო ფორმაში მყოფი ფეხბურთელები და არა სახელიანები. სახელი ვერ იგებს თამაშს.

• Ლუკა

არასწორი კითხვაა, ნაკრები მხოლოდ სახეა. ფეხბურთის თამაშია დასაწყები საქართველოში და არა შესაცვლელი. ფიზმომზადება, ფსიქოლოგია (საქმისადმი ცივსისხლიანი მიდგომა და არა ნევროტული აღგზნება), ტაქტიკური განსწავლა, სატურნირედ სტრატეგიულიც, პროფესიონალიზმი,ყველაფერი სასწავლი გვაქვს.

• Datka

Zastreliat

• recondite

მ ე ნ ტ ა ლ ი ტ ე ტ ი

• Ჯიო

უნდა მოვარჩინოთ კვარა და ჩაკვეტაძე, მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ...

• uhg

ტვინი, აზროვნება და კიდევ რამოდენიმე ფეხბურთელი

• papa

ჯერ სტადიონი გადააკეთეთ ბოსტნად რომ კარტოფილი დათესოდ და მერე მიყევით დალშე

• ტოტტი

ყველა და ყველაფერი გუნდი უნდა გაახალგაზრდავდეს

• სანდრო

1. არაბიძე დააბრუნონ ნაკრებში. 2. ქვილითაია, კაჭარავა, წინაზე რომ ათამაშა კიდე რა გვარია არ მახსოვს, მოკლედ ხესავით მოძრავი ფეხბურთელები აღარასდროს ათამაშონ ნაკრებში. 3. ლორიას დანარჩენი მეკარეები ჯობია. 4. დავითაშვილი უფრო ხშირად ათამაშოს. ზოგადად: ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, არაბიძე, დავითაშვილი, აბურჯანია, პაპუნაშვილი, კვეკვესკირი, კანკავა, ხოჭოლავა, ნავალოვსკი. ეს ბეხბურთელები ძირითად შემადგენლობაში უნდა იყვნენ ძირითადად. ჯანოც თუ ჩადგება მწყობრში უფრო მაგარი ნაკრები გვექნება.

• პიკანდრე

გია გეგუჩაძე ! მიეცით საკმარისი დრო, (თუნდაც 5 წელი, როგორც ვაისს) თავისუფლება, ახალგაზრდებთან იმუშავებს და შედეგს დადებს !

• ვაკო კურტანიძე

ყველაფერი შესაცბლელია... რასაც ესენი თამაშობენ ანტიფეხბურთია და უკვე ყველას იმედები გადაწურეს ჩემი აზრით ამ ფორმაციიას ნაკრებმა. სასწრაფოთ გვჭირდება ახალი მწვრთნელი და ახალგაზრდა ფეხბურთელები.

• ვეტერანი

ნუ ქმნით ილუზიას,რომ ჩვენი აზრი მომავალში იმუშავებს.

• ემიგრანტი ქაქუცა

მმართველი ხალხი უნდა შეიცვალოს ქვეყანაში!!! არავინ არ თქვას სპორტი პოლიტიკა არ არისო,გაიხსენეთ 1980 და 1984 წლების ოლიმპიადები,რეები იჩალიჩეს ჯერ საბჭოთა კავშირმა ,მერე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა!!! მითუმეტეს ჩვენს პატარა ქვეყანაში,სპორტი მართლაც რომ პოლიტიკაა!!! მთავარი მიზეზი ჩემი აზრით არაპროფესიონალების სიმრავლეა ფედერაციაშიც და ნაკრებშიც,მანამ სანამ "ნაცნობობა" არ მოიშლება ქვეყანაში,არაფერი არ ეშველება ქვეყანას და მაშასადამე სპორტსაც.

• irakli

Qatmebis fermaa amati.. admin vashkacurad ar cashalo chemi komentari, rac davinaxe da rac realuradaa imas vambob. asea tavisi fexburtis federaciis chatvlit, qatmebis ferma..

• giorgi

პრველი სატავე მერე ისეტი მწვრტნელი ვინც იცის რასტილი უნფა ათამაშოს საქარტველო ჩემიაზრით მოკლე და საშვალო პასები და რაცმტავარია გუნდში ნომერპირველი უნდა იყოს და ნაკრებში სახელები არუნდა თამაშობდნენ ამრტო ის ვინც ფორმაშია და კიდე უგებდეს და აკონტროლებდეს ქართულ ხასიათს

• გიო სვანი

გრიგალავა კაშია საერთოდ უნდა წავიდნენ და დაასრულონ კარიერა ნაკრებში. უთამაშებელი და პრაქტიკის არ მქონე ფეხბურთელებიც უნდა დაიბლოკონ თუ ნაკრების მწვრთნელი გამოიძახებს ფედერაციამ უნდა დაბლოკოს ასეთები თუმცა შემადგენლობის დაყენებაში არ უნდა ჩაერიონ. უგულოდ მოთამაშეები და ისინი ვინც დაცვით ფაზაში სეირნობით ბრუნდებიან ასევე უნდა მოიკვეთონ ნაკრებიდან , მოკლეთ ასეთების გამოძახებას ეროვნული ჩემპიონატიდან აჯობებს გამოძახება მოთამაშეების აბურჯანიასგან განსხვავებით არ დაეძინებათ მოედანზე და კვეკვესკირი რამდენადაც კარგად ანაწილებს ბურთებს იმდენად უგულოდ ეპყრობა ართმევაზე თამასისას ზონის დაზღვევას ყოველ შემთხვევაში სომხეთთან მეორე გოლის ეპიზოდში ჩააცილა მოწინააღმდეგე ნავალოვსკის ზონიდან არადა შეეძლო მხარი მაინც გაეკრა.

• ღორონთქ ურსხას თე დინაფილ ქიანას

ფეოლა რომ ადგეს, ჩვენს ნაკრებს არ ეშველება. ფეხბურთისადმი მიდგომა უნდა შეიცვალოს. ვინმემ თუ გაანალიაზა რაც იხარჯება, რამდენად ეფექტურად იხარჯება, რა დღეშია ბავშვთა ფეხბურთი. ისე ამ ფიასკოზე ვინ უნდა აგოს პასუხი?

• fan1

ფედერაციის მმართველობა სრული შემადგენლობით

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა