"რვა ერის" მეორე ტურში უელსთან 0:18 წაგების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა:

"საწყენია, რომ თამაშის მსვლელობა ანგარიშს არ ასახავს. შეგვეძლო შეტევაში უკეთ გვეთამაშა და ქულები აგვეღო, რასაც სამწუხაროდ ისევ ვერ ვახერხებთ. იმედგაცრუებული ვარ შერკინებაში ბევრი ჯარიმით.

დაცვის და შეტევის მოლი უკეთესი იყო, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მეტოქის ლელოდან 5 მეტრში დავკარგეთ ბურთი. მთლიანობაში უკეთესი შეტევები გვქონდა, მაგრამ ცუდ ამინდში ბურთი ცურავდა და გვქონდა ტექნიკური წუნი. შეიძლებოდა ჯარიმების გატანაც, მაგრამ ანგარიში 18:6 თუ იქნებოდა, ამით არაფერი შეიცვლებოდა. მორაგბეები თავდაჯერებულები იყვნენ და ლელოზე თამაში არჩიეს, რასაც პრობლემად არ ვთვლი.

ინგლისი უელსზე უკეთესი გუნდია, თუმცა ჩვენ შეტევაშიც და დაცვაშიც ახლა უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე ერთი კვირის წინ. პრობლემად რჩება სტატიკური ფაზები, სადაც ბევრჯერ დავჯარიმდით და ბურთი დავკარგეთ. უკეთესობა გვაქვს თამაშის მართვაში, თუმცა ეს ჯერ კვლავ პრობლემად რჩება. ასეთი დონის მოწინააღმდეგესთან ბურთის და ტერიტორიის კონტროლი მნიშვნელოვანია, რაც პირველ ტაიმში ვერ მოვახერხეთ.

წინ გვაქვს ირლანდიასთან შეხვედრა, რომელიც ექვსი ერის გუნდებიდან ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა. მოსამზადებლად ერთი კვირა გვაქვს. ორშაბათამდე გვეცოდინება რა მდგომარეობაა ტრავმების მხრივ და მზადებაც ამის მიხედვით დაიგეგმება. ჩვენი მიზანია, კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ და მივიღოთ გამოცდილება".

rugby.ge

გიორგი
გასაიდუმლოებულია თუ რატომ არ ეპატიჟება მაისაშვილი ჟვანიას, ჩილაჩავას, ასეიშვილს და მსგავს გამოცდილ ბურჯებს. კომენტარებიდან ვიგებთ ჭორებს ამის შესახებ, რაც არანორმალურია. მაისაშვილო, კეთილი ინებე და საჯაროდ აგვიხსენი რატომ არ არიან ეს ბურჯები განაცხადშიც კი. დროა დასრულდეს ბუტიაობის სულელური ეპოქა. ამ დონის რაგბს მხოლოდ პროფესიონალი კაცები თამაშობენ.
გიორგი
სირცხვილი ნამდვილად არ არის გრანდენთან წაგება. უელსთან 3 ქულის აღებას ამჯობინეს ლელოზე თამაში, რაც სწორი იყო. არ გაგვიმართლა, მაგრამ ეს რაგბში ჩვეულებრივი ამბავია.
გიორგი
უბრალოდ, სირცხვილია ერთი ლელოს და თუნდაც ერთი ქულის გარეშე დავტოვოთ ეს ტურნირი, საქმე კი ნაღდად ამისკენ მიდის!!!!
კარგი რა
რატომ არის ეს ადამიანი მთავარი მწვრთნელი??? ახალი სტაფია საჭირო, არ უნდა გაგვეშვა მაისაშვილთან ერთად ნაკრები ამ უმნიშვნელოვანეს ტურნირზე... აშკარად მელოტინი გვყავს სანატრელი. ეს ყმაწვილი ვერ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას>>>>
ჰაჰა
მოგწონთ ეს ინტერვიუ? უელისის მესამე გუნდთან უშანსოდ დავმარცხდით. ამას ქვია წინსვლა? ქართული რაგბი მაშინ ვითარდებოდა როცა თვითკრიტიკულნი ვიყავით, ესე დავრჩებით რუმინეთ-რუსეთის დონეზე.
რაგბის ფანი
ეგრე ადვილი არ არის კვალიფიციური უცხოელი დაუსაქმებელი მწვრთნელი მოძებნა
buba
...ხო რა... აუცილებლად ურემი უნდა გადაბრუნდეს?!...
Just Supporter
მართლია, ჯერ არ არის მზად, თუმცა თვითონ კი არ უნდა დაუთმოს ადგილი უცხოელ მწვრთნელს, ფედერაციამ უნდა მოიძიოს სათანადო კანდიდატი და მაისაშვილი თუნდაც დააბრუნოს დამხმარე მწვრთნელის პოზიციაზე. კარგი იქნება, თუ დამოუკიდებელ კარიერას აწყობს, გაიზრდება და შემდეგ კიდევ მოსინჯავს ძალებს ესეთ დონეზე
SL
ბატობო ფანო, ერთი მეც მითხარი, მაგის გადასაწყვეტია დაუთმოს თუ არ დაუთმოს? ეგ ერთი. და მეორე გამოვხატავ პატივისცემას ბატონი ლევანის მიმართ. ასევე ვთვლი, რომ ზოგადად მწვრთნელის როლი, გინდ რაგბში, გინდ ფეხბურდში, ჩვენგან ძალიან გადაჭარბებულია. არ არის ისე რომ მსოფლიოში #1 მწვრთნელმა არასათანადო გუნდით დიდი გამარჯვევების მიღწევა შეძლოს. ჩვენ შემთხვევაში მგონია, რომ ჩვენი ლომები და მწვრთნელიც ერთნაირად მოტივირებული და თავგადადებულები არიან. რა თქმა უნდა მეტი გვინდა და მეტს ველოდებით. პირველ რიგში ჩემი აზრით ფსიქოლოგიურად არასწორია, რომ მოედანზე გადიხარ გამოცდილების მისაღებად ან სათამაშოდ. მოედანზე უნდა გახვიდე მოსაგებად! მორჩა! საბედნიეროდ ამის პატარა ნაპერწკალი დავინახე. გავაღვივოთ!
შენი კეთილის მსურველი
კარგი ამინდი რომ ყოფილიყო ლელოების ცვენა იქნებოდა უელსელების.
niko
წადი. ანგარიში თუ არ ასახავს აბა რა ასახავს- დისციპლინა, ფეხის ბრახუნი, ჯარიმები, შერკინება თუ უკანა ხაზის ლაჟვარდი? წადი
ზურა
ამ ტურნირზე ცუდად არ გამოვიყურებით ,ჩემი აზრით. უფრო ადრე რომ გვცოდნოდა კარგი იქნებოდა. მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო იყო და მწვრთნელის შეცვლაც უაზრობა იქნებოდა . ასე რომ მე მგონია ეს შედეგი ლოგიკურია და არაა ცუდი.
fani
მაისაშვილო, მოდი რა, სიმართლეს გეტყვი და შენც კაცურად მოიქეცი: არ ხარ ნაკრების მთავარი მესაჭის დონის, ადექი და ვინმე უცხოელ, კვალიფიციურ მწვრთნელს დაუთმე ეგ ადგილი და თავად თანაშემწეობას დასჯერდი
რაგბი ევროპა | ნახევარფინალი რუმინეთთან - "ავჭალაზე"
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგის" წაუგებელი სერია დასრულდა
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "ჰერტასთან" დამარცხდა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა" - ალექსანდრე მერკვილაძე
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჰავრთან" მატჩში?
ზურიკოს "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და გალიდერდა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] ჰოლანის არყოფნაში "სიტის" მხსნელად სემენიო მოევლინა - "ქალაქელებმა" "ლიდსი" დაამარცხეს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
"ბორჯღალოსნები" | დასკვნითი მატჩი ჯგუფის ლიდერ უელსთან
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
იოსებ ტყემალაძე: მოგვეცით საშუალება ასეთ ატმოსფეროში ხშირად ვითამაშოთ
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
რაგბი ევროპა | როტაციით ნიდერლანდებთან
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
საქართველოს ნაკრები უელსთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]
[VIDEO] 61:12 - საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებსაც უპრობლემოდ მოუგო
ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა დასკვნითი მატჩისთვის
რაგბი ევროპა | ნახევარფინალი რუმინეთთან - "ავჭალაზე"
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის