ალექსანდერ ჯიკიჩმა სეზონის ბოლოსთვის კრკა ერთ მუშტად შეკრა და "ოლიმპიას" ჯერ რეგულარული ეტაპი მოუგო, ახლა - ფინალური სერია
სლოვენიის ჩემპიონატი 1991 წლიდან იმართება. მას მერე 15-ჯერ ოლიმპზე ლიუბლიანის "ოლიმპია" იყო, რომელმაც 2011 წლემდე მხოლოდ ოთხჯერ დათმო ტიტული: სამჯერ კრკა გაჩემპიონდა, ერთხელ - "ჰელიოსი".

"ოლიმპია" შემადგენლობით წლეულსაც სჯობდა კრკა-ს, ამიტომაც მოუგო ადრიატიკის თასის ნახევარფინალი და სლოვენიის თასის ფინალი. თუმცა მწვრთნელმა, ალექსანდერ ჯიკიჩმა სეზონის ბოლოსთვის კრკა ერთ მუშტად შეკრა და "ოლიმპიას" ჯერ რეგულარული ეტაპი მოუგო, ახლა - ფინალური სერია. სლოვენიელი ჟურნალისტებიც კრკა-ს წარმატების მთავარ ფაქტორად სწორედ მწვრთნელს მიიჩნევენ.

ოლიმპიელებმა კი თავკაცი მარტში შეიცვალეს - იურე ჟდოვჩის ნაცვლად მთავარ მწვრთნელად მისი ასისტენტი, საქართველოში არაერთხელ ნამყოფი მირო ალილოვიჩი დაინიშნა. სწორედ მაშინ მოგვეცა იმედი, რომ გიორგი შერმადინსა და ვლადიმერ ბოისას სათამაშო დრო გაეზრდებოდათ, მაგრამ ახალმა ძველი მწვრთნელის გზა განაგრძო - ქართველებს 10-15 წუთით ათამაშებდა, ძირითადად ნომინალური ცენტრის გარეშე ასპარეზობდა...

სწორედ შერმადინისა და ბოისას გარეშე ჩაატარა ალილოვიჩმა ფინალური სერიის გადამწყვეტი, მეხუთე მატჩის ბოლო წუთები. არ ვამბობთ, ქართველებს რომ ეთამაშათ, "ოლიმპია" აუცილებლად მოიგებდაო, მაგრამ მწვრთნელს პირველი პერიოდის ამბავი უნდა დაემახსოვრებინა: შერმადინი თამაშში როცა ჩართო, "ოლიმპია" 11 ქულის სხვაობით აგებდა (4:15). მას მერე სტუმრებმა მდგომარეობა გამოასწორეს და მეორე ტაიმის ბოლოსთვის, როცა შერმადინმა მოედანი დატოვა "ოლიმპია" 28:25-ს იგებდა.

იმ მონაკვეთში ქართველმა ცენტრმა 5 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. როგორც ჩანს, მწვრთნელი ბოლო წუთებზე შედარებით დაბალ, თუმცა გამოცდილ ხუთეულს ენდო და ქართველების მოედანზე გამოყვანა გადაავიწყდა. კრკა-მ 64:57 იმარჯვა, სერია 3:2 მოიგო და მეოთხედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

შერმადინის მონაგარი ასეთი იყო: 16 წუთი, 5 ქულა (6-დან 5 საჯარიმო), 6 მოხსნა, 2 პასი, 1 დაფარება. მარგიქმედების კოეფიციენტის მიხედვით (13) იგი კენი გრეგორისთან ერთად საუკეთესო ოლიმპიელი გახლდათ. სტუმართაგან მხოლოდ გრეგორი ასცდა 10-ქულიან ნიშნულს (12 ქულა).

ვლადიმერ ბოისამ 1:19 წუთი ითამაშა...

ყველაზე მეტი, 14 ქულა კრკა-ს სნაიპერმა ბალაჟიჩმა ჩააგდო.

სეზონი ჯერ არც იყო დასრულებული, რომ ჟურნალისტები "ოლიმპიას" მწვრთნელის, მირო ალილოვიჩის შემცვლელს ასახელებდნენ: გუნდში გამოცდილი სპეციალისტი ზმაგო საგადინი ბრუნდებაო.

სავარაუდოდ ეს სპეციალისტი გაუძღვება მომავალ სეზონში ლიუბლიანელებს. შეგახსენებთ, რომ სწორედ საგადინმა მიიწვია ბოისა ხორვატულ "ზადარში" და ლიდერის ტვირთიც აჰკიდა, თუმცა გამოცდილ ვოვას არაფერი გასჭირვებია. ქართველი ფორვარდი "ზადარიდან" საგადინის წასვლის შემდეგაც გუნდის მთავარი ფიგურა იყო - შარშან, ფინალურ სერიაში "ზადარის" სნაიპერიც გახლდათ და მისმა თანაგუნდელებმაც აღიარეს: ბოისას მუხლის ტრავმა რომ არ მიეღო, შეიძლება ფინალური სერიაში "ციბონა" დაგვემარცხებინაო.

ბოისა და საგადინი ერთმანეთს მომავალ სეზონშიც გაუგებენ. რაც შეეხება შერმადინს, იგი გაისად "ოლიმპიაში", ალბათ, აღარ დარჩება. გიორგი ხომ კონტრაქტით ბერძნულ "პანათინაიკოსს" ეკუთვნის, თუმცა 23 ივნისს NBA-ს დრაფტში მიიღებს მონაწილეობას. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რომელიმე ამერიკული კლუბი მას დრაფტზე აიყვანს და NBA-სთვის მოსამზადებლად ევროპაში გამოგზავნის. სად?

ამის კითხვა ადრეა, ჯერ ხომ დრაფტი 23 ივნისი არ მოსულა. ისიც გასარკვევია, ევროპაში დაბრუნების შემთხვევაში "პანათინაიკოსი" შერმადინის ისევ გაანათხოვრებს მოისურვებს, თუ დაიხმარებს. თუმცა ერთ საინტერესო ვარიანტს დაგისახელებთ: "კანტუ". ამავე გვერდზე წაიკითხავდით, რომ კანტუელებს წინა ხაზში პრობლემები აქვთ, არადა 2011-12 წლების სეზონში ევროლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში გარანტირებული აქვთ და კარგი ცენტრი ნამდვილად სჭირდებათ.

შეიძლება, ვინმეს ჩვენი მოსაზრება აბსურდად მოეჩვენოს, მაგრამ "კანტუ" უსაფუძვლოდ არ გვიხსენებია - იტალიური გუნდის თავკაცი შერმადინის გადაყვანით შარშანაც იყო დაინტერესებული...

ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის